პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ძალა აქვს სარკეს?
რა ძალა აქვს სარკეს?

ზო­გი­ერ­თის­თვის სარ­კე მხო­ლოდ იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ სახ­ლი­დან გას­ვლის წინ გა­ი­გოს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ეს მხო­ლოდ ოთა­ხის ინ­ტე­რი­ე­რის ატ­რი­ბუ­ტი არაა და მას დიდი ძალა აქვს.

ალ­ბათ, ხში­რად გა­გი­გი­ათ, რომ გა­ტე­ხი­ლი სარ­კე უბე­დუ­რე­ბას მო­ას­წა­ვებს. თუ ოჯახ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ას­ვე­ნია, ის ქსო­ვი­ლით უნდა დავ­ბუ­როთ და სხვა. იტა­ლი­ელ ფსი­ქო­ლოგ­თა ჯგუფ­მა, მეც­ნი­ერ ჯო­ვა­ნი კა­პუ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მარ­ტი­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვა ჟურ­ნალ Perception-ში და­ი­ბეჭ­და.

ექ­სპე­რი­მენ­ტში 50 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ფსი­ქო­ლო­გებ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტი ნა­ხევ­რად გა­ნა­თე­ბულ ოთახ­ში მო­ა­წყვეს, ექ­სპე­რი­მენ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა წინ 40 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის სარ­კე დად­გეს და უკან მკრთა­ლი ნა­თუ­რა აან­თეს. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ვალ­დე­ბუ­ლი იყო, სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვი­სას გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცია ხმა­მაღ­ლა აღე­წე­რა და თუ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა შე­ა­ში­ნებ­დათ, ნე­ბის­მი­ერ წუთს და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ოთა­ხი. ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლი იყო, სა­კუ­თა­რი სა­ხის­თვის 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ჟი­ნე­ბით ეყუ­რა.

სა­ბო­ლო­ოდ ასე­თი შე­დე­გი მი­ი­ღეს: 66%-მა სა­კუ­თა­რი სახე დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლად აღიქ­ვა, 18%-მა სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის სახე და­ი­ნა­ხა (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 10%-ს მშო­ბე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს), 16%-მა სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი სახე და­ლან­და. ეს 16% სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი იყო; მათი თქმით, ისე­თი შეგ­რძნე­ბა ჰქონ­დათ, რომ უც­ნო­ბი ბო­რო­ტი იყო.

ჯო­ვა­ნის თქმით, ეს ეფექ­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს გამ­რუ­დე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლის კომ­ბი­ნა­ცია, რო­დე­საც თვა­ლი კვლა­ვაც ერ­თსა და იმა­ვე სა­ხეს ცნობს და ის სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Perception-ის მი­ხედ­ვით.

რა ძალა აქვს სარკეს?

რა ძალა აქვს სარკეს?

ზოგიერთისთვის სარკე მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ სახლიდან გასვლის წინ გაიგოს, როგორ გამოიყურება, მაგრამ მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ოთახის ინტერიერის ატრიბუტი არაა და მას დიდი ძალა აქვს.

ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ გატეხილი სარკე უბედურებას მოასწავებს. თუ ოჯახში გარდაცვლილი ასვენია, ის ქსოვილით უნდა დავბუროთ და სხვა. იტალიელ ფსიქოლოგთა ჯგუფმა, მეცნიერ ჯოვანი კაპუტოს ხელმძღვანელობით, მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარა. კვლევა ჟურნალ Perception-ში დაიბეჭდა.

ექსპერიმენტში 50 ადამიანი მონაწილეობდა. ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ნახევრად განათებულ ოთახში მოაწყვეს, ექსპერიმენტის მონაწილეთა წინ 40 სანტიმეტრი სიმაღლის სარკე დადგეს და უკან მკრთალი ნათურა აანთეს. ყველა მონაწილე ვალდებული იყო, სარკეში ჩახედვისას გამოწვეული ემოცია ხმამაღლა აღეწერა და თუ გამოსახულება შეაშინებდათ, ნებისმიერ წუთს დაეტოვებინათ ოთახი. ყველა ვალდებული იყო, საკუთარი სახისთვის 10 წუთის განმავლობაში დაჟინებით ეყურა.

საბოლოოდ ასეთი შედეგი მიიღეს: 66%-მა საკუთარი სახე დეფორმირებულად აღიქვა, 18%-მა საკუთარი მშობლების სახე დაინახა (აღსანიშნავია, რომ 10%-ს მშობელი გარდაცვლილი ჰყავს), 16%-მა სრულიად უცნობი სახე დალანდა. ეს 16% სხვა მონაწილეებთან შედარებით ძალიან აღელვებული იყო; მათი თქმით, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, რომ უცნობი ბოროტი იყო.

ჯოვანის თქმით, ეს ეფექტი შეიძლება იყოს გამრუდებული ვიზუალის კომბინაცია, როდესაც თვალი კვლავაც ერთსა და იმავე სახეს ცნობს და ის სხვადასხვა ინტერპრეტაციის მიხედვით იცვლება.

მომზადებულია Perception-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს