მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალი წლის ყველაზე მოსალოდნელი ქორწილები
მომავალი წლის ყველაზე მოსალოდნელი ქორწილები

წლის ხმა­უ­რი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბე­ბის შემ­დეგ ყვი­თე­ლი პრე­სა უკვე მო­მა­ვა­ლი წლის ქორ­წი­ლებ­ზე ალა­პა­რაკ­და. გთა­ვა­ზობთ "2014 წლის ყვე­ლა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბის" რე­ი­ტინგს, რო­მელ­საც უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი სხვა­დას­ხვა გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით აქ­ვეყ­ნე­ბენ.

მილა კუ­ნი­სი და ეშ­ტონ კატ­ჩე­რი

ქორ­წი­ლი ცხრა მთას იქით არ გვე­ლო­დე­ბაო - ამ­ბო­ბენ წყვი­ლის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სექ­ტემ­ბერ­ში მილა კუ­ნი­სის თით­ზე ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი შე­ნიშ­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის კატ­ჩერ­მა 30 წლის სა­ცო­ლეს და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მათი ქორ­წი­ნე­ბის მთა­ვარ და­მაჩ­ქა­რე­ბელ ფაქ­ტო­რად მი­ლას ფეხ­მძი­მო­ბას მი­იჩ­ნე­ვენ. მარ­თა­ლია, ფეხ­მძი­მო­ბა არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია, მაგ­რამ მი­ლას ჩაც­მუ­ლო­ბა­ში მომ­რავ­ლე­ბულ­მა ფარ­თხუ­ნა სვი­ტე­რებ­მა ყვი­თელ პრე­სას სა­ჭო­რაო ნამ­დვი­ლად მის­ცა.

კიმ კარ­და­ში­ა­ნი და კენი ვეს­ტი

რე­პე­რი-ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ყვე­ლა­ზე "გან­ხილ­ვა­დი" წყვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­კა­ნო­ნე­ბას სწო­რედ მო­მა­ვა­ლი წლის­თვის გეგ­მავს. მარ­თა­ლია, გრან­დი­ო­ზუ­ლი და სა­ნა­ხა­ო­ბი­თი ნიშ­ნო­ბა უკვე შედ­გა, სა­მა­გი­ე­როდ, ქორ­წი­ლი ჯერ ისევ წინ გვე­ლის. ამ დრო­ის­თვის წყვი­ლი ცე­რე­მო­ნი­ის მო­სამ­ზა­დე­ბელ ფუს­ფუს­შია ჩარ­თუ­ლი. კი­მის დე­დის, კრის ჯე­ნე­რის გან­ცხა­დე­ბით, ქორ­წი­ლი ჩუმი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა.

ბრედ პიტი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი

ამ ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლის ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ვერა და ვერ ეღირ­სნენ ნა­ნატრ ცე­რე­მო­ნი­ას. ჭო­რებს მეტ ინ­ტრი­გას მა­ტებს კი­დევ ერთი ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი, რო­მე­ლიც პიტ­მა ჯო­ლის უკვე მე­სა­მედ აჩუ­ქა.

ან­ჯე­ლი­ნამ ცე­ცხლზე ნავ­თი და­ას­ხა და ერთ-ერთი სე­ირ­ნო­ბის დროს სა­მი­ვე ბე­ჭე­დი მარ­ჯვე­ნა ხე­ლის არა­თით­ზე ერ­თდრო­უ­ლად გა­ი­კე­თა. ახა­ლი ბე­ჭე­დი ძა­ლი­ან სა­დაა - თეთ­რი ოქ­როს ზოლი ბრი­ლი­ან­ტე­ბით მო­ოჭ­ვი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ წყვი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლით თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს 2014 წელს მა­ინც გა­ა­ხა­რებს.

ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი და ჯას­ტინ ტერუ

წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ ენის­ტო­ნის არ­ცერთ ინ­ტერ­ვი­უს არ ჩა­უვ­ლია შე­კი­თხვის გა­რე­შე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ ქორ­წილს შე­ე­ხე­ბო­და. ენის­ტონ­მა იშ­ვი­ა­თი გა­მომ­გო­ნებ­ლუ­რი ნიჭი გა­მო­ავ­ლი­ნა - ყო­ველ თვე­ში ახალ-ახალ მი­ზეზს იგო­ნებ­და, რომ რო­გორ­მე სა­კურ­თხე­ველს აც­დე­ნო­და.

მა­გა­ლი­თად, 2012 წელს ქორ­წი­ლი მხო­ლოდ იმი­ტომ ჩა­ი­შა­ლა, რომ აი­ხი­რა, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი სწო­რედ ჩემი ქორ­წი­ლის დღეს გეგ­მავს გა­თხო­ვე­ბა­სო. მისი პროგ­ნო­ზი არ და­დას­ტურ­და, სა­მა­გი­ე­როდ, უკვე გვი­ა­ნი იყო და ჯენი დღემ­დე გა­სა­თხო­ვა­რია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მომავალი წლის ყველაზე მოსალოდნელი ქორწილები

მომავალი წლის ყველაზე მოსალოდნელი ქორწილები

წლის ხმაურიანი ქორწინებების შემდეგ ყვითელი პრესა უკვე მომავალი წლის ქორწილებზე ალაპარაკდა. გთავაზობთ "2014 წლის ყველაზე მოსალოდნელი ქორწინებების" რეიტინგს, რომელსაც უცხოური გამოცემები სხვადასხვა გამოკითხვის შედეგების მიხედვით აქვეყნებენ.

მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი

ქორწილი ცხრა მთას იქით არ გველოდებაო - ამბობენ წყვილის თაყვანისმცემლები, რომლებმაც სექტემბერში მილა კუნისის თითზე ნიშნობის ბეჭედი შენიშნეს. სავარაუდოდ, ის კატჩერმა 30 წლის საცოლეს დაბადების დღეზე აჩუქა. ჟურნალისტები მათი ქორწინების მთავარ დამაჩქარებელ ფაქტორად მილას ფეხმძიმობას მიიჩნევენ. მართალია, ფეხმძიმობა არავის დაუდასტურებია, მაგრამ მილას ჩაცმულობაში მომრავლებულმა ფართხუნა სვიტერებმა ყვითელ პრესას საჭორაო ნამდვილად მისცა.

კიმ კარდაშიანი და კენი ვესტი

რეპერი-ტელეწამყვანის ყველაზე "განხილვადი" წყვილი ურთიერთობის დაკანონებას სწორედ მომავალი წლისთვის გეგმავს. მართალია, გრანდიოზული და სანახაობითი ნიშნობა უკვე შედგა, სამაგიეროდ, ქორწილი ჯერ ისევ წინ გველის. ამ დროისთვის წყვილი ცერემონიის მოსამზადებელ ფუსფუსშია ჩართული. კიმის დედის, კრის ჯენერის განცხადებით, ქორწილი ჩუმი და მოკრძალებული ნამდვილად არ იქნება.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

ამ ვარსკვლავური წყვილის ქორწილის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. თაყვანისმცემლები ვერა და ვერ ეღირსნენ ნანატრ ცერემონიას. ჭორებს მეტ ინტრიგას მატებს კიდევ ერთი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც პიტმა ჯოლის უკვე მესამედ აჩუქა.

ანჯელინამ ცეცხლზე ნავთი დაასხა და ერთ-ერთი სეირნობის დროს სამივე ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე ერთდროულად გაიკეთა. ახალი ბეჭედი ძალიან სადაა - თეთრი ოქროს ზოლი ბრილიანტებით მოოჭვილი. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ წყვილი გრანდიოზული ქორწილით თაყვანისმცემლებს 2014 წელს მაინც გაახარებს.

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ

წყვილის ნიშნობის შემდეგ ენისტონის არცერთ ინტერვიუს არ ჩაუვლია შეკითხვის გარეშე, რომელიც მომავალ ქორწილს შეეხებოდა. ენისტონმა იშვიათი გამომგონებლური ნიჭი გამოავლინა - ყოველ თვეში ახალ-ახალ მიზეზს იგონებდა, რომ როგორმე საკურთხეველს აცდენოდა.

მაგალითად, 2012 წელს ქორწილი მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ აიხირა, ანჯელინა ჯოლი სწორედ ჩემი ქორწილის დღეს გეგმავს გათხოვებასო. მისი პროგნოზი არ დადასტურდა, სამაგიეროდ, უკვე გვიანი იყო და ჯენი დღემდე გასათხოვარია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება