საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამულიჩა: "თუ გიყვარვარ, თამარს უნდა დაუმესიჯო"
მამულიჩა: "თუ გიყვარვარ, თამარს უნდა დაუმესიჯო"

დღეს "ახა­ლი ხმის" ფი­ნა­ლია. დარ­ჩე­ნი­ლია ოთხი ფი­ნა­ლის­ტი: თა­მარ ჯგუ­შია (ლე­ლას გუნ­დი), ნიკა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი (სტე­ფა­ნეს გუნ­დი), თიკო მო­სემღვდლიშ­ვი­ლი (მა­ი­ას გუნ­დი) და მარი ჩა­ჩხი­ა­ნი (და­თოს გუნ­დი). ამ ეტა­პის­თვის ესე­მეს­ლი­დე­რი თა­მარ ჯგუ­შია გახ­ლავთ, თუმ­ცა რო­გორც კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, ლელა წურ­წუ­მი­ას პრო­დი­უ­სე­რი ამ­ბობს, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს, მთავ­რი მა­ინც სა­ბო­ლოო შე­დე­გია.

მა­მუ­ლი­ჩა:

- თა­მა­რი რომ დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ესე­მეს­ლი­დე­რია, არა­ფერს ნიშ­ნავს, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ბო­ლო­ოდ ესე­მე­სებ­ზე, რა რა­ო­დე­ნო­ბა­საც მი­ი­ღებს. ჯერ კი­დევ მთე­ლი დღეა წინ...

- რო­გორ ფიქ­რობ, რო­გო­რი შან­სი აქვს თა­მარს და რამ­დე­ნად შეძ­ლებს გა­მარ­ჯვე­ბას?

- ფი­ნალ­ში შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ხვდე­ბი­ან. ახლა უკვე ყვე­ლა­ფე­რი მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც უნდა, რომ თა­მარ­მა გა­ი­მარ­ჯვოს. მხო­ლოდ "ფე­ის­ბუქ­ში" ლა­ი­ქე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, და იმის თქმა, - მომ­წონ­ხარ და მიყ­ვარ­ხარ, არა­ფე­რია. უნდა და­უ­მე­სი­ჯონ. სა­ერ­თოდ, ბევრ ადა­მი­ანს უნდა ესე­მე­სის გაგ­ზავ­ნა და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. ამას­თან, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც უღირთ, სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვთ, ური­გე­ბენ მე­გობ­რებს გარ­კვე­ულ თან­ხას და თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტის­თვის ამე­სი­ჯე­ბი­ნე­ბენ. ეს მათ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია. ამ­ჯე­რად, რამ­დე­ნი­მე ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი თუ და­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს, ბრძო­ლა მათ შო­რის გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­კურ­სან­ტებს ასევ ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან... ეს არის ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ისიც ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, - თუ ხალ­ხმა მო­ინ­დო­მა, ვინც რა რა­ო­დე­ნო­ბის მე­ი­ჯი უნდა გა­აგ­ზავ­ნოს, ხალ­ხის სურ­ვილს ვე­რა­ვინ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მათი თითო მე­სი­ჯიც კი გა­და­ფა­რავს სე­რი­ო­ზულ თან­ხებს. ასე რომ, ყო­ვე­ლი ესე­მე­სი ძვირ­ფა­სია.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" მთა­ვარ ფო­ტოდ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, თა­მარ ჯგუ­ში­ას ფოტო გი­ყე­ნია. ასე­თია ლე­ლას გუნ­დის სტრა­ტე­გია?

- აბა, რა... თუ მა­მუ­ლი­ჩა გიყ­ვარს, უნდა და­ა­მე­სი­ჯო (იცი­ნის)... ასე რომ, ერთი ესე­მე­სი შენ­ზეა... ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ასე­თი რე­ა­ლო­ბა გვაქვს. ამი­ტომ, არა მარ­ტო შენ, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, - ვი­საც ვუყ­ვარ­ვარ, ვი­საც უყ­ვარს ლელა, თა­მა­რი და ა.შ. ჩვენ­თვის თითო ესე­მეს­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამი­ტომ, მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა თა­მარ ჯგუ­ში­ას ის პრო­ცენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც ჯერ­ჯე­რო­ბით ლი­დე­რობს. ყვე­ლამ უნდა და­ა­მე­სი­ჯოს!

- რო­გო­რია ლე­ლას გან­წყო­ბა?

- ლელა თა­ვი­დან­ვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და და მიხ­ვდა, ვის­ზე უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა აქ­ცენ­ტი და გა­ა­კე­თა.

- ისე, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მეგ­რე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი (თა­მარ ჯგუ­შია და სოფო რუ­რუა) კი მო­უგ­როვ­დნენ...

- მეგ­რე­ლებ­ზე აქ­ცენ­ტებს ნუ გა­ა­კე­თებთ. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ და გვინ­და, რომ თა­მა­რი სა­ქარ­თვე­ლოს "ახა­ლი ხმა" გახ­დეს და არა მარ­ტო მეგ­რე­ლე­ბის... მე ქარ­თლე­ლი ვარ და ჩემი უფ­ლე­ბე­ბი და­ი­ცა­ვით (იცი­ნის).

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მამულიჩა: "თუ გიყვარვარ, თამარს უნდა დაუმესიჯო"

მამულიჩა: "თუ გიყვარვარ, თამარს უნდა დაუმესიჯო"

დღეს "ახალი ხმის" ფინალია. დარჩენილია ოთხი ფინალისტი: თამარ ჯგუშია (ლელას გუნდი), ნიკა ლაზარიაშვილი (სტეფანეს გუნდი), თიკო მოსემღვდლიშვილი (მაიას გუნდი) და მარი ჩაჩხიანი (დათოს გუნდი). ამ ეტაპისთვის ესემესლიდერი თამარ ჯგუშია გახლავთ, თუმცა როგორც კახა მამულაშვილი, ლელა წურწუმიას პროდიუსერი ამბობს, ეს ჯერჯერობით ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავრი მაინც საბოლოო შედეგია.

მამულიჩა:

- თამარი რომ დღევანდელი მონაცემებით ესემესლიდერია, არაფერს ნიშნავს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია საბოლოოდ ესემესებზე, რა რაოდენობასაც მიიღებს. ჯერ კიდევ მთელი დღეა წინ...

- როგორ ფიქრობ, როგორი შანსი აქვს თამარს და რამდენად შეძლებს გამარჯვებას?

- ფინალში შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებიან. ახლა უკვე ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და იმ ადამიანებზე, ვისაც უნდა, რომ თამარმა გაიმარჯვოს. მხოლოდ "ფეისბუქში" ლაიქები, შეხვედრები, და იმის თქმა, - მომწონხარ და მიყვარხარ, არაფერია. უნდა დაუმესიჯონ. საერთოდ, ბევრ ადამიანს უნდა ესემესის გაგზავნა და ამის საშუალება არ გააჩნია. ამასთან, არიან ადამიანები, ვისაც უღირთ, საშუალებაც აქვთ, ურიგებენ მეგობრებს გარკვეულ თანხას და თავისი ფავორიტისთვის ამესიჯებინებენ. ეს მათთვის პრინციპული საკითხია. ამჯერად, რამდენიმე ასეთი პრინციპული ადამიანი თუ დაეჯახა ერთმანეთს, ბრძოლა მათ შორის გაიმართება. კონკურსანტებს ასევ ოჯახის წევრებიც ეხმარებიან... ეს არის ცხოვრება, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, - თუ ხალხმა მოინდომა, ვინც რა რაოდენობის მეიჯი უნდა გააგზავნოს, ხალხის სურვილს ვერავინ დაუპირისპირდება. მათი თითო მესიჯიც კი გადაფარავს სერიოზულ თანხებს. ასე რომ, ყოველი ესემესი ძვირფასია.

- "ფეისბუქზე" მთავარ ფოტოდ ბოლო რამდენიმე დღეა, თამარ ჯგუშიას ფოტო გიყენია. ასეთია ლელას გუნდის სტრატეგია?

- აბა, რა... თუ მამულიჩა გიყვარს, უნდა დაამესიჯო (იცინის)... ასე რომ, ერთი ესემესი შენზეა... ამ კონკრეტულ სიტუაციაში ასეთი რეალობა გვაქვს. ამიტომ, არა მარტო შენ, ყველას მოვუწოდებ, - ვისაც ვუყვარვარ, ვისაც უყვარს ლელა, თამარი და ა.შ. ჩვენთვის თითო ესემესსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მოდუნების საშუალებას არ იძლევა თამარ ჯგუშიას ის პროცენტები, რომლითაც ჯერჯერობით ლიდერობს. ყველამ უნდა დაამესიჯოს!

- როგორია ლელას განწყობა?

- ლელა თავიდანვე ჩამოყალიბდა და მიხვდა, ვისზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი და გააკეთა.

- ისე, ნახევარფინალში მეგრელი კონკურსანტები (თამარ ჯგუშია და სოფო რურუა) კი მოუგროვდნენ...

- მეგრელებზე აქცენტებს ნუ გააკეთებთ. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და გვინდა, რომ თამარი საქართველოს "ახალი ხმა" გახდეს და არა მარტო მეგრელების... მე ქართლელი ვარ და ჩემი უფლებები დაიცავით (იცინის).

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება