პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა" - პარალელები ლარის დღევანდელ მდგომარეობასა და კუპონს შორის
"სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა" - პარალელები ლარის დღევანდელ მდგომარეობასა და კუპონს შორის

ლა­რის კურ­სის ვარ­დ­ნამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას კუ­პო­ნე­ბის ავ­ბე­დი­თი ხა­ნა გა­ახ­სე­ნა, რო­ცა ყვე­ლა მი­ლი­ო­ნე­რი იყო, მაგ­რამ ამ მი­ლი­ო­ნე­ბით ვე­რა­ფერს ყი­დუ­ლობ­და. უსი­ა­მო მო­ლო­დინს ისიც და­ერ­თო, რომ მა­ღა­ზი­ებ­მა ფა­სე­ბი ნელ-ნე­ლა, მაგ­რამ მა­ინც გა­ზარ­დეს. მარ­თა­ლია, მთავ­რო­ბა და ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი ხში­რად გვა­ი­მე­დე­ბენ, სა­გან­გა­შო არა­ფე­რია და პრო­ცე­სე­ბი კონ­ტ­როლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბაო, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ში­ში მა­ინც ჩნდე­ბა.

სო­სო არ­ჩ­ვა­ძე ­(ექ­ს­პერ­ტი): ლა­რის კურ­სი, ისე­ვე რო­გორც ეკო­ნო­მი­კა, ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და მას­ზე გავ­ლე­ნას ბევ­რი რამ ახ­დენს, მათ შო­რის, ში­და და გა­რე ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი, ასე­ვე - ნე­გა­ტი­უ­რიც. ჩვენ­ზე უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა აქვს ევ­რო­კავ­შირს, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ევ­რო შე­მო­ი­ღეს, ევ­რო­სა და დო­ლარს შო­რის შე­ფარ­დე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა. არც არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ვა­ლუ­ტის კურ­სი უც­ვ­ლე­ლი იყოს, მაგ­რამ სულ სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად და დრო­უ­ლად მოქ­მე­დე­ბენ ის სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის სიმ­ყა­რეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ეს რყე­ვე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო სექ­ტორს და გან­სა­კუთ­რე­ბით, ეროვ­ნულ ბანკს, აკის­რია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ვა­ლუ­ტის კურ­სი და ინ­ფ­ლა­ცია და­ი­ჭი­როს. ამ მხრივ ჩვენს ეროვ­ნულ ბანკს უფ­რო აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა ევა­ლე­ბა და ჩე­მი აზ­რით, მწვა­ვე კრი­ტი­კა, რო­მე­ლიც ბო­ლო ხა­ნებ­ში ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს მი­მართ გვეს­მის, ეროვ­ნული ბან­კი­სად­მი უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი. ლა­რის კურ­სის და­ჭე­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თუნ­დაც იმი­ტომ, რომ "ე­კო­ნო­მი­კუ­რი ნევ­რო­ზი" მო­უხ­ს­ნას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნ­ლებს, ეს "ნევ­რო­ზი" სწო­რედ ლა­რის კურ­სის რყე­ვი­თა და ფა­სე­ბის ზრდით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა არ უნ­და მოხ­დეს, რად­გან ამი­სათ­ვის ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი არ არ­სე­ბობს.

- ბო­ლო ხა­ნებ­ში ექ­ს­პორ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­მაც იმა­ტა, ამა­ვე დროს, არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი, უკ­ვე გან­საზღ­ვ­რუ­ლია სა­ინ­ვეს­ტი­ციო პა­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე წელს უნ­და ამოქ­მედ­დეს - ეს ოთხი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი არ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ლა­რი გა­უ­ფა­სურ­დე­ბა. კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტი, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ბანკს აქვს, ეს არის სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ი­მი­სოდ, რომ ლა­რის სე­რი­ო­ზუ­ლი რყე­ვა არ მოხ­დეს. მოკ­ლედ, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ქმნის იმის სა­ფუძ­ველს, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა უფ­რო მე­ტად არ გა­უ­ფა­სურ­დეს და თუ მი­სი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მა­ინც გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ეს უკ­ვე სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. ბი­უ­ჯე­ტი 1,70-ის ფარ­გ­ლებ­შია გათ­ვ­ლი­ლი და თუ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­ინ­დო­მებს, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა აღარ უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს, იმი­ტომ, რომ სა­ა­მი­სოდ ობი­ექ­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს.

უფ­რო მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს ექ­ს­პერ­ტი ლე­ვან კა­ლან­და­ძე:

- ლა­რის კურ­სის და­ცე­მა სუ­ლაც არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ობი­ექ­ტუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით, უფ­რო მე­ტიც, ამ­გ­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც არ­სე­ბობ­და, რად­გან წლის ბო­ლოს ყო­ველ­თ­ვის იზ­რ­დე­ბა მო­თხოვ­ნა ლარ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე მო­თხოვ­ნის ზრდამ ის უნ­და გა­ამ­ყა­როს. ამას­თან, პირ­და­პი­რი გზავ­ნი­ლე­ბი უცხო­ე­თი­დან წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აშ­კა­რად გა­ი­ზარ­და, რაც ლა­რის გამ­ყა­რე­ბის კი­დევ ერ­თი ფაქ­ტო­რია, რად­გან ამის გა­მო ლარ­ზე მო­თხოვ­ნა იზ­რ­დე­ბა. 2013 წელს გაზ­რ­დი­ლი იყო ექ­ს­პორ­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც და ამა­საც ლა­რის გამ­ყა­რე­ბა­ზე უნ­და ემუ­შა­ვა, ანუ ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია იმი­სა, რომ ლა­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი­ყო, არ არ­სე­ბობ­და. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი მოხ­და სულ სხვა რამ - ლა­რის კურ­სი და­ე­ცა. რამ გა­მო­იწ­ვია ეს? - იმან, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს ხარ­ჯ­ვი­თი პო­ლი­ტი­კა არას­წო­რი და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო: მე­ოთხე კვარ­ტალ­ში და­იწყო ფუ­ლის დი­დი მა­სის ერ­თ­ბა­შად გაშ­ვე­ბა მი­მოქ­ცე­ვა­ში, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვია, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა.

- ესე იგი, სე­ზო­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი აქ არა­ფერ შუ­ა­შია?

- მტკი­ცე­ბა იმი­სა, რომ ლა­რის კურ­სის და­ცე­მა სე­ზო­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გა­მო მოხ­და, არას­წო­რია! იმი­ტომ, რომ სე­ზო­ნურ ფაქ­ტორს, პი­რი­ქით, ლა­რი უნ­და გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნ­და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ეჭ­ვი: იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტი ჩა­ვარ­და და მას­ში დე­ფი­ცი­ტი გვაქვს, გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რი არის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­ფი­ცი­ტის და­სა­ფა­რად.

ჩნდე­ბა კითხ­ვა: ხომ არ იყო ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი? ეს მო­საზ­რე­ბა საღ აზრს სუ­ლაც არ არის მოკ­ლე­ბუ­ლი. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ იან­ვარ­ში ეროვ­ნულ­მა ბან­კ­მა 40-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ვა­ლუ­ტო ინ­ტერ­ვენ­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ლა­რის კურ­სი მა­ინც ვერ და­ი­ჭი­რეს. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის წევ­რე­ბი შე­უ­სა­ბა­მო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ. ხო­ლო იმის მტკი­ცე­ბა, რომ ლა­რი სტა­ბი­ლუ­რია და ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ხდე­ბა, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ბო­ლო თვე­ებ­ში ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იმის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, რომ შექ­მ­ნილ მდგო­მა­რე­ო­ბას კრი­ტი­კუ­ლი კი არა, სა­გან­გა­შო ვუ­წო­დოთ, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცესს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მოჰ­ყ­ვეს ინ­ფ­ლა­ცი­ის გაღ­რ­მა­ვე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ამის პირ­ვე­ლა­დი ნიშ­ნე­ბი უკ­ვე შე­იმ­ჩ­ნე­ვა: ფა­სე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტ­ზე გაზ­რ­დი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 35%-ით, 15%-ით არის მო­მა­ტე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტ­ზე, ხო­ლო 19%-ით - ნავ­თობ­პ­რო­დუქ­ტ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ ინ­ფ­ლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სი გაღ­რ­მავ­დეს და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­გ­ნე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის ფა­სიც გა­ი­ზარ­დოს… ლა­რის კურ­სის და­ცე­მა სა­გან­გა­შოა ქვეყ­ნის­თ­ვის, ეკო­ნო­მი­კი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ვი­საც შე­მო­სა­ვა­ლი ლარ­ში აქვთ, ხო­ლო ისი­ნი, ვინც ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხი უნ­და აგონ, კომ­ფორ­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რი "მშვე­ნი­ე­რი" სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თ­ვის, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო პა­რა­მეტ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­უ­მარ­ტივ­დეთ. დის­კომ­ფორ­ტი ექ­მ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის სრულ უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­მო­სა­ვა­ლი აქვს ლარ­ში, ამ დროს კი, აღე­ბუ­ლი აქვს სეს­ხი, რო­მე­ლიც დო­ლარ­შია გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აძ­ვი­რებს ცხოვ­რე­ბას, ლარ­ში შე­მო­სა­ვა­ლი და დო­ლარ­ში სეს­ხი სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კომ­ფორ­ტია თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი­სთ­ვის.

- ცნო­ბი­ლია, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ყა­რებ­და ლარს, ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ეს იწ­ვევ­და დეფ­ლა­ცი­ურ პრო­ცე­სებს, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იყო ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის.

- ინ­ფ­ლა­ცია ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლაც იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის და­საჩ­ქა­რებ­ლად, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი უნ­და იყოს. დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ლა­რის კურ­სი არა­კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. ინ­ფ­ლა­ცია კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი მა­შინ არის, რო­ცა ბი­უ­ჯე­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ლა­რის კურ­სი ნარ­ჩუნ­დე­ბა. ახ­ლა კი რა ხდე­ბა? - ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი გა­მო­დის და ამ­ბობს: ლა­რის კურ­სი ბო­ლომ­დე კონ­ტ­როლ­დე­ბაო და ამ გან­ცხა­დე­ბი­დან ორ-სამ დღე­ში ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს? რამ­დე­ნად კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დია ლა­რი, რო­ცა ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ახორ­ცი­ე­ლებს 40-მი­ლი­ო­ნი­ან ინ­ტერ­ვენ­ცი­ას სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე და ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის მა­ინც უფა­სურ­დე­ბა? სა­ბო­ლო­ოდ კი ზა­რალ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კა, ზა­რალ­დე­ბა მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი და ხე­ლის მოთ­ბო­ბას ახერ­ხე­ბს მხო­ლოდ ის, ვინც სა­იმ­პორ­ტო ოპე­რა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბს. ჩე­მი აზ­რით, მთავ­რო­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურსს ვერ აკონ­ტ­რო­ლებს, თა­ნაც, ამის გა­მო არა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას არ იღებს და დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, მე და თქვენ ვზა­რალ­დე­ბით: რა­საც ვყი­დუ­ლობ­დით 100 ლა­რად, დღეს უკ­ვე იმის ყიდ­ვი­სთ­ვის 110-120 ლა­რი გვჭირ­დე­ბა და ამის გა­მო არა­ვინ პა­სუხს არ აგებს.

"გა­სუ­ლი წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­ფერ­ხე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა ბო­ლო კვარ­ტალ­ში გა­მო­ცოცხ­ლე­ბა აშ­კა­რა იყო. ამან გა­მო­იწ­ვია დო­ლარ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდა, რა­საც ლა­რის კურ­სის მერ­ყე­ო­ბა მოჰ­ყ­ვა. თუმ­ცა, რე­ზერ­ვე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას, რომ კურ­სი არა­თუ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, არა­მედ შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი შემ­ცი­რე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბით"".

ნო­დარ ხა­დუ­რი, თბი­ლი­სი, 2014 წე­ლი

"მო­გახ­სე­ნებთ იმ და­დე­ბით ტენ­დენ­ცი­ა­ზე, რომ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ხერ­ხ­დე­ბა. ეს არის ჩვე­ნი გარ­და­მა­ვა­ლი ვა­ლუ­ტის - კუ­პო­ნის კურ­სის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ეს ერ­თ­გ­ვარ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­დაც კი იქ­ცე­ვა, თუ­კი ამი­სათ­ვის თან­მიმ­დევ­რუ­ლად ვიზ­რუ­ნებთ. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი, რო­ცა ასეთ მოვ­ლე­ნებს სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა".

ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე, თბი­ლი­სი, 1994 წე­ლი

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა" - პარალელები ლარის დღევანდელ მდგომარეობასა და კუპონს შორის

"სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა" - პარალელები ლარის დღევანდელ მდგომარეობასა და კუპონს შორის

ლა­რის კურ­სის ვარ­დ­ნამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას კუ­პო­ნე­ბის ავ­ბე­დი­თი ხა­ნა გა­ახ­სე­ნა, რო­ცა ყვე­ლა მი­ლი­ო­ნე­რი იყო, მაგ­რამ ამ მი­ლი­ო­ნე­ბით ვე­რა­ფერს ყი­დუ­ლობ­და. უსი­ა­მო მო­ლო­დინს ისიც და­ერ­თო, რომ მა­ღა­ზი­ებ­მა ფა­სე­ბი ნელ-ნე­ლა, მაგ­რამ მა­ინც გა­ზარ­დეს. მარ­თა­ლია, მთავ­რო­ბა და ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი ხში­რად გვა­ი­მე­დე­ბენ, სა­გან­გა­შო არა­ფე­რია და პრო­ცე­სე­ბი კონ­ტ­როლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბაო, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ში­ში მა­ინც ჩნდე­ბა.

სო­სო არ­ჩ­ვა­ძე ­(ექ­ს­პერ­ტი): ლა­რის კურ­სი, ისე­ვე რო­გორც ეკო­ნო­მი­კა, ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და მას­ზე გავ­ლე­ნას ბევ­რი რამ ახ­დენს, მათ შო­რის, ში­და და გა­რე ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი, ასე­ვე - ნე­გა­ტი­უ­რიც. ჩვენ­ზე უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კა აქვს ევ­რო­კავ­შირს, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ევ­რო შე­მო­ი­ღეს, ევ­რო­სა და დო­ლარს შო­რის შე­ფარ­დე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა. არც არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ვა­ლუ­ტის კურ­სი უც­ვ­ლე­ლი იყოს, მაგ­რამ სულ სხვა სა­კითხია, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად და დრო­უ­ლად მოქ­მე­დე­ბენ ის სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის სიმ­ყა­რეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ეს რყე­ვე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო სექ­ტორს და გან­სა­კუთ­რე­ბით, ეროვ­ნულ ბანკს, აკის­რია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ვა­ლუ­ტის კურ­სი და ინ­ფ­ლა­ცია და­ი­ჭი­როს. ამ მხრივ ჩვენს ეროვ­ნულ ბანკს უფ­რო აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა ევა­ლე­ბა და ჩე­მი აზ­რით, მწვა­ვე კრი­ტი­კა, რო­მე­ლიც ბო­ლო ხა­ნებ­ში ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს მი­მართ გვეს­მის, ეროვ­ნული ბან­კი­სად­მი უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი. ლა­რის კურ­სის და­ჭე­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თუნ­დაც იმი­ტომ, რომ "ე­კო­ნო­მი­კუ­რი ნევ­რო­ზი" მო­უხ­ს­ნას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნ­ლებს, ეს "ნევ­რო­ზი" სწო­რედ ლა­რის კურ­სის რყე­ვი­თა და ფა­სე­ბის ზრდით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ავ­თანდილ სი­ლა­გა­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა არ უნ­და მოხ­დეს, რად­გან ამი­სათ­ვის ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი არ არ­სე­ბობს.

- ბო­ლო ხა­ნებ­ში ექ­ს­პორ­ტი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­მაც იმა­ტა, ამა­ვე დროს, არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი, უკ­ვე გან­საზღ­ვ­რუ­ლია სა­ინ­ვეს­ტი­ციო პა­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე წელს უნ­და ამოქ­მედ­დეს - ეს ოთხი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი არ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ლა­რი გა­უ­ფა­სურ­დე­ბა. კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტი, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ბანკს აქვს, ეს არის სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვე­ბი, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ი­მი­სოდ, რომ ლა­რის სე­რი­ო­ზუ­ლი რყე­ვა არ მოხ­დეს. მოკ­ლედ, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ქმნის იმის სა­ფუძ­ველს, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა უფ­რო მე­ტად არ გა­უ­ფა­სურ­დეს და თუ მი­სი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მა­ინც გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ეს უკ­ვე სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. ბი­უ­ჯე­ტი 1,70-ის ფარ­გ­ლებ­შია გათ­ვ­ლი­ლი და თუ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­ინ­დო­მებს, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა აღარ უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს, იმი­ტომ, რომ სა­ა­მი­სოდ ობი­ექ­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს.

უფ­რო მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს ექ­ს­პერ­ტი ლე­ვან კა­ლან­და­ძე:

- ლა­რის კურ­სის და­ცე­მა სუ­ლაც არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ობი­ექ­ტუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით, უფ­რო მე­ტიც, ამ­გ­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც არ­სე­ბობ­და, რად­გან წლის ბო­ლოს ყო­ველ­თ­ვის იზ­რ­დე­ბა მოთხოვ­ნა ლარ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე მოთხოვ­ნის ზრდამ ის უნ­და გა­ამ­ყა­როს. ამას­თან, პირ­და­პი­რი გზავ­ნი­ლე­ბი უცხო­ე­თი­დან წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აშ­კა­რად გა­ი­ზარ­და, რაც ლა­რის გამ­ყა­რე­ბის კი­დევ ერ­თი ფაქ­ტო­რია, რად­გან ამის გა­მო ლარ­ზე მოთხოვ­ნა იზ­რ­დე­ბა. 2013 წელს გაზ­რ­დი­ლი იყო ექ­ს­პორ­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც და ამა­საც ლა­რის გამ­ყა­რე­ბა­ზე უნ­და ემუ­შა­ვა, ანუ ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია იმი­სა, რომ ლა­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი­ყო, არ არ­სე­ბობ­და. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი მოხ­და სულ სხვა რამ - ლა­რის კურ­სი და­ე­ცა. რამ გა­მო­იწ­ვია ეს? - იმან, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ნან­ს­თა სა­მი­ნის­ტ­როს ხარ­ჯ­ვი­თი პო­ლი­ტი­კა არას­წო­რი და არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი იყო: მე­ოთხე კვარ­ტალ­ში და­იწყო ფუ­ლის დი­დი მა­სის ერ­თ­ბა­შად გაშ­ვე­ბა მი­მოქ­ცე­ვა­ში, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვია, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა.

- ესე იგი, სე­ზო­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი აქ არა­ფერ შუ­ა­შია?

- მტკი­ცე­ბა იმი­სა, რომ ლა­რის კურ­სის და­ცე­მა სე­ზო­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გა­მო მოხ­და, არას­წო­რია! იმი­ტომ, რომ სე­ზო­ნურ ფაქ­ტორს, პი­რი­ქით, ლა­რი უნ­და გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნ­და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ეჭ­ვი: იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტი ჩა­ვარ­და და მას­ში დე­ფი­ცი­ტი გვაქვს, გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რი არის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­ფი­ცი­ტის და­სა­ფა­რად.

ჩნდე­ბა კითხ­ვა: ხომ არ იყო ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი? ეს მო­საზ­რე­ბა საღ აზრს სუ­ლაც არ არის მოკ­ლე­ბუ­ლი. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ იან­ვარ­ში ეროვ­ნულ­მა ბან­კ­მა 40-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ვა­ლუ­ტო ინ­ტერ­ვენ­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ლა­რის კურ­სი მა­ინც ვერ და­ი­ჭი­რეს. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის წევ­რე­ბი შე­უ­სა­ბა­მო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ. ხო­ლო იმის მტკი­ცე­ბა, რომ ლა­რი სტა­ბი­ლუ­რია და ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ხდე­ბა, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. ბო­ლო თვე­ებ­ში ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი იმის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, რომ შექ­მ­ნილ მდგო­მა­რე­ო­ბას კრი­ტი­კუ­ლი კი არა, სა­გან­გა­შო ვუ­წო­დოთ, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის პრო­ცესს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მოჰ­ყ­ვეს ინ­ფ­ლა­ცი­ის გაღ­რ­მა­ვე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ამის პირ­ვე­ლა­დი ნიშ­ნე­ბი უკ­ვე შე­იმ­ჩ­ნე­ვა: ფა­სე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტ­ზე გაზ­რ­დი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 35%-ით, 15%-ით არის მო­მა­ტე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტ­ზე, ხო­ლო 19%-ით - ნავ­თობ­პ­რო­დუქ­ტ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ ინ­ფ­ლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სი გაღ­რ­მავ­დეს და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­გ­ნე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის ფა­სიც გა­ი­ზარ­დოს… ლა­რის კურ­სის და­ცე­მა სა­გან­გა­შოა ქვეყ­ნის­თ­ვის, ეკო­ნო­მი­კი­სა და იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ვი­საც შე­მო­სა­ვა­ლი ლარ­ში აქვთ, ხო­ლო ისი­ნი, ვინც ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხი უნ­და აგონ, კომ­ფორ­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლა­რი "მშვე­ნი­ე­რი" სა­შუ­ა­ლე­ბაა იმის­თ­ვის, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო პა­რა­მეტ­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­უ­მარ­ტივ­დეთ. დის­კომ­ფორ­ტი ექ­მ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის სრულ უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­მო­სა­ვა­ლი აქვს ლარ­ში, ამ დროს კი, აღე­ბუ­ლი აქვს სეს­ხი, რო­მე­ლიც დო­ლარ­შია გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვნად აძ­ვი­რებს ცხოვ­რე­ბას, ლარ­ში შე­მო­სა­ვა­ლი და დო­ლარ­ში სეს­ხი სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კომ­ფორ­ტია თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი­სთ­ვის.

- ცნო­ბი­ლია, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ყა­რებ­და ლარს, ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ეს იწ­ვევ­და დეფ­ლა­ცი­ურ პრო­ცე­სებს, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იყო ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის.

- ინ­ფ­ლა­ცია ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლაც იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის და­საჩ­ქა­რებ­ლად, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი უნ­და იყოს. დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ლა­რის კურ­სი არა­კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია. ინ­ფ­ლა­ცია კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი მა­შინ არის, რო­ცა ბი­უ­ჯე­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ლა­რის კურ­სი ნარ­ჩუნ­დე­ბა. ახ­ლა კი რა ხდე­ბა? - ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი გა­მო­დის და ამ­ბობს: ლა­რის კურ­სი ბო­ლომ­დე კონ­ტ­როლ­დე­ბაო და ამ გან­ცხა­დე­ბი­დან ორ-სამ დღე­ში ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს? რამ­დე­ნად კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დია ლა­რი, რო­ცა ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ახორ­ცი­ე­ლებს 40-მი­ლი­ო­ნი­ან ინ­ტერ­ვენ­ცი­ას სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე და ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის მა­ინც უფა­სურ­დე­ბა? სა­ბო­ლო­ოდ კი ზა­რალ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კა, ზა­რალ­დე­ბა მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი და ხე­ლის მოთ­ბო­ბას ახერ­ხე­ბს მხო­ლოდ ის, ვინც სა­იმ­პორ­ტო ოპე­რა­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბს. ჩე­მი აზ­რით, მთავ­რო­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურსს ვერ აკონ­ტ­რო­ლებს, თა­ნაც, ამის გა­მო არა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას არ იღებს და დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, მე და თქვენ ვზა­რალ­დე­ბით: რა­საც ვყი­დუ­ლობ­დით 100 ლა­რად, დღეს უკ­ვე იმის ყიდ­ვი­სთ­ვის 110-120 ლა­რი გვჭირ­დე­ბა და ამის გა­მო არა­ვინ პა­სუხს არ აგებს.

"გა­სუ­ლი წლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­ფერ­ხე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა ბო­ლო კვარ­ტალ­ში გა­მო­ცოცხ­ლე­ბა აშ­კა­რა იყო. ამან გა­მო­იწ­ვია დო­ლარ­ზე მოთხოვ­ნის ზრდა, რა­საც ლა­რის კურ­სის მერ­ყე­ო­ბა მოჰ­ყ­ვა. თუმ­ცა, რე­ზერ­ვე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას, რომ კურ­სი არა­თუ დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, არა­მედ შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი შემ­ცი­რე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ცუ­ლო­ბით"".

ნო­დარ ხა­დუ­რი, თბი­ლი­სი, 2014 წე­ლი

"მო­გახ­სე­ნებთ იმ და­დე­ბით ტენ­დენ­ცი­ა­ზე, რომ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ხერ­ხ­დე­ბა. ეს არის ჩვე­ნი გარ­და­მა­ვა­ლი ვა­ლუ­ტის - კუ­პო­ნის კურ­სის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ეს ერ­თ­გ­ვარ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა­დაც კი იქ­ცე­ვა, თუ­კი ამი­სათ­ვის თან­მიმ­დევ­რუ­ლად ვიზ­რუ­ნებთ. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი, რო­ცა ასეთ მოვ­ლე­ნებს სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა".

ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე, თბი­ლი­სი, 1994 წე­ლი

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია