საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იზეიმებს თბილისი შობის დღესასწაულს
როგორ იზეიმებს თბილისი შობის დღესასწაულს

შო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრა­დი­ცი­უ­ლი ალი­ლო ხვალ, 14:00 სა­ათ­ზე, ვარ­დე­ბის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქოს მი­სი­ი­სა და ევან­გე­ლი­ზა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა ბარ­ბა­რე რუ­ხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მსვლე­ლო­ბას ტრა­დი­ცი­უ­ლად თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სახე ექ­ნე­ბა. ანა­ლო­გი­უ­რი, რო­გორც გა­სულ წელს იყო.

მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ჩუქ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­ჩერ­დე­ბი­ან; მსვლე­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის­კენ გაგ­რძელ­დე­ბა. ალი­ლოს მო­ნა­წი­ლე­ებს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბი და­ა­სა­ჩუქ­რე­ბენ. მსვლე­ლო­ბა პუშ­კი­ნი­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩებ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა. კონ­კას­თან მო­ნა­წი­ლე­თა ერთი ჯგუ­ფი სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­და­ვა. იქ მათ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი შეხ­ვდე­ბათ და ალი­ლოს­თვის ტკბი­ლე­ულს გა­დას­ცემთ, მო­ნა­წი­ლე­ებს და­ლო­ცავს.

შემ­დეგ მსვლე­ლო­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დით ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გაგ­რძელ­დე­ბა და ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ტა­ძარ­თან დას­რულ­დე­ბა. მსვლე­ლო­ბის ბო­ლოს სა­მე­ბის მღვდელმსა­ხურ­ნი პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დი­ან.

ალი­ლო­ში მო­ნა­წი­ლე­ებს გზა­დაგ­ზა მო­სახ­ლე­ო­ბა ტკბი­ლე­ულ­სა და სა­ჩუქ­რებს გა­დას­ცემს. ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა­ში მი­ტა­ნი­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი კი 8-9 იან­ვარს და­ხა­რის­ხდე­ბა და 10 იან­ვარს ბავ­შვთა სახ­ლებ­სა და უმ­წე­ო­თა თავ­შე­საფ­რებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბა. ამ მიზ­ნით მე­რია ავ­ტო­ბუსს გა­მო­ყოფს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში "ალი­ლოს" ტრა­დი­ცია V-VI სა­უ­კუ­ნი­დან იღებს სა­თა­ვეს და ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია კვლავ აღი­ნიშ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

როგორ იზეიმებს თბილისი შობის დღესასწაულს

როგორ იზეიმებს თბილისი შობის დღესასწაულს

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო ხვალ, 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თანამშრომელმა ბარბარე რუხაძემ განუცხადა, მსვლელობას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე ექნება. ანალოგიური, როგორც გასულ წელს იყო.

მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საჩუქრების მისაღებად პარლამენტის შენობასთან შეჩერდებიან; მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ გაგრძელდება. ალილოს მონაწილეებს თბილისის საკრებულოს წევრები დაასაჩუქრებენ. მსვლელობა პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე გაგრძელდება. კონკასთან მონაწილეთა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში გადავა. იქ მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდებათ და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემთ, მონაწილეებს დალოცავს.

შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება და ყოვლადწმინდა სამების ტაძართან დასრულდება. მსვლელობის ბოლოს სამების მღვდელმსახურნი პარაკლისს გადაიხდიან.

ალილოში მონაწილეებს გზადაგზა მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები კი 8-9 იანვარს დახარისხდება და 10 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება. ამ მიზნით მერია ავტობუსს გამოყოფს.

საქართველოში "ალილოს" ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს და ბოლო რამდენიმე წელია კვლავ აღინიშნება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია