მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის უბრაზდება მეუღლეს ნატალია ბერეჟიანი
როდის უბრაზდება მეუღლეს ნატალია ბერეჟიანი

მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა­ლია ბე­რე­ჟი­ა­ნი, რო­მე­ლიც გუ­რუ­ლი ცი­ცი­ნოს რო­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბით გა­ვი­ცა­ნით, სე­რი­ალ­ში "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" დიმა ტა­ტიშ­ვი­ლის ცოლს, ნა­თი­ას თა­მა­შობს. ნა­ტა­ლი­ას გმი­რი ძა­ლი­ან დიპ­ლო­მა­ტი ქა­ლია, რო­მე­ლიც ქმარს ტკბი­ლი სი­ტყვით ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბი­ნებს, რე­ა­ლუ­რად მსა­ხი­ო­ბი კი მე­ტად ფი­ცხი და პირ­და­პი­რი ყო­ფი­ლა, თუმ­ცა თა­ვი­სი გმი­რის ეს თვი­სე­ბა ნამ­დვი­ლად მოს­წონს.

- "ღა­მის შოუს სტუ­დი­ას­თან" ჩემი პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სე­რი­ალ­ზე "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" მუ­შა­ო­ბის დროს შედ­გა, ამას მოჰ­ყვა "რომ გა­დახ­ვალ გა­ა­ჩე­რე", ახლა კი, სე­ზო­ნის და­სას­რულს, ბოლო სამ სე­რი­ა­ში სე­რი­ალ­ში "ჩვე­ნი ამ­ბა­ვიც" და­მა­კა­ვეს. თუ ჩემი პერ­სო­ნა­ჟი რე­ი­ტინ­გუ­ლი იქ­ნე­ბა, არ­სე­ბო­ბას გა­აგ­რძე­ლებს. ახ­ლობ­ლებს ჩემი გმი­რი მოს­წონთ, მე­უბ­ნე­ბი­ან, ენერ­გი­უ­ლი და ხა­ლი­სი­ა­ნი­აო, არ ვიცი, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რე­ბი არი­ან. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ ფორ­მატ­ში არას­დროს მი­მუ­შა­ვია და ჩემ­თვის ცოტა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან გა­და­ღე­ბე­ბი მი­დის მა­ყუ­რებ­ლის თვალ­წინ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი დღე გვაქვს სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ, მე­სა­მე დღეს კი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩა­წე­რა, მა­ყუ­რე­ბე­ლიც ეს­წრე­ბა, თით­ქოს სპექ­ტაკ­ლის პრინ­ცი­პია. წინა სე­რი­ალს ფილ­მის სის­ტე­მით ვი­ღებ­დით, გვქონ­და დუბ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ გვეს­წრე­ბო­და მა­ყუ­რე­ბე­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ რა­ღაც გეშ­ლე­ბა, თავს მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე მა­ინც უხერ­ხუ­ლად გრძნობ.

სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ჯერ მა­ინ­ცდა­მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ ჩემი ნა­მუ­შევ­რით, ცუდი არაა, ნორ­მა­ლუ­რია, მაგ­რამ თუ სე­რი­ალ­ში კი­დევ დავ­რჩე­ბი, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩემს გმირს უფრო დავ­ხვეწ.

- რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ შენს გმირს - ნა­თი­ას...

- რად­გან მხო­ლოდ ბოლო სამ სე­რი­ა­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, უნდა ვთქვა, რომ ჩემ­თვის ნა­თია ჯერ არ არის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, ზუს­ტად ვერ ვხვდე­ბი, რო­გო­რი უნდა იყოს სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამას დრო სჭირ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ჩემი გმი­რი შეყ­ვა­ნი­ლია იმი­ტომ, რომ იყოს დიმა ტა­ტიშ­ვი­ლის გმი­რის ხუმ­რო­ბე­ბის ობი­ექ­ტი, შე­იძ­ლე­ბა, უცხო თვა­ლის­თვის ეს ასე არ არის, მაგ­რამ მე ასე მეჩ­ვე­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, ჩემი პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თი ნელ-ნელა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი ვიცი ის, რომ ნა­თი­ა­სა­ვით ქმარს არ ვა­ლა­გე­ბი­ნებ სახ­ლს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ ცუ­დია, თუ ქმა­რი ცოლს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში ეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენს ოჯახ­ში ასე არ ხდე­ბა. წეს­რი­გი მეც და ჩემს პერ­სო­ნაჟ­საც ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, მაგ­რამ ამ წეს­რიგს მე, ანუ ნა­ტა­ლია, თა­ვად ვამ­ყა­რებ, ჩემი გმი­რი კი ქმარს ამ­ყა­რე­ბი­ნებს.

- ოღონდ ამას შე­ფარ­ვით აკე­თებს, და­ი­წყებს საქ­მეს და შემ­დეგ მას ამ­თავ­რე­ბი­ნებს.

- კი, ასეა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მე ასე­თი ხა­სი­ა­თი არ მაქვს, დიპ­ლო­მა­ტი­ის უნა­რი არ გა­მაჩ­ნია, არ შე­მიძ­ლია, რბი­ლად ვუ­თხრა ადა­მი­ანს და ის გა­ვა­კე­თე­ბი­ნო, რაც მე მინ­და. ამ მხრივ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვარ ჩემი გმი­რის­გან, რად­გან სათ­ქმელს ყო­ველ­თვის პირ­და­პირ ვამ­ბობ. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ფეთ­ქე­ბა­დი გახ­ლა­ვართ და მწა­რე ენაც მაქვს. თუ შე­ვეც­დე­ბი შე­ფარ­ვით რა­მის გა­კე­თე­ბას, მა­ინც ხვდე­ბი­ან, რომ რა­ღაც ისე არ არის, არ გა­მომ­დის, რად­გან არ ზის ეს ჩემს ხა­სი­ათ­ში. გუ­რუ­ლი ვარ და სი­ფი­ცხე და პირ­და­პი­რო­ბა ალ­ბათ აქე­დან მომ­დგამს. ხში­რად მი­ნა­ნია ჩემი ასე­თი ხა­სი­ა­თის გამო, მი­ფიქ­რია, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, სიბ­რა­ზე გა­და­მივ­ლი­და და მერე შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლად მეთ­ქვა, მაგ­რამ რა ვქნა, არ გა­მაჩ­ნია ეს უნა­რი, იმ წუ­თას­ვე უნდა ვთქვა სათ­ქმე­ლი. გარ­და ამი­სა, მირ­ჩევ­ნია, ყო­ველ­თვის პირ­ში ვუ­თხრა ადა­მი­ანს, რა­საც ვფიქ­რობ, ვიდ­რე მის ზურგს უკან ვი­ლა­პა­რა­კო. თუ მოხ­და ისე, რომ ვი­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც იმ­წუ­თას იქ არ იყო, რო­გორც კი ვნა­ხავ, ვე­უბ­ნე­ბი, გუ­შინ მე შენ­ზე ასე და ასე ვთქვი-მეთ­ქი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

როდის უბრაზდება მეუღლეს ნატალია ბერეჟიანი

როდის უბრაზდება მეუღლეს ნატალია ბერეჟიანი

მსახიობი ნატალია ბერეჟიანი, რომელიც გურული ციცინოს როლის განსახიერებით გავიცანით, სერიალში ''ჩვენი ამბავი'' დიმა ტატიშვილის ცოლს, ნათიას თამაშობს. ნატალიას გმირი ძალიან დიპლომატი ქალია, რომელიც ქმარს ტკბილი სიტყვით ყველაფერს აკეთებინებს, რეალურად მსახიობი კი მეტად ფიცხი და პირდაპირი ყოფილა, თუმცა თავისი გმირის ეს თვისება ნამდვილად მოსწონს.

- ''ღამის შოუს სტუდიასთან'' ჩემი პირველი თანამშრომლობა სერიალზე ''გოგონა გარეუბნიდან'' მუშაობის დროს შედგა, ამას მოჰყვა ''რომ გადახვალ გააჩერე'', ახლა კი, სეზონის დასასრულს, ბოლო სამ სერიაში სერიალში ''ჩვენი ამბავიც'' დამაკავეს. თუ ჩემი პერსონაჟი რეიტინგული იქნება, არსებობას გააგრძელებს. ახლობლებს ჩემი გმირი მოსწონთ, მეუბნებიან, ენერგიული და ხალისიანიაო, არ ვიცი, რამდენად ობიექტურები არიან. სიმართლე გითხრათ, ამ ფორმატში არასდროს მიმუშავია და ჩემთვის ცოტა რთული აღმოჩნდა, რადგან გადაღებები მიდის მაყურებლის თვალწინ, ფაქტობრივად, ორი დღე გვაქვს სარეპეტიციოდ, მესამე დღეს კი მიმდინარეობს ჩაწერა, მაყურებელიც ესწრება, თითქოს სპექტაკლის პრინციპია. წინა სერიალს ფილმის სისტემით ვიღებდით, გვქონდა დუბლის საშუალება, არ გვესწრებოდა მაყურებელი, ამ შემთხვევაში კი, თუ რაღაც გეშლება, თავს მაყურებლის წინაშე მაინც უხერხულად გრძნობ.

სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ ჩემი ნამუშევრით, ცუდი არაა, ნორმალურია, მაგრამ თუ სერიალში კიდევ დავრჩები, ვიმედოვნებ, რომ ჩემს გმირს უფრო დავხვეწ.

- რაც შეეხება უშუალოდ შენს გმირს - ნათიას...

- რადგან მხოლოდ ბოლო სამ სერიაში მივიღე მონაწილეობა, უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ნათია ჯერ არ არის მკვეთრად გამოხატული პერსონაჟი, ზუსტად ვერ ვხვდები, როგორი უნდა იყოს საბოლოო ჯამში, ამას დრო სჭირდება. ამ ეტაპზე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი გმირი შეყვანილია იმიტომ, რომ იყოს დიმა ტატიშვილის გმირის ხუმრობების ობიექტი, შეიძლება, უცხო თვალისთვის ეს ასე არ არის, მაგრამ მე ასე მეჩვენება. იმედი მაქვს, ჩემი პერსონაჟის ხასიათი ნელ-ნელა ჩამოყალიბდება. ერთადერთი ვიცი ის, რომ ნათიასავით ქმარს არ ვალაგებინებ სახლს, თუმცა რეალურად სულაც არ ვფიქრობ, რომ ცუდია, თუ ქმარი ცოლს საოჯახო საქმეებში ეხმარება, მაგრამ ჩვენს ოჯახში ასე არ ხდება. წესრიგი მეც და ჩემს პერსონაჟსაც ძალიან გვიყვარს, მაგრამ ამ წესრიგს მე, ანუ ნატალია, თავად ვამყარებ, ჩემი გმირი კი ქმარს ამყარებინებს.

- ოღონდ ამას შეფარვით აკეთებს, დაიწყებს საქმეს და შემდეგ მას ამთავრებინებს.

- კი, ასეა, მაგრამ რეალურად მე ასეთი ხასიათი არ მაქვს, დიპლომატიის უნარი არ გამაჩნია, არ შემიძლია, რბილად ვუთხრა ადამიანს და ის გავაკეთებინო, რაც მე მინდა. ამ მხრივ სრულიად განსხვავებული ვარ ჩემი გმირისგან, რადგან სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობ. ამას ემატება ისიც, რომ ფეთქებადი გახლავართ და მწარე ენაც მაქვს. თუ შევეცდები შეფარვით რამის გაკეთებას, მაინც ხვდებიან, რომ რაღაც ისე არ არის, არ გამომდის, რადგან არ ზის ეს ჩემს ხასიათში. გურული ვარ და სიფიცხე და პირდაპირობა ალბათ აქედან მომდგამს. ხშირად მინანია ჩემი ასეთი ხასიათის გამო, მიფიქრია, ხომ შეიძლებოდა, დავფიქრებულიყავი, სიბრაზე გადამივლიდა და მერე შელამაზებულად მეთქვა, მაგრამ რა ვქნა, არ გამაჩნია ეს უნარი, იმ წუთასვე უნდა ვთქვა სათქმელი. გარდა ამისა, მირჩევნია, ყოველთვის პირში ვუთხრა ადამიანს, რასაც ვფიქრობ, ვიდრე მის ზურგს უკან ვილაპარაკო. თუ მოხდა ისე, რომ ვილაპარაკე ადამიანზე, რომელიც იმწუთას იქ არ იყო, როგორც კი ვნახავ, ვეუბნები, გუშინ მე შენზე ასე და ასე ვთქვი-მეთქი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება