საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშობლების მკვლელის სულისშემძვრელი აღსარება
მშობლების მკვლელის სულისშემძვრელი აღსარება

ახ­ლა­ხან პა­ტი­მარ არ­ჩილ ძეგ­ვე­ლიშ­ვი­ლის წე­რი­ლი მი­ვი­ღეთ. პა­ტი­მა­რი 6 იან­ვრი­დან შიმ­ში­ლობს, ცოტა ხნის წინ კი ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა. არ­ჩილ ძეგ­ვე­ლიშ­ვი­ლი ღია წე­რი­ლით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნისტრს სო­ზარ სუ­ბარს მი­მარ­თავს:

"ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, თუ წა­ი­კი­თხეთ ჩემი გან­ცხა­დე­ბა, გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ვშიმ­ში­ლობ. ვი­თხოვ პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რაც კა­ნო­ნით მე­კუთ­ვნის, თუმ­ცა ბოლო ერთი წე­ლია ორ­ჯერ მი­თხრეს უარი. ბა­ტო­ნო სო­ზარ, დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ არ გა­ე­მარ­ჯვა, მე დღეს ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი, სი­ცო­ცხლის იმე­დი და­მიბ­რუნ­და... თუ სიკ­ვდილს გა­და­მარ­ჩი­ნეთ, ბო­ლომ­დე შე­მი­ნარ­ჩუ­ნეთ სი­ცო­ცხლე... ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, მე შიმ­ში­ლო­ბას არ შევ­წყვეტ, სა­ნამ არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა ჩემი თხოვ­ნა. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარი ვთქვი, დღი­თი დღე ძალა მეც­ლე­ბა... 13-წლი­ან­მა პა­ტიმ­რო­ბამ ისე­დაც და­მა­სუს­ტა... სას­ჯე­ლის მოხ­დამ­დე 10 თვე მაქვს დარ­ჩე­ნი­ლი. თუ თვლით, რომ არა მაქვს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრე­ტენ­ზია მქონ­დეს, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მოთ­ქვით თქვე­ნი აზრი და იმ დღეს­ვე შევ­წყვეტ შიმ­ში­ლო­ბას".

მარ­თა­ლია, არ­ჩილ ძეგ­ვე­ლიშ­ვილს კა­ნო­ნით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეკუთ­ვნის, მაგ­რამ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ამ უარი უთხრა, რად­გან უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი - 18 წლი­სამ მშობ­ლე­ბი და­ხო­ცა. რო­გორც ჩანს, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბი­საც ეში­ნია და მე­ო­რე წე­რი­ლით ხალ­ხს მი­მარ­თავს:

"კარ­გად მახ­სოვს, 13 წლის წი­ნან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჩემს ქმე­დე­ბა­ზე. ახლა, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, მა­ინ­ტე­რე­სებს, ხალ­ხის თუნ­დაც მცი­რე ნა­წი­ლი მა­ინც თუ მთვლის იმის ღირ­სად, რომ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე.

13 წე­ლია მუდ­მივ სი­ნა­ნულ­ში ვარ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩა­დე­ნი­ლის გამო სი­ნა­ნულ­ში ვიქ­ნე­ბი. ამ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩემი მო­ძღვა­რი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა... "

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში, ძეგ­ვე­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა შემ­ზა­რავ­მა ტრა­გე­დი­ამ. 2000 წლის 22 მა­ისს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბი­ნა­ში ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის გახ­რწნი­ლი ცხედ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ისი­ნი სა­ნა­დი­რო თო­ფით იყ­ვნენ და­ხო­ცი­ლი, ზე­მო­დან კი სილა ჰქონ­დათ მიყ­რი­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სახ­ლში და­ხო­ცილ­თა შვი­ლე­ბიც დახ­ვდათ, ისი­ნი ოთა­ხის ერთ კუ­თხე­ში მი­ყუ­ჟუ­ლიყ­ვნენ. გო­გო­ნა მა­შინ სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, ბიჭი - სტუ­დენ­ტი. არ­ჩილ­მა აღი­ა­რა მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა. მას 17 წელი მი­უ­სა­ჯეს (სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ით რამ­დე­ნი­მე წელი ჩა­მო­აკ­ლდა. - ავტ.)

მა­შინ ყვე­ლა პრო­ცესს ვეს­წრე­ბო­დი და მახ­სოვს, გო­გო­ნა ძმის გა­მარ­თლე­ბას რო­გორ ცდი­ლობ­და. ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­წე­რი­ლი დაჭ­მუჭ­ნი­ლი ფურ­ცე­ლი გა­დას­ცა დას. იგი წერ­და:

"ხომ იცი, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ და მინ­და ჩემი გეს­მო­დეს, რად­გან ამ­ქვეყ­ნად შენს მეტი არა­ვინ დამ­რჩა... ვიცი, არ ვიმ­სა­ხუ­რებ დახ­მა­რე­ბას, მაგ­რამ ის მა­ინც იფიქ­რეთ, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე ცოდო ახლა მე ვარ. ჩემი ცხოვ­რე­ბა კოშ­მა­რია. ლა­მის გავ­გიჟ­დე, სა­კან­ში მარ­ტო ვარ და ჩემი ყვი­რი­ლი ყვე­ლას ეს­მის. ვერც დღე ვი­ძი­ნებ და ვერც ღამე, სულ ჩემი მშობ­ლე­ბი მე­ლან­დე­ბი­ან, ყვე­ლა­ფე­რი მა­გონ­დე­ბა, ისე­თი ხმით ვყვი­რი, ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი მო­დი­ან. როცა ძა­ლი­ან და­ვიღ­ლე­ბი, უგო­ნოდ და­ვეგ­დე­ბი. თავს გა­უფრ­თხილ­დი, შენ გვერ­დით არა­ვინ დაგ­რჩა და ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს გე­ფი­ცე­ბი, შენ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ. შენ მა­ინც იცი, რამ მი­მიყ­ვა­ნა აქამ­დე...".

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მშობლების მკვლელის სულისშემძვრელი აღსარება

მშობლების მკვლელის სულისშემძვრელი აღსარება

ახლახან პატიმარ არჩილ ძეგველიშვილის წერილი მივიღეთ. პატიმარი 6 იანვრიდან შიმშილობს, ცოტა ხნის წინ კი ვენები გადაიჭრა. არჩილ ძეგველიშვილი ღია წერილით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სოზარ სუბარს მიმართავს:

"ბატონო მინისტრო, თუ წაიკითხეთ ჩემი განცხადება, გეცოდინებათ, რომ ვშიმშილობ. ვითხოვ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რაც კანონით მეკუთვნის, თუმცა ბოლო ერთი წელია ორჯერ მითხრეს უარი. ბატონო სოზარ, დღევანდელ ხელისუფლებას რომ არ გაემარჯვა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, სიცოცხლის იმედი დამიბრუნდა... თუ სიკვდილს გადამარჩინეთ, ბოლომდე შემინარჩუნეთ სიცოცხლე... ბატონო მინისტრო, მე შიმშილობას არ შევწყვეტ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩემი თხოვნა. სამედიცინო მომსახურებაზე ოფიციალურად უარი ვთქვი, დღითი დღე ძალა მეცლება... 13-წლიანმა პატიმრობამ ისედაც დამასუსტა... სასჯელის მოხდამდე 10 თვე მაქვს დარჩენილი. თუ თვლით, რომ არა მაქვს მორალური უფლება, გათავისუფლების პრეტენზია მქონდეს, ტელევიზიით გამოთქვით თქვენი აზრი და იმ დღესვე შევწყვეტ შიმშილობას".

მართალია, არჩილ ძეგველიშვილს კანონით ვადაზე ადრე გათავისუფლება ეკუთვნის, მაგრამ შეწყალების კომისიამ უარი უთხრა, რადგან უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი - 18 წლისამ მშობლები დახოცა. როგორც ჩანს, მას საზოგადოებაში დაბრუნებისაც ეშინია და მეორე წერილით ხალხს მიმართავს:

"კარგად მახსოვს, 13 წლის წინანდელი საზოგადოების გამოხმაურება ჩემს ქმედებაზე. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მაინტერესებს, ხალხის თუნდაც მცირე ნაწილი მაინც თუ მთვლის იმის ღირსად, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე.

13 წელია მუდმივ სინანულში ვარ და მთელი ცხოვრება ჩადენილის გამო სინანულში ვიქნები. ამ რთულ მდგომარეობაში ჩემი მოძღვარი ძალიან მეხმარება... "

შეგახსენებთ, რომ 13 წლის წინ საზოგადოება შეძრა თბილისში, დიდ დიღომში, ძეგველიშვილების ოჯახში დატრიალებულმა შემზარავმა ტრაგედიამ. 2000 წლის 22 მაისს სამართალდამცველებმა ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გახრწნილი ცხედრები აღმოაჩინეს. ისინი სანადირო თოფით იყვნენ დახოცილი, ზემოდან კი სილა ჰქონდათ მიყრილი. სამართალდამცავებს სახლში დახოცილთა შვილებიც დახვდათ, ისინი ოთახის ერთ კუთხეში მიყუჟულიყვნენ. გოგონა მაშინ სკოლის მოსწავლე იყო, ბიჭი - სტუდენტი. არჩილმა აღიარა მშობლების მკვლელობა. მას 17 წელი მიუსაჯეს (საყოველთაო ამნისტიით რამდენიმე წელი ჩამოაკლდა. - ავტ.)

მაშინ ყველა პროცესს ვესწრებოდი და მახსოვს, გოგონა ძმის გამართლებას როგორ ცდილობდა. ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ბრალდებულის მიერ დაწერილი დაჭმუჭნილი ფურცელი გადასცა დას. იგი წერდა:

"ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და მინდა ჩემი გესმოდეს, რადგან ამქვეყნად შენს მეტი არავინ დამრჩა... ვიცი, არ ვიმსახურებ დახმარებას, მაგრამ ის მაინც იფიქრეთ, რომ ამქვეყნად ყველაზე ცოდო ახლა მე ვარ. ჩემი ცხოვრება კოშმარია. ლამის გავგიჟდე, საკანში მარტო ვარ და ჩემი ყვირილი ყველას ესმის. ვერც დღე ვიძინებ და ვერც ღამე, სულ ჩემი მშობლები მელანდებიან, ყველაფერი მაგონდება, ისეთი ხმით ვყვირი, ციხის ზედამხედველები მოდიან. როცა ძალიან დავიღლები, უგონოდ დავეგდები. თავს გაუფრთხილდი, შენ გვერდით არავინ დაგრჩა და ჩვენი მშობლების სიცოცხლეს გეფიცები, შენზე ვნერვიულობ. შენ მაინც იცი, რამ მიმიყვანა აქამდე...".

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ