პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ანდრონიკაშვილის აზარტი და დაკარგული საფულე
ეკა ანდრონიკაშვილის აზარტი და დაკარგული საფულე

მსა­ხი­ო­ბი ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი ფუ­ლის ყა­ი­რა­თი­ა­ნი და ეკო­ნო­მი­უ­რი მხარ­ჯვე­ლია. არ უყ­ვარს თან­ხის უაზ­როდ ფლან­გვა. ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, ფული მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ხარ­ჯოს. სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა­საც ისე ახერ­ხებს, რომ ფუ­ლის სეს­ხე­ბა იშ­ვი­ა­თად სჭირ­დე­ბა.

- ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი გა­მო­ნათ­ქვა­მი არ­სე­ბობს. საკ­მა­რი­სია, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი და­ი­წყო და ვი­ღა­ცას რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ახ­სენ­დე­ბა. პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფრა­ზა - "დრო ფუ­ლია" და მის სი­ზუს­ტე­შიც ხში­რად ვრწმუნ­დე­ბი.

- ფულს შენ­თვის რო­გო­რი გემო აქვს?

- ჩემი აზ­რით, ფულს გემო კი არა, სუნი აქვს და თან, ცუდი სუნი.

- ფუ­ლის ყა­ი­რა­თი­ა­ნად ხარ­ჯვა თუ შე­გიძ­ლია?

- ფუ­ლის მფლან­გვე­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, და­ხარ­ჯულს არა­სო­დეს მივსტი­რი. ვცდი­ლობ, მხო­ლოდ სა­ჭი­რო რა­ღა­ცე­ბი შე­ვი­ძი­ნო.

- ოდეს­მე ყუ­ლა­ბა თუ გქო­ნია?

- ყუ­ლა­ბა ბავ­შვო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და. ყუ­ლა­ბა ყვე­ლა პა­ტა­რას უნდა ჰქონ­დეს, რად­გან ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ის­წავ­ლონ ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა და შემ­დეგ, მისი გა­აზ­რე­ბუ­ლი ხარ­ჯვა. როცა ყუ­ლა­ბა გაქვს, მი­ზან­საც ისა­ხავ, რომ ბო­ლომ­დე გა­ავ­სო და შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხით სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი შე­ი­ძი­ნო.

- რამ­დე­ნად აზარ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- ზო­გა­დად, აზარ­ტუ­ლი ვარ, მაგ­რამ აზარ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ იდე­ებ­თან მაქვს ხოლ­მე. სხვა­თა შო­რის, ფულ­ზე თა­მა­შის პრო­ცე­სიც ძა­ლი­ან მომ­წონს, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- ოდეს­მე, სა­თა­მა­შოდ კა­ზი­ნო­ში თუ შე­სულ­ხარ?

- კა­ზი­ნო­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი. ვფიქ­რობ, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ხარ­ჯუ­ლი ფული ყვე­ლა­ზე უაზ­როდ გაფ­ლან­გუ­ლი თან­ხაა. თა­მა­ში, ეს რის­კია - ან მო­ი­გებ, ან წა­ა­გებ. უფრო ხში­რად კი, სამ­წუ­ხა­როდ, კა­ზი­ნო­დან გაწ­ბი­ლე­ბუ­ლე­ბი გა­მო­დი­ან. ერთხელ ჩემს მე­გო­ბარს შევ­ყე­ვი. 1.000 დო­ლა­რი "დადო" და ეგ­რე­ვე წა­ა­გო. მოკ­ლედ, შეს­ვლი­დან 10 წუთ­ში უკვე გა­რეთ ვი­ყა­ვით, ოღონდ - უფუ­ლოდ. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ფულ­ზე თა­მაშ­ზე დიდი უაზ­რო­ბა არა­ფე­რია. ამ თან­ხით რამ­დე­ნი კარ­გი საქ­მე შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო... მე­ო­რედ, პო­კერ-ტურ­ნირ­ზე ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი შარ­შან. მა­შინ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვი­თა­მა­შე "პო­კე­რი" და და­ახ­ლო­ე­ბით 90 ადა­მი­ან­ში მე-7 ად­გილ­ზე გა­ვე­დი. მარ­თა­ლია, ფული არ მო­მი­გია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ამა­ყი ვი­ყა­ვი.

- ხელ­ფა­სის თვი­დან თვემ­დე გა­ნა­წი­ლე­ბას თუ ახერ­ხებ?

- დიახ, ეს საქ­მე გა­მომ­დის, ამ მხრივ კარ­გი მე­ნე­ჯე­რი ვარ (იღი­მის). თუ ხელ­ფა­სი მთელ თვე­ზე არ გა­და­ა­ნა­წი­ლე, უფუ­ლოდ დარ­ჩე­ნილ­მა რა უნდა ქნა, რო­გორ უნდა იცხოვ­რო? ამი­ტომ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ და ვა­ხერ­ხებ კი­დეც, რომ სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფული მთე­ლი თვე არ გა­მო­მე­ლი­ოს.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ფუ­ლის ხარ­ჯვა რაში არ გე­ნა­ნე­ბა?

- ფუ­ლის ხარ­ჯვა გან­სა­კუთ­რე­ბით, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მიყ­ვარს. ასე­ვე, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვხარ­ჯავ თან­ხას სა­კუ­თა­რი სახ­ლის გა­ლა­მა­ზე­ბა­ში, რე­მონ­ტში.

- ფული თუ გი­სეს­ხე­ბია ან თუ გა­გი­სეს­ხე­ბია?

- ფული მი­სეს­ხე­ბია და გა­მი­სეს­ხე­ბია კი­დეც. სხვა­ნა­ი­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ იცხოვ­რებ.

- მაგ­რამ რო­გორც ვხვდე­ბი, ვა­ლის აღე­ბა იშ­ვი­ა­თად გი­წევს...

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასეა!

- თუ გქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა შე­ძე­ნი­ლი ნივ­თი ან სა­მო­სი სახ­ლში მი­ტა­ნის შემ­დეგ აღარ მოგ­წო­ნე­ბია?

- ასე შეც­დო­მით, ნივ­თებს იშ­ვი­ა­თად ვყი­დუ­ლობ. რა­ღა­ცის შე­ძე­ნი­სას, რო­გორც წესი, ბევ­რს არ ვფიქ­რობ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ძა­ლი­ან მალე ვი­ღებ, რად­გან მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე ვხვდე­ბი, რა არის ჩემი და რა - არა. მოკ­ლედ, თა­ვად ნივ­თი მე­ძა­ხის ხოლ­მე: "შენი ვარ, შე­ნი­იი" (იცი­ნის). თუმ­ცა, ზოგ­ჯერ არ­ჩე­ვან­ში მეც ვცდე­ბი, მაგ­რამ ამის გამო არას­დროს ვდარ­დობ: ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეს რა­ღაც მო­ე­წო­ნე­ბა და მას ვჩუქ­ნი ხოლ­მე. თა­ნაც, სა­ჩუქ­რე­ბის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ამ დროს თა­ვა­დაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ.

- თუ გქო­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა ფული და­გი­კარ­გავს ან გი­პო­ვია?

- ფული შემ­თხვე­ვით, ქუ­ჩა­ში მი­პო­ვია, ოღონდ, დიდი თან­ხა არ ყო­ფი­ლა... და­კარ­გვით კი ერთხელ, სა­ფუ­ლე დავ­კარ­გე. მარ­თა­ლია, მას­ში ბევ­რი ფული არ იდო, მაგ­რამ მა­ინც, უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა გე­უფ­ლე­ბა, როცა რა­ღა­ცას კარ­გავ.

- ფუ­ლით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის თუ გჯე­რა?

- ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია და ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი ყო­ფი­ლა არა მარ­ტო ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში, არა­მედ უახ­ლო­ეს რე­ა­ლო­ბა­შიც. თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, მხო­ლოდ ფუ­ლით მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა დრო­ე­ბი­თია.

- ოდეს­მე ბევრ ფულ­ზე გი­ოც­ნე­ბია?

- რა თქმა უნდა, მი­ოც­ნე­ბია! ბევრ ფულ­ზე ვინ არ ოც­ნე­ბობს? ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ ბერი ან ღრმა აზ­როვ­ნე­ბის ფი­ლო­სო­ფო­სი არ ფიქ­რობ­დეს (იცი­ნის).

- ბევ­რი ფული რომ გქონ­დეს რას გა­ა­კე­თებ­დი?

- უიი.. ძა­ლი­ან ბევრ კარგ რა­მეს გა­ვა­კე­თებ­დი. პირ­ველ რიგ­ში, ჩემს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ავი­წყობ­დი, მერე კი ირ­გვლივ მყო­ფებს, მე­გობ­რებს პრობ­ლე­მებს მო­ვუგ­ვა­რებ­დი, მათ საქ­მე­ე­ბის აწყო­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. კი­დევ, ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი ძა­ლი­ან ბევ­რს, მო­ვივ­ლი­დი მსოფ­ლი­ოს... სი­ა­მოვ­ნე­ბით ვნა­ხავ­დი აფ­რი­კას, აზი­ას... კი­დევ ერთი ოც­ნე­ბა მაქვს და ბა­რემ, ამა­საც გა­გან­დობთ: მინ­და, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფა­რი გა­ვა­კე­თო. იმე­დია, ეს სურ­ვი­ლი ოდეს­მე ამიხ­დე­ბა.

- და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბა თუ შე­გიძ­ლია?

- არის პე­რი­ო­დი, როცა და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბას ვა­ხერ­ხებ, ზოგ­ჯერ კი ეს არ გა­მომ­დის.

- სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სის­თვის ბევ­რი ფული და­ხარ­ჯე?

- ოოო... სა­ა­ხალ­წლოდ ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბევ­რი ფული იხარ­ჯე­ბა. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ, რომ გარ­თო­ბი­სა და სა­ჩუქ­რე­ბის­თვის ფული წი­ნას­წარ შე­ვაგ­რო­ვო. ვცდი­ლობ, რა­ი­მე ახა­ლი სა­ო­ჯა­ხო ნივ­თი შე­ვი­ძი­ნო - ამით სა­კუ­თარ თავს ვა­სა­ჩუქ­რებ ხოლ­მე.

- სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბით თუ სარ­გებ­ლობ?

- რა თქმა უნდა, სხვე­ბის მსგავ­სად, ბან­კის მომ­სა­ხუ­რე­ბით მეც ვსარ­გებ­ლობ. ამის გა­რე­შე უკვე ცხოვ­რე­ბაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- სა­ფუ­ლე­ში ფულს ხში­რად აკონ­ტრო­ლებ?

- ხში­რად რა­ტომ უნდა ვა­კონ­ტრო­ლო?

- ვთქვათ, შე­იძ­ლე­ბა, არ მი­აქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი ლარი და­ხარ­ჯე და შე­სა­ბა­მი­სად, იმის გა­სა­გე­ბად, თუ რამ­დე­ნი დაგ­რჩა, სა­ფუ­ლე­ში ჩა­ხედ­ვა მო­გიხ­დე­ბა...

- არა, მე ყო­ველ­თვის ვიცი, სა­ფუ­ლე­ში რა თან­ხა მი­დევს, რამ­დენს ვხარ­ჯავ და რამ­დე­ნი მრჩე­ბა.

- რა ფე­რის სა­ფუ­ლე გაქვს? ამ­ბო­ბენ: წი­თე­ლი ბა­რა­ქის მომ­ტა­ნი­აო.

- ჩემი სა­ფუ­ლე მწვა­ნეა. სი­მარ­თლე გი­თხრა, წი­თე­ლი სა­ფუ­ლე არას­დროს მქო­ნია. რო­გორ ფიქ­რობ, ღირს, რომ მოვ­სინ­ჯო?

- არც მე მაქვს მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ თუ ამ გა­მო­ნათ­ქვამს ენ­დო­ბი და წი­თელ სა­ფუ­ლეს შე­ი­ძენ, ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკი­თხველ­საც შე­ა­ტყო­ბი­ნე, გა­მო­ნათ­ქვა­მი გა­ა­მარ­თლებს თუ არა...

- აუ­ცი­ლებ­ლად შე­გა­ტყო­ბი­ნებთ (იცი­ნის).

- ბავ­შვო­ბის შემ­დეგ, ვინ­მეს შენ­თვის ფული თუ უჩუ­ქე­ბია?

- (ფიქ­რობს) მგო­ნი, ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი ჩემ­თვის არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია. თუმ­ცა, არა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს ფული შე­უკ­რე­ბი­ათ და და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად უჩუ­ქე­ბი­ათ. უთ­ქვამთ: თა­ვად შე­ი­ძი­ნე ის, რაც მოგ­წონ­სო. და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩემს შვი­ლებს მეც ფულს ვჩუქ­ნი, რომ ის იყი­დონ, რაც სურთ. ისე, მას მერე, რაც სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, ყვე­ლა­ფერს თა­ვად ვყი­დუ­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი შრო­მით მაქვს შე­ძე­ნი­ლი. ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გავ­ხდი. გუ­ლახ­დი­ლად რომ გი­თხრა, არც სა­ჩუქ­რე­ბით ვარ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი და არც სხვის ხარ­ჯზე ცხოვ­რე­ბით.

- თუ გახ­სოვს, პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი რო­დის აიღე და რამ­დე­ნი იყო?

- სტი­პენ­დი­ას თუ არ ჩავ­თვლით, პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი მე­რაბ თა­ვა­ძის ფილმში - "ხვე­უ­ლი კი­ბით" ქა­ლის მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ავი­ღე. თუ არ ვცდე­ბი, ეს იყო 1997 წელს. მახ­სოვს, ჩემს პირ­ველ ჰო­ნო­რარს გარ­კვე­უ­ლი თა­ნა­ხა და­ვა­მა­ტე (მე­გობ­რის­გან ვი­სეს­ხე) და ჩემი პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი "ფორდ სი­ე­რა" შე­ვი­ძი­ნე. სა­ში­ნე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო, სულ ფუჭ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან სა­კუ­თა­რი შრო­მით ვი­ყი­დე.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ეკა ანდრონიკაშვილის აზარტი და დაკარგული საფულე

ეკა ანდრონიკაშვილის აზარტი და დაკარგული საფულე

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი ფულის ყაირათიანი და ეკონომიური მხარჯველია. არ უყვარს თანხის უაზროდ ფლანგვა. ყოველთვის ცდილობს, ფული მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დახარჯოს. საკუთარი შემოსავლის განაწილებასაც ისე ახერხებს, რომ ფულის სესხება იშვიათად სჭირდება.

- ფულთან დაკავშირებით უამრავი გამონათქვამი არსებობს. საკმარისია, ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყო და ვიღაცას რომელიმე ცნობილი გამონათქვამი აუცილებლად გაახსენდება. პირადად მე, ძალიან მიყვარს ფრაზა - "დრო ფულია" და მის სიზუსტეშიც ხშირად ვრწმუნდები.

- ფულს შენთვის როგორი გემო აქვს?

- ჩემი აზრით, ფულს გემო კი არა, სუნი აქვს და თან, ცუდი სუნი.

- ფულის ყაირათიანად ხარჯვა თუ შეგიძლია?

- ფულის მფლანგველი ნამდვილად არ ვარ და შესაბამისად, დახარჯულს არასოდეს მივსტირი. ვცდილობ, მხოლოდ საჭირო რაღაცები შევიძინო.

- ოდესმე ყულაბა თუ გქონია?

- ყულაბა ბავშვობაში რამდენჯერმე მქონდა. ყულაბა ყველა პატარას უნდა ჰქონდეს, რადგან ადრეული ასაკიდანვე ისწავლონ ფულის შეგროვება და შემდეგ, მისი გააზრებული ხარჯვა. როცა ყულაბა გაქვს, მიზანსაც ისახავ, რომ ბოლომდე გაავსო და შეგროვებული თანხით სასურველი ნივთი შეიძინო.

- რამდენად აზარტული ადამიანი ხარ?

- ზოგადად, აზარტული ვარ, მაგრამ აზარტი საინტერესო საქმეებთან დაკავშირებულ იდეებთან მაქვს ხოლმე. სხვათა შორის, ფულზე თამაშის პროცესიც ძალიან მომწონს, დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- ოდესმე, სათამაშოდ კაზინოში თუ შესულხარ?

- კაზინოში რამდენჯერმე ვიყავი. ვფიქრობ, ამ დაწესებულებაში დახარჯული ფული ყველაზე უაზროდ გაფლანგული თანხაა. თამაში, ეს რისკია - ან მოიგებ, ან წააგებ. უფრო ხშირად კი, სამწუხაროდ, კაზინოდან გაწბილებულები გამოდიან. ერთხელ ჩემს მეგობარს შევყევი. 1.000 დოლარი "დადო" და ეგრევე წააგო. მოკლედ, შესვლიდან 10 წუთში უკვე გარეთ ვიყავით, ოღონდ - უფულოდ. მაშინ მივხვდი, რომ ფულზე თამაშზე დიდი უაზრობა არაფერია. ამ თანხით რამდენი კარგი საქმე შეიძლებოდა გაკეთებულიყო... მეორედ, პოკერ-ტურნირზე ვიყავი მიწვეული შარშან. მაშინ ცხოვრებაში პირველად ვითამაშე "პოკერი" და დაახლოებით 90 ადამიანში მე-7 ადგილზე გავედი. მართალია, ფული არ მომიგია, მაგრამ ძალიან ამაყი ვიყავი.

- ხელფასის თვიდან თვემდე განაწილებას თუ ახერხებ?

- დიახ, ეს საქმე გამომდის, ამ მხრივ კარგი მენეჯერი ვარ (იღიმის). თუ ხელფასი მთელ თვეზე არ გადაანაწილე, უფულოდ დარჩენილმა რა უნდა ქნა, როგორ უნდა იცხოვრო? ამიტომ ყოველთვის ვცდილობ და ვახერხებ კიდეც, რომ საკუთარი ჯიბის ფული მთელი თვე არ გამომელიოს.

- ყველაზე მეტად ფულის ხარჯვა რაში არ გენანება?

- ფულის ხარჯვა განსაკუთრებით, მოგზაურობისას მიყვარს. ასევე, სიამოვნებით ვხარჯავ თანხას საკუთარი სახლის გალამაზებაში, რემონტში.

- ფული თუ გისესხებია ან თუ გაგისესხებია?

- ფული მისესხებია და გამისესხებია კიდეც. სხვანაირად საქართველოში ვერ იცხოვრებ.

- მაგრამ როგორც ვხვდები, ვალის აღება იშვიათად გიწევს...

- საბედნიეროდ, ასეა!

- თუ გქონია ისეთი შემთხვევა, როცა შეძენილი ნივთი ან სამოსი სახლში მიტანის შემდეგ აღარ მოგწონებია?

- ასე შეცდომით, ნივთებს იშვიათად ვყიდულობ. რაღაცის შეძენისას, როგორც წესი, ბევრს არ ვფიქრობ, გადაწყვეტილებას ძალიან მალე ვიღებ, რადგან მაღაზიაში შესვლისთანავე ვხვდები, რა არის ჩემი და რა - არა. მოკლედ, თავად ნივთი მეძახის ხოლმე: "შენი ვარ, შენიიი" (იცინის). თუმცა, ზოგჯერ არჩევანში მეც ვცდე­ბი, მაგრამ ამის გამო არასდროს ვდარდობ: ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, ვისაც ეს რაღაც მოეწონება და მას ვჩუქნი ხოლმე. თანაც, საჩუქრების გაკეთება ძალიან მიყვარს, ამ დროს თავადაც დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- თუ გქონია ისეთი შემთხვევა, როცა ფული დაგიკარგავს ან გიპოვია?

- ფული შემთხვევით, ქუჩაში მიპოვია, ოღონდ, დიდი თანხა არ ყოფილა... დაკარგვით კი ერთხელ, საფულე დავკარგე. მართალია, მასში ბევრი ფული არ იდო, მაგრამ მაინც, უსიამოვნო შეგრძნება გეუფლება, როცა რაღაცას კარგავ.

- ფულით წარმატების მიღწევის თუ გჯერა?

- ეს შესაძლებელია და ამის არაერთი მაგალითი ყოფილა არა მარტო ჩვენს ისტორიაში, არამედ უახლოეს რეალობაშიც. თუმცა, ჩემი აზრით, მხოლოდ ფულით მოპოვებული წარმატება დროებითია.

- ოდესმე ბევრ ფულზე გიოცნებია?

- რა თქმა უნდა, მიოცნებია! ბევრ ფულზე ვინ არ ოცნებობს? ამაზე შე­იძლება, მხოლოდ ბერი ან ღრმა აზროვნების ფილოსოფოსი არ ფიქრობდეს (იცინის).

- ბევრი ფული რომ გქონდეს რას გააკეთებდი?

- უიი.. ძალიან ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი. პირველ რიგში, ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას ავიწყობდი, მერე კი ირგვლივ მყოფებს, მეგობრებს პრობლემებს მოვუგვარებდი, მათ საქმეების აწყობაში დავეხმარებოდი. კიდევ, ვიმოგზაურებდი ძალიან ბევრს, მოვივლიდი მსოფლიოს... სიამოვნებით ვნახავდი აფრიკას, აზიას... კიდევ ერთი ოცნება მაქვს და ბარემ, ამასაც გაგანდობთ: მინდა, მსოფლიოში ყველაზე კარგი მოხუცთა თავშესაფარი გავაკეთო. იმედია, ეს სურვილი ოდესმე ამიხდება.

- დანაზოგის გაკეთება თუ შეგიძლია?

- არის პერიოდი, როცა დანაზოგის გაკეთებას ვახერხებ, ზოგჯერ კი ეს არ გამომდის.

- საახალწლო სამზადისისთვის ბევრი ფული დახარჯე?

- ოოო... საახალწლოდ ხომ განსაკუთრებულად ბევრი ფული იხარჯება. წინასაახალწლოდ ყოველთვის ვახერხებ, რომ გართობისა და საჩუქრებისთვის ფული წინასწარ შევაგროვო. ვცდილობ, რაიმე ახალი საოჯახო ნივთი შევიძინო - ამით საკუთარ თავს ვასაჩუქრებ ხოლმე.

- საბანკო მომსახურებით თუ სარგებლობ?

- რა თქმა უნდა, სხვების მსგავსად, ბანკის მომსახურებით მეც ვსარგებლობ. ამის გარეშე უკვე ცხოვრებაც წარმოუდგენელია.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- ხშირად რატომ უნდა ვაკონტროლო?

- ვთქვათ, შეიძლება, არ მიაქციე ყურადღება, დღის განმავლობაში რამდენი ლარი დახარჯე და შესაბამისად, იმის გასაგებად, თუ რამდენი დაგრჩა, საფულეში ჩახედვა მოგიხდება...

- არა, მე ყოველთვის ვიცი, საფულეში რა თანხა მიდევს, რამდენს ვხარჯავ და რამდენი მრჩება.

- რა ფერის საფულე გაქვს? ამბობენ: წითელი ბარაქის მომტანიაო.

- ჩემი საფულე მწვანეა. სიმართლე გითხრა, წითელი საფულე არასდროს მქონია. როგორ ფიქრობ, ღირს, რომ მოვსინჯო?

- არც მე მაქვს მსგავსი გამოცდილება, მაგრამ თუ ამ გამონათქვამს ენდობი და წითელ საფულეს შეიძენ, ჩვენი ჟურნალის მკითხველსაც შეატყობინე, გამონათქვამი გაამართლებს თუ არა...

- აუცილებლად შეგატყობინებთ (იცინის).

- ბავშვობის შემდეგ, ვინმეს შენთვის ფული თუ უჩუქებია?

- (ფიქრობს) მგონი, ასეთი საჩუქარი ჩემთვის არავის გაუკეთებია. თუმცა, არა, ყოფილა შემთხვევები, როცა ახლობელ ადამიანებს ფული შეუკრებიათ და დაბადების დღის აღსანიშნავად უჩუქებიათ. უთქვამთ: თავად შეიძინე ის, რაც მოგწონსო. დაბადების დღეზე ჩემს შვილებს მეც ფულს ვჩუქნი, რომ ის იყიდონ, რაც სურთ. ისე, მას მერე, რაც სკოლა დავამთავრე, ყველაფერს თავად ვყიდულობ, ყველაფერი საკუთარი შრომით მაქვს შეძენილი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი, მატერიალურად დამოუკიდებელი გავხდი. გულახდილად რომ გითხრა, არც საჩუქრებით ვარ განებივრებული და არც სხვის ხარჯზე ცხოვრებით.

- თუ გახსოვს, პირველი ჰონორარი როდის აიღე და რამდენი იყო?

- სტიპენდიას თუ არ ჩავთვლით, პირველი ჰონორარი მერაბ თავაძის ფილმში - "ხვეული კიბით" ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ავიღე. თუ არ ვცდები, ეს იყო 1997 წელს. მახსოვს, ჩემს პირველ ჰონორარს გარკვეული თანახა დავამატე (მეგობრისგან ვისესხე) და ჩემი პირველი ავტომობილი "ფორდ სიერა" შევიძინე. საშინელი ავტომობილი იყო, სულ ფუჭდებოდა, მაგრამ მაინც ამაყი და ბედნიერი ვიყავი, რადგან საკუთარი შრომით ვიყიდე.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება