მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ნიჟარაძის პირველი პოლიტიკური ინტერვიუ
 სოფო ნიჟარაძის პირველი პოლიტიკური ინტერვიუ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვა­დაც არა­ერ­თხელ შებ­რძო­ლე­ბია უსა­მარ­თლო­ბას, მაგ­რამ ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­დნენ, დღეს მხარს უჭე­რენ უკ­რა­ი­ნა­ში სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ ხალ­ხს. გუ­ლის­ხმი­ერ­ნი გახ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ის პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც გა­სულ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დაც­დო­მებ­ზე დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებ­დნენ. დღეს ისი­ნი სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­მო­ხა­ტა­ვენ თა­ნად­გო­მას უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო: ზოგი კი­ევ­ში მი­დის პრო­ტეს­ტან­ტე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, ზო­გიც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თა­ნა­უგ­რძნობს. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ღე­რალ­მა სოფო ნი­ჟა­რა­ძემ უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი შე­ას­რუ­ლა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ესა­უბ­რა:

- მინ­დო­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­მე­ცხა­დე­ბი­ნა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვის და ვი­დეო ჩავ­წე­რე. ვა­ფა­სებ მებ­რძოლ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, როცა ხალ­ხის ჩაგ­ვრას ვხე­დავ. ჩემი ქმე­დე­ბა სუ­ლი­ე­რი გა­მო­ძა­ხი­ლიც იყო, რად­გან არ მინ­და იგი­ვე მოხ­დეს ჩემს ქვე­ყა­ნა­ში.

- სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყო მსგავ­სი გა­მოს­ვლე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა ძალა მო­მი­ტინ­გე­თა და­საშ­ლე­ლად. ალ­ბათ, გახ­სოვთ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბი, მა­შინ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაც კი გა­მო­ა­ცხა­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

- ძნე­ლია 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრი­სა და იმის შე­და­რე­ბა, რაც დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. რე­ა­ლო­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მე მა­შინ მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს ჩა­მო­ვე­დი, სწო­რედ იმ დროს, როცა ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან უჭირ­და ქვე­ყა­ნას. სა­ჰა­ე­რო სივ­რცე ჩა­კე­ტი­ლი იყო და ერევ­ნის გავ­ლით შე­მო­ვე­დი. ვი­ცო­დი, ომის ეპი­ცენ­ტრში მი­წევ­და ჩა­მოს­ვლა, თუმ­ცა მე ეს არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე და ვალ­დე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლე თავი, ჩემი ხალ­ხის გვერ­დით ვმდგა­რი­ყა­ვი. ამი­ტომ კრი­ტი­კას, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ვურ­ბო­დი, ვე­რა­ვის­გან მი­ვი­ღებ.

- უკ­რა­ი­ნე­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ბევ­რად რა­დი­კა­ლუ­რად იქ­ცე­ვი­ან, ვიდ­რე ქარ­თვე­ლი დე­მონ­სტრან­ტე­ბი იქ­ცე­ოდ­ნენ.

- მე ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გი­თხა­რით. თუ იგი­ვე მო­თხოვ­ნე­ბი გაჩ­ნდე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, რაც უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ და საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა დეკ­ლა­რი­რე­ბულ სა­გა­რეო კურსს, ხალ­ხთან ერ­თად დავ­დგე­ბი ბა­რი­კა­დებ­ზე.

- სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 2011 წლის 26 მა­ის­საც გა­უს­წორ­და დე­მონ­სტრან­ტებს. მა­შინ თქვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­დით, თუმ­ცა არ გი­აქ­ტი­უ­რი­ათ. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც ამას გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ.

- 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო აშშ-ში, სა­დაც მე სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი შე­ვას­რუ­ლე. მი­ვიჩ­ნევ, რომ ქვეყ­ნის­თვის სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ყვე­ლა­ზე მძაფ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბაა და სხვა­ნა­ი­რად რო­გორ გა­მო­მე­ხა­ტა, რას შე­მომ­თა­ვა­ზებ­დით?!

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

სოფო ნიჟარაძის პირველი პოლიტიკური ინტერვიუ

 სოფო ნიჟარაძის პირველი პოლიტიკური ინტერვიუ

საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ქართველი ხალხი თავადაც არაერთხელ შებრძოლებია უსამართლობას, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევის გადაწყვეტილებას იღებდნენ, დღეს მხარს უჭერენ უკრაინაში სამთავრობო ძალებთან დაპირისპირებულ ხალხს. გულისხმიერნი გახდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ის პირებიც, რომლებიც გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლების გადაცდომებზე დუმილს ამჯობინებდნენ. დღეს ისინი სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ თანადგომას უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო: ზოგი კიევში მიდის პროტესტანტების გასამხნევებლად, ზოგიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით თანაუგრძნობს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ უკრაინის ჰიმნი შეასრულა და სოციალური ქსელით გაავრცელა. "კვირის პალიტრა" სოფო ნიჟარაძეს ესაუბრა:

- მინდოდა სოლიდარობა გამომეცხადებინა უკრაინელი ხალხისთვის და ვიდეო ჩავწერე. ვაფასებ მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ძალიან განვიცდი, როცა ხალხის ჩაგვრას ვხედავ. ჩემი ქმედება სულიერი გამოძახილიც იყო, რადგან არ მინდა იგივე მოხდეს ჩემს ქვეყანაში.

- საქართველოშიც იყო მსგავსი გამოსვლები და ხელისუფლებამ არაერთხელ გამოიყენა ძალა მომიტინგეთა დასაშლელად. ალბათ, გახსოვთ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები, მაშინ საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა ხელისუფლებამ.

- ძნელია 2007 წლის 7 ნოემბრისა და იმის შედარება, რაც დღეს უკრაინაში ხდება. რეალობა სრულიად განსხვავებულია. მე მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი, საქართველოში 2008 წლის 9 აგვისტოს ჩამოვედი, სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე ძალიან უჭირდა ქვეყანას. საჰაერო სივრცე ჩაკეტილი იყო და ერევნის გავლით შემოვედი. ვიცოდი, ომის ეპიცენტრში მიწევდა ჩამოსვლა, თუმცა მე ეს არჩევანი გავაკეთე და ვალდებულად ჩავთვალე თავი, ჩემი ხალხის გვერდით ვმდგარიყავი. ამიტომ კრიტიკას, რომ პასუხისმგებლობას გავურბოდი, ვერავისგან მივიღებ.

- უკრაინელი მომიტინგეები ბევრად რადიკალურად იქცევიან, ვიდრე ქართველი დემონსტრანტები იქცეოდნენ.

- მე ჩემი დამოკიდებულება გითხარით. თუ იგივე მოთხოვნები გაჩნდება ჩემს ქვეყანაში, რაც უკრაინელებს აქვთ და საფრთხე შეექმნება დეკლარირებულ საგარეო კურსს, ხალხთან ერთად დავდგები ბარიკადებზე.

- საქართველოს ხელისუფლება 2011 წლის 26 მაისსაც გაუსწორდა დემონსტრანტებს. მაშინ თქვენ საქართველოში ცხოვრობდით, თუმცა არ გიაქტიურიათ. სოციალურ ქსელებშიც ამას გსაყვედურობენ.

- 26 მაისის მოვლენების დროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო აშშ-ში, სადაც მე საქართველოს ჰიმნი შევასრულე. მივიჩნევ, რომ ქვეყნისთვის სოლიდარობის გამოცხადების ყველაზე მძაფრი გამოხატულება ეროვნული ჰიმნის შესრულებაა და სხვანაირად როგორ გამომეხატა, რას შემომთავაზებდით?!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა