საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი
საქართველოში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამა­ღამ ძლი­ე­რი ყინ­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ­მა, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და , ამ მო­მენ­ტის­თვის თოვს რი­კოთ­ზე, აგა­რა­ში, გორ­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, გუ­და­ურ­ში, ბა­კუ­რი­ან­ში, თი­ა­ნეთ­ში, წალ­კა­ში, სტე­ფან­წმინ­და­ში, ფა­სა­ნა­ურ­ში, ასე­ვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. კერ­ძოდ, ქუ­თა­ის­ში, სა­დაც თოვ­ლის სა­ფა­რი 5 სმ-ია, ზეს­ტა­ფონ­ში - 18 სმ; სა­ჩხე­რე­ში - 10 სმ.

ძლი­ე­რი ქარი და­ფიქ­სირ­და გუ­შინ ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში, სა­დაც ქა­რის სიჩ­ქა­რე 20-30 მეტრს შე­ად­გენ­და. ასე­ვე - რი­კოთ­ზე-30 მეტ­რი წამ­ში, ბოლ­ნის­ში - 18 მეტ­რი წამ­ში, მარ­ნე­ულ­ში - 19 მეტ­რი წამ­ში.

დღეს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ო­ნებ­ში გა­მო­ი­და­რა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს იმ რა­ი­ო­ნებ­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად თოვს, თოვ­ლის ნა­ლე­ქი სა­ღა­მომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

15-16 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­ლე­ქო, ცივი ამინ­დი იქ­ნე­ბა. 17 იან­ვარს კი კვლავ ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. არამ­დგრა­დი და ცვა­ლე­ბა­დი ამინ­დე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

ამა­ღამ ყინ­ვა გაძ­ლი­ერ­დე­ბა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში, ღა­მით ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა -4; მთა­ში -12; მა­ღალმთა­ში -18 გრა­დუ­სი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში -10; მთა­ში -15; მა­ღალმთა­ში -18 გრა­დუ­სი. ღა­მით ყინ­ვე­ბი 15 იან­ვრის შემ­დეგ შე­და­რე­ბით შე­სუს­ტდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სი­თაც მო­ი­მა­ტებს.

15 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დღი­სით 10 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, მთა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია +5; მა­ღალმთა­ში +2; 16 იან­ვრი­დან სა­შუ­ა­ლოდ, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +14; +10 და +5 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

საქართველოში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

საქართველოში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა , ამ მომენტისთვის თოვს რიკოთზე, აგარაში, გორში, ახალქალაქში, ახალციხეში, გუდაურში, ბაკურიანში, თიანეთში, წალკაში, სტეფანწმინდაში, ფასანაურში, ასევე დასავლეთ საქართველოში. კერძოდ, ქუთაისში, სადაც თოვლის საფარი 5 სმ-ია, ზესტაფონში - 18 სმ; საჩხერეში - 10 სმ.

ძლიერი ქარი დაფიქსირდა გუშინ ბათუმსა და ქობულეთში, სადაც ქარის სიჩქარე 20-30 მეტრს შეადგენდა. ასევე - რიკოთზე-30 მეტრი წამში, ბოლნისში - 18 მეტრი წამში, მარნეულში - 19 მეტრი წამში.

დღეს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარა, დასავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც ამჟამად თოვს, თოვლის ნალექი საღამომდე შენარჩუნდება.

15-16 იანვარს საქართველოში უნალექო, ცივი ამინდი იქნება. 17 იანვარს კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი. არამდგრადი და ცვალებადი ამინდები რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ამაღამ ყინვა გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს ბარში, ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება -4; მთაში -12; მაღალმთაში -18 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -10; მთაში -15; მაღალმთაში -18 გრადუსი. ღამით ყინვები 15 იანვრის შემდეგ შედარებით შესუსტდება. შესაბამისად, ტემპერატურა დღისითაც მოიმატებს.

15 იანვარს, საქართველოს დაბლობში დღისით 10 გრადუსი იქნება, მთაში მოსალოდნელია +5; მაღალმთაში +2; 16 იანვრიდან საშუალოდ, ჰაერის ტემპერატურა +14; +10 და +5 გრადუსი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"