პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანის რაიონში 6 წლის გოგონას ეძებენ
ვანის რაიონში 6 წლის გოგონას ეძებენ

ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შუ­ამ­თა­ში 6 წლის გო­გო­ნა და­ი­კარ­გა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დე­პუ­ტატ­მა და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ აც­ნო­ბა, შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და, რო­დე­საც მა­მამ ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად მა­ღა­ზი­ა­ში გა­აგ­ზავ­ნა.

"შემ­თხვე­ვა მოხ­და გუ­შინ, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. შუ­ამ­თა არის სო­ფე­ლი ვა­ნის რა­ი­ონ­ში, სა­დაც აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ჰყავთ, მე­ო­თხე­ზე ფეხ­მძი­მედ არის დედა. მა­მამ სოფ­ლის ცენ­ტრში სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად გა­უშ­ვა 7 წლის ვაჟი და 6 წლის გო­გო­ნა. გო­გო­ნა უკან აღარ დაბ­რუნ­და. ბიჭი გარ­კვე­ვით ვერ ამ­ბობს, თუ რა მოხ­და. ხან ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა მდი­ნა­რე ყუ­მუ­რის პირ­ზე თა­მა­ში­სას მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­და, ხან ამ­ბობს, რომ ვი­თომ ვი­ღა­ცას ჩა­უჯ­და მან­ქა­ნა­ში და გაჰ­ყვა", - აშ­ნიშ­ნა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შუ­ამ­თა­ში უკვე მე­ო­რე დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ძებ­ნა. ად­გილ­ზე ვი­ყა­ვი მეც, ად­გილ­ზე იყო იმე­რე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, ვა­ნის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მაგ­რამ ვე­რა­ნა­ირ კვალს ვერ მი­ვაკ­ვლი­ეთ. დღეს უკვე მყვინ­თა­ვე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან ძებ­ნა­ში", - აღ­ნიშ­ნა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვანის რაიონში 6 წლის გოგონას ეძებენ

ვანის რაიონში 6 წლის გოგონას ეძებენ

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში 6 წლის გოგონა დაიკარგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ აცნობა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც მამამ ორი მცირეწლოვანი შვილი სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში გააგზავნა.

"შემთხვევა მოხდა გუშინ, დღის მეორე ნახევარში. შუამთა არის სოფელი ვანის რაიონში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს. 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ, მეოთხეზე ფეხმძიმედ არის დედა. მამამ სოფლის ცენტრში სიგარეტის საყიდლად გაუშვა 7 წლის ვაჟი და 6 წლის გოგონა. გოგონა უკან აღარ დაბრუნდა. ბიჭი გარკვევით ვერ ამბობს, თუ რა მოხდა. ხან ამბობს, რომ გოგონა მდინარე ყუმურის პირზე თამაშისას მდინარეში ჩავარდა, ხან ამბობს, რომ ვითომ ვიღაცას ჩაუჯდა მანქანაში და გაჰყვა", - აშნიშნა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები შუამთაში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

"გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძებნა. ადგილზე ვიყავი მეც, ადგილზე იყო იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ვანის პოლიციის წარმომადგენლები. მეზობლებთან ერთად მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მივაკვლიეთ. დღეს უკვე მყვინთავები ჩაერთვებიან ძებნაში", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ