პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი, კახა კალაძე, სალომე ჭაჭუა - ფეთქებადი, ტემპერამენტიანი, ვნებიანი და მგრძნობიარე ცხენები
უცნობი, კახა კალაძე, სალომე ჭაჭუა - ფეთქებადი, ტემპერამენტიანი, ვნებიანი და მგრძნობიარე ცხენები

კახა კა­ლა­ძე, თა­მარ სა­ნი­კი­ძე, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (უც­ნო­ბი), თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ჭა­ჭუა, სოფო ნი­ჟა­რა­ძე - ეს ცხე­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. ცხე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა ქა­თი­ნა­უ­რე­ბის მი­მართ. უთხა­რით უმ­ნიშ­ვნე­ლო კომ­პლი­მენ­ტი და მისი გული მო­გე­ბუ­ლი გაქვთ. ხში­რად არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­თო­დე­ბით თა­მაშ­საც არ ერი­დე­ბა. ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი და ფეთ­ქე­ბა­დია, კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში წო­ნას­წო­რო­ბას ად­ვი­ლად კარ­გავს, მაგ­რამ მისი რის­ხვა ხან­მოკ­ლეა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცხე­ნი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო ბევრ დათ­მო­ბა­ზეა წამ­სვლე­ლი. მისი ვნე­ბა ძლი­ე­რია, რა­საც ჟი­ნი­ა­ნო­ბა და პრინ­ცი­პუ­ლი ხა­სი­ა­თი ემა­ტე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­თვის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე წა­გე­ბა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ცხე­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს.

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე ცხე­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თევ­ზე­ბია. უც­ნო­ბია, ოდეს­მე შე­უდ­გე­ნია თუ არა პი­რა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუკა და რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს რჩე­ვებს. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ას­ტრო­ლო­გე­ბი პო­ლი­ტი­კურ და დიპ­ლო­მა­ტი­ურ სარ­ბი­ელ­ზე წარ­მა­ტე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

ბიზ­ნეს­მე­ნი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე თხის რქაა. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან ისა­ხავს მი­ზანს და რო­გორც კლდის მწვერ­ვა­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ვაცი, ასე­თი­ვე მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბით მი­ი­წევს წინ. ის სი­ტყვა­ძუნ­წი, წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი და შე­სა­შუ­რად შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნია. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი აძ­ლი­ე­რებს.

ცხე­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ახა­ლი წლის დად­გო­მის­თა­ნა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ის ბა­ტონ-პატ­რო­ნად იგ­რძნო­ბენ თავს. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა ერ­თი­ო­რად მო­ე­მა­ტე­ბა. ას­ტრო­ლო­გე­ბი ყვე­ლა ცხენს ურ­ჩე­ვენ, რომ ამ წელს ყუ­რა­დღე­ბა არ მო­ა­დუ­ნოს. მათი და­უკ­ვირ­ვებ­ლო­ბის გამო შე­საძ­ლოა, 2014 წლის ბოლო დე­კა­და­ში კონ­ფლიქ­ტურ­მა სი­ტუ­ა­ცი­ებ­მა იმა­ტოს.

გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (უც­ნო­ბი), მომ­ღე­რა­ლი:

- მე 1966 წელს ვარ დაბა­დე­ბული. ეს ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნის წე­ლია. ას­ტრო­ლო­გი­ით დი­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ ვიცი, ცე­ცხლო­ვა­ნი ცხე­ნის წელი 60 წე­ლი­წად­ში ერთხელ მე­ორ­დე­ბა.

- თქვე­ნი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა წა­კი­თხუ­ლი გაქვთ?

- დიახ. თევ­ზე­ბი ვარ. ჩემი ნიშ­ნის სიმ­ბო­ლო სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მცუ­რა­ვი 2 თევ­ზია.

- ეს თქვენს ხა­სი­ათ­ზე აი­სა­ხე­ბა?

- კი, ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს.

- თქვე­ნი წელი და­ი­წყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ასეა. გუ­ლის სიღ­რმე­ში კარ­გი სი­ახ­ლე­ე­ბის მო­ლო­დი­ნი მაქვს.

- ცხე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა ქა­თი­ნა­უ­რე­ბის მი­მართ. უთხა­რით უმ­ნიშ­ვნე­ლო კომ­პლი­მენ­ტი და მისი გული მო­გე­ბუ­ლი გაქვთ".

- რომ გი­თხრა, - კომ­პლი­მენ­ტებ­ზე ვგიჟ­დე­ბი-მეთ­ქი, ტყუ­ი­ლი იქ­ნე­ბა. ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლე­ბი არ არი­ან და ეს იგ­რძნო­ბა. თუ ქა­თი­ნა­უ­რი გულ­წრფე­ლია, მი­ხა­რია და კარგ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი.

- ფი­ცხი ცხე­ნი კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში წო­ნას­წო­რო­ბას ად­ვი­ლად კარ­გავს, მაგ­რამ მისი რის­ხვა ხან­მოკ­ლეა".

- ხა­სი­ა­თის ეს შტრი­ხი ზუს­ტა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი. -ფეთ­ქე­ბა­დი" ვარ, მაგ­რამ გულ­ში წყე­ნის ჩა­დე­ბა არ მჩვე­ვია და არც სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და­ზე ვფიქ­რობ.

- ბევ­რი ცხე­ნი ხში­რად, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­თო­დე­ბით თა­მაშ­საც არ ერი­დე­ბა".

- გა­აჩ­ნია, აქ რა იგუ­ლის­ხმე­ბა. და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ჩემ­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი არ არის, მით უმე­ტეს, იმ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, რო­მე­ლიც ჩემს სინ­დისს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ამას არ ვი­კად­რებ, ადა­მი­ა­ნებ­ზე არ -გა­და­ვივ­ლი".

- ას­ტრო­ლო­გე­ბი წარ­მა­ტე­ბას პო­ლი­ტი­კურ და დიპ­ლო­მა­ტი­ურ სარ­ბი­ელ­ზე გი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. ეს გზა არ აირ­ჩი­ეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­რიზ­მა­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ხართ.

- იმას, რა­საც ვა­კე­თებ­დი, ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კას უწო­დებ­და. ეს ჩემი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი იყო, სხვა არა­ფე­რი. არას­დროს მი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ პო­ლი­ტი­კო­სი გავმხდა­რი­ყა­ვი და ამას მო­მა­ვალ­შიც გა­მოვ­რი­ცხავ. კა­ბი­ნე­ტის ადა­მი­ა­ნი არ ვარ. სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ვერ გავძლებ. თა­ვი­სუფ­ლე­ბა მიყ­ვარს და უნდა ვა­კე­თო ის, რაც მსურს და როცა მინ­და. მე არც პო­ლი­ტი­კა­ში წამ­სვლე­ლი ვარ, არც - ჰალ­სტუ­ხის გამ­კე­თე­ბე­ლი.

-ამ ადა­მი­ანს თავი სულ ახა­ლი იდე­ე­ბით აქვს სავ­სე. მო­უს­ვე­ნა­რი, კონ­ტაქ­ტუ­რი და ცვა­ლე­ბა­დია". სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ­ჟა­მად რაზე მუ­შა­ობთ?

- ბა­ტონ გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა­ზე ახალ შოუს გა­ვა­კე­თებ, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ნო­ვა­ტო­რუ­ლი იქ­ნე­ბა. ამას დიდი შრო­მა, ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა. იმე­დია, გა­ზა­ფხუ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი მზად იქ­ნე­ბა და შოუს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს. მინ­და, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და­იდ­გას.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი - ქრო­ნი­კუ­ლად მე­ოც­ნე­ბე ადა­მი­ანს" გი­წო­დე­ბენ. მათ ეთან­ხმე­ბით?

- ჰა­მა­კი, წა­მო­წო­ლა, ოც­ნე­ბა მიყ­ვარს. ეს სი­მარ­თლეა და ამას ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვი. მი­წა­ზე მყა­რად მდგო­მი ადა­მი­ა­ნი არ ვარ. ამა­ში ცუდი რა არის?

- ეს ხე­ლო­ვა­ნე­ბის თვი­სე­ბაა... ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პე­სი­მიზმსა და ოპ­ტი­მიზმს შო­რის გა­მუდ­მე­ბით მერ­ყე­ობთ.

- სა­უბ­რის და­სა­წყის­ში გი­თხა­რით, - ჩემ­ში 2 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს-მეთ­ქი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პე­სი­მიზმს ოპ­ტი­მიზ­მი ყო­ველ­თვის სძლევს, მაგ­რამ უნდა ვა­ღი­ა­რო, ჩემ­ში არც პე­სი­მიზ­მია მცი­რე დო­ზით.

- სი­ჯი­უ­ტე თქვე­ნი თვი­სე­ბაა?

- ჯი­უ­ტი ვარ. კა­მა­თი მიყ­ვარს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის თქმაც მიყ­ვარს და მოს­მე­ნაც. სი­ჯი­უ­ტეს კა­მა­თის დრო­საც ხში­რად ვი­ჩენ.

-შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცხე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო ბევრ დათ­მო­ბა­ზეა წამ­სვლე­ლი. მისი ვნე­ბა ძალ­ზე ძლი­ე­რია, რა­საც ჟი­ნი­ა­ნო­ბა და პრინ­ცი­პუ­ლი ხა­სი­ა­თი ემა­ტე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­თვის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე წა­გე­ბა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა".

- სიყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნი­ჭია და არა - უბ­რა­ლო გრძნო­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, უნი­ჭო კაც­მა ვინ­მეს შეყ­ვა­რე­ბა შეძ­ლოს. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე არას­დროს წა­მი­გია.

- ახალ წელს რო­გორ შეხ­ვდით?

- ჩემი და ლე­ვა­ნის ოჯა­ხი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი უკ­ლებ­ლივ ჩვენს მშობ­ლებ­თან ვიკ­რი­ბე­ბით. წლე­ბია, ახალ წელს ასე ვხვდე­ბით და ამ ტრა­დი­ცი­ის დარ­ღვე­ვას არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ. ეს არის დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად უნდა იზე­ი­მო.

მსა­ხი­ო­ბი თა­მუ­ნა ნიკო­ლაძე ცხე­ნის წელ­ში დაბა­დე­ბუ­ლი ტყუ­პია. ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს. რაც უნდა დაღ­ლი­ლი იყოს, სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ყო­ველ­თვის ახერ­ხებს: რთავს ნაძ­ვის ხეს, ალა­მა­ზებს სახ­ლს, ამ­ზა­დებს გო­ზი­ნაყს... წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ახა­ლი წელი აქვს, რად­გან თე­ბერ­ვალ­ში დის­შვილს ელო­დე­ბა.

- მამა და მე ცხე­ნის წელ­ში ვართ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი და ამ წელს იბა­დე­ბა ჩემი დის­შვი­ლიც. ოჯახ­ში 3 ცხე­ნი ვიქ­ნე­ბით.

- ქა­ლებს რომ ქა­თი­ნა­უ­რე­ბის თქმა უყ­ვართ, ცნო­ბი­ლია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით, ცხენ ქა­ლებს სი­ა­მოვ­ნებ­თო, მარ­თა­ლია?

- მარ­თლაც ასეა. კომ­პლი­მენ­ტის თქმი­სას სი­ყალ­ბეც შე­იძ­ლე­ბა ვიგ­რძნო, მაგ­რამ ამას არას­დროს შე­ვიმ­ჩნევ და მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი.

- ფი­ცხი ხარ?

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა წლე­ბის წინ უფრო ად­ვი­ლი იყო. მას მერე, რაც გა­ვი­ზარ­დე, თავ­შე­კა­ვე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­ტრო­ლი ვის­წავ­ლე, მარ­თა­ლია, იო­ლად ვბრაზ­დე­ბი, მაგ­რამ გაბ­რა­ზე­ბაც იო­ლად გა­და­მივ­ლის ხოლ­მე. 2-3 თბილ სი­ტყვას თუ მე­ტყვი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­პა­ტი­ებ.

-ბევ­რი ცხე­ნი ხში­რად არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­თო­დე­ბით თა­მაშ­საც არ ერი­დე­ბა".

- ასე რომ ვი­ცხოვ­რო, ძა­ლი­ან შევ­წუხ­დე­ბი. არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­თო­დე­ბით თა­მა­ში არ მჩვე­ვია. იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი ვარ, სხვა რომ მა­წყე­ნი­ნებს, იმ სხვა­ზეც ვდარ­დობ.

-მი­უ­ხე­და­ვად გა­მოკ­ვე­თი­ლი ეგო­იზ­მი­სა, ცხენს ხში­რად უყ­ვარს სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა".

- ეგო­ის­ტი ნამ­დვი­ლად არ ვარ. ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო ჩემი დის­თვის ან ოჯა­ხის­თვის მინ­და, სა­კუ­თარ თავ­ზე ნაკ­ლე­ბად ვზრუ­ნავ. ჩემს მე­გო­ბარს უკ­ვირს, - რო­გორ შე­გიძ­ლია, ასე მო­იქ­ცეო? როცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ცხვირს ყო­ფენ, ეს იმ­დე­ნად მა­ღი­ზი­ა­ნებს, რომ სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფის სურ­ვი­ლი არას­დროს გა­მიჩ­ნდე­ბა.

- -თა­ვად სხვის აზრს იშ­ვი­ა­თად ით­ვა­ლის­წი­ნებს".

- ად­რე­ულ ასაკ­ში ყვე­ლას ყურს ვუგ­დებ­დი და და­რი­გე­ბებ­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, მაგ­რამ ახლა შე­ვიც­ვა­ლე. ადა­მი­ანს ვუს­მენ, მის ნათ­ქვამს ვი­აზ­რებ, მაგ­რამ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში ისე ვიქ­ცე­ვი, რო­გორც თა­ვად მი­ვიჩ­ნევ სა­ჭი­როდ.

- კარ­გი ფი­ნან­სუ­რი ალღო გაქვს?

- 7 წე­ლია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ. ლარს არა­ვის ვთხოვ. გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ყო­ველ­თვის მაქვს გა­და­ნა­ხუ­ლი, და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბა მიყ­ვარს. არას­დროს არა­ვის ვალი არ მქო­ნია. მირ­ჩევ­ნია, სამ­სა­ხურ­ში ფე­ხით წა­ვი­დე და ფული სხვას არ ვთხო­ვო. წლე­ბის წინ, უფუ­ლო­ბის გამო, -თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რი­დან" წე­რეთ­ლის გამ­ზი­რამ­დე ფე­ხით მი­ვე­დი.

-შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცხე­ნი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო ბევრ დათ­მო­ბა­ზეა წამ­სვლე­ლი. მისი ვნე­ბა ძალ­ზე ძლი­ე­რია, რა­საც ჟი­ნი­ა­ნო­ბა და პრინ­ცი­პუ­ლი ხა­სი­ა­თი ემა­ტე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­თვის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე წა­გე­ბა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა".

- სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბი. ბევ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სა­ვა­ლი არც მქო­ნია, მაგ­რამ წა­გე­ბუ­ლიც ვყო­ფილ­ვარ და ძა­ლი­ან გულ­ნატ­კე­ნიც.

- დღეს შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი. ძა­ლიან გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი მაქვს ინ­ტუ­ი­ცია. თით­ქოს ვგრძნობ, რა მე­ლო­დე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ჩემი კა­რი­ე­რა, მაგ­რამ ვერ -ვხე­დავ", რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. საქ­მე, რო­მელ­საც დღეს ვა­კე­თებ, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს ეძღვნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ჩემ გვერ­დით არა­ვინ არის.

- ნათ­ქვა­მი რო­გორ გა­ვი­გო? მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბო­ლომ­დე გახ­სნი­ლი სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც არ ხარ.

- საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- იცის, რომ მას უძღვნი?

- არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა, გრძნობს.

- იქ­ნებ ვერც გრძნობს და პირ­და­პირ რომ უთხრა, რა მოხ­დე­ბა?

- ამის ნიჭი არ მაქვს.

- ახა­ლი წლის ღა­მეს რა ჩა­ი­ფიქ­რე?

- ყვე­ლა ჩემი ნაც­ნო­ბი ჯან­მრთე­ლად იყოს-მეთ­ქი. უფალს შევ­თხო­ვე, რომ ბედ­ნი­ე­რი ვიყო, რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბით, ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში.

-სი­მარ­თლე გი­თხრა, არ მახ­სოვს, რო­დის და­ვი­ბა­დე (იცი­ნის). რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, 1978 წელი იყო", - ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე დად­გა მსა­ხი­ო­ბი პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი, როცა გა­ი­გო, რა თე­მა­ზე უნდა გვე­სა­უბ­რა.

- ცხე­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ტყუ­პი ვარ. ას­ტრო­ლოგ­თან არას­დროს მივ­სულ­ვარ, არც პი­რა­დი რუკა შე­მიდ­გე­ნია, მაგ­რამ ჩემი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა წა­კი­თხუ­ლი მაქვს. ცხე­ნის წელი რომ და­ი­წყო, მი­ხა­რია. ყვე­ლა­ფერს კარ­გს მო­ვე­ლი და ვფიქ­რობ, კარ­გი წელი იქ­ნე­ბა.

-ცხე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა ქა­თი­ნა­უ­რე­ბის მი­მართ. უთხა­რით უმ­ნიშ­ვნე­ლო კომ­პლი­მენ­ტი და მისი გული მო­გე­ბუ­ლი გაქვთ".

- ქა­თი­ნა­უ­რის თქმი­სას, პირ­ფე­რო­ბაც მიგ­რძნია და სი­ყალ­ბეც. ეს ცო­ტა­თი გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი მაქვს.

- წყე­ნას იო­ლად ივი­წყებ?

-ფეთ­ქე­ბა­დი" ხა­სი­ა­თი მაქვს, მაგ­რამ თუ რამე სე­რი­ო­ზუ­ლი არ არის, წყე­ნა მა­ლე­ვე მა­ვი­წყდე­ბა.

-ბევ­რი ცხე­ნი ხში­რად არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­თო­დე­ბით თა­მაშ­საც არ ერი­დე­ბა".

- არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში ბო­რო­ტე­ბა არ იფიქ­რო, ზოგ­ჯერ ეს თა­ვის დაც­ვის მე­თო­დია. ცხენს თავ­დაც­ვის ძლი­ე­რი ინ­სტინ­ქტი აქვს.

-არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­თო­დე­ბის" შე­ნე­უ­ლი ახ­სნა რო­გო­რია?

- მე იმ ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გულ­და­გუ­ლოდ გეგ­მა­ვენ, მტერ­ზე ჯავ­რი რო­გორ იყა­რონ. რო­დის გა­თენ­დე­ბა, რომ ხვალ სა­მა­გი­ე­რო გა­და­ვუ­ხა­დოო, - ამ გან­ცდით არას­დროს და­მი­ძი­ნია. მაგ­რამ არც ისე­თი ვარ, სილა რომ გა­მარ­ტყა და მე­ო­რე ლოყა მო­გიშ­ვი­რო.

- ეგო­ის­ტი ხარ?

- არა.

-ცხენს უყ­ვარს სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ცხვი­რის ჩა­ყო­ფა".

- არა მგო­ნია, ასე იყოს. ვა­ღი­ა­რებ, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ვარ. სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა უდევს ადა­მი­ანს ჩან­თა­ში, მაგ­რამ სხვის პი­რად ამ­ბებ­ში არას­დროს ჩავ­რე­ულ­ვარ.

- და­რი­გე­ბე­ბის მოს­მე­ნა გიყ­ვარს თუ გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- მიყ­ვარს.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვად სხვის აზრს იშ­ვი­ა­თად ით­ვა­ლის­წი­ნებ.

- მარ­თა­ლია, გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რსა და რჩე­ვებს ყო­ველ­თვის ვის­მენ, მაგ­რამ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ნაკ­ლე­ბად ვით­ვა­ლის­წი­ნებ. როცა საქ­მე საქ­მე­ზე მიდ­გე­ბა, მრჩევ­ლე­ბი გან­ზე დგე­ბი­ან. მირ­ჩევ­ნია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც თა­ვად მი­ვი­ღო და პა­სუ­ხიც თა­ვად ვაგო. რჩე­ვე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით უფრო გა­მით­ვა­ლის­წი­ნე­ბია, ხან­დაზ­მუ­ლი მსა­ხი­ო­ბის­გან, ხე­ლო­ვა­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი.

-ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­სა და კარ­გი ფი­ნან­სუ­რი ალ­ღოს გამო ცხე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­უღ­ლეა".

- შე­ვი­ფე­რო?

- გულ­წრფე­ლად მი­პა­სუ­ხე...

- ნა­წი­ლობ­რივ ასეა. ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში რა ფი­ნან­სუ­რი ალღო უნდა გქონ­დეს?.. მი­მაჩ­ნია, რომ იღ­ბალ­მა ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა, მაგ­რამ ამას ჩემი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბაც უწყობ­და ხელს. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ ალ­ღოს: მქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა 2 შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ვი­ღე, ერთი დი­დად სა­ინ­ტე­რე­სო - არა, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო და მე­ო­რე პი­რი­ქით - სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არა­სა­სურ­ვე­ლი. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი ავირ­ჩიე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ის პა­ტა­რა პრო­ექ­ტი შემ­დგომ­ში დიდ პრო­ექ­ტად იქცა.

- სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა გქო­ნია? ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შენ­თვის -ამ ფრონტზე წა­გე­ბა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა".

- ბოლო ფრა­ზას ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა არა­ერ­თხელ მქო­ნია. ასე­თი და­ლა­გე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბაც არ მაქვს. წა­გე­ბას ძა­ლი­ან ცუ­დად ვხვდე­ბო­დი. ემო­ცი­უ­რი ვარ და დეპ­რე­სი­უ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც მქონ­და. უიღ­ბლო­ბა ყვე­ლას­თვის მტკივ­ნე­უ­ლია.

- დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, შენს მა­შინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას რო­გორ აფა­სებ?

- უბ­რა­ლოდ, დრო გა­დის, ადა­მი­ა­ნი არ იც­ვლე­ბა. მე ისევ ისე­თი ფა­ქი­ზი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ამ გრძნო­ბის მი­მართ. ეს ჩე­მია და ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, ასე იქ­ნე­ბა.

- ცხე­ნის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ტყუპ­ზე ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ: და­ნარ­ჩენ ნიშ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე მო­უს­ვე­ნა­რი, ამო­უც­ნო­ბი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი­აო.

- ეს ჩემი მე­უღ­ლის­თვის რომ გეთ­ქვა, და­გე­თან­ხმე­ბო­და, ნამ­დვი­ლად ასე­თი­აო. ხა­სი­ა­თი ელ­ვის სის­წრა­ფით მეც­ვლე­ბა, ხში­რად - უმი­ზე­ზო­დაც. ცოტა მი­ხა­რია, ცოტა მწყინს, მაგ­რამ წყე­ნა მალე გა­დამ­დის. ზო­გა­დად, დამთმო­ბი ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ოჯახ­ში.

- -მას საკ­მა­ოდ ვიწ­რო სა­მე­გობ­რო წრე ჰყავს და მა­საც ხში­რად იც­ვლის".

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, ას­ტრო­ლო­გე­ბი მწა­რედ ცდე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭულ­ში მე­გო­ბა­რი მყავს და ეს მე­ა­მა­ყე­ბა.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უცნობი, კახა კალაძე, სალომე ჭაჭუა - ფეთქებადი, ტემპერამენტიანი, ვნებიანი და მგრძნობიარე ცხენები

უცნობი, კახა კალაძე, სალომე ჭაჭუა - ფეთქებადი, ტემპერამენტიანი, ვნებიანი და მგრძნობიარე ცხენები

კახა კალაძე, თამარ სანიკიძე, მამუკა ხაზარაძე, გია გაჩეჩილაძე (უცნობი), თამუნა ნიკოლაძე, პაატა გულიაშვილი, სალომე ჭაჭუა, სოფო ნიჟარაძე - ეს ცხენის წელში დაბადებულ ცნობილ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია. ცხენი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გაქვთ. ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება. ტემპერამენტიანი და ფეთქებადია, კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას ადვილად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა. შეყვარებული ცხენი, საყვარელი ადამიანის გამო ბევრ დათმობაზეა წამსვლელი. მისი ვნება ძლიერია, რასაც ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი ემატება. აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ადამიანებს.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცხენის წელში დაბადებული თევზებია. უცნობია, ოდესმე შეუდგენია თუ არა პირადი ასტროლოგიური რუკა და რამდენად ითვალისწინებს რჩევებს. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები პოლიტიკურ და დიპლომატიურ სარბიელზე წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე თხის რქაა. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების უმეტესობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან ისახავს მიზანს და როგორც კლდის მწვერვალისკენ მიმავალი ვაცი, ასეთივე მიზანსწრაფულობით მიიწევს წინ. ის სიტყვა­ძუნწი, წესრიგის მოყვარული და შესაშურად შრომისუნარიანია. ამ ნიშნით დაბადებულს დაბრკოლებები აძლიერებს.

ცხენის წელში დაბადებული ადამიანები ახალი წლის დადგომისთანავე სიტუაციის ბატონ-პატრონად იგრძნობენ თავს. მათ უმრავლესობას წინდახედულობა, სერიოზულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა ერთიორად მოემატება. ასტროლოგები ყველა ცხენს ურჩევენ, რომ ამ წელს ყურადღება არ მოადუნოს. მათი დაუკვირვებლობის გამო შესაძლოა, 2014 წლის ბოლო დეკადაში კონფლიქტურმა სიტუაციებმა იმატოს.

გია გაჩეჩილაძე (უცნობი), მომღერალი:

- მე 1966 წელს ვარ დაბა­დე­ბული. ეს ცეცხლოვანი ცხენის წელია. ასტროლოგიით დიდად დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ვიცი, ცეცხლოვანი ცხენის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება.

- თქვენი ნიშნის დახასიათება წაკითხული გაქვთ?

- დიახ. თევზები ვარ. ჩემი ნიშნის სიმბოლო საპირისპირო მიმართულებით მცურავი 2 თევზია.

- ეს თქვენს ხასიათზე აისახება?

- კი, ცვალებადი ხასიათი მაქვს.

- თქვენი წელი დაიწყო. განსაკუთრებული მოლოდინი გაქვთ?

- შეიძლება ითქვას, რომ ასეა. გულის სიღრმეში კარგი სიახლეების მოლოდინი მაქვს.

- ცხენი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გაქვთ".

- რომ გითხრა, - კომპლიმენტებზე ვგიჟდები-მეთქი, ტყუილი იქნება. ამ დროს ადამიანები ყოველთვის გულწრფელები არ არიან და ეს იგრძნობა. თუ ქათინაური გულწრფელია, მიხარია და კარგ ხასიათზე ვდგები.

- ფიცხი ცხენი კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას ადვილად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა".

- ხასიათის ეს შტრიხი ზუსტადაა გადმოცემული. -ფეთქებადი" ვარ, მაგრამ გულში წყენის ჩადება არ მჩვევია და არც სამაგიეროს გადახდაზე ვფიქრობ.

- ბევრი ცხენი ხშირად, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება".

- გააჩნია, აქ რა იგულისხმება. დასახული მიზნის მისაღწევად ჩემთვის ყველანაირი მეთოდის გამოყენება მისაღები არ არის, მით უმეტეს, იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ჩემს სინდისს ეწინააღმდეგება. ამას არ ვიკადრებ, ადამიანებზე არ -გადავივლი".

- ასტროლოგები წარმატებას პოლიტიკურ და დიპლომატიურ სარბიელზე გიწინასწარმეტყველებენ. ეს გზა არ აირჩიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ქარიზმატული პიროვნება ხართ.

- იმას, რასაც ვაკეთებდი, ზოგიერთი პოლიტიკას უწოდებდა. ეს ჩემი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული იყო, სხვა არაფერი. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ პოლიტიკოსი გავმხდარიყავი და ამას მომავალშიც გამოვრიცხავ. კაბინეტის ადამიანი არ ვარ. საჯარო სამსახურში ვერ გავძლებ. თავისუფლება მიყვარს და უნდა ვაკეთო ის, რაც მსურს და როცა მინდა. მე არც პოლიტიკაში წამსვლელი ვარ, არც - ჰალსტუხის გამკეთებელი.

-ამ ადამიანს თავი სულ ახალი იდეებით აქვს სავსე. მოუსვენარი, კონტაქტური და ცვალებადია". საინტერესოა, ამჟამად რაზე მუშაობთ?

- ბატონ გია ყანჩელის მუსიკაზე ახალ შოუს გავაკეთებ, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის ძალზე საინტერესო და ნოვატორული იქნება. ამას დიდი შრომა, ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება. იმედია, გაზაფხულისთვის ყველაფერი მზად იქნება და შოუს ქართველი მაყურებელი იხილავს. მინდა, რუსთაველის თეატრში დაიდგას.

- ასტროლოგები - ქრონიკულად მეოცნებე ადამიანს" გიწოდებენ. მათ ეთანხმებით?

- ჰამაკი, წამოწოლა, ოცნება მიყვარს. ეს სიმართლეა და ამას ვერსად გავექცევი. მიწაზე მყარად მდგომი ადამიანი არ ვარ. ამაში ცუდი რა არის?

- ეს ხელოვანების თვისებაა... ასტროლოგები ამბობენ, რომ პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის გამუდმებით მერყეობთ.

- საუბრის დასაწყისში გითხარით, - ჩემში 2 ადამიანი ცხოვრობს-მეთქი. საბედნიეროდ, პესიმიზმს ოპტიმიზმი ყოველთვის სძლევს, მაგრამ უნდა ვაღიარო, ჩემში არც პესიმიზმია მცირე დოზით.

- სიჯიუტე თქვენი თვისებაა?

- ჯიუტი ვარ. კამათი მიყვარს. განსხვავებული აზრის თქმაც მიყვარს და მოსმენაც. სიჯიუტეს კამათის დროსაც ხშირად ვიჩენ.

-შეყვარებული ცხენი საყვარელი ადამიანის გამო ბევრ დათმობაზეა წამსვლელი. მისი ვნება ძალზე ძლიერია, რასაც ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი ემატება. აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა".

- სიყვარული ადამიანების ნიჭია და არა - უბრალო გრძნობა. არ შეიძლება, უნიჭო კაცმა ვინმეს შეყვარება შეძლოს. სასიყვარულო ფრონტზე არასდროს წამიგია.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ჩემი და ლევანის ოჯახი, ჩვენი შვილები და შვილიშვილები უკლებლივ ჩვენს მშობლებთან ვიკრიბებით. წლებია, ახალ წელს ასე ვხვდებით და ამ ტრადიციის დარღვევას არც მომავალში ვაპირებთ. ეს არის დღესასწაული, რომელიც ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად უნდა იზეიმო.

მსახიობი თამუნა ნიკო­ლაძე ცხენის წელში დაბა­დებული ტყუპია. ახალი წლის დღესასწაული გამორჩეულად უყვარს. რაც უნდა დაღლილი იყოს, საახალწლო სამზადისისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებს: რთავს ნაძვის ხეს, ალამაზებს სახლს, ამზადებს გოზინაყს... წელს განსაკუთრებული ახალი წელი აქვს, რადგან თებერვალში დისშვილს ელოდება.

- მამა და მე ცხენის წელში ვართ დაბადებულები და ამ წელს იბადება ჩემი დისშვილიც. ოჯახში 3 ცხენი ვიქნებით.

- ქალებს რომ ქათინაურების თქმა უყვართ, ცნობილია. ეს განსაკუთრებით, ცხენ ქალებს სიამოვნებთო, მართალია?

- მართლაც ასეა. კომპლიმენტის თქმისას სიყალბეც შეიძლება ვიგრძნო, მაგრამ ამას არასდროს შევიმჩნევ და მადლობას გადავუხდი.

- ფიცხი ხარ?

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა წლების წინ უფრო ადვილი იყო. მას მერე, რაც გავიზარდე, თავშეკავება და საკუთარი თავის კონტროლი ვისწავლე, მართალია, იოლად ვბრაზდები, მაგრამ გაბრაზებაც იოლად გადამივლის ხოლმე. 2-3 თბილ სიტყვას თუ მეტყვი, აუცილებლად გაპატიებ.

-ბევრი ცხენი ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება".

- ასე რომ ვიცხოვრო, ძალიან შევწუხდები. არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაში არ მჩვევია. იმდენად ემოციური ვარ, სხვა რომ მაწყენინებს, იმ სხვაზეც ვდარდობ.

-მიუხედავად გამოკვეთილი ეგოიზმისა, ცხენს ხშირად უყვარს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა".

- ეგოისტი ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი საუკეთესო ჩემი დისთვის ან ოჯახისთვის მინდა, საკუთარ თავზე ნაკლებად ვზრუნავ. ჩემს მეგობარს უკვირს, - როგორ შეგიძლია, ასე მოიქცეო? როცა ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ყოფენ, ეს იმდენად მაღიზიანებს, რომ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის სურვილი არასდროს გამიჩნდება.

- -თავად სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებს".

- ადრეულ ასაკში ყველას ყურს ვუგდებდი და დარიგებებსაც ვითვალისწინებდი, მაგრამ ახლა შევიცვალე. ადამიანს ვუსმენ, მის ნათქვამს ვიაზრებ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ისე ვიქცევი, როგორც თავად მივიჩნევ საჭიროდ.

- კარგი ფინანსური ალღო გაქვს?

- 7 წელია, მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ. ლარს არავის ვთხოვ. გარკვეული თანხა ყოველთვის მაქვს გადანახული, დანაზოგის გაკეთება მიყვარს. არასდროს არავის ვალი არ მქონია. მირჩევნია, სამსახურში ფეხით წავიდე და ფული სხვას არ ვთხოვო. წლების წინ, უფულობის გამო, -თავისუფალი თეატრიდან" წე­რეთლის გამზირამდე ფეხით მივედი.

-შეყვარებული ცხენი, საყვარელი ადამიანის გამო ბევრ დათმობაზეა წამსვლელი. მისი ვნება ძალზე ძლიერია, რასაც ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი ემატება. აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა".

- სასიყვარულო ფრონტზე იშვიათად ვხვდები. ბევრი სასიყვარულო თავგადასავალი არც მქონია, მაგრამ წაგებულიც ვყოფილვარ და ძალიან გულნატკენიც.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მნიშვნელოვანი არაფერი. ძა­ლიან გამძაფრებული მაქვს ინტუიცია. თითქოს ვგრძნობ, რა მელოდება საქმიანობაში, როგორ განვითარდება ჩემი კარიერა, მაგრამ ვერ -ვხედავ", რა იქნება მომავალში ჩემს პირად ცხოვრებაში. საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებ, კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემ გვერდით არავინ არის.

- ნათქვამი როგორ გავიგო? მრჩე­ბა შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე გახ­სნილი საკუთარ თავთანაც არ ხარ.

- საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი ვარ.

- იცის, რომ მას უძღვნი?

- არ ვიცი. შეიძლება, გრძნობს.

- იქნებ ვერც გრძნობს და პირდაპირ რომ უთხრა, რა მოხდება?

- ამის ნიჭი არ მაქვს.

- ახალი წლის ღამეს რა ჩაიფიქრე?

- ყველა ჩემი ნაცნობი ჯანმრთელად იყოს-მეთქი. უფალს შევთხოვე, რომ ბედნიერი ვიყო, როგორც შემოქმედებით, ასევე პირად ცხოვრებაში.

-სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, როდის დავიბადე (იცინის). როგორც მეუბნებიან, 1978 წელი იყო", - ხუმრობის ხასიათზე დადგა მსახიობი პაატა გულიაშვილი, როცა გაიგო, რა თემაზე უნდა გვესაუბრა.

- ცხენის წელში დაბადებული ტყუპი ვარ. ასტროლოგთან არასდროს მივსულვარ, არც პირადი რუკა შემიდგენია, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს. ცხენის წელი რომ დაიწყო, მიხარია. ყველაფერს კარგს მოველი და ვფიქრობ, კარგი წელი იქნება.

-ცხენი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გაქვთ".

- ქათინაურის თქმისას, პირფერობაც მიგრძნია და სიყალბეც. ეს ცოტათი გამაღიზიანებელია, მაგრამ მოთმინების უნარი მაქვს.

- წყენას იოლად ივიწყებ?

-ფეთქებადი" ხასიათი მაქვს, მაგრამ თუ რამე სერიოზული არ არის, წყენა მალევე მავიწყდება.

-ბევრი ცხენი ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება".

- არაკეთილსინდისიერებაში ბოროტება არ იფიქრო, ზოგჯერ ეს თავის დაცვის მეთოდია. ცხენს თავდაცვის ძლიერი ინსტინქტი აქვს.

-არაკეთილსინდისიერი მეთოდების" შენეული ახსნა როგორია?

- მე იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც საგულდაგულოდ გეგმავენ, მტერზე ჯავრი როგორ იყარონ. როდის გათენდება, რომ ხვალ სამაგიერო გადავუხადოო, - ამ განცდით არასდროს დამიძინია. მაგრამ არც ისეთი ვარ, სილა რომ გამარტყა და მეორე ლოყა მოგიშვირო.

- ეგოისტი ხარ?

- არა.

-ცხენს უყვარს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა".

- არა მგონია, ასე იყოს. ვაღიარებ, ცნობისმოყვარე ვარ. სულ მაინტერესებს, რა უდევს ადამიანს ჩანთაში, მაგრამ სხვის პირად ამბებში არასდროს ჩავრეულვარ.

- დარიგებების მოსმენა გიყვარს თუ გაღიზიანებს?

- მიყვარს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ თავად სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებ.

- მართალია, განსხვავებულ აზრსა და რჩევებს ყოველთვის ვისმენ, მაგრამ გათვალისწინებით ნაკლებად ვითვალისწინებ. როცა საქმე საქმეზე მიდგება, მრჩევლები განზე დგებიან. მირჩევნია, გადაწყვეტილებაც თავად მივიღო და პასუხიც თავად ვაგო. რჩევები პროფესიული კუთხით უფრო გამითვალისწინებია, ხანდაზმული მსახიობისგან, ხელოვანისგან მიღებული.

-ლიდერული თვისებებისა და კარგი ფინანსური ალღოს გამო ცხენი შესანიშნავი მეუღლეა".

- შევიფერო?

- გულწრფელად მიპასუხე...

- ნაწილობრივ ასეა. ქართულ შოუბიზნესში რა ფინანსური ალღო უნდა გქონდეს?.. მიმაჩნია, რომ იღბალმა ჩემს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, მაგრამ ამას ჩემი შრომისმოყვარეობაც უწყობდა ხელს. რაც შეეხება ფინანსურ ალღოს: მქონია შემთხვევა, როცა 2 შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, ერთი დიდად საინტერესო - არა, მაგრამ ფინანსურად მიმზიდველი იყო და მეორე პირიქით - საინტერესო, მაგრამ მატერიალურად არასასურველი. მეორე ვარიანტი ავირჩიე. საბედნიეროდ, ის პატარა პროექტი შემდგომში დიდ პროექტად იქცა.

- სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცრუება გქონია? ასტროლოგები ამბობენ, რომ შენთვის -ამ ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა".

- ბოლო ფრაზას ვერ დავეთანხმები. სიყვარულში იმედგაცრუება არაერთხელ მქონია. ასეთი დალაგებული ცხოვრებაც არ მაქვს. წაგებას ძალიან ცუდად ვხვდებოდი. ემოციური ვარ და დეპრესიული პერიოდებიც მქონდა. უიღბლობა ყველასთვის მტკივნეულია.

- დღევანდელი გადასახედიდან, შენს მაშინდელ მდგომარეობას როგორ აფასებ?

- უბრალოდ, დრო გადის, ადამიანი არ იცვლება. მე ისევ ისეთი ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს ამ გრძნობის მიმართ. ეს ჩემია და ვიდრე ცოცხალი ვარ, ასე იქნება.

- ცხენის წელში დაბადებულ ტყუპზე ასტროლოგები ამბობენ: დანარჩენ ნიშნებს შორის ყველაზე მოუსვენარი, ამოუცნობი და არაპროგნოზირებადიაო.

- ეს ჩემი მეუღლისთვის რომ გეთქვა, დაგეთანხმებოდა, ნამდვილად ასეთიაო. ხასიათი ელვის სისწრაფით მეცვლება, ხშირად - უმიზეზოდაც. ცოტა მიხარია, ცოტა მწყინს, მაგრამ წყენა მალე გადამდის. ზოგადად, დამთმობი ვარ, განსაკუთრებით - ოჯახში.

- -მას საკმაოდ ვიწრო სამეგობრო წრე ჰყავს და მასაც ხშირად იცვლის".

- ამ შემთხვევაში, ასტროლოგები მწარედ ცდებიან. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში მეგობარი მყავს და ეს მეამაყება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს