პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის სიცოცხლე უწყებებს შორის გადამისამართებას ემსხვერპლა
26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის სიცოცხლე უწყებებს შორის გადამისამართებას ემსხვერპლა

2 იან­ვარს არ­ხოტ­ში, 26 წლის ერეკ­ლე ჭინ­ჭა­რა­უ­ლი მოყინ­ვის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფე­ნის ჩას­ვლამ­დე გა­ი­ყი­ნა. უბედ­რუ­რი შემ­თხვე­ვის ირ­გვლივ მრა­ვა­ლი კი­თხვა და ბუნ­დო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ­სე­ბობს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, დი­ლით მე­სა­ზღვრე­ებ­მა არ­ხო­ტი­დან ბა­რი­სა­ხო­ში აც­ნო­ბეს, რომ ამ­ღას მი­და­მო­ებ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი იყო გა­ყი­ნუ­ლი და მას სას­წა­რა­ფოდ დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ბა­რი­სა­ხოს თე­მის რწმუ­ნე­ბუ­ლის, მზე­ქა­ლა არა­ბუ­ლის თქმით, მან მე­სა­ზღვრე­ე­ბის­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა 10:10 სა­ათ­ზე მი­ი­ღო, არა­ბუ­ლის­გან კი ინ­ფორ­მა­ცია დუ­შე­თის გემ­გებლმა ვაჟა ჩო­ხელ­მა 10:15 სა­ათ­ზე შე­ი­ტყო. ხოლო გამ­გე­ბელ­მა რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკის, რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ ნუგ­ზარ ყი­ფი­ანს, ასე­ვე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურს და კომ­პა­ნია "ავი­ა­სერ­ვისს" მი­მარ­თა. ამ­დე­ნი გა­და­მი­სა­მა­თე­ბა, იმი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო, რომ 112 სამ­სა­ხურს ვერ­ტმფრე­ნი არ ჰყავს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 112 ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვერ მი­ი­ღებ­და, რად­გან ამ სამ­სა­ხურ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ შე­სუ­ლა. სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის მე­დი­ას­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თეა პა­ტე­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით კი, 112-ში და­რეკ­ვას აზრი არ ჰქონ­და, მაშ­ვე­ლი მა­ინც ვერ წა­ვი­დო­და არ­ხოტ­ში, რად­გან სამ­სა­ხურს სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნი არ ჰყავს და სხვა გზით ექი­მე­ბი ხე­ო­ბა­ში ვერ ჩა­ვი­დოდ­ნენ.

"ავი­ა­სერ­ვი­სის" ვერ­ტმფრენ­მა, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო ფრე­ნებს ას­რუ­ლებს რე­გი­ონ­ში, ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კი­დან აიყ­ვა­ნა ექი­მე­ბი, მაშ­ვე­ლე­ბი და გაფ­რინ­დნენ არ­ხოტ­ში. 2-ის ნა­ხევ­რის­თვის ვერ­ტმფრენ­მა პა­ცი­ენ­ტი თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ექი­მებ­მა ჭინ­ჭა­რა­ულს ცო­ცხალს ვერ ჩა­უს­წრეს.

იხი­ლეთ ვრცლად

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის სიცოცხლე უწყებებს შორის გადამისამართებას ემსხვერპლა

26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის სიცოცხლე უწყებებს შორის გადამისამართებას ემსხვერპლა

2 იანვარს არხოტში, 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული მოყინვისგან გარდაიცვალა. ახალგაზრდა სამაშველო ვერტმფენის ჩასვლამდე გაიყინა. უბედრური შემთხვევის ირგვლივ მრავალი კითხვა და ბუნდოვანი გარემოებები არსებობს.

როგორც ირკვევა, დილით მესაზღვრეებმა არხოტიდან ბარისახოში აცნობეს, რომ ამღას მიდამოებში ახალგაზრდა კაცი იყო გაყინული და მას სასწარაფოდ დახმარება სჭირდებოდა. ბარისახოს თემის რწმუნებულის, მზექალა არაბულის თქმით, მან მესაზღვრეებისგან შეტყობინება 10:10 საათზე მიიღო, არაბულისგან კი ინფორმაცია დუშეთის გემგებლმა ვაჟა ჩოხელმა 10:15 საათზე შეიტყო. ხოლო გამგებელმა რაიონის დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის, რეგიონის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანს, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და კომპანია "ავიასერვისს" მიმართა. ამდენი გადამისამათება, იმიტომ გახდა საჭირო, რომ 112 სამსახურს ვერტმფრენი არ ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, 112 ღონისძიებებს ვერ მიიღებდა, რადგან ამ სამსახურში შეტყობინება არ შესულა. სასაზღვრო პოლიციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა პატეიშვილის განმარტებით კი, 112-ში დარეკვას აზრი არ ჰქონდა, მაშველი მაინც ვერ წავიდოდა არხოტში, რადგან სამსახურს სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავს და სხვა გზით ექიმები ხეობაში ვერ ჩავიდოდნენ.

"ავიასერვისის" ვერტმფრენმა, რომელიც სამოქალაქო ფრენებს ასრულებს რეგიონში, ღუდუშაურის კლინიკიდან აიყვანა ექიმები, მაშველები და გაფრინდნენ არხოტში. 2-ის ნახევრისთვის ვერტმფრენმა პაციენტი თბილისში გადმოიყვანა, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. ექიმებმა ჭინჭარაულს ცოცხალს ვერ ჩაუსწრეს.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა