რა უნდოდა თანამედროვე შერლოკს ტიბეტში

რა უნდოდა თანამედროვე შერლოკს ტიბეტში

რამდენიმე წლის წინ მსახიობ ბენედიქტ კამბერბეჩს ცოტა თუ იცნობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან მთავარი როლი მიიღო სერიალში "შერლოკი", საყოველთაოდ პოპულარული გახდა.

ბენედიქტ კამბერბეჩი დიდ ბრიტანეთში  1976 წლის 19 ივლისს მსახიობების ოჯახში დაიბადა. მსახიობის მამა ტიმოთი კარლტონი (Timothy Carlton), ხოლო დედა ვანდა ვენტჰამი (Wanda Ventham) არიან. ბავშვობა მსახიობმა დასავლეთ სასექსში გაატარა, სადაც მან დაწყებითი განათლებაც მიიღო. მოგვიანებით ბენედიქტი ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა და სწავლა პრესტიჟულ - ჰეროუს სკოლაში (Harrow School) გააგრძელა.

სკოლის დამთავრების შემდეგ კამბერბეჩს უმაღლესში მაშინვე არ ჩაუბარებია. მომავალმა მსახიობმა 1 წელი შესვენება აიღო და ტიბეტში გაემგზავრა, რათა მონასტერში ინგლისური ესწავლებინა. შემდეგ მან ჩააბარა მანჩესტერის უნივერსიტეტში, სადაც დრამას სწავლობდა. მოგვიანებით, სამსახიობო შესაძლებობები რომ გაეუმჯობესებინა, კამბერბეჩმა სწავლა ლონდონის მუსიკისა და დრამის ხელოვნების აკადემიაში განაგრძო, სადაც მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი კლასიკური თეატრის მსახიობის სპეციალიზაციაში.

პირველი სერიოზული პროფესიული ნაბიჯები ბენედიქტმა ბრიტანეთის თეატრების სცენაზე გადადგა. შესანიშნავი ნამუშევრისთვის ახალგაზრდა მსახიობი 2005 წელს ნომინირებული იყო ლოურენს ოლივიეს სახელობის ჯილდოზე (Laurence Olivier Award) მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის სპექტაკლში "ჰედა გაბლერი" (Hedda Gabler).

კამბერბეჩისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი პროექტი გამოდგა BBC-ის სატელევიზიო ფილმი "ჰოკინგი", რომელიც 2004 წელს გადაიღეს. ფილმში ბენედიქტმა ბრიტანელი ფიზიკოსის და კოსმოლოგის, სტივენ ჰოკინგის როლი შეასრულა. ფილმში შესრულებული როლისთვის ის ნომინირებული იყო BAFTA TV Awards-ზე "საუკეთესო მსახიობის" ნომინაციაში.

2010 -2011 წლებში მსახიობმა დენი ბოილის ორ მასშტაბურ თეატრალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. დადგმებს "ბავშვების მონოლოგები" ( The Children's Monologues) და "ფრანკენშტეინი" (Frankenstein) დიდი წარმატება ხვდა წილად. "ფრანკენშტეინში" შესრულებული როლისთვის მსახიობი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი თეატრალური ჯილდოებით დააჯილდოვეს.

მიუხედავად ყველაფრისა, ბენედიქტ კამბერბეჩმა საყოველთაო აღიარება მაინც BBC-ის სერიალ "შერლოკის" შემდეგ მოიპოვა. სერიალი ეკრანზე 2010 წელს გამოვიდა და მაშინვე პოპულარული გახდა. 

სერიალში შესრულებული შერლოკ ჰოლმსის როლისთვის მსახიობი ნომინირებული იყო "ემის" პრემიაზე და "ოქროს გლობუსზე".

კარიერის მანძილზე მსახიობმა უკვე მოასწრო 69 ფილმში მონაწილეობა. მათ შორისაა ფილმები: 12 Years a Slave, The Fifth Estate,  Atonement,  The Other Boleyn Girl , The Whistleblower, War Horse  და სხვა.

მსახიობი ხშირად ხუმრობს საკუთარ გვარზეც.  "ის აბაზანაში გაზების გაშვებას ჰგავს, ძველი და რთულად წარმოსათქმელია. თვითონაც კი ვერ წარმოვთქვამ უშეცდომოდ. როცა მსახიობის პროფესია ავირჩიე, დედა მირჩევდა, გვარი შემეცვალა, მაგრამ არ დავუჯერე...", - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გასული წლის ოქტომბერში, ბენედიქტ კამბერბეჩი ჟურნალ Time -ის გარეკანზეც მოხვდა.

ასევე, მსახიობმა 2013 წლის ყველაზე სექსუალური მსახიობის ტიტული მიიღო. მან პირველი ადგილი დაიკავა ჟურნალ Empire-ის ყველაზე სექსუალური მსახიობების ასეულში. რეიტინგი ხმის მიცემის საფუძველზე შეადგინეს და მასში დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კამბერბეჩს ცოლი არ ჰყავს. 12 წელი ხვდებოდა მსახიობ  ოლივია პულეს, მერე - დიზაინერ ანა ჯონსს, თუმცა არც ერთზე არ უქორწინია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება