მიუხედავად იმისა, რომ იულია ქავთარაძისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილს პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალში ყოფნას ბევრი უწინასწარმეტყველებდა, მათ პროექტის დატოვება მალე მოუხდათ. იულია ქავთარაძე პროექტის, საკუთარი ცხოვრების, შვილისა და ორი მშობლიური ქვეყნის შესახებ გვესაუბრა.
- როგორც ვიცი, უკრაინაში საცხოვრებლად ექვსი წლის ასაკში წაგიყვანეს. როგორ ფიქრობთ, იულია ქავთარაძე საქართველოში რომ გაზრდილიყო, იქნებოდა თუ არა ისეთივე წარმატებული და პოპულარული, როგორიც დღეს არის?
- ჩემი წარმატებები, პირველ რიგში, მშობლების დამსახურებაა. ბავშვობიდან სწორი მიმართულება მომცეს, მუდმივად ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას. ყოველთვის ბრძნულ რჩევას მაძლევდნენ. მეუბნებოდნენ: მიზანი უნდა დაისახო და მუდმივად მისკენ ისწრაფოდე, მისკენ მისასვლელი გზის შემოკლებაზე ზრუნავდე. თუ გზაზე შემხვედრ სირთულეებს გადალახავ, დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიაღწევო. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, სად გავიზრდებოდი, მთავარი ამ საქმეში ჩემი მშობლები იყვნენ. ჰოდა, ამისთვის მათი მადლიერი ვარ.
- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში შვილის დაბადებამ პროფესიის, ფასეულობების, ცხოვრების რეჟიმის თვალსაზრისით?
- როცა მარგარიტა დაიბადა, საკუთარ ძალებში კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, გავძლიერდი; გაგიკვირდებათ და ცოტა უფრო მეტად ქალური გავხდი - ამ მომენტამდე პატარა ბიჭივით ვიყავი (იცინის). ჩვენ ერთმანეთისგან, თანაც - ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობთ. მე თუ ახალ ასოებსა და ციფრებს ვასწავლი, ის მე უფრო მნიშვნელოვანს - ხშირად გაღიმებას, უმიზეზო სიცილს მასწავლის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, სიკეთის კეთების სურვილსაც მიჩენს. ჩვენ, უფროსები, ყოველდღიურ პრობლემებსა და უსარგებლო ფუსფუსში ჩართულნი, ძალაუნებურად მკაცრები ვხდებით და საკუთარ თავში ვიკეტებით. გვავიწყდება, რომ არსებობს სიკეთე, გულწრფელობა; გვავიწყდება, რომ ყოველი ახალი დღით უნდა ვხარობდეთ და ყველა სულიერს სიყვარულით ვეპყრობოდეთ. იცით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი შვილები უფრო მეტ ცოდნას გვაძლევენ, ვიდრე ჩვენ ვაძლევთ მათ... თუკი შვილის გაჩენას კარიერას დავუკავშირებთ, ჩვეულ რიტმში ვაგრძელებ განვითარებასა და თვითრეალიზებას. მიმაჩნია, რომ ადამიანმა ეს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უნდა აკეთოს. ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ამაში ხელს კი არ გვიშლიან, არამედ პირიქით - მეტ სტიმულს გვაძლევენ უფრო მეტის გასაკეთებლად!
- პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობა რომ შემოგთავაზეს, გადაწყვეტილება დაახლოებით, რამდენ ხანში მიიღეთ?
- ზაფხულში მარგოშასთან ერთად საქართველოში ვიყავი. მაშინ მითხრეს, რომ არსებობს "ცეკვავენ ვარსკვლავები" - არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე მეგაშოუ. ასეთი პროექტები ძალიან მიყვარს. ჰოდა, როცა ნოე სულაბერიძემ დამირეკა და მონაწილეობა შემომთავაზა, მის წინადადებას მაშინვე დავთანხმდი.
- რა შეგძინათ ამ პროექტმა?
- მართლაც, ბევრის მომცემი და საინტერესო იყო ამ პროექტში მონაწილეობა. ბუნებრივია, ამით პროფესიონალი სამეჯლისო მოცეკვავე ვერ გავხდი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სიამოვნებით განვაგრძობდი ცეკვების შესწავლას უფრო დიდხანს... მიუხედავად ტრავმებისა და საოცრად დაძაბული სამუშაო რეჟიმისა, მაინც უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა რეპეტიციები, ამა თუ იმ ცეკვის დადგმის პროცესი, სიუჟეტების მოფიქრება, თითოეული ცეკვისთვის საჭირო ხასიათის, კოსტიუმების მორგება და რაც მთავარია, ქორეოგრაფებთან - ალიონასთან, დიმასა და საშასთან მუშაობა. ისინი ინდივიდუალურად გვირჩევდნენ და გვარგებდნენ ცეკვას. ასევე, ბევრი საოცრად ნიჭიერი ადამიანის გაცნობის საშუალება მომეცა, ჩემთვის კი ეს მეტად მნიშვნელოვანია. ამ პროექტმა ჩემს ცხოვრებას ახალი ემოციები, ცოდნა და ნაცნობობა შესძინა.
- პროექტიდან თქვენი ასე მალე გამოთიშვა მაყურებლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თქვენი აზრით, მაინც რა იყო ამის მთავარი მიზეზი?
- ამას თავადაც არ ველოდით და იმედგაცრუებული დავრჩით. თქვენ წარმოიდგინეთ, როცა პროექტი დავტოვეთ, მთელი 2 კვირა ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მართლა მოხდა... ისე კი, მე და ოთო ყოველ ხუთშაბათს დავდიოდით მონაწილეების საგულშემატკივროდ. მაყურებლის როლში ყოფნა იმდენად რთული აღმოჩნდა, ვერაფრით გავაცნობიერე, რომ მეც სცენაზე არ ვიყავი. ეს იმდენად საწყენი გახლდათ და იმდენად ცუდად მოქმედებდა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, იქ აღარ მივსულიყავი. მაგრამ ვერც ეს შევძელი... გამოსავალი ის აღმოჩნდა, რომ ცირკის გვერდით, კაფეში ვისხედით ხოლმე და შოუს თვალ-ყურს იქიდან ვადევნებდით... პროექტი ვერ მოვიგეთ და უფრო მეტიც, ის საკმაოდ მალე დავტოვეთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მაინც, ბევრად მეტი მივიღეთ, ვიდრე მხოლოდ მოგება იქნებოდა - ეს არის მაყურებლის უდიდესი მხარდაჭერა და სიყვარული. იმ 16 000 ადამიანის მადლობელი ვარ, რომელიც ჩვენი პროექტში დაბრუნებისთვის იბრძოდა. ეს ძალიან დასაფასებელია.
- პროექტის შემდეგ თბილისში ახალი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! თუ მიიღეთ?
- რამდენიმე დღეა, კიევში ვარ და უკვე მენატრება თბილისი. დიახ, არის ახალი წინადადებები, მათ შორის, სატელევიზიო პროექტებსა და კინოში. მოხარული ვიქნები, თუკი საკუთარი თავის რეალიზებას საქართველოში შევძლებ და კარგი იდეების განხორციელების მონაწილეც გავხდები. როგორც იცით, ქართული ცუდად ვიცი. ამიტომ, ჩემს გეგმებში შედის მშობლიური ენის კარგად შესწავლა.
- ბოლო დროს რამდენიმე ახალ ფილმში გამოჩნდით. კინოგადაღებები სერიოზულად გაინტერესებთ?
- კინო ძალიან მიყვარს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია - "ცხოვრება მშვენიერია". ეს ფილმი რწმენაზე, ოჯახისა და ცხოვრების სიყვარულზეა; იმაზე, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცი. ფილმი შემოქმედების სამყაროა. ამ სფეროში მცირე გამოცდილება მაქვს. კინოგადაღებები ძალიან მაინტერესებს, ამიტომაც ვაგრძელებ ამ მხრივ განვითარებას - დავდივარ მსახიობის ოსტატობის გაკვეთილებზე და მაქვს რწმენა, რომ ამ მხრივ რაღაცებს მივაღწევ.
- პირველ ადგილას თქვენს რომელ საქმიანობას აყენებთ?
- როგორც შემოქმედებით ადამიანს, შემოქმედების ყველა მიმართულება მაინტერესებს.
- ბავშვობაში სხვადასხვა გატაცება გქონდათ, მოგვიანებით კი სცენა აირჩიეთ. ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო თუ კონკრეტულმა გარემოებამ ან მოვლენამ გიბიძგათ ასეთი არჩევანის გაკეთებისკენ?
- სცენა ჩემთვის ბავშვობიდან ნაცნობი ადგილი იყო. დავდიოდი მხატვრულ ტანვარჯიშზე, მოგვიანებით - ვიოლინოზე. ხშირად მიწევდა სცენაზე გასვლა. ბავშვობიდანვე მოვიხიბლე სცენით და მას შემდეგ, შეყვარებული ვარ (იცინის). შეიძლება ითქვას, რომ სცენა ჩემი სტიქიაა.
- არასოდეს გიფიქრიათ, რომ შეცდით? იქნებ ჯობდა, მაგალითად, ბალეტი ან ტანვარჯიში აგერჩიათ...
- განვლილ გზას და საკუთარ არჩევანს არ ვნანობ!
- ხშირად გადარებენ ანჯელინა ჯოლის. ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ და თავად თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ შორის არის რაღაც მსგავსება?
- ბევრი ჩვენგანისთვის ის უბრალოდ, საოცრად ლამაზი ქალბატონია. თუმცა, ეს ხომ ყველაფერი არ არის, რაც შეიძლება ამ მსახიობზე ითქვას. ის არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძლიერი და კეთილი ქალია
- თანაუგრძნობს და ეხმარება მიუსაფარ ადამიანებს. გასაგებია, მილიარდერია, მაგრამ მოგეხსენებათ, სიკეთეს ყველა მილიარდერი არ აკეთებს. მე მისი არა მხოლოდ გარეგნული, არამედ სულიერი სილამაზითsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ვარ აღფრთოვანებული. მიმაჩნია, რომ ქალი, პირველ რიგში, ლამაზი კეთილი გულით უნდა იყოს. ასე რომ, ბუნებრივია, ძალიან მსიამოვნებს, როცა ამბობენ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავართ (იცინის).
- ამბობთ, რომ უფრო მეტად ქართველი ხართ, ვიდრე - უკრაინელი. თბილისში მუდმივად იცხოვრებდით?
- ძალიან მიყვარს საქართველო. ჩემმა ბავშვობამ უკრაინაში განვლო და ისიც ასევე ძალიან მიყვარს. ეს ორი მართლაც, არაჩვეულებრივი ქვეყანაა და დამიჯერეთ, ორივეგან საოცრად კეთილი ადამიანები ცხოვრობენ. უკრაინაში ნათესავები, მეგობრები მყავს, მაგრამ საქართველო მუდმივად თავისკენ მექაჩება... საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე უკვე ვიფიქრე და მივხვდი, რომ ეს არც ისე ადვილია. ამიტომაც ვცხოვრობ ისევ კიევში, თუმცა, როგორც კი საშუალება მეძლევა, თბილისში მოვდივარ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)