პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ყო­ფილ პრე­მი­ერს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აღუდ­გა. სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, გა­უქ­მდა 2011 წელს პრე­ზი­დენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ივა­ნიშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­წყდა.

სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კა­სა­ციო სა­ჩი­ვა­რი დაკ­მა­ყო­ფილ­და. გა­უქ­მდა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­თა პა­ლა­ტის 2012 წლის 29 ივ­ნი­სის გან­ჩი­ნე­ბა და სა­კა­სა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ იქნა ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შეს­ვლის დღი­დან ბა­თი­ლად იქ­ნას ცნო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2011 წლის 11 ოქ­ტომ­ბრის N602 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტის ნა­წილ­ში; ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძეს და­უბ­რუნ­დეს მის მიერ 2012 წლის 1-ელი აგ­ვის­ტოს N1 სა­გა­დახ­დო და­ვა­ლე­ბით გა­დახ­დი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბაჟი - 300 (სა­მა­სი) ლა­რის ოდე­ნო­ბით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლოს 26 იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა 2011 წელს პრეზიდენტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყდა.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის N602 ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში; ალექსანდრე ბარამიძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 1-ელი აგვისტოს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარის ოდენობით", - აღნიშნულია სასამართლოს 26 იანვრის გადაწყვეტილებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა