პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო" - შოთა იათაშვილის კრიტიკული რეცენზია ”მანდარინების” შესახებ
"ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო" - შოთა იათაშვილის კრიტიკული რეცენზია ”მანდარინების” შესახებ

მწე­რა­ლი და არტ-კრი­ტი­კო­სი შოთა ია­თაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ზაზა ურუ­შა­ძის ახა­ლი ფილ­მის - "მან­და­რი­ნე­ბი" რე­ცენ­ზი­ას აქ­ვეყ­ნებს.

"ახლა ვუ­ყუ­რე "მან­და­რი­ნებს". ნუ სა­ერ­თო ფონ­ზე რა­ღაც არის, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში არ მო­მე­წო­ნა. შე­ვეც­დე­ბი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო, რა­ტომ.

1) ეს მარ­ტო ამ ფილ­მის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არაა, მთლი­ა­ნო­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ ვი­ზუ­ა­ლი იმ­დე­ნად "ტე­ლეშ­ნი­კუ­რია", სე­რი­ა­ლე­ბის გა­და­ღე­ბის დო­ნე­ზეა, რომ ძნე­ლია სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლო, რო­გორც კინო.

2) ტო­ლე­რან­ტო­ბის თე­მა­ზე შეკ­ვე­თილ ფილ­მს ჰგავს, თან ეს გაკ­ვე­თი­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბა­ში საკ­მა­ოდ სწორ­ხა­ზო­ვა­ნია.

3) სქე­მაც ისე­თია, ცოტა არ იყოს ხე­ლოვ­ნუ­რი: ეს­ტო­ნე­ლე­ბი, ანუ ევ­რო­პე­ლე­ბი, რო­მელ­თაც ერ­თმა­ნეთ­თან მე­ო­მა­რი კავ­კა­სი­ე­ლე­ბი უნდა გა­აშ­ვე­ლონ და შე­ა­რი­გონ... პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბის დაც­ვა უნდა თან თით­ქოს რე­ჟი­სორს, ამი­ტომ მთა­ვარ პერ­სო­ნა­ჟე­ბად ქარ­თვე­ლი და აფხა­ზი კი არ შე­მო­ყავს, არა­მედ რა­ტომ­ღაც ქარ­თვე­ლი და ჩე­ჩე­ნი... რე­ჟი­სო­რის ქარ­თვე­ლო­ბა მა­ინც თა­ვი­სას შვრე­ბა, და ქარ­თვე­ლი ჩე­ჩენს სულ უინ­ტე­ლექ­ტო­ბა­ზე "აწ­ვე­ბა". ანუ, მა­ინც არა­პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლი გა­მოს­დის. ბო­ლოს სა­ერ­თოდ: დე­ბი­ლი რუ­სე­ბი ჩე­ჩენს და ქარ­თველს ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ არ­ჩე­ვენ და ჩე­ჩენს, რო­გორც ქარ­თველს, მხე­ცუ­რად დახ­ვრე­ტას და­უ­პი­რე­ბენ... ანუ მა­ინც რუ­სებს ჩა­აშ­ლე­ვი­ნა რე­ჟი­სორ­მა ის შე­რი­გე­ბის პრო­ცე­სი, რაც ქარ­თველ­სა და ჩე­ჩენს შო­რის და­ი­წყო და მტე­რი კავ­კა­სი­ე­ლე­ბი რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

4) სა­დაც ეს­ტო­ნე­ლებს ეს­ტო­ნე­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ და ქარ­თველს - ქარ­თვე­ლი, ჩე­ჩე­ნი ჩე­ჩენს უნდა ეთა­მა­შა. შე­იძ­ლე­ბა იტა­ლი­ელ­მა ან ფრან­გმა მა­ყუ­რე­ბელ­მა ეს ვერ იგ­რძნოს, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი და სა­ერ­თოდ, პოსტსაბ­ჭო­ე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი, იგ­რძნობს, რომ აქ ნა­კა­ში­ძის გმი­რი ყალ­ბია. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, იმ ჩე­ჩენს თა­ვი­სი დიქ­ცია უნდა ჰქონ­დეს, რო­გორც ეს­ტო­ნელ­სა აქვს თა­ვი­სი დიქ­ცია და ქარ­თველს თა­ვი­სი. ჩე­ჩე­ნის ფსი­ქი­კა უნდა მოჰ­ქონ­დეს ეკ­რა­ნი­დან და ვერ მო­აქვს... არაა ის პერ­სო­ნა­ჟი არა­ნა­ი­რად ჩე­ჩე­ნი და ეგ მო­მენ­ტი სულ გიშ­ლის ხელს ფილ­მის აღ­ქმა­ში, მი­ღე­ბა­ში.

კი­დევ ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ალ­ბათ საკ­მა­რი­სია სა­ერ­თო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. ისე პლი­უ­სად ვი­ტყვი, რომ დი­ა­ლო­გე­ბი ად­გი­ლებ­ში ძა­ლი­ან კარ­გა­დაა და­წე­რი­ლი, პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხა­სი­ა­თებს კარ­გად რომ ძერ­წავს და ერ­თმა­ნეთს ისე აჯა­ხებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი და­ძა­ბუ­ლი გა­რე­მო­სი, გუ­ლი­თაც გა­ცი­ნებს. თუმ­ცა რო­გორც ვთქვი, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლად ეს სცე­ნა­რი ვე­რაა კარ­გად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი.

აფხა­ზე­თის ომზე გა­და­ღე­ბულ სა­უ­კე­თე­სო ფილ­მად მე მა­ინც მგო­ნია, რომ დღემ­დე გოგა ხა­ინ­დრა­ვას "ოც­ნე­ბე­ბის სა­საფ­ლაო" რჩე­ბა", - წერს შოთა ია­თაშ­ვი­ლი.

ია­თაშ­ვი­ლის პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა კი­ნომ­ცოდ­ნე გოგი გვა­ხა­რია და წერს, რომ სრუ­ლად ეთან­ხმე­ბა მის შე­ფა­სე­ბას.

"რე­ცენ­ზი­ის და­წე­რა მინ­დო­და, ზუს­ტად ამის და­წე­რა და მე­ზა­რე­ბო­და.. ნუ ახლა ამო­ვი­სუნ­თქე, რომ არ დავ­წერ:)...

თა­ნაც რე­ცენ­ზია რომ და­წე­რო უნდა გა­და­ლა­ხო უხერ­ხუ­ლო­ბა და ფილ­მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს გა­ახ­სე­ნო რა არის კინო, რა არის კი­ნოს ენა, რო­გორ კი­ნოს არ ივი­წყებს ის­ტო­რია და რო­გო­რი კი­ნოა ერთჯე­რა­დი.. ჰოდა უხერ­ხუ­ლი­ცაა და მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლიც უკვე...

მსა­ხი­ო­ბის ბრა­ლი არაა, როცა ეკ­რან­ზე რე­ჟი­სორს მხო­ლოდ მსა­ხი­ო­ბის დახ­მა­რე­ბით უნდა ამ­ბის მო­ყო­ლა და ავი­წყდე­ბა, რომ კი­ნო­ში მსა­ხი­ო­ბი ერთ-ერ­თია მხო­ლოდ.. ეს რომ შეძ­ლო ამის­თვის ბერ­გმა­ნი უნდა იყო!", - წერს გვა­ხა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, ქარ­თუ­ლი ფილ­მი "მან­და­რი­ნე­ბი" ვარ­შა­ვის "ა კლა­სის" კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ორი პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და: ერთი სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რა გახ­ლავთ, მე­ო­რე - მა­ყუ­რებ­ლის პრი­ზი...

რე­ჟი­სორ ზაზა ურუ­შა­ძის ნა­მუ­შე­ვა­რი, სა­დაც სი­უ­ჟე­ტი აფხა­ზე­თის ომის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა და ჟან­რობ­რი­ვად დრა­მაა, აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ ეს­ტო­ნე­ლებ­ზე მოგ­ვი­თხრობს - ეს არის ერთ-ერთი ეს­ტო­ნე­ლის სახ­ლში მოხ­ვედ­რი­ლი, დაჭ­რი­ლი ქარ­თვე­ლი და ჩე­ჩე­ნი მე­ომ­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ანუ მტრე­ბის ერთ ჭერ­ქვეშ ურ­თი­ერ­თო­ბა, მათი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და შე­რი­გე­ბის და­ძა­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით გვთა­ვა­ზობს.

იხი­ლეთ ასე­ვე: გოგი გვა­ხა­რი­ამ ზაზა ურუ­შა­ძის "მან­და­რი­ნე­ბი" და­ი­წუ­ნა

"მან­და­რი­ნე­ბი" - ქარ­თუ­ლი კინო, რო­მელ­მაც ფრან­გე­ბი, ამე­რი­კე­ლე­ბი და კო­რე­ე­ლე­ბი აა­ტი­რა

ზაზა ურუ­შა­ძემ მო­სის­ხლე მტრე­ბი ერთ სახ­ლში და­ა­ბი­ნა­ვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო" - შოთა იათაშვილის კრიტიკული რეცენზია ”მანდარინების” შესახებ

"ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო" - შოთა იათაშვილის კრიტიკული რეცენზია ”მანდარინების” შესახებ

მწერალი და არტ-კრიტიკოსი შოთა იათაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის - "მანდარინები" რეცენზიას აქვეყნებს.

"ახლა ვუყურე "მანდარინებს". ნუ საერთო ფონზე რაღაც არის, მაგრამ მთლიანობაში არ მომეწონა. შევეცდები ჩამოვაყალიბო, რატომ.

1) ეს მარტო ამ ფილმის პრობლემა ნამდვილად არაა, მთლიანობაში თანამედროვე კინემატოგრაფის პრობლემაა, მაგრამ ვიზუალი იმდენად "ტელეშნიკურია", სერიალების გადაღების დონეზეა, რომ ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო.

2) ტოლერანტობის თემაზე შეკვეთილ ფილმს ჰგავს, თან ეს გაკვეთილი ტოლერანტობაში საკმაოდ სწორხაზოვანია.

3) სქემაც ისეთია, ცოტა არ იყოს ხელოვნური: ესტონელები, ანუ ევროპელები, რომელთაც ერთმანეთთან მეომარი კავკასიელები უნდა გააშველონ და შეარიგონ... პოლიტკორექტულობის დაცვა უნდა თან თითქოს რეჟისორს, ამიტომ მთავარ პერსონაჟებად ქართველი და აფხაზი კი არ შემოყავს, არამედ რატომღაც ქართველი და ჩეჩენი... რეჟისორის ქართველობა მაინც თავისას შვრება, და ქართველი ჩეჩენს სულ უინტელექტობაზე "აწვება". ანუ, მაინც არაპოლიტკორექტული გამოსდის. ბოლოს საერთოდ: დებილი რუსები ჩეჩენს და ქართველს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და ჩეჩენს, როგორც ქართველს, მხეცურად დახვრეტას დაუპირებენ... ანუ მაინც რუსებს ჩააშლევინა რეჟისორმა ის შერიგების პროცესი, რაც ქართველსა და ჩეჩენს შორის დაიწყო და მტერი კავკასიელები რუსების წინააღმდეგ გააერთიანა.

4) სადაც ესტონელებს ესტონელები თამაშობენ და ქართველს - ქართველი, ჩეჩენი ჩეჩენს უნდა ეთამაშა. შეიძლება იტალიელმა ან ფრანგმა მაყურებელმა ეს ვერ იგრძნოს, მაგრამ ქართველი და საერთოდ, პოსტსაბჭოელი მაყურებელი, იგრძნობს, რომ აქ ნაკაშიძის გმირი ყალბია. ელემენტარულად, იმ ჩეჩენს თავისი დიქცია უნდა ჰქონდეს, როგორც ესტონელსა აქვს თავისი დიქცია და ქართველს თავისი. ჩეჩენის ფსიქიკა უნდა მოჰქონდეს ეკრანიდან და ვერ მოაქვს... არაა ის პერსონაჟი არანაირად ჩეჩენი და ეგ მომენტი სულ გიშლის ხელს ფილმის აღქმაში, მიღებაში.

კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ალბათ საკმარისია საერთო შთაბეჭდილების გასაზიარებლად. ისე პლიუსად ვიტყვი, რომ დიალოგები ადგილებში ძალიან კარგადაა დაწერილი, პერსონაჟების ხასიათებს კარგად რომ ძერწავს და ერთმანეთს ისე აჯახებს, რომ მიუხედავად ასეთი დაძაბული გარემოსი, გულითაც გაცინებს. თუმცა როგორც ვთქვი, კინემატოგრაფიულად ეს სცენარი ვერაა კარგად რეალიზებული.

აფხაზეთის ომზე გადაღებულ საუკეთესო ფილმად მე მაინც მგონია, რომ დღემდე გოგა ხაინდრავას "ოცნებების სასაფლაო" რჩება", - წერს შოთა იათაშვილი.

იათაშვილის პოსტს ეხმაურება კინომცოდნე გოგი გვახარია და წერს, რომ სრულად ეთანხმება მის შეფასებას.

"რეცენზიის დაწერა მინდოდა, ზუსტად ამის დაწერა და მეზარებოდა.. ნუ ახლა ამოვისუნთქე, რომ არ დავწერ:)...

თანაც რეცენზია რომ დაწერო უნდა გადალახო უხერხულობა და ფილმის თაყვანისმცემლებს გაახსენო რა არის კინო, რა არის კინოს ენა, როგორ კინოს არ ივიწყებს ისტორია და როგორი კინოა ერთჯერადი.. ჰოდა უხერხულიცაა და მოსაბეზრებელიც უკვე...

მსახიობის ბრალი არაა, როცა ეკრანზე რეჟისორს მხოლოდ მსახიობის დახმარებით უნდა ამბის მოყოლა და ავიწყდება, რომ კინოში მსახიობი ერთ-ერთია მხოლოდ.. ეს რომ შეძლო ამისთვის ბერგმანი უნდა იყო!", - წერს გვახარია.

შეგახსენებთ, ქართული ფილმი "მანდარინები" ვარშავის "ა კლასის" კინოფესტივალზე ორი პრიზით დაჯილდოვდა: ერთი საუკეთესო რეჟისურა გახლავთ, მეორე - მაყურებლის პრიზი...

რეჟისორ ზაზა ურუშაძის ნამუშევარი, სადაც სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება და ჟანრობრივად დრამაა, აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე მოგვითხრობს - ეს არის ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი, დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი მეომრის დამოკიდებულება, ანუ მტრების ერთ ჭერქვეშ ურთიერთობა, მათი დაპირისპირებისა და შერიგების დაძაბული ამბავი, რომელსაც რეჟისორი საოცარი ოსტატობით გვთავაზობს.

იხილეთ ასევე: გოგი გვახარიამ ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დაიწუნა

"მანდარინები" - ქართული კინო, რომელმაც ფრანგები, ამერიკელები და კორეელები აატირა

ზაზა ურუშაძემ მოსისხლე მტრები ერთ სახლში დააბინავა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს