პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა გიგანი ბაბუას სიჯიუტით დაემსგავსა
ირმა გიგანი ბაბუას სიჯიუტით დაემსგავსა

ირმა გი­გა­ნი საკ­მა­ოდ პა­ტა­რა იყო, როცა ბი­ძა­მი­სის მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის სიმ­ღე­რის "სულ ზე­ვით, ზე­ვით" მე­ლო­დია რო­ი­ალ­ზე აა­წყო. ბა­ხის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე რომ გა­და­ი­ნაც­ვლა, ოჯახ­ში შე­ამ­ჩნი­ეს, რომ ბავ­შვს კარ­გი სმე­ნა ჰქონ­და და დე­და­მის­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა ის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნა. ირმა გი­გა­ნი და ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი - ეს ერთი ოჯა­ხის, ორი სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ერ­თმა­ნეთს პო­ე­ტის სახ­ლში შე­ვახ­ვედ­რეთ...

- ბა­ტო­ნო ჯან­სუღ, პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­იხ­სე­ნოთ 17 წლის წინ ირ­მას და­ბა­დე­ბა...

- მის და­ბა­დე­ბას დიდი სი­ხა­რუ­ლით ვე­ლო­დი. არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ იმის მომ­ხრე, როცა ვი­ღაც ქა­ჯე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ბიჭი და­ი­ბა­დოს. არა, გე­ნაც­ვა­ლე, ჩემ­თვის ყო­ველ­თვის სუ­ლერ­თი იყო, ბიჭი იქ­ნე­ბო­და თუ გო­გო­ნა, ოღონდ ყო­ფი­ლი­ყო ის, ვინც შე­ე­ფე­რე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­სა და ოჯახს. და­ი­ბა­და ირმა და მე ეგე­თი გოგო იშ­ვი­თად მი­ნა­ხავს ამ­ქვეყ­ნად. პა­ტა­რა რომ იყო, ვკოც­ნი­დი, ვე­ფე­რე­ბო­დი: ბა­ბუა გე­ნაც­ვა­ლოს-მეთ­ქი. ეს კი ბა­ბუ­ას მა­გივ­რად "ბას" მე­ძახ­და. 4 წლის ასაკ­ში ირმა რო­ი­ალ­თან მი­ვი­და და რა­ღა­ცე­ბის აწყო­ბა და­ი­წყო. 6 წლი­სამ უკვე ისე "შე­უ­ბე­რა", რომ იტა­ლი­ა­ში გრან-პრი აიღო. მერე რუ­სეთ­ში მის ვე­ე­ბერ­თე­ლა, სამ­მეტ­რი­ან სუ­რა­თებს ეწე­რა; "მო­ცარ­ტის და". მი­ხა­რია, რომ ამ პა­ტა­რა გო­გო­ნამ ასე გა­ა­მარ­თლა. დღეს 17 წლი­საა და არა მარ­ტო ჩემ­თვის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს­თვი­საა საყ­ვა­რე­ლი. მე ჩემს სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სურ­ვებ­დი, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ფასი იცო­დეს. ამას ყვე­ლა­ზე არ ვამ­ბობ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის შურთ. შუ­რი­ა­ნი არ უნდა იყო. თუ შენი შვი­ლი რა­მეს არას­წო­რად აკე­თებს, მი­უ­თი­თე, უთხა­რი და და­ტუქ­სე, თუ კარ­გია, აღ­ფრთო­ვან­დი, გა­ი­ხა­რე. ასე შე­ა­ფა­სე სხვე­ბიც. მე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ირმა გი­გა­ნი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლია.

- ირმა, ბავ­შვო­ბა­ში სად დაჰ­ყავ­დი ბა­ბუ­ას, ალ­ბათ, მის გა­რე­მოც­ვა­სა და მე­გობ­რებ­ში ხში­რად გი­წევ­და ყოფ­ნა?

- მა­რი­ა­მად ვარ მო­ნათ­ლუ­ლი და ბავ­შვო­ბა­ში, ყო­ველ მა­რი­ა­მო­ბას ბა­ბუს ზო­ო­პარკში მივ­ყავ­დი. ცირ­კი წარ­მოდ­გე­ნებს აქ­ტი­უ­რად რომ მარ­თავ­და, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ვეს­წრე­ბო­დი. სა­ერ­თოდ, სა­ოც­რად დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­ვი­ზარ­დე. ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა და ვფიქ­რობ, ეს ატ­მოს­ფე­რო არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, ხალ­ხის­თვი­საც თვალ­ში სა­ცე­მია. ბა­ბუ­ას­თან დიდი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. ყვე­ლა ჩემს კონ­ცერ­ტზე მო­დი­ან ბა­ბუს მე­გობ­რე­ბიც. მაქვს ბედ­ნი­ე­რე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა მის ახ­ლობ­ლებ­თან მქონ­დეს.

ჯან­სუ­ღი:

- ჩემი თა­ო­ბი­დან ირმა თით­ქმის ბევ­რს ვერ მო­ეს­წრო, მაგ­რამ ახ­სოვს ჩემი მე­გო­ბა­რი ოთარ ჭი­ლა­ძე. ვინც პი­რა­დად ვერ გა­იც­ნო, მათი წიგ­ნე­ბი აქვს წა­კი­თხუ­ლი. ვფიქ­რობ, ოჯახს დიდი როლი აკის­რია და ბავ­შვს ბე­ბია-ბა­ბუ­ამ უნდა მი­უ­თი­თოს, რა იკი­თხოს.

- ირმა, ვის პრო­ზა­სა და პო­ე­ზი­ას კი­თხუ­ლობ?

- გა­ლა­კტი­ონს ვკი­თხუ­ლობ... საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეა. ის ერთ-ერთი დიდი პი­როვ­ნე­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

მიყ­ვარს რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც უმ­დიდ­რე­სია. ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბი პუშ­კინს, ლერ­მონ­ტოვს, ტოლსტო­ის. ახ­ლა­ხან წა­ვი­კი­თხე "ანა კა­რე­ნი­ნა" და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. და რა თქმა უნდა, საყ­ვა­რელ პო­ე­ტად პირ­და­პირ და­ვა­სა­ხე­ლებ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს. სა­ოც­რად მომ­წონს მისი პო­ე­ზია და სულ ვკი­თხუ­ლობ, და არა იმი­ტომ, რომ ის ჩემი ბა­ბუაა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

ირმა გიგანი ბაბუას სიჯიუტით დაემსგავსა

ირმა გიგანი ბაბუას სიჯიუტით დაემსგავსა

ირმა გიგანი საკმაოდ პატარა იყო, როცა ბიძამისის მამუკა ჩარკვიანის სიმღერის ''სულ ზევით, ზევით'' მელოდია როიალზე ააწყო. ბახის ნაწარმოებებზე რომ გადაინაცვლა, ოჯახში შეამჩნიეს, რომ ბავშვს კარგი სმენა ჰქონდა და დედამისმა თაკო ჩარკვიანმა ის მუსიკალურ სკოლაში შეიყვანა. ირმა გიგანი და ჯანსუღ ჩარკვიანი - ეს ერთი ოჯახის, ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი, ერთმანეთს პოეტის სახლში შევახვედრეთ...

- ბატონო ჯანსუღ, პირველ რიგში, მინდა გაიხსენოთ 17 წლის წინ ირმას დაბადება...

- მის დაბადებას დიდი სიხარულით ველოდი. არასოდეს ვყოფილვარ იმის მომხრე, როცა ვიღაც ქაჯები ფიქრობენ, რომ აუცილებელია, ბიჭი დაიბადოს. არა, გენაცვალე, ჩემთვის ყოველთვის სულერთი იყო, ბიჭი იქნებოდა თუ გოგონა, ოღონდ ყოფილიყო ის, ვინც შეეფერება ჩვენს ცხოვრებასა და ოჯახს. დაიბადა ირმა და მე ეგეთი გოგო იშვითად მინახავს ამქვეყნად. პატარა რომ იყო, ვკოცნიდი, ვეფერებოდი: ბაბუა გენაცვალოს-მეთქი. ეს კი ბაბუას მაგივრად ''ბას'' მეძახდა. 4 წლის ასაკში ირმა როიალთან მივიდა და რაღაცების აწყობა დაიწყო. 6 წლისამ უკვე ისე ''შეუბერა'', რომ იტალიაში გრან-პრი აიღო. მერე რუსეთში მის ვეებერთელა, სამმეტრიან სურათებს ეწერა; ''მოცარტის და''. მიხარია, რომ ამ პატარა გოგონამ ასე გაამართლა. დღეს 17 წლისაა და არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსა და მსოფლიოსთვისაა საყვარელი. მე ჩემს საქართველოს ვუსურვებდი, ნიჭიერი ადამიანის ფასი იცოდეს. ამას ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ საქართველოში ხშირად ადამიანებს ერთმანეთის შურთ. შურიანი არ უნდა იყო. თუ შენი შვილი რამეს არასწორად აკეთებს, მიუთითე, უთხარი და დატუქსე, თუ კარგია, აღფრთოვანდი, გაიხარე. ასე შეაფასე სხვებიც. მე აღფრთოვანებული ვარ, რომ ირმა გიგანი ჩემი შვილიშვილია.

- ირმა, ბავშვობაში სად დაჰყავდი ბაბუას, ალბათ, მის გარემოცვასა და მეგობრებში ხშირად გიწევდა ყოფნა?

- მარიამად ვარ მონათლული და ბავშვობაში, ყოველ მარიამობას ბაბუს ზოოპარკში მივყავდი. ცირკი წარმოდგენებს აქტიურად რომ მართავდა, ბებია-ბაბუასთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას ვესწრებოდი. საერთოდ, საოცრად დიდ სიყვარულში გავიზარდე. ოჯახის წევრებს შორის მეგობრული ურთიერთობაა და ვფიქრობ, ეს ატმოსფერო არა მხოლოდ ჩემთვის, ხალხისთვისაც თვალში საცემია. ბაბუასთან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. ყველა ჩემს კონცერტზე მოდიან ბაბუს მეგობრებიც. მაქვს ბედნიერება, ურთიერთობა მის ახლობლებთან მქონდეს.

ჯანსუღი:

- ჩემი თაობიდან ირმა თითქმის ბევრს ვერ მოესწრო, მაგრამ ახსოვს ჩემი მეგობარი ოთარ ჭილაძე. ვინც პირადად ვერ გაიცნო, მათი წიგნები აქვს წაკითხული. ვფიქრობ, ოჯახს დიდი როლი აკისრია და ბავშვს ბებია-ბაბუამ უნდა მიუთითოს, რა იკითხოს.

- ირმა, ვის პროზასა და პოეზიას კითხულობ?

- გალაკტიონს ვკითხულობ... საყვარელი ავტორი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძეა. ის ერთ-ერთი დიდი პიროვნება იყო საქართველოს ისტორიაში.

მიყვარს რუსული ლიტერატურა, რომელიც უმდიდრესია. ხშირად ვუბრუნდები პუშკინს, ლერმონტოვს, ტოლსტოის. ახლახან წავიკითხე ''ანა კარენინა'' და აღფრთოვანებული დავრჩი. და რა თქმა უნდა, საყვარელ პოეტად პირდაპირ დავასახელებ ჯანსუღ ჩარკვიანს. საოცრად მომწონს მისი პოეზია და სულ ვკითხულობ, და არა იმიტომ, რომ ის ჩემი ბაბუაა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია