პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საახალწლო ისტერიის დასასრული და ახალი წლის ორომტრიალი დიასახლისის თვალით

ვი­საც "საბ­ჭო­თა" სკო­ლა­ში უს­წავ­ლია, ყვე­ლას ექ­ნე­ბა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ნორ­მა­ტი­ვი, რო­მელ­საც მშთ ერ­ქ­ვა. ვის­თ­ვი­საც ეს გა­უ­გე­ბა­რია, ავ­ხ­ს­ნი: "მშთ" იშიფ­რე­ბა ასე - "მზად ვარ შრო­მი­სა და თავ­დაც­ვი­სათ­ვის" და ამ ნორ­მა­ტი­ვის ჩა­ბა­რე­ბა ფიზ­კულ­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე ხდე­ბო­და. სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში (მა­გა­ლი­თად, 100 მეტ­რ­ზე სირ­ბი­ლი, 500 მეტ­რ­ზე სირ­ბი­ლი, სიგ­რ­ძე­ზე ხტო­მა, სი­მაღ­ლე­ზე ჭო­კით ხტო­მა და სხვ.) გა­მოც­და უნ­და ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნა. თუ დაძ­ლევ­დი, ნი­შან­საც მი­ი­ღებ­დი და მშთ ნორ­მა­ტი­ვიც ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­გეთ­ვ­ლე­ბო­და. თუ არა და - "სა­შე­მოდ­გო­მო" გა­მოგ­ყ­ვე­ბო­და.

წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლო მზა­დე­ბის დროს ყო­ველ­თ­ვის ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, რომ ყვე­ლა­ნი ნორ­მა­ტივს ვა­ბა­რებთ, ოღონდ მშთ-ს კი არა - მქპ-ს (მზად ვარ ქე­ი­ფი­სა და "პახ­მე­ლი­ის­თ­ვის") და მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ვემ­ზა­დე­ბით, რომ სა­შე­მოდ­გო­მო არ გა­მოგ­ვ­ყ­ვეს.

ყვე­ლა ფა­ცი­ფუ­ცობს, ყველ­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, ქა­ლაქ­ში - სა­ცო­ბე­ბი, დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში გა­სავ­ლე­ლი ად­გი­ლიც აღა­რაა. იყი­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი - ხორ­ცი, ყვე­ლი, ლი­მო­ნა­თი, ნაძ­ვის ხე­ე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი, თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბი, ნაძ­ვის მო­სარ­თა­ვი სა­თა­მა­შო­ე­ბი, ნა­თუ­რე­ბი და ბენ­გა­ლი­უ­რი შუშ­ხუ­ნე­ბი...

ყვე­ლა­ნი ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ აი, ამ ახა­ლი წლი­დან შე­იც­ვ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი სულ სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა... იმე­დი­ა­ნად შევ­ყუ­რებთ ახა­ლი წლის შე­მობ­რ­ძა­ნე­ბას, სა­ნუკ­ვარ სურ­ვი­ლებს ვუთ­ქ­ვამთ... იმი­სათ­ვის, რომ სურ­ვი­ლე­ბი ას­რულ­დეს, სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი "რი­ტუ­ა­ლიც" კი არ­სე­ბობს. გა­სა­თხო­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თ­ვის ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე მა­გი­დის ქვეშ შეძ­რო­მაა "რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი", რომ ბე­დი გა­ეხ­ს­ნათ და მა­მა­კაც­თა ხრო­ვას (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მგლის ხრო­ვას­თან ასო­ცი­ა­ცი­ას ვახ­დენ და არ უნ­და ეწყი­ნოს ძლი­ერ სქესს) "ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი", თუნ­დაც "და­სუს­ტე­ბუ­ლი" წევ­რის გუ­ლის მო­გე­ბა შეძ­ლონ.

ვი­საც სიმ­დიდ­რე, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა ან სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სურ­ვი­ლი აქვს, სა­ნამ სა­ა­თი 12-ჯერ ჩა­მოჰ­კ­რავს, სურ­ვი­ლი ქა­ღალ­დ­ზე უნ­და და­წე­როს, დაწ­ვას, ფერ­ფ­ლი შამ­პა­ნუ­რის ჭი­ქა­ში ჩა­ყა­როს და ჭი­ქის ბო­ლომ­დე გა­მოც­ლა მო­ას­წ­როს.

თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თ­ვის წე­რი­ლის მი­წე­რა ხომ ძა­ლი­ან დი­დი ხნის ტრა­დი­ციაა... და რო­გორც ჩანს, ეს უფ­რო ჭრის, რად­გან სურ­ვი­ლე­ბი ბავ­შ­ვებს უფ­რო უს­რულ­დე­ბათ...

ახა­ლი წლის წი­ნა დღე­ებ­ში ქა­ლაქ­ში რომ გა­ვივ­ლი, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, თით­ქოს მთე­ლი წე­ლი სწო­რედ ამ დღის­თ­ვის ვცო­ცხ­ლობ­დით... დე­კემ­ბე­რი დად­გე­ბა თუ არა, იწყე­ბა იმა­ზე ფიქ­რი, რა გვინ­და ახა­ლი წლის­თ­ვის... თუმ­ცა, ამის გა­მო გო­ნე­ბას ძა­ლის და­ტა­ნე­ბაც არ უნ­და. დღის ბო­ლოს ჩა­ხე­დეთ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მე­სი­ჯე­ბის "გან­ყო­ფი­ლე­ბას" და უბ­რა­ლოდ, აარ­ჩი­ეთ! სა­რეკ­ლა­მო მე­სი­ჯე­ბი უხ­ვად იქ­ნე­ბა - ფას­დაკ­ლე­ბა ავეჯ­ზე, ელექ­ტ­რო­ტექ­ნი­კა­ზე, ფეხ­საც­მელ­ზე, ტან­საც­მელ­ზე, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე... აარ­ჩიე, სუ­ლო და გუ­ლო, რა გინ­და, რამ­დე­ნი, რო­გო­რი...

და იწყე­ბა მა­ღა­ზი­ე­ბის და­ლაშ­ქ­ვ­რა სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად... თით­ქოს ახა­ლი წე­ლია აუცი­ლე­ბე­ლი იმი­სათ­ვის, რომ ახა­ლი დი­ვა­ნი შე­ი­ძი­ნო ან ტოს­ტე­რი იყი­დო... მე­უღ­ლეს სა­ნატ­რე­ლი ტე­ლე­ფო­ნი, ქურ­ქი ან უთო აჩუ­ქო... ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ცდი­ლობ, ამ სა­ა­ხალ­წ­ლო სა­ჩუქ­რით მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი წყე­ნა და­ა­ვი­წყო... ერ­თ­გ­ვა­რი ბო­დი­ში­ვი­თაა იმი­სათ­ვის, რაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გი­შა­ვე­ბია. ახ­ლა კი, ახა­ლი წლი­დან ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა...

დე­კემ­ბ­რის ბო­ლო კვი­რა­ში სა­სურ­სა­თო გან­ყო­ფი­ლე­ბებ­თან ისე­თი რი­გე­ბი, ხმა­უ­რი და აურ­ზა­უ­რია, გე­გო­ნე­ბა, "დი­დი შიმ­ში­ლო­ბა" იწყე­ბა და ახ­ლა თუ არ მო­ი­მა­რა­გებ პრო­დუქტს, შიმ­ში­ლით სიკ­ვ­დი­ლი გე­მუქ­რე­ბა. რაც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აგ­რო­ვე, ახა­ლი წლის­თ­ვის უნ­და და­ხარ­ჯო.

გო­ჭი აუცი­ლე­ბე­ლია... ინ­და­უ­რი? აბა, მა­გის გა­რე­შე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი წლის სუფ­რა? მე­რე რა, რომ ისე­თი ფა­სე­ბი აქვს, გან­ვა­დე­ბით ყიდ­ვა რომ აჯო­ბებ­და...

31 დე­კემ­ბ­რის დი­ლით ყვე­ლა­ფე­რი შე­ძე­ნი­ლია და ახა­ლი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა იწყე­ბა...

ხარ­შ­ვა, შეწ­ვა, დაბ­რაწ­ვა, ცხო­ბა, თუხ­თუ­ხი...

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხომ ახა­ლი წე­ლი უფ­რო ზღვარ­გა­და­სულ ჭა­მა-სმას­თან ასო­ცირ­დე­ბა...

შუბ­ლ­ზე ოფ­ლ­მომ­ს­კ­და­რი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წ­რონ. დრო არ იც­დის, მა­რა­თო­ნის მე­ო­რე ეტა­პი კი ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე სრულ­დე­ბა და იწყე­ბა მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ეტა­პი, რის­თ­ვი­საც მთე­ლი წე­ლი ვემ­ზა­დე­ბო­დით, - ახა­ლი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა, ახა­ლი იმე­დე­ბით სავ­სე.

და "ა­ხა­ლი ცხოვ­რე­ბის" და­წყე­ბას დი­დი ჭა­მა-სმი­თა და ღრე­ო­ბით აღ­ვ­ნიშ­ნავთ...

პირ­ვე­ლი იან­ვ­რის დი­ლას გა­რეთ გა­სულ­ხართ? სა­ო­ცა­რია ქა­ლა­ქი ამ დროს... წიწ­ვე­ბი­სა და მან­და­რი­ნის სუ­ნი ტრი­ა­ლებს, ქუ­ჩე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დაც­ლი­ლია, პე­ტარ­დე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა "ბომ­ბაჩ­კის" ნაფ­ლე­თე­ბია მი­მო­ფე­ნი­ლი... ქა­ლა­ქი ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რია. ყვე­ლა მა­ღა­ზია და ოფი­სი გა­მო­კე­ტი­ლია... თუმ­ცა, რა აზ­რი აქვს, მა­ღა­ზი­ე­ბი მა­ინც და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია და სუ­ლი­თა და გუ­ლით რომ გინ­დო­დეს, ვე­რა­ფერს შე­ი­ძენ... ტკბი­ლე­უ­ლი­სა და ძეხ­ვე­უ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბია მხო­ლოდ... პუ­რის ყიდ­ვა­ზე არც იოც­ნე­ბოთ... თუ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა არ გყავთ, არც სად­მე წას­ვ­ლა­ზე იოც­ნე­ბოთ - სა­ზო­გა­დო­ე­ბრი­ვი ტრან­ს­პორ­ტი არ მოძ­რა­ობს...

წი­ნა წლებ­ში არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ წელს მო­ბან­ცა­ლე თოვ­ლის ბა­ბუა შემ­ხ­ვ­და, ღი­ღი­ნით რომ მი­უყ­ვე­ბო­და ქუ­ჩას...

ამ დღეს ტე­ლე­ფონ­საც არა­ვინ პა­სუ­ხობს შუ­ადღემ­დე...

31 დე­კემ­ბერს ყვე­ლა იმე­დოვ­ნებ­და, რომ ახალ ცხოვ­რე­ბას და­იწყებ­და, მაგ­რამ პირ­ველ იან­ვარს ძვე­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის თა­ვიც არა აქვს უმე­ტე­სო­ბას.

პირ­ვე­ლი იან­ვა­რი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღეა - სა­ღა­მოს 4-5 სა­ათ­ზე იწყე­ბა.

ამ დროს ატყ­დე­ბა ტე­ლე­ფო­ნის რეკ­ვა, ერ­თ­მა­ნეთ­თან გა­და­პა­ტი­ჟე­ბა...

იმას, რაც შევ­წ­ვით, მოვ­ხარ­შეთ და გა­მო­ვაცხ­ვეთ, ბუ­ნებ­რი­ვია, მარ­ტო­ე­ბი ვერ მო­ვე­რე­ვით და და­სახ­მა­რებ­ლად მე­გობ­რებს ვუხ­მობთ, მაგ­რამ იმა­თაც ხომ შეწ­ვეს და მო­ხარ­შეს? ამი­ტომ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი - "ა­რა, შენ მო­დი ჩემ­თან" და "ა­ქე­დან ყვე­ლა მივ­დი­ვართ ჩემ­თან" იწყე­ბა...

ასე გრძელ­დე­ბა სულ ცო­ტა, 2 დღე მა­ინც... ეს - ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ისე კი ძვე­ლით ახა­ლი წე­ლი ადა­მი­ა­ნებ­მა იმის­თ­ვის მო­ი­გო­ნეს, რომ ახა­ლი წლის­თ­ვის გა­კე­თე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი ბო­ლომ­დე შე­ი­ჭა­მოს. 2-დან 14 იან­ვ­რამ­დე პე­რი­ოდს მე - "ჭა­მე, თო­რემ გა­ფუჭ­დე­ბას" ვუ­წო­დებ...

3 იან­ვარს ყვე­ლა "თავ­მოყ­ვა­რე" ოფი­სი იხ­ს­ნე­ბა და მუ­შა­ობს, ოღონდ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ისე­თი სა­ხე­ე­ბით სხე­დან, თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ, თუ მა­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა დაგ­ჭირ­და და ოფი­სის კა­რი შე­ა­ღე...

"გი­ლო­ცავთ", - ეუბ­ნე­ბი და ისე ჟღერს, თით­ქოს გა­დარ­ჩე­ნას ულო­ცავ, მა­რა­თო­ნის დას­რუ­ლე­ბას, მქპ ნორ­მა­ტი­ვის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბას...

ახალ წელს ღირ­სე­უ­ლად შევ­ხ­ვ­დით... დავ­ს­ხე­დით სუფ­რას­თან, ვჭა­მეთ, ვსვით, შუშ­ხუ­ნე­ბი ავა­გიზ­გი­ზეთ... სტუმ­რად წა­ვე­დით, "პახ­მე­ლი­ა­ზეც" გა­მო­ვე­დით და სამ­სა­ხურ­შიც... "ფე­ის­ბუკ­ში" ახა­ლი ალ­ბო­მე­ბიც შე­იქ­მ­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ა­ხა­ლი წე­ლი 2014"...

და - რა?

აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა ისევ თა­ვი­სი გზით მი­დის და კი­დევ ერ­თხელ რწმუნ­დე­ბი, რომ არა­ნა­ი­რი სას­წა­უ­ლი არ მოხ­და... ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე­ე­ბი იწყე­ბა, ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი­თა და ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნით... ფრა­ზა - "ხელ­ფა­სამ­დე რა გვეშ­ვე­ლე­ბა?" ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია... მთა­ვა­რია, "სა­შე­მოდ­გო­მო" არ გა­მოგ­ვ­ყ­ვა და სა­ა­ხალ­წ­ლო მა­რა­თო­ნი ღირ­სე­უ­ლად დავ­ძ­ლი­ეთ...

არ მინ­და, და­სას­რულ­მა პე­სი­მის­ტუ­რად გა­ნგა­წყოთ... უბ­რა­ლოდ, მგო­ნია, რომ ხში­რად ზო­მი­ე­რე­ბის გრძნო­ბა გვღა­ლა­ტობს - ბო­ლომ­დე ვი­ცით ქარ­თ­ვე­ლებ­მა და­ხარ­ჯ­ვა, ამ სიტყ­ვის პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით...

"სა­ა­ხალ­წ­ლო ზღა­პა­რი - 2014" დას­რულ­და და რო­გორც კი გონ­ზე მო­ვალთ, ვი­წყებთ წუ­წუნს, დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნას (ა­ბა, ხომ უნ­და და­ვიკ­ლოთ ის კი­ლოგ­რა­მე­ბი, რაც სა­ა­ხალ­წ­ლოდ შე­მო­ვი­მა­ტეთ) და რაც მთა­ვა­რია - მზა­დე­ბას მო­მა­ვა­ლი, 2015 წლის­თ­ვის!

ბედ­ნი­ერ წე­ლი­წადს გი­სურ­ვებთ და ყვე­ლა იმე­დის გა­მარ­თ­ლე­ბას, რო­მე­ლიც 2014 წელს "შე­უკ­ვე­თეთ"...

P.S. ზღა­პა­რი რო­გორ სრულ­დე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ რად­გან ახა­ლი წე­ლია, "ჭი­რის­თ­ვის" და ქა­ტოს­თ­ვის არც "ი­ქა" მყოფ­ნი მე­მე­ტე­ბი­ან, ამი­ტომ თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ და ცო­ტა შევ­ც­ვ­ლი: "ლხი­ნი იქა, ლხი­ნი აქა, პუ­რი იქა, პუ­რი აქა!"

მა­რი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

საახალწლო ისტერიის დასასრული და ახალი წლის ორომტრიალი დიასახლისის თვალით

 საახალწლო ისტერიის დასასრული და ახალი წლის ორომტრიალი დიასახლისის თვალით

ვი­საც "საბ­ჭო­თა" სკო­ლა­ში უს­წავ­ლია, ყვე­ლას ექ­ნე­ბა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ნორ­მა­ტი­ვი, რო­მელ­საც მშთ ერ­ქ­ვა. ვის­თ­ვი­საც ეს გა­უ­გე­ბა­რია, ავ­ხ­ს­ნი: "მშთ" იშიფ­რე­ბა ასე - "მზად ვარ შრო­მი­სა და თავ­დაც­ვი­სათ­ვის" და ამ ნორ­მა­ტი­ვის ჩა­ბა­რე­ბა ფიზ­კულ­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე ხდე­ბო­და. სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში (მა­გა­ლი­თად, 100 მეტ­რ­ზე სირ­ბი­ლი, 500 მეტ­რ­ზე სირ­ბი­ლი, სიგ­რ­ძე­ზე ხტო­მა, სი­მაღ­ლე­ზე ჭო­კით ხტო­მა და სხვ.) გა­მოც­და უნ­და ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნა. თუ დაძ­ლევ­დი, ნი­შან­საც მი­ი­ღებ­დი და მშთ ნორ­მა­ტი­ვიც ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­გეთ­ვ­ლე­ბო­და. თუ არა და - "სა­შე­მოდ­გო­მო" გა­მოგ­ყ­ვე­ბო­და.

წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლო მზა­დე­ბის დროს ყო­ველ­თ­ვის ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, რომ ყვე­ლა­ნი ნორ­მა­ტივს ვა­ბა­რებთ, ოღონდ მშთ-ს კი არა - მქპ-ს (მზად ვარ ქე­ი­ფი­სა და "პახ­მე­ლი­ის­თ­ვის") და მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ვემ­ზა­დე­ბით, რომ სა­შე­მოდ­გო­მო არ გა­მოგ­ვ­ყ­ვეს.

ყვე­ლა ფა­ცი­ფუ­ცობს, ყველ­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, ქა­ლაქ­ში - სა­ცო­ბე­ბი, დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში გა­სავ­ლე­ლი ად­გი­ლიც აღა­რაა. იყი­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი - ხორ­ცი, ყვე­ლი, ლი­მო­ნა­თი, ნაძ­ვის ხე­ე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი, თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბი, ნაძ­ვის მო­სარ­თა­ვი სა­თა­მა­შო­ე­ბი, ნა­თუ­რე­ბი და ბენ­გა­ლი­უ­რი შუშ­ხუ­ნე­ბი...

ყვე­ლა­ნი ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ აი, ამ ახა­ლი წლი­დან შე­იც­ვ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი სულ სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა... იმე­დი­ა­ნად შევ­ყუ­რებთ ახა­ლი წლის შე­მობ­რ­ძა­ნე­ბას, სა­ნუკ­ვარ სურ­ვი­ლებს ვუთ­ქ­ვამთ... იმი­სათ­ვის, რომ სურ­ვი­ლე­ბი ას­რულ­დეს, სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი "რი­ტუ­ა­ლიც" კი არ­სე­ბობს. გა­სათხო­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თ­ვის ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე მა­გი­დის ქვეშ შეძ­რო­მაა "რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი", რომ ბე­დი გა­ეხ­ს­ნათ და მა­მა­კაც­თა ხრო­ვას (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მგლის ხრო­ვას­თან ასო­ცი­ა­ცი­ას ვახ­დენ და არ უნ­და ეწყი­ნოს ძლი­ერ სქესს) "ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი", თუნ­დაც "და­სუს­ტე­ბუ­ლი" წევ­რის გუ­ლის მო­გე­ბა შეძ­ლონ.

ვი­საც სიმ­დიდ­რე, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა ან სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სურ­ვი­ლი აქვს, სა­ნამ სა­ა­თი 12-ჯერ ჩა­მოჰ­კ­რავს, სურ­ვი­ლი ქა­ღალ­დ­ზე უნ­და და­წე­როს, დაწ­ვას, ფერ­ფ­ლი შამ­პა­ნუ­რის ჭი­ქა­ში ჩა­ყა­როს და ჭი­ქის ბო­ლომ­დე გა­მოც­ლა მო­ას­წ­როს.

თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თ­ვის წე­რი­ლის მი­წე­რა ხომ ძა­ლი­ან დი­დი ხნის ტრა­დი­ციაა... და რო­გორც ჩანს, ეს უფ­რო ჭრის, რად­გან სურ­ვი­ლე­ბი ბავ­შ­ვებს უფ­რო უს­რულ­დე­ბათ...

ახა­ლი წლის წი­ნა დღე­ებ­ში ქა­ლაქ­ში რომ გა­ვივ­ლი, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, თით­ქოს მთე­ლი წე­ლი სწო­რედ ამ დღის­თ­ვის ვცოცხ­ლობ­დით... დე­კემ­ბე­რი დად­გე­ბა თუ არა, იწყე­ბა იმა­ზე ფიქ­რი, რა გვინ­და ახა­ლი წლის­თ­ვის... თუმ­ცა, ამის გა­მო გო­ნე­ბას ძა­ლის და­ტა­ნე­ბაც არ უნ­და. დღის ბო­ლოს ჩა­ხე­დეთ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მე­სი­ჯე­ბის "გან­ყო­ფი­ლე­ბას" და უბ­რა­ლოდ, აარ­ჩი­ეთ! სა­რეკ­ლა­მო მე­სი­ჯე­ბი უხ­ვად იქ­ნე­ბა - ფას­დაკ­ლე­ბა ავეჯ­ზე, ელექ­ტ­რო­ტექ­ნი­კა­ზე, ფეხ­საც­მელ­ზე, ტან­საც­მელ­ზე, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე... აარ­ჩიე, სუ­ლო და გუ­ლო, რა გინ­და, რამ­დე­ნი, რო­გო­რი...

და იწყე­ბა მა­ღა­ზი­ე­ბის და­ლაშ­ქ­ვ­რა სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად... თით­ქოს ახა­ლი წე­ლია აუცი­ლე­ბე­ლი იმი­სათ­ვის, რომ ახა­ლი დი­ვა­ნი შე­ი­ძი­ნო ან ტოს­ტე­რი იყი­დო... მე­უღ­ლეს სა­ნატ­რე­ლი ტე­ლე­ფო­ნი, ქურ­ქი ან უთო აჩუ­ქო... ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ცდი­ლობ, ამ სა­ა­ხალ­წ­ლო სა­ჩუქ­რით მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი წყე­ნა და­ა­ვიწყო... ერ­თ­გ­ვა­რი ბო­დი­ში­ვი­თაა იმი­სათ­ვის, რაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გი­შა­ვე­ბია. ახ­ლა კი, ახა­ლი წლი­დან ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა...

დე­კემ­ბ­რის ბო­ლო კვი­რა­ში სა­სურ­სა­თო გან­ყო­ფი­ლე­ბებ­თან ისე­თი რი­გე­ბი, ხმა­უ­რი და აურ­ზა­უ­რია, გე­გო­ნე­ბა, "დი­დი შიმ­ში­ლო­ბა" იწყე­ბა და ახ­ლა თუ არ მო­ი­მა­რა­გებ პრო­დუქტს, შიმ­ში­ლით სიკ­ვ­დი­ლი გე­მუქ­რე­ბა. რაც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აგ­რო­ვე, ახა­ლი წლის­თ­ვის უნ­და და­ხარ­ჯო.

გო­ჭი აუცი­ლე­ბე­ლია... ინ­და­უ­რი? აბა, მა­გის გა­რე­შე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი წლის სუფ­რა? მე­რე რა, რომ ისე­თი ფა­სე­ბი აქვს, გან­ვა­დე­ბით ყიდ­ვა რომ აჯო­ბებ­და...

31 დე­კემ­ბ­რის დი­ლით ყვე­ლა­ფე­რი შე­ძე­ნი­ლია და ახა­ლი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა იწყე­ბა...

ხარ­შ­ვა, შეწ­ვა, დაბ­რაწ­ვა, ცხო­ბა, თუხ­თუ­ხი...

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხომ ახა­ლი წე­ლი უფ­რო ზღვარ­გა­და­სულ ჭა­მა-სმას­თან ასო­ცირ­დე­ბა...

შუბ­ლ­ზე ოფ­ლ­მომ­ს­კ­და­რი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წ­რონ. დრო არ იც­დის, მა­რა­თო­ნის მე­ო­რე ეტა­პი კი ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე სრულ­დე­ბა და იწყე­ბა მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ეტა­პი, რის­თ­ვი­საც მთე­ლი წე­ლი ვემ­ზა­დე­ბო­დით, - ახა­ლი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა, ახა­ლი იმე­დე­ბით სავ­სე.

და "ა­ხა­ლი ცხოვ­რე­ბის" დაწყე­ბას დი­დი ჭა­მა-სმი­თა და ღრე­ო­ბით აღ­ვ­ნიშ­ნავთ...

პირ­ვე­ლი იან­ვ­რის დი­ლას გა­რეთ გა­სულ­ხართ? სა­ო­ცა­რია ქა­ლა­ქი ამ დროს... წიწ­ვე­ბი­სა და მან­და­რი­ნის სუ­ნი ტრი­ა­ლებს, ქუ­ჩე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დაც­ლი­ლია, პე­ტარ­დე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა "ბომ­ბაჩ­კის" ნაფ­ლე­თე­ბია მი­მო­ფე­ნი­ლი... ქა­ლა­ქი ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რია. ყვე­ლა მა­ღა­ზია და ოფი­სი გა­მო­კე­ტი­ლია... თუმ­ცა, რა აზ­რი აქვს, მა­ღა­ზი­ე­ბი მა­ინც და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია და სუ­ლი­თა და გუ­ლით რომ გინ­დო­დეს, ვე­რა­ფერს შე­ი­ძენ... ტკბი­ლე­უ­ლი­სა და ძეხ­ვე­უ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბია მხო­ლოდ... პუ­რის ყიდ­ვა­ზე არც იოც­ნე­ბოთ... თუ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა არ გყავთ, არც სად­მე წას­ვ­ლა­ზე იოც­ნე­ბოთ - სა­ზო­გა­დო­ე­ბრი­ვი ტრან­ს­პორ­ტი არ მოძ­რა­ობს...

წი­ნა წლებ­ში არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ წელს მო­ბან­ცა­ლე თოვ­ლის ბა­ბუა შემ­ხ­ვ­და, ღი­ღი­ნით რომ მი­უყ­ვე­ბო­და ქუ­ჩას...

ამ დღეს ტე­ლე­ფონ­საც არა­ვინ პა­სუ­ხობს შუ­ადღემ­დე...

31 დე­კემ­ბერს ყვე­ლა იმე­დოვ­ნებ­და, რომ ახალ ცხოვ­რე­ბას და­იწყებ­და, მაგ­რამ პირ­ველ იან­ვარს ძვე­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის თა­ვიც არა აქვს უმე­ტე­სო­ბას.

პირ­ვე­ლი იან­ვა­რი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღეა - სა­ღა­მოს 4-5 სა­ათ­ზე იწყე­ბა.

ამ დროს ატყ­დე­ბა ტე­ლე­ფო­ნის რეკ­ვა, ერ­თ­მა­ნეთ­თან გა­და­პა­ტი­ჟე­ბა...

იმას, რაც შევ­წ­ვით, მოვ­ხარ­შეთ და გა­მო­ვაცხ­ვეთ, ბუ­ნებ­რი­ვია, მარ­ტო­ე­ბი ვერ მო­ვე­რე­ვით და და­სახ­მა­რებ­ლად მე­გობ­რებს ვუხ­მობთ, მაგ­რამ იმა­თაც ხომ შეწ­ვეს და მო­ხარ­შეს? ამი­ტომ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი - "ა­რა, შენ მო­დი ჩემ­თან" და "ა­ქე­დან ყვე­ლა მივ­დი­ვართ ჩემ­თან" იწყე­ბა...

ასე გრძელ­დე­ბა სულ ცო­ტა, 2 დღე მა­ინც... ეს - ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ისე კი ძვე­ლით ახა­ლი წე­ლი ადა­მი­ა­ნებ­მა იმის­თ­ვის მო­ი­გო­ნეს, რომ ახა­ლი წლის­თ­ვის გა­კე­თე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი ბო­ლომ­დე შე­ი­ჭა­მოს. 2-დან 14 იან­ვ­რამ­დე პე­რი­ოდს მე - "ჭა­მე, თო­რემ გა­ფუჭ­დე­ბას" ვუ­წო­დებ...

3 იან­ვარს ყვე­ლა "თავ­მოყ­ვა­რე" ოფი­სი იხ­ს­ნე­ბა და მუ­შა­ობს, ოღონდ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ისე­თი სა­ხე­ე­ბით სხე­დან, თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ, თუ მა­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა დაგ­ჭირ­და და ოფი­სის კა­რი შე­ა­ღე...

"გი­ლო­ცავთ", - ეუბ­ნე­ბი და ისე ჟღერს, თით­ქოს გა­დარ­ჩე­ნას ულო­ცავ, მა­რა­თო­ნის დას­რუ­ლე­ბას, მქპ ნორ­მა­ტი­ვის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბას...

ახალ წელს ღირ­სე­უ­ლად შევ­ხ­ვ­დით... დავ­ს­ხე­დით სუფ­რას­თან, ვჭა­მეთ, ვსვით, შუშ­ხუ­ნე­ბი ავა­გიზ­გი­ზეთ... სტუმ­რად წა­ვე­დით, "პახ­მე­ლი­ა­ზეც" გა­მო­ვე­დით და სამ­სა­ხურ­შიც... "ფე­ის­ბუკ­ში" ახა­ლი ალ­ბო­მე­ბიც შე­იქ­მ­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ა­ხა­ლი წე­ლი 2014"...

და - რა?

აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა ისევ თა­ვი­სი გზით მი­დის და კი­დევ ერ­თხელ რწმუნ­დე­ბი, რომ არა­ნა­ი­რი სას­წა­უ­ლი არ მოხ­და... ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე­ე­ბი იწყე­ბა, ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი­თა და ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნით... ფრა­ზა - "ხელ­ფა­სამ­დე რა გვეშ­ვე­ლე­ბა?" ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია... მთა­ვა­რია, "სა­შე­მოდ­გო­მო" არ გა­მოგ­ვ­ყ­ვა და სა­ა­ხალ­წ­ლო მა­რა­თო­ნი ღირ­სე­უ­ლად დავ­ძ­ლი­ეთ...

არ მინ­და, და­სას­რულ­მა პე­სი­მის­ტუ­რად გა­ნგაწყოთ... უბ­რა­ლოდ, მგო­ნია, რომ ხში­რად ზო­მი­ე­რე­ბის გრძნო­ბა გვღა­ლა­ტობს - ბო­ლომ­დე ვი­ცით ქარ­თ­ვე­ლებ­მა და­ხარ­ჯ­ვა, ამ სიტყ­ვის პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით...

"სა­ა­ხალ­წ­ლო ზღა­პა­რი - 2014" დას­რულ­და და რო­გორც კი გონ­ზე მო­ვალთ, ვიწყებთ წუ­წუნს, დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნას (ა­ბა, ხომ უნ­და და­ვიკ­ლოთ ის კი­ლოგ­რა­მე­ბი, რაც სა­ა­ხალ­წ­ლოდ შე­მო­ვი­მა­ტეთ) და რაც მთა­ვა­რია - მზა­დე­ბას მო­მა­ვა­ლი, 2015 წლის­თ­ვის!

ბედ­ნი­ერ წე­ლი­წადს გი­სურ­ვებთ და ყვე­ლა იმე­დის გა­მარ­თ­ლე­ბას, რო­მე­ლიც 2014 წელს "შე­უკ­ვე­თეთ"...

P.S. ზღა­პა­რი რო­გორ სრულ­დე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ რად­გან ახა­ლი წე­ლია, "ჭი­რის­თ­ვის" და ქა­ტოს­თ­ვის არც "ი­ქა" მყოფ­ნი მე­მე­ტე­ბი­ან, ამი­ტომ თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ და ცო­ტა შევ­ც­ვ­ლი: "ლხი­ნი იქა, ლხი­ნი აქა, პუ­რი იქა, პუ­რი აქა!"

მა­რი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია