პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრემის" 3 ყველაზე სექსუალური კაბა
"გრემის" 3 ყველაზე სექსუალური კაბა

26 იან­ვარს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, შო­უ­ბიზ­ნეს­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა, "გრე­მის" რი­გით 56-ე და­ჯილ­დო­ე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი ცე­რე­მო­ნია ჩა­ტარ­და. წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი პო­ზი­რებ­დნენ. ყვე­ლა­ზე თა­მა­მე­ბი ბი­ონ­სე, პე­რის ჰილ­ტო­ნი და ალი­სია კისი აღ­მოჩ­ნდნენ - მათ სექ­სუ­ა­ლუ­რი კა­ბე­ბი შე­არ­ჩი­ეს.

მომ­ღე­რა­ლი ბი­ონ­სე მსგავს ცე­რე­მო­ნი­ა­ლებ­ზე ყო­ველ­თვის თა­მამ კო­ლექ­ცი­ებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც "გრე­მი" ყო­ფი­ლა. ვარ­სკვლავს დი­ზა­ი­ნერ მა­იკლ კოს­ტე­ლოს ეს­კი­ზით შექ­მნი­ლი კაბა ეცვა. ძი­რი­თა­დი ნა­ჭე­რი კრე­მის­ფე­რი იყო, რო­მელ­საც ყვა­ვი­ლე­ბის ფორ­მის თეთ­რი მაქ­მა­ნე­ბი ფა­რავ­და; კა­ბას ზურ­გი ღრმად ამოჭ­რი­ლი ჰქონ­და. თეთ­რი მაქ­მა­ნე­ბი სხე­უ­ლის ინ­ტი­მურ ად­გი­ლებს ფა­რავ­და და ისე­თი შეგ­რძნე­ბა რჩე­ბო­და, თით­ქოს მომ­ღე­რა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შიშ­ვე­ლი მი­ვი­და. 

ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე მომ­ღე­რა­ლი ტე­ი­ლორ სვიფ­ტი "გუ­ჩის" კა­ბით მი­ვი­და. ვარ­სკვლავ­მა არ­ჩე­ვა­ნი ტან­ზე გა­მოკ­ვე­თილ ვერ­ცხლის­ფერ სა­მოს­ზე შე­ა­ჩე­რა - კა­ბას მკერ­დსა და მკლა­ვებ­ზე ერ­თგვა­რი ბადე ფა­რავ­და. კა­ბის შე­სა­ფე­რი­სად, ტე­ი­ლორს ვერ­ცხლის­ფე­რი სა­ყუ­რე ეკე­თა.

სექ­სუ­ა­ლუ­რი კეტი პერი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის წი­ნა­შე იტა­ლი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ვა­ლენ­ტი­ნოს კა­ბით პო­ზი­რებ­და. მომ­ღე­რალს კრე­მის­ფე­რი კაბა ეცვა, ქვე­და­ტა­ნი კი მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­ტე­ბით ამო­ქარ­გუ­ლი თეთ­რი ნაჭ­რით სრულ­დე­ბო­და. კაბა გამ­ჭირ­ვა­ლეა და წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე პე­რის ლა­მა­ზი ფე­ხე­ბი კარ­გად ჩან­და. სიფ­რი­ფა­ნა, დახ­ვე­წი­ლი კაბა მომ­ღე­რალ­მა ზედ­მე­ტი სამ­კა­უ­ლი­თა და მა­კი­ა­ჟით არ გა­დატ­ვირ­თა.

მა­დო­ნა ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე კოს­ტუ­მით, თეთ­რი პე­რან­გით, ჰალ­სტუ­ხი­თა და ქუ­დით მი­ვი­და. მომ­ღე­რალს თან ახ­ლდა მისი 8 წლის ვაჟი, დე­ვი­დი. დედა-შვი­ლი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ერ­თად პო­ზი­რებ­დნენ.

მუ­სი­კა­ლურ­მა ჟურ­ნალ­მა Billboard-მა მომ­ღე­რალ ფინ­ქს რამ­დე­ნი­მე თვის წინ "წლის ქა­ლის" წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. ვარ­სკვლავ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ 34 წლის ასაკ­შიც ისე­თი­ვე მიმ­ზიდ­ვე­ლია, რო­გორც კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში. მომ­ღე­რალ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა სიდ­ნე­ი­ში მოღ­ვა­წე დი­ზა­ი­ნე­რის, ჯო­ა­ნა ჯონ­სო­ნის წი­თელ კა­ბას მი­ა­ნი­ჭა. ფინ­ქი ტან­ზე გა­მოკ­ვე­თილ წი­თელ კა­ბა­ში, რო­მელ­საც მკერ­დზე ღრმად ამოჭ­რი­ლი ბუს­ტჰალ­ტე­რი ამ­შვე­ნებ­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

ალი­სია კისი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე Armani Privé-ს ლურ­ჯი ფე­რის კა­ბით პო­ზი­რებ­და. აბ­რე­შუ­მის პრი­ა­ლა ქსო­ვილს მკერ­დზე ღრმად ამოჭ­რი­ლი დე­კოლ­ტე ჰქონ­და. კაბა მთლი­ა­ნად სადა და გრძე­ლი იყო. რო­გორც ჩანს, ვარ­სკვლა­ვი შე­ე­ცა­და, ისე­თი ქსო­ვი­ლი შე­ერ­ჩია, რო­მე­ლიც მის გა­ნი­ერ თე­ძო­ებს უკეთ წარ­მო­ა­ჩენ­და.

პე­რის ჰილ­ტონ­მა ჩვე­ულ სტილს არც ამ­ჯე­რად უღა­ლა­ტა და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი მი­ვი­და; თეთ­რი კაბა წინა მხა­რეს თუ მთლი­ა­ნად და­ხუ­რუ­ლი იყო, უკან გამ­ჭირ­ვა­ლე, კრე­მის­ფე­რი ქსო­ვი­ლით სრულ­დე­ბო­და - ზურ­გსა და ქვე­და­ტან­ზე ყვა­ვი­ლე­ბის ფორ­მის ნა­ქარ­გე­ბი ქონ­და ჩად­გმუ­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"გრემის" 3 ყველაზე სექსუალური კაბა

"გრემის" 3 ყველაზე სექსუალური კაბა

26 იანვარს ლოს-ანჯელესში, შოუბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, "გრემის" რიგით 56-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია ჩატარდა. წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფებისთვის ცნობილი ვარსკვლავები პოზირებდნენ. ყველაზე თამამები ბიონსე, პერის ჰილტონი და ალისია კისი აღმოჩნდნენ - მათ სექსუალური კაბები შეარჩიეს.

მომღერალი ბიონსე მსგავს ცერემონიალებზე ყოველთვის თამამ კოლექციებს ანიჭებს უპირატესობას და გამონაკლისი არც "გრემი" ყოფილა. ვარსკვლავს დიზაინერ მაიკლ კოსტელოს ესკიზით შექმნილი კაბა ეცვა. ძირითადი ნაჭერი კრემისფერი იყო, რომელსაც ყვავილების ფორმის თეთრი მაქმანები ფარავდა; კაბას ზურგი ღრმად ამოჭრილი ჰქონდა. თეთრი მაქმანები სხეულის ინტიმურ ადგილებს ფარავდა და ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს მომღერალი ღონისძიებაზე შიშველი მივიდა. 

ცერემონიალზე მომღერალი ტეილორ სვიფტი "გუჩის" კაბით მივიდა. ვარსკვლავმა არჩევანი ტანზე გამოკვეთილ ვერცხლისფერ სამოსზე შეაჩერა - კაბას მკერდსა და მკლავებზე ერთგვარი ბადე ფარავდა. კაბის შესაფერისად, ტეილორს ვერცხლისფერი საყურე ეკეთა.

სექსუალური კეტი პერი ფოტოგრაფების წინაშე იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს კაბით პოზირებდა. მომღერალს კრემისფერი კაბა ეცვა, ქვედატანი კი მუსიკალური ნოტებით ამოქარგული თეთრი ნაჭრით სრულდებოდა. კაბა გამჭირვალეა და წითელ ხალიჩაზე პერის ლამაზი ფეხები კარგად ჩანდა. სიფრიფანა, დახვეწილი კაბა მომღერალმა ზედმეტი სამკაულითა და მაკიაჟით არ გადატვირთა.

მადონა ცერემონიალზე კოსტუმით, თეთრი პერანგით, ჰალსტუხითა და ქუდით მივიდა. მომღერალს თან ახლდა მისი 8 წლის ვაჟი, დევიდი. დედა-შვილი წითელ ხალიჩაზე ერთად პოზირებდნენ.

მუსიკალურმა ჟურნალმა Billboard-მა მომღერალ ფინქს რამდენიმე თვის წინ "წლის ქალის" წოდება მიანიჭა. ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 34 წლის ასაკშიც ისეთივე მიმზიდველია, როგორც კარიერის დასაწყისში. მომღერალმა უპირატესობა სიდნეიში მოღვაწე დიზაინერის, ჯოანა ჯონსონის წითელ კაბას მიანიჭა. ფინქი ტანზე გამოკვეთილ წითელ კაბაში, რომელსაც მკერდზე ღრმად ამოჭრილი ბუსტჰალტერი ამშვენებდა, შესანიშნავად გამოიყურებოდა.

ალისია კისი წითელ ხალიჩაზე Armani Privé-ს ლურჯი ფერის კაბით პოზირებდა. აბრეშუმის პრიალა ქსოვილს მკერდზე ღრმად ამოჭრილი დეკოლტე ჰქონდა. კაბა მთლიანად სადა და გრძელი იყო. როგორც ჩანს, ვარსკვლავი შეეცადა, ისეთი ქსოვილი შეერჩია, რომელიც მის განიერ თეძოებს უკეთ წარმოაჩენდა.

პერის ჰილტონმა ჩვეულ სტილს არც ამჯერად უღალატა და ღონისძიებაზე ნახევრად შიშველი მივიდა; თეთრი კაბა წინა მხარეს თუ მთლიანად დახურული იყო, უკან გამჭირვალე, კრემისფერი ქსოვილით სრულდებოდა - ზურგსა და ქვედატანზე ყვავილების ფორმის ნაქარგები ქონდა ჩადგმული.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება