საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სე­ი­ლი" ქარ­თუ­ლად - მომ­ხ­მა­რებ­ლის მოტყუ­ე­ბის მე­თო­დე­ბი
"სე­ი­ლი" ქარ­თუ­ლად - მომ­ხ­მა­რებ­ლის მოტყუ­ე­ბის მე­თო­დე­ბი

ნი­ნო ნ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ა­ში და კარ­გად იცის მა­თი "სამ­ზა­რე­უ­ლო". სა­უბ­რი­სას პი­რო­ბა ჩა­მოგ­ვარ­თ­ვა, რომ მის ვი­ნა­ო­ბას არ გა­ვამ­ხელ­დით და აი, რა გვითხ­რა: "ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში უმ­კაც­რე­სი კონ­კუ­რენ­ციაა, უფ­რო­სე­ბის მო­თხოვ­ნა მარ­ტი­ვია: რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი კლი­ენ­ტი უნ­და "შე­ა­ბა" და მე­ტი პრო­დუქ­ცია გა­ყი­დო, თუნ­დაც უხა­რის­ხო, ვინც ამ მო­თხოვ­ნას ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ანა­ზღა­უ­რე­ბაც ნაკ­ლე­ბი აქვს, უმ­ძი­მეს დატ­ვირ­თ­ვას ვერ უძ­ლებს და თა­ვი­სი ნე­ბით ტო­ვებს სა­მუ­შა­ოს. სულ ბო­ლოს ფეხ­საც­მ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც ხში­რად ბაზ­რო­ბი­დან მოჰ­ქონ­დათ იაფ­ფა­სი­ა­ნი სა­ქო­ნე­ლი, რო­მელ­საც შემ­დეგ ორ­მაგ ფას­ში ვყიდ­დით. რო­დე­საც მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბი სა­თა­ნა­დო მო­გე­ბას მი­ი­ღებ­დ­ნენ, იწყე­ბო­და ე.წ. სე­ი­ლის პე­რი­ო­დი, რო­ცა პრო­დუქ­ცია შე­და­რე­ბით ია­ფად იყი­დე­ბო­და, თუმ­ცა მო­გე­ბას მა­ინც ტო­ვებ­და". ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­დის იწყე­ბა ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში ე.წ. სე­ი­ლე­ბი და რა პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბა შე­და­რე­ბით ია­ფად? - ამ და სხვა შე­კითხ­ვებ­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა დაც­ვის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ლია თო­დუა გვი­პა­სუ­ხებს:

- ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გა­ლი­თი მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას: შარ­შან ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ასე­თი ფაქ­ტი აღ­ნუს­ხა: ერთ"ერთ მა­ღა­ზი­ა­ში სა­ა­ხალ­წ­ლო აქ­ცია იყო და­წყე­ბუ­ლი, მომ­ხ­მა­რე­ბელ­მა გვაც­ნო­ბა, რომ იქ ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბო­და, მი­ვე­დით, შე­ვი­ძი­ნეთ და ვნა­ხეთ, რომ ეს იყო ტუ­ჩის სა­ცხი. შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ შე­სა­ბა­მის ფირ­მას და ვთხო­ვეთ, მო­ე­წე­რათ ჩვენ­თ­ვის, თუ რო­დემ­დე ჰქონ­და ვა­და ამ პრო­დუქ­ცი­ას, რად­გა­ნაც მას­ზე გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი კო­დე­ბი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მიგ­ვი­თი­თეს ვებ­გ­ვერ­დი, სა­დაც უნ­და შეგ­ვეყ­ვა­ნა ეს კო­დი, რის შემ­დე­გაც აღ­მოჩ­ნ­და, რომ ტუ­ჩის სა­ცხი წარ­მო­ე­ბუ­ლი იყო 2009 წლის იან­ვარ­ში და მი­სი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ვა­და იყო 36 თვე, ესე იგი, მას უკ­ვე გა­სუ­ლი ჰქონ­და ვა­და. ეს იყო მომ­ხ­მა­რებ­ლის მო­ტყუ­ე­ბა. მა­ღა­ზი­ას მას­ზე რომ და­ე­წე­რა, რომ ეს იყო ვა­და­გა­სუ­ლი სა­ცხი, მა­შინ უკ­ვე პა­სუხს აღარ აგებ­და, რად­გან მყიდ­ვე­ლი რის­კის ფა­სად შე­ი­ძენ­და ვა­და­გა­სულ კოს­მე­ტი­კას, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით იაფი ღირ­და, მაგ­რამ მა­ღა­ზია ფას­დაკ­ლე­ბით ყიდ­და ვა­და­გა­სულ პრო­დუქტს მომ­ხ­მა­რებ­ლის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით. სწო­რედ ეს არის მომ­ხ­მა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ხა­სი­ა­თოთ "სე­ი­ლი" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და კერ­ძოდ, თბი­ლის­ში?

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან კარ­გად არ ეს­მით, რა არის ფას­დაკ­ლე­ბა: რო­დე­საც მა­ღა­ზი­ას შე­მო­სა­ტა­ნი აქვს ახა­ლი სა­ქო­ნე­ლი, ან ძვე­ლი უკ­ვე აღარ არის მო­და­ში, ან მი­სი სე­ზო­ნი გა­ვი­და, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ცხად­დეს ე.წ. სე­ი­ლი, მაგ­რამ პრო­დუქ­ცია უნაკ­ლო უნ­და იყოს. შეიძ­ლე­ბა ია­ფად დე­ფექ­ტი­ა­ნი სა­ქო­ნე­ლიც გა­ი­ყი­დოს, მაგ­რამ მას­ზე მკა­ფი­ოდ უნ­და იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ამ სა­ქო­ნელს აქვს რა­ღაც ნაკ­ლი ან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გას­დის ვა­და, მა­შინ ეს ფას­დაკ­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რად ჩა­ით­ვ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ არე­გუ­ლი­რებს ამას, თუ მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი თვი­თონ არ გა­აპ­რო­ტეს­ტებს, მო­მა­ტყუ­ე­სო და რო­ცა მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ხმას არ იღებს, მე­წარ­მე­საც ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩე­ბა ხოლ­მე.

- რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, რო­ცა პრეს­ტი­ჟულ მა­ღა­ზი­ა­ში, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაზ­რო­ბა­ზე შე­ძე­ნილ პრო­დუქ­ცი­ას ყი­დი­ან?

- რა თქმა უნ­და, ესეც მო­ტყუ­ე­ბაა. ფე­შე­ნე­ბე­ლურ მა­ღა­ზი­ა­ში მთე­ლი მარ­კე­ტინ­გი, გა­რე­მო, და­სა­ხე­ლე­ბა, ბრენ­დინ­გი მომ­ხ­მა­რე­ბელს უქ­მ­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ იქ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბა, მა­შინ, რო­ცა ბაზ­რო­ბა­ზე მომ­ხ­მა­რე­ბელი არ ელის მა­ღალ ხა­რისხს. კი­დევ ერ­თი მე­თო­დი, რო­მელ­საც ჩვე­ნი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბი იყე­ნე­ბენ, არის ის, რომ იქ იყი­დე­ბა რო­გორც კარ­გი, ასე­ვე და­ბა­ლი ხა­რის­ხის სა­ქო­ნე­ლი. ჩვენ­თა­ნაც იყო მო­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც ამ­გ­ვარ მა­ღა­ზი­ებ­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ. ისი­ნი გვიყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ არის ასე­თი მე­თო­დი: აუ­რიო ერ­თ­მა­ნეთ­ში კარ­გი და ცუ­დი ხა­რის­ხის სა­ქო­ნე­ლი, შე­უქ­მ­ნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ყვე­ლა კარ­გია და შენ გე­ყო­ლე­ბა ნა­წი­ლი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც იტყ­ვის - ამ მა­ღა­ზი­ა­ში ყო­ველ­თ­ვის კარ­გი ხა­რის­ხის სა­ქო­ნელს ვყი­დუ­ლო­ბო, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა. ეს არის მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხერ­ხი, მომ­ხ­მა­რებ­ლის მო­ტყუ­ე­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში კა­ნო­ნით უნ­და აიკ­რ­ძა­ლოს. დღეს კი ქარ­თ­ვე­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი მსგავ­სი "მე­თო­დე­ბის" გა­მო ხში­რად ტყუვ­დე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძემ

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"სე­ი­ლი" ქარ­თუ­ლად - მომ­ხ­მა­რებ­ლის მოტყუ­ე­ბის მე­თო­დე­ბი

"სე­ი­ლი" ქარ­თუ­ლად - მომ­ხ­მა­რებ­ლის მოტყუ­ე­ბის მე­თო­დე­ბი

ნი­ნო ნ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ა­ში და კარ­გად იცის მა­თი "სამ­ზა­რე­უ­ლო". სა­უბ­რი­სას პი­რო­ბა ჩა­მოგ­ვარ­თ­ვა, რომ მის ვი­ნა­ო­ბას არ გა­ვამ­ხელ­დით და აი, რა გვითხ­რა: "ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში უმ­კაც­რე­სი კონ­კუ­რენ­ციაა, უფ­რო­სე­ბის მოთხოვ­ნა მარ­ტი­ვია: რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი კლი­ენ­ტი უნ­და "შე­ა­ბა" და მე­ტი პრო­დუქ­ცია გა­ყი­დო, თუნ­დაც უხა­რის­ხო, ვინც ამ მოთხოვ­ნას ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ანაზღა­უ­რე­ბაც ნაკ­ლე­ბი აქვს, უმ­ძი­მეს დატ­ვირ­თ­ვას ვერ უძ­ლებს და თა­ვი­სი ნე­ბით ტო­ვებს სა­მუ­შა­ოს. სულ ბო­ლოს ფეხ­საც­მ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც ხში­რად ბაზ­რო­ბი­დან მოჰ­ქონ­დათ იაფ­ფა­სი­ა­ნი სა­ქო­ნე­ლი, რო­მელ­საც შემ­დეგ ორ­მაგ ფას­ში ვყიდ­დით. რო­დე­საც მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბი სა­თა­ნა­დო მო­გე­ბას მი­ი­ღებ­დ­ნენ, იწყე­ბო­და ე.წ. სე­ი­ლის პე­რი­ო­დი, რო­ცა პრო­დუქ­ცია შე­და­რე­ბით იაფად იყი­დე­ბო­და, თუმ­ცა მო­გე­ბას მა­ინც ტო­ვებ­და". ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­დის იწყე­ბა ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში ე.წ. სე­ი­ლე­ბი და რა პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბა შე­და­რე­ბით იაფად? - ამ და სხვა შე­კითხ­ვებ­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა დაც­ვის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ლია თო­დუა გვი­პა­სუ­ხებს:

- ძა­ლი­ან ბევ­რი მა­გა­ლი­თი მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას: შარ­შან ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ასე­თი ფაქ­ტი აღ­ნუს­ხა: ერთ"ერთ მა­ღა­ზი­ა­ში სა­ა­ხალ­წ­ლო აქ­ცია იყო დაწყე­ბუ­ლი, მომ­ხ­მა­რე­ბელ­მა გვაც­ნო­ბა, რომ იქ ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბო­და, მი­ვე­დით, შე­ვი­ძი­ნეთ და ვნა­ხეთ, რომ ეს იყო ტუ­ჩის საცხი. შე­ვატყო­ბი­ნეთ შე­სა­ბა­მის ფირ­მას და ვთხო­ვეთ, მო­ე­წე­რათ ჩვენ­თ­ვის, თუ რო­დემ­დე ჰქონ­და ვა­და ამ პრო­დუქ­ცი­ას, რად­გა­ნაც მას­ზე გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი კო­დე­ბი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მიგ­ვი­თი­თეს ვებ­გ­ვერ­დი, სა­დაც უნ­და შეგ­ვეყ­ვა­ნა ეს კო­დი, რის შემ­დე­გაც აღ­მოჩ­ნ­და, რომ ტუ­ჩის საცხი წარ­მო­ე­ბუ­ლი იყო 2009 წლის იან­ვარ­ში და მი­სი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ვა­და იყო 36 თვე, ესე იგი, მას უკ­ვე გა­სუ­ლი ჰქონ­და ვა­და. ეს იყო მომ­ხ­მა­რებ­ლის მოტყუ­ე­ბა. მა­ღა­ზი­ას მას­ზე რომ და­ე­წე­რა, რომ ეს იყო ვა­და­გა­სუ­ლი საცხი, მა­შინ უკ­ვე პა­სუხს აღარ აგებ­და, რად­გან მყიდ­ვე­ლი რის­კის ფა­სად შე­ი­ძენ­და ვა­და­გა­სულ კოს­მე­ტი­კას, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით იაფი ღირ­და, მაგ­რამ მა­ღა­ზია ფას­დაკ­ლე­ბით ყიდ­და ვა­და­გა­სულ პრო­დუქტს მომ­ხ­მა­რებ­ლის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით. სწო­რედ ეს არის მომ­ხ­მა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ხა­სი­ა­თოთ "სე­ი­ლი" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და კერ­ძოდ, თბი­ლის­ში?

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან კარ­გად არ ეს­მით, რა არის ფას­დაკ­ლე­ბა: რო­დე­საც მა­ღა­ზი­ას შე­მო­სა­ტა­ნი აქვს ახა­ლი სა­ქო­ნე­ლი, ან ძვე­ლი უკ­ვე აღარ არის მო­და­ში, ან მი­სი სე­ზო­ნი გა­ვი­და, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გა­მოცხად­დეს ე.წ. სე­ი­ლი, მაგ­რამ პრო­დუქ­ცია უნაკ­ლო უნ­და იყოს. შეიძ­ლე­ბა იაფად დე­ფექ­ტი­ა­ნი სა­ქო­ნე­ლიც გა­ი­ყი­დოს, მაგ­რამ მას­ზე მკა­ფი­ოდ უნ­და იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ამ სა­ქო­ნელს აქვს რა­ღაც ნაკ­ლი ან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გას­დის ვა­და, მა­შინ ეს ფას­დაკ­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რად ჩა­ით­ვ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ არე­გუ­ლი­რებს ამას, თუ მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი თვი­თონ არ გა­აპ­რო­ტეს­ტებს, მო­მატყუ­ე­სო და რო­ცა მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ხმას არ იღებს, მე­წარ­მე­საც ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩე­ბა ხოლ­მე.

- რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, რო­ცა პრეს­ტი­ჟულ მა­ღა­ზი­ა­ში, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაზ­რო­ბა­ზე შე­ძე­ნილ პრო­დუქ­ცი­ას ყი­დი­ან?

- რა თქმა უნ­და, ესეც მოტყუ­ე­ბაა. ფე­შე­ნე­ბე­ლურ მა­ღა­ზი­ა­ში მთე­ლი მარ­კე­ტინ­გი, გა­რე­მო, და­სა­ხე­ლე­ბა, ბრენ­დინ­გი მომ­ხ­მა­რე­ბელს უქ­მ­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ იქ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია იყი­დე­ბა, მა­შინ, რო­ცა ბაზ­რო­ბა­ზე მომ­ხ­მა­რე­ბელი არ ელის მა­ღალ ხა­რისხს. კი­დევ ერ­თი მე­თო­დი, რო­მელ­საც ჩვე­ნი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბი იყე­ნე­ბენ, არის ის, რომ იქ იყი­დე­ბა რო­გორც კარ­გი, ასე­ვე და­ბა­ლი ხა­რის­ხის სა­ქო­ნე­ლი. ჩვენ­თა­ნაც იყო მო­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც ამ­გ­ვარ მა­ღა­ზი­ებ­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ. ისი­ნი გვიყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ არის ასე­თი მე­თო­დი: აურიო ერ­თ­მა­ნეთ­ში კარ­გი და ცუ­დი ხა­რის­ხის სა­ქო­ნე­ლი, შე­უქ­მ­ნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ყვე­ლა კარ­გია და შენ გე­ყო­ლე­ბა ნა­წი­ლი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც იტყ­ვის - ამ მა­ღა­ზი­ა­ში ყო­ველ­თ­ვის კარ­გი ხა­რის­ხის სა­ქო­ნელს ვყი­დუ­ლო­ბო, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა. ეს არის მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხერ­ხი, მომ­ხ­მა­რებ­ლის მოტყუ­ე­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში კა­ნო­ნით უნ­და აიკ­რ­ძა­ლოს. დღეს კი ქარ­თ­ვე­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი მსგავ­სი "მე­თო­დე­ბის" გა­მო ხში­რად ტყუვ­დე­ბა.

ხათუნა ჩიგოგიძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია