პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე
პატრიარქი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­სარ ნილს მუ­ჟ­ნი­ეკს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში უწ­მინ­დეს­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ნილს მუ­ჟ­ნი­ეკს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ჩვენ ვცხოვ­რობთ ძა­ლი­ან რთულ დრო­ში და თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ის მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­თა­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა მსოფ­ლი­ო­ში. მე მგო­ნია, თქვე­ნი ჩა­მობ­რძა­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ჭი­როა ჩვენ­თვის, ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ევ­როს­ტრუქ­ტუ­რე­ბის წევ­რი. სა­ქარ­თვე­ლო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნაა და ამი­ტომ რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ჩვენს კავ­ში­რებ­ზე, უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია. კი­დევ ერთხელ გუ­ლი­თა­დად მო­გე­სალ­მე­ბით და მად­ლო­ბას გიხ­დით მობ­რძა­ნე­ბი­სათ­ვის", - აღ­ნიშ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა შეხ­ვედ­რა­ზე.

თა­ვის მხრივ, ნილს მუ­ჟ­ნი­ეკს­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პატ­რი­არ­ქს მი­ღე­ბი­სათ­ვის და აღ­ნიშ­ნა, რომ უწ­მინ­დე­სი მის წი­ნა­მორ­ბედს, თო­მას ჰა­მარ­ბერგს არა­ერ­თხელ შეხ­ვედ­რია, ეს შეხ­ვედ­რე­ბი ემ­თხვე­ო­და რუ­სე­თის ომს და მის შემ­დგომ პე­რი­ოდს. ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­სარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თო­მას ჰა­მარ­ბერ­გი უწ­მინ­დე­სის­გან ძა­ლი­ან დიდ მო­რა­ლურ მხარ­და­ჭე­რას იღებ­და ამ ვი­ზი­ტე­ბის დროს.

"თქვენ ბრძა­ნეთ, რომ რთულ დრო­ში ცხოვ­რობთ, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, არ და­ვუშ­ვათ ძა­ლა­დო­ბა, ძალ­მომ­რე­ო­ბა და ტკი­ვი­ლი. ჩემს მთა­ვარ ამო­ცა­ნას ვხე­დავ იმა­ში, რომ და­ვეხ­მა­რო სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­პის საბ­ჭოს წევრ სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებს, ნამ­დვი­ლად ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კულ­ტუ­რა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ. ევ­რო­პა პა­ტივს სცემს ყვე­ლა ერის, ყვე­ლა ხალ­ხის ის­ტო­რი­ას, ტრა­დი­ცი­ებ­სა და კულ­ტუ­რას", - აღ­ნიშ­ნა შეხ­ვედ­რა­ზე ნილს მუ­ჯ­ნი­ეკს­მა.

იგი ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და პატ­რი­არ­ქის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის ჯგუ­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ ჯგუ­ფე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ერ­თმა­ნეთ­ში. ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­სარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს შეხ­ვდა სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის მქო­ნე პი­რებს. მან კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ამ თვალ­საზ­რი­სით შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა სთხო­ვა.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იყ­ვნენ, კერ­ძოდ, 26 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­დნენ ებ­რა­ე­ლე­ბი, ასე­ვე მუს­ლი­მე­ბი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დე­ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"მე თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც არას­დროს არ ყო­ფი­ლა ბრძო­ლა რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე. ჩვენ ხში­რად ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, ხში­რად ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თმა­ნეთს აზ­რებს, ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ წა­მო­იშ­ვა, ჩვე­ნი ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით ვწყვეტთ. მე თა­ვად აღ­ზრდი­ლი ვარ ისეთ ოჯახ­ში, რომ­ლის მე­გობ­რე­ბი ის­ლა­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ და ჩვენს ოჯახს ხში­რად სტუმ­რობ­დნენ. მე ვხე­დავ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ნამ­დვი­ლი მა­გა­ლი­თი სხვა ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში", - აღ­ნიშ­ნა შეხ­ვედ­რა­ზე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პატრიარქი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე

პატრიარქი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში უწმინდესმა მადლობა გადაუხადა ნილს მუჟნიეკს საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მოვლენები, რომლებიც ვითარება უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რთული სიტუაციაა მსოფლიოში. მე მგონია, თქვენი ჩამობრძანება ძალიან საჭიროა ჩვენთვის, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი. საქართველო, მოგეხსენებათ უძველესი კულტურის ქვეყანაა და ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ურთიერთობაზე, ჩვენს კავშირებზე, უნდა იყოს გათვალისწინებული ის მრავალსაუკუნოვანი უძველესი კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია. კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ნილს მუჟნიეკსმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ უწმინდესი მის წინამორბედს, თომას ჰამარბერგს არაერთხელ შეხვედრია, ეს შეხვედრები ემთხვეოდა რუსეთის ომს და მის შემდგომ პერიოდს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა აღნიშნა, რომ თომას ჰამარბერგი უწმინდესისგან ძალიან დიდ მორალურ მხარდაჭერას იღებდა ამ ვიზიტების დროს.

"თქვენ ბრძანეთ, რომ რთულ დროში ცხოვრობთ, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვას, არ დავუშვათ ძალადობა, ძალმომრეობა და ტკივილი. ჩემს მთავარ ამოცანას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო საქართველოს და ევროპის საბჭოს წევრ სხვა სახელმწიფოებს, ნამდვილად ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კულტურა ჩამოაყალიბონ. ევროპა პატივს სცემს ყველა ერის, ყველა ხალხის ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას", - აღნიშნა შეხვედრაზე ნილს მუჯნიეკსმა.

იგი ასევე დაინტერესდა პატრიარქის შეხედულებებით საქართველოში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ჯგუფებთან დაკავშირებით და ამ ჯგუფების ურთიერთობაზე ერთმანეთში. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის დროს შეხვდა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე პირებს. მან კათოლიკოს-პატრიარქს ამ თვალსაზრისით შეხედულებებისა და მოსაზრებების გაზიარება სთხოვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები საქართველოში უძველესი დროიდან იყვნენ, კერძოდ, 26 საუკუნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ ებრაელები, ასევე მუსლიმები, ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები.

"მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არასდროს არ ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ის საკითხები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემდეგ წამოიშვა, ჩვენი ძმური სიყვარულით ვწყვეტთ. მე თავად აღზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, რომლის მეგობრები ისლამის წარმომადგენლები იყვნენ და ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ. მე ვხედავ, რომ საქართველო არის ნამდვილი მაგალითი სხვა ქვეყნებისათვის ამ ურთიერთობებში", - აღნიშნა შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია