მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომბუდსმენი საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება
ომბუდსმენი საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება

ომ­ბუდსმე­ნი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ვწუხ­ვარ, რომ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, მხო­ლოდ ახლა მო­ვა­ხერ­ხე სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს გავ­ცნო­ბო­დი, სა­დაც მრა­ვალ სა­კი­თხთან ერ­თად, სა­უ­ბა­რია ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე, მათ შო­რის, წა­მო­წე­უ­ლია სუ­რო­გა­ცი­ი­სა თუ ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის თემა.

ვფიქ­რობ, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნის გამო, ეპის­ტო­ლე­ში გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­თა და სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი "პრობ­ლე­მა­ტურ­ნი იქ­ნე­ბი­ან", ასე­ვე მო­წო­დე­ბა, რომ "არ შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რის­კის შემ­ცვე­ლია. მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბებ­მა, შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სა და სუ­რო­გა­ცი­ის გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და მათ მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბას, რა­მაც შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში მათი სტიგ­მა­ტი­ზა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან გა­რიყ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია იმ ოჯა­ხე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც, რომ­ლე­ბიც ემ­ზა­დე­ბი­ან ან უკვე ჰყავთ ბავ­შვი სუ­რო­გა­ცი­ი­სა თუ ხე­ლოვ­ნუ­ლი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­დე­გად. სამ­წუ­ხა­როა, რომ ტექ­სტის ავ­ტორ­მა ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მათი ინ­ტე­რე­სე­ბი და ის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ გან­ცხა­დე­ბით მი­ად­გე­ბო­და უამ­რავ ადა­მი­ანს.

ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, და­იც­ვას ყვე­ლა ბავ­შვის უფ­ლე­ბა მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა. მათ შო­რის, ყვე­ლა ბავ­შვს აქვს უფ­ლე­ბა იცხოვ­როს და გან­ვი­თარ­დეს ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა გზით მო­ევ­ლინ­ნენ ისი­ნი ქვე­ყა­ნას.

ვფიქ­რობ, ეკ­ლე­სი­ის მიერ ისეთ სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, რა­მაც კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, მით უმე­ტეს, ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ლა­ხოს, მეტი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

კი­დევ ერთხელ ყვე­ლას გი­ლო­ცავთ შო­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს", - წერს ნა­ნუ­აშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე

ილია მე­ო­რე - შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რი იყოს ოჯა­ხი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა?

მარიამი
0

ერის მამობაზე დებს თავს ჩვენი პარტიარქი და გადაშენების გზაზე რომ ვდგავართ და ქართული გენოფონდი რომ ილევა, იმას ვერ ხედავს. საერთოდ, ჩვენს ეკლესიას ხალხის მიმართ შუა საუკუნეების მიდგომა აქვს, სათავისოდ კი მეცნიერების ყველა მიღწევას იყენებს. დროა, შეიცვალოთ შეხედულებები, მამაოებო, თორემ მალე აღარავინ დაგიჯერებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ომბუდსმენი საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება

ომბუდსმენი საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება

ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება.

"ვწუხვარ, რომ ობიექტური მიზეზების გამო, მხოლოდ ახლა მოვახერხე საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გავცნობოდი, სადაც მრავალ საკითხთან ერთად, საუბარია ოჯახურ ტრადიციებზე, მათ შორის, წამოწეულია სუროგაციისა თუ ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვების თემა.

ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში საქართველოს პატრიარქის განსაკუთრებული გავლენის გამო, ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრება, რომ ხელოვნური განაყოფიერებითა და სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვები "პრობლემატურნი იქნებიან", ასევე მოწოდება, რომ "არ შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება" მნიშვნელოვანი რისკის შემცველია. მსგავსი ტიპის განცხადებებმა, შეიძლება ხელი შეუწყოს ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მიმართ საზოგადოებაში დისკრიმინაციული შეხედულებების ჩამოყალიბებას და მათ მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირებას, რამაც შესაძლოა მომავალში მათი სტიგმატიზაცია და საზოგადოებიდან გარიყვა გამოიწვიოს. გასათვალისწინებელია იმ ოჯახების მდგომარეობაც, რომლებიც ემზადებიან ან უკვე ჰყავთ ბავშვი სუროგაციისა თუ ხელოვნული განაყოფიერების შედეგად. სამწუხაროა, რომ ტექსტის ავტორმა ვერ გაითვალისწინა მათი ინტერესები და ის ტკივილი, რომელიც ამ განცხადებით მიადგებოდა უამრავ ადამიანს.

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვის უფლება მიუხედავად განსხვავებებისა. მათ შორის, ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვროს და განვითარდეს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით, მიუხედავად იმისა, თუ რა გზით მოევლინნენ ისინი ქვეყანას.

ვფიქრობ, ეკლესიის მიერ ისეთ საკითხებზე მსჯელობისას, რამაც კონკრეტული ადამიანების, მით უმეტეს, ბავშვის უფლებები შეიძლება შელახოს, მეტი სიფრთხილეა საჭირო.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს", - წერს ნანუაშვილი.

იხილეთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

ილია მეორე - შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?

"ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე..." - გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

"წინა ზოლშია, ყოველ დღე იბრძვის...ძალიან ვნერვიულობ" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს