კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწა-ბალახიანი კარვები უსახლკაროთათვის
მიწა-ბალახიანი კარვები უსახლკაროთათვის

გორ­ში, კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბა­ში უსახ­ლკა­რო­თათ­ვის და უპო­ვარ­თათ­ვის 7 იან­ვარს, კარ­ვე­ბი გამ­გე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბით 3 თვით გა­ი­შა­ლა და ამის­თვის ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან 10 ათა­სი ლარი გა­მო­ი­ყო. თან­ხა, ძი­რი­თა­დად, საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბას და ად­გილ­ზე მი­ტა­ნას მოხ­მარ­დე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ნივ­თე­ბი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­ი­ღეს.

გასხნის დღეს კა­რავ­ში 3 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სდა. თუმ­ცა გამ­გე­ო­ბის ჯან­დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის და­ვით ჩიხ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათ უწყე­ბა­ში სულ 20 უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნი ირი­ცხე­ბა. ახ­ლად მო­წყო­ბი­ლი კარ­ვე­ბი, 7 იან­ვარსვე მო­ი­ნა­ხუ­ლა სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ-გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ზუ­რაბ რუ­სიშ­ვილ­მაც. ერთი შე­ხედ­ვით მას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა არ გა­მო­უ­ხა­ტავს, რად­გან ჯერ კი­დევ გა­უმთბარ და ახ­ლად გალ­ღო­ბილ, ბა­ლა­ხი­ან კა­რავ­ში შე­ვი­და.

იმის გამო, რომ პროგ­რა­მა "ფორ­სმა­ჟო­რუ­ლია", ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით მა­ღა­ზია "ქორ­დას­თან" გა­ფორმ­და, რო­მე­ლიც ამა­ვე უბან­ში, კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს. "ქორ­დას" სუ­პერ­მარ­კეტ­ში მომ­ზა­დე­ბულ საკ­ვებს ყო­ველ დი­ლით კარ­ვებ­ში ტენ­დე­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნენ.

1 დღის კვე­ბი­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს:

სა­უზ­მე (ერთ ადა­მი­ან­ზე)

1. ჩაის პა­კე­ტი – 1 ცალი

2. კა­რა­ქი – 0.05 კგ

3. პური თეთ­რი – 0,25 კგ;

4. შა­ქა­რი – 0.01 კგ;

5. კვერ­ცხი – 2 ცალი;

სა­დი­ლი (ცხე­ლი წვნი­ა­ნი)

1. მა­კა­რო­ნი – 0.10 კგ

2. მა­რი­ლი -0.01 კგ

3. ხახ­ვი -0.05 კგ

4. ზეთი-0.03 ლიტ­რი

5. კარ­ტო­ფი­ლი-0.2 კგ

6. ტო­მატ პას­ტა -0.02კგ

7. სუ­ნე­ლე­ბი- 0.01კგ

8. პური თეთ­რი- 0.25 კგ

9. ხორ­ცი (სა­ქონ­ლის) -0.10 კგ

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

მიწა-ბალახიანი კარვები უსახლკაროთათვის

მიწა-ბალახიანი კარვები უსახლკაროთათვის

გორში, კომბინატის დასახლებაში უსახლკაროთათვის და უპოვართათვის 7 იანვარს, კარვები გამგეობის ხელშეწყობით 3 თვით გაიშალა და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოიყო. თანხა, ძირითადად, საკვების მომზადებას და ადგილზე მიტანას მოხმარდება. დანარჩენი ნივთები სხვადასხვა ორგანიზაციებმა გაიღეს.

გასხნის დღეს კარავში 3 ადამიანი მოთავსდა. თუმცა გამგეობის ჯანდაცვის განყოფილების უფროსის დავით ჩიხრაძის განცხადებით, მათ უწყებაში სულ 20 უსახლკარო ადამიანი ირიცხება. ახლად მოწყობილი კარვები, 7 იანვარსვე მოინახულა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმაც. ერთი შეხედვით მას აღფრთოვანება არ გამოუხატავს, რადგან ჯერ კიდევ გაუმთბარ და ახლად გალღობილ, ბალახიან კარავში შევიდა.

იმის გამო, რომ პროგრამა "ფორსმაჟორულია", ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა პირდაპირი მოლაპარაკების გზით მაღაზია "ქორდასთან" გაფორმდა, რომელიც ამავე უბანში, კომბინატის დასახლებაში მდებარეობს. "ქორდას" სუპერმარკეტში მომზადებულ საკვებს ყოველ დილით კარვებში ტენდერის გამარჯვებულის გამოვლინებამდე მიიტანენ.

1 დღის კვებითი მომსახურება ითვალისწინებს:

საუზმე (ერთ ადამიანზე)

1. ჩაის პაკეტი – 1 ცალი

2. კარაქი – 0.05 კგ

3. პური თეთრი – 0,25 კგ;

4. შაქარი – 0.01 კგ;

5. კვერცხი – 2 ცალი;

სადილი (ცხელი წვნიანი)

1. მაკარონი – 0.10 კგ

2. მარილი -0.01 კგ

3. ხახვი -0.05 კგ

4. ზეთი-0.03 ლიტრი

5. კარტოფილი-0.2 კგ

6. ტომატ პასტა -0.02კგ

7. სუნელები- 0.01კგ

8. პური თეთრი- 0.25 კგ

9. ხორცი (საქონლის) -0.10 კგ

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა