მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''მენატურედ 30 წელი ვიმუშავე... 95 კილო ვიყავი''
	 ''მენატურედ 30 წელი ვიმუშავე... 95 კილო ვიყავი''

ჟანა კა­ლა­ტო­ზი­ა­ნი 28 წლის გახ­ლდათ, როცა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში მე­ნა­ტუ­რედ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ვინ იცის, რამ­დენ შემ­დგარ და შე­უმ­დგარ მხატ­ვარს უხა­ტია მისი სხე­უ­ლი... ის რამ­დე­ნი­მე ფილმშიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ბო­ლოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა რე­ჟი­სორ გოგი ლე­ვა­შოვ-თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მხატ­ვრულ ფილმში "ჰოპ­ლა, ჩვენ ვცო­ცხლობთ", რომ­ლის პრე­მი­ე­რა კი­ნო­თე­ატრ "რუს­თა­ველ­ში" მცი­რე ხნის წინ შედ­გა. მა­ნამ­დე ის მოხ­ვდა მი­ხე­ილ ბა­სი­ნო­ვის ფილმში "ნა­ტუ­რა", შემ­დეგ მი­სით გერ­მა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი შტე­ფან შტოლ­ციც და­ინ­ტე­რეს­და. "შტე­ფან შტოლცმაც გა­და­მი­ღო თა­ვის ფილმში. იმ დროს ეთერ ჭკა­დუა ამე­რი­კი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი. აქ, თა­ვის სახ­ლში მხა­ტავ­და. მა­შინ შტოლ­ცი თბი­ლის­ში ეთერ­თან მო­ვი­და. ოთახ­ში რომ და­მი­ნა­ხა, მა­შინ­ვე თქვა, რომ ჩემი ფილმში გა­და­ღე­ბა სურ­და და ასეც მო­იქ­ცა".

ჟანა კა­ლა­ტო­ზი­ან­მა ჩვენ­თვის მე­ნა­ტუ­რის რთუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი გა­იხ­სე­ნა...

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. 11 წლამ­დე ვა­კე­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი, მერე სო­ლო­ლაკ­ში გა­და­ვე­დი და ბო­ლოს მთაწ­მინ­და­ზე, სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ბაღ­თან დავ­სახ­ლდი. დე­დი­სერ­თა ვარ. მხო­ლოდ დედა მყავ­და, რო­მელ­მაც წვა­ლე­ბით გა­მომ­ზარ­და. ერთხელ მო­ქან­და­კე რუ­ბენ ამი­როვ­მა ქუ­ჩა­ში და­მი­ნა­ხა და აკა­დე­მი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნა. პირ­და­პირ უჩა ჯა­ფა­რი­ძეს­თან და­მა­ყე­ნა.

- მა­ნამ­დე სწავ­ლობ­დით სად­მე ან მუ­შა­ობ­დით?

- სა­ვაჭ­რო ტექ­ნი­კუ­მი და­ვამ­თავ­რე. მერე უკვე მე­ნა­ტუ­რედ ვმუ­შა­ობ­დი. აკა­დე­მი­ა­ში რომ მი­ვე­დი, ბევ­რი მე­ნა­ტუ­რე იყო: რუ­სე­თი­და­ნაც, აქა­უ­რე­ბიც.

- რო­გო­რი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი გქონ­დათ? იქ რამ­დე­ნი წელი იმუ­შა­ვეთ?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი რე­ჟი­მი მქონ­და. იცით, რო­გორ მომ­ბეზ­რდა?! წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 6 სა­ა­თი ფეხ­ზე უნდა იდგე, ხა­ნაც გა­უნ­ძრევ­ლად წევ­ხარ. მთე­ლი სხე­უ­ლი მტკი­ო­და. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მუ­შა­ოა. არა­და, რა მექ­ნა, თუ ფული გინ­და, უნდა იმუ­შაო. ზა­ფხულ­ში ვის­ვე­ნებ­დი, მაგ­რამ როცა სტუ­დენ­ტებს შე­მოდ­გო­მა­ზე ლექ­ცი­ე­ბი ეწყე­ბო­დათ, ჩემი სა­მუ­შა­ოც იწყე­ბო­და. ზამ­თარ­ში ოთა­ხე­ბი თბე­ბო­და. თან რეფ­ლექ­ტო­რე­ბი იდგა. ახ­ლაც თბე­ბა, მაგ­რამ ახლა იქ აღარ ვმუ­შა­ობ. 6 წე­ლია, მუ­შა­ო­ბას თავი და­ვა­ნე­ბე. 64-ის წლის ვარ. 30 წელი ვი­მუ­შა­ვე მე­ნა­ტუ­რედ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

''მენატურედ 30 წელი ვიმუშავე... 95 კილო ვიყავი''

	 ''მენატურედ 30 წელი ვიმუშავე... 95 კილო ვიყავი''

ჟანა კალატოზიანი 28 წლის გახლდათ, როცა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მენატურედ დაიწყო მუშაობა. ვინ იცის, რამდენ შემდგარ და შეუმდგარ მხატვარს უხატია მისი სხეული... ის რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული. ბოლოს ერთ-ერთი მთავარი როლი განასახიერა რეჟისორ გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის მხატვრულ ფილმში ''ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ'', რომლის პრემიერა კინოთეატრ ''რუსთაველში'' მცირე ხნის წინ შედგა. მანამდე ის მოხვდა მიხეილ ბასინოვის ფილმში ''ნატურა'', შემდეგ მისით გერმანელი რეჟისორი შტეფან შტოლციც დაინტერესდა. ''შტეფან შტოლცმაც გადამიღო თავის ფილმში. იმ დროს ეთერ ჭკადუა ამერიკიდან იყო ჩამოსული. აქ, თავის სახლში მხატავდა. მაშინ შტოლცი თბილისში ეთერთან მოვიდა. ოთახში რომ დამინახა, მაშინვე თქვა, რომ ჩემი ფილმში გადაღება სურდა და ასეც მოიქცა''.

ჟანა კალატოზიანმა ჩვენთვის მენატურის რთული და დაძაბული სამუშაო გრაფიკის რამდენიმე დეტალი გაიხსენა...

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. 11 წლამდე ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მერე სოლოლაკში გადავედი და ბოლოს მთაწმინდაზე, სულხან-საბა ორბელიანის ბაღთან დავსახლდი. დედისერთა ვარ. მხოლოდ დედა მყავდა, რომელმაც წვალებით გამომზარდა. ერთხელ მოქანდაკე რუბენ ამიროვმა ქუჩაში დამინახა და აკადემიაში წამიყვანა. პირდაპირ უჩა ჯაფარიძესთან დამაყენა.

- მანამდე სწავლობდით სადმე ან მუშაობდით?

- სავაჭრო ტექნიკუმი დავამთავრე. მერე უკვე მენატურედ ვმუშაობდი. აკადემიაში რომ მივედი, ბევრი მენატურე იყო: რუსეთიდანაც, აქაურებიც.

- როგორი სამუშაო რეჟიმი გქონდათ? იქ რამდენი წელი იმუშავეთ?

- ძალიან რთული რეჟიმი მქონდა. იცით, როგორ მომბეზრდა?! წარმოიდგინეთ, 6 საათი ფეხზე უნდა იდგე, ხანაც გაუნძრევლად წევხარ. მთელი სხეული მტკიოდა. საერთოდ, ძალიან რთული სამუშაოა. არადა, რა მექნა, თუ ფული გინდა, უნდა იმუშაო. ზაფხულში ვისვენებდი, მაგრამ როცა სტუდენტებს შემოდგომაზე ლექციები ეწყებოდათ, ჩემი სამუშაოც იწყებოდა. ზამთარში ოთახები თბებოდა. თან რეფლექტორები იდგა. ახლაც თბება, მაგრამ ახლა იქ აღარ ვმუშაობ. 6 წელია, მუშაობას თავი დავანებე. 64-ის წლის ვარ. 30 წელი ვიმუშავე მენატურედ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია