პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრძოლა მკერდებით, რეიტინგებით და...
 ბრძოლა მკერდებით, რეიტინგებით და...

"რე­ი­ტინ­გის" წინა, 23 დე­კემ­ბრის ნო­მერ­ში გავ­ხსე­ნით ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი ბლო­კი. შე­პი­რე­ბი­სა­მებრ, ამ ნო­მერ­შიც გთა­ვა­ზობთ მა­სა­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ, კი­დევ ვინ გა­მო­ირ­ჩე­ო­და გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სკან­და­ლე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო თუ და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი ამ­ბე­ბით.

წლის ქორ­წი­ნე­ბა

აქ ძა­ლი­ან ბევ­რი ნო­მი­ნან­ტი გვყავს. ამ კუ­თხით 2013 წელი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უხვი გახ­ლდათ. გაგ­ვი­თხოვ­და რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ლა­მაზ­მა­ნი ქეთა თო­ფუ­რია, რო­მელ­მაც ბედი ლევ გე­იხ­მანს, ყა­ზახ მი­ლი­ო­ნერს და­უ­კავ­ში­რა. ქე­თას ორი სა­ქორ­წი­ლო კაბა ინ­ტერ­ნეტ­ში საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლეს მო­დის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა, მთლი­ა­ნად ცე­რე­მო­ნია და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ქარ­თველ მომ­ღე­რალს სი­ძემ დიდი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა და სი­ურპრი­ზად საყ­ვა­რე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, და­ი­ა­ნა კინ­გი ჩა­უყ­ვა­ნა ქორ­წილ­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ დიდ თავ­ყრი­ლო­ბას რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბი, მათ შო­რის, პრი­მა, ალა პუ­გა­ჩო­ვაც ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ქე­თას საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ნივ­თი, ლარ­ნა­კი უსახ­სოვ­რა.

მიმ­დი­ნა­რე წელი ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა ელი­სო ჩა­ფი­ძის­თვი­საც, რომ­ლის გა­თხო­ვე­ბას თვით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მოჰ­კი­და ხელი და მის ხა­ჭა­პუ­რებს გვი­ქებ­და. ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, ელი­სომ მარ­თლაც იპო­ვა თა­ვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა ქუ­თა­ი­სელ და­ვით მი­ქა­ბე­რი­ძეს­თან და ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბიც მა­ლე­ვე გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

ლალი მო­როშ­კი­ნა წელს მე­სა­მედ გა­თხოვ­და და ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძე­ზე და­ქორ­წინ­და. რო­გორც ლალი ამ­ბობს, ის საკ­მა­ოდ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს­მის, რომ ცო­ლად ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მო­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა თა­ვი­დან გა­უ­ჭირ­და იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ სად­მე გა­მო­ჩე­ნი­სას ყვე­ლა თვალს აყო­ლებ­და. ლალი გა­თხო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ხანს პრე­სას გა­ურ­ბო­და, პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ კი თა­ვი­სი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჩვენს ჟურ­ნალს მის­ცა.

მუ­სი­კოს­მა ტა­რი­ელ სუ­არ­მა ხელი რჩე­ულს, ეპა­ტა­ჟურ ტე­ლე­წამ­ყვან ია ფა­რუ­ლა­ვას, პირ­და­პირ "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნი­დან სთხო­ვა. სა­ნამ გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­დო­და, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ამ სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვეთ და იას გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვიც თბი­ლისს სწრა­ფად მო­ე­დო.

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახა­ლი კატო, ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი ცო­ლად და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ძმის­შვილს, ბა­ჩოს გაჰ­ყვა. სხვა­თა შო­რის, "რე­ი­ტინ­გი" გახ­ლდათ პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­მაც წყვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი მკი­თხველს შე­ა­ტყო­ბი­ნა. მარ­თა­ლია, ლე­ლამ ჩვენ­თან უარ­ყო, რას ამ­ბობთ, ჭო­რებს ნუ აჰ­ყვე­ბი­თო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ეს ამ­ბა­ვი და­დას­ტურ­და. სხვა­თა შო­რის, ასე ბევ­რი ჩვენ მიერ და­წე­რი­ლი ნი­უ­სი აღ­მო­ჩე­ნი­ლა სი­მარ­თლე.

კი­დევ ერთი წყვი­ლი, რო­მე­ლიც წელს შე­იქ­მნა, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი­სა და ხა­ტია ეკი­ზაშ­ვი­ლის წყვი­ლი გახ­ლავთ. ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, კერ­ძოდ, იმა­ზე, რა პე­რი­ოდ­ში და რო­გორ და­ი­წყო, შალ­ვაც და ხა­ტი­აც სა­უ­ბარს ერი­დე­ბი­ან. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ შალ­ვა თა­ვის პირ­ველ მე­უღ­ლეს, თეა აბაშ­მა­ძეს, გა­შო­რე­ბუ­ლი არ იყო. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შალ­ვამ და ხა­ტი­ამ ხელი მო­ა­წე­რეს და ჯვა­რი და­ი­წე­რეს.

წლის კუ­ტუ­ნიო

ტოტო კუ­ტუ­ნიო, ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თი არ არის, ვინც ამ­გვარ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვებ­და, მაგ­რამ სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძის­თვის და­ბა­ლი ქუ­ლის და­წე­რის გამო ყო­ველ მე­ო­რე ქარ­თველს პირ­ზე სწო­რედ კუ­ტუ­ნი­ოს გვა­რი ეკე­რა, ოღონდ ცოტა შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი. "ახალ ტალ­ღა­ზე" ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტის გა­მოს­ვლი­სას, როცა სა­ლო­მე დუეტ "ჯორ­ჯი­ას­თან" ერ­თად სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებ­და, ტო­ტოს ჩა­ე­ძი­ნა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ეღ­ვი­ძა და გა­ურ­კვე­ვე­ლი ქუ­ლაც და­წე­რა, რი­თაც არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რის­ხვა და­იმ­სა­ხუ­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ქარ­თველ კონ­კურ­სანტს ბო­დი­შიც მო­უ­ხა­და, თუმ­ცა რაღა დრო­სი იყო? სა­ლო­მე მხო­ლოდ მე­ო­რე ად­გილს დას­ჯერ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ბრძოლა მკერდებით, რეიტინგებით და...

 ბრძოლა მკერდებით, რეიტინგებით და...

''რეიტინგის'' წინა, 23 დეკემბრის ნომერში გავხსენით ჩვენი ჟურნალის ნომინაციების პირველი ბლოკი. შეპირებისამებრ, ამ ნომერშიც გთავაზობთ მასალის გაგრძელებას. თვალი გადავავლოთ, კიდევ ვინ გამოირჩეოდა გასული წლის განმავლობაში სკანდალებით, საინტერესო თუ დამაინტრიგებელი ამბებით.

წლის ქორწინება

აქ ძალიან ბევრი ნომინანტი გვყავს. ამ კუთხით 2013 წელი ერთ-ერთი ყველაზე უხვი გახლდათ. გაგვითხოვდა რუსეთში მოღვაწე ქართველი ლამაზმანი ქეთა თოფურია, რომელმაც ბედი ლევ გეიხმანს, ყაზახ მილიონერს დაუკავშირა. ქეთას ორი საქორწილო კაბა ინტერნეტში საკმაოდ დეტალურად განიხილეს მოდის მოყვარულებმა, მთლიანად ცერემონია დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ქართველ მომღერალს სიძემ დიდი საჩუქარი გაუკეთა და სიურპრიზად საყვარელი შემსრულებელი, დაიანა კინგი ჩაუყვანა ქორწილში. რასაკვირველია, ამ დიდ თავყრილობას რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები, მათ შორის, პრიმა, ალა პუგაჩოვაც ესწრებოდა, რომელმაც, მეუღლესთან ერთად, ქეთას საკმაოდ მოკრძალებული ნივთი, ლარნაკი უსახსოვრა.

მიმდინარე წელი ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ელისო ჩაფიძისთვისაც, რომლის გათხოვებას თვით ბიძინა ივანიშვილმა მოჰკიდა ხელი და მის ხაჭაპურებს გვიქებდა. ხუმრობა იქით იყოს და, ელისომ მართლაც იპოვა თავისი ბედნიერება ქუთაისელ დავით მიქაბერიძესთან და ქორწილის ფოტოებიც მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

ლალი მოროშკინა წელს მესამედ გათხოვდა და ირაკლი ჯაფარიძეზე დაქორწინდა. როგორც ლალი ამბობს, ის საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანია, რასაკვირველია, ესმის, რომ ცოლად ცნობილი ადამიანი მოიყვანა, თუმცა თავიდან გაუჭირდა იმასთან შეგუება, რომ სადმე გამოჩენისას ყველა თვალს აყოლებდა. ლალი გათხოვებიდან რამდენიმე ხანს პრესას გაურბოდა, პირველი ინტერვიუ კი თავისი ქორწინების შესახებ ჩვენს ჟურნალს მისცა.

მუსიკოსმა ტარიელ სუარმა ხელი რჩეულს, ეპატაჟურ ტელეწამყვან ია ფარულავას, პირდაპირ ''ნიჭიერის'' სცენიდან სთხოვა. სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, ჟურნალისტებმა ამ საინტერესო ეპიზოდის შესახებ შევიტყვეთ და იას გათხოვების ამბავიც თბილისს სწრაფად მოედო.

''ჩემი ცოლის დაქალების'' ახალი კატო, ლელა მებურიშვილი ცოლად დავით საგანელიძის ძმისშვილს, ბაჩოს გაჰყვა. სხვათა შორის, ''რეიტინგი'' გახლდათ პირველი ჟურნალი, რომელმაც წყვილის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და მათი სიყვარულის ამბავი მკითხველს შეატყობინა. მართალია, ლელამ ჩვენთან უარყო, რას ამბობთ, ჭორებს ნუ აჰყვებითო, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს ამბავი დადასტურდა. სხვათა შორის, ასე ბევრი ჩვენ მიერ დაწერილი ნიუსი აღმოჩენილა სიმართლე.

კიდევ ერთი წყვილი, რომელიც წელს შეიქმნა, შალვა რამიშვილისა და ხატია ეკიზაშვილის წყვილი გახლავთ. ამ ურთიერთობის შესახებ, კერძოდ, იმაზე, რა პერიოდში და როგორ დაიწყო, შალვაც და ხატიაც საუბარს ერიდებიან. ალბათ, იმიტომ, რომ შალვა თავის პირველ მეუღლეს, თეა აბაშმაძეს, გაშორებული არ იყო. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შალვამ და ხატიამ ხელი მოაწერეს და ჯვარი დაიწერეს.

წლის კუტუნიო

ტოტო კუტუნიო, ალბათ, ერთადერთი არ არის, ვინც ამგვარ ნომინაციაში გაიმარჯვებდა, მაგრამ სალომე ქათამაძისთვის დაბალი ქულის დაწერის გამო ყოველ მეორე ქართველს პირზე სწორედ კუტუნიოს გვარი ეკერა, ოღონდ ცოტა შემოკლებული ვარიანტი. ''ახალ ტალღაზე'' ქართველი კონკურსანტის გამოსვლისას, როცა სალომე დუეტ ''ჯორჯიასთან'' ერთად სიმღერას ასრულებდა, ტოტოს ჩაეძინა, მოგვიანებით გაეღვიძა და გაურკვეველი ქულაც დაწერა, რითაც არა მხოლოდ ქართველი საზოგადოების რისხვა დაიმსახურა. მოგვიანებით მან ქართველ კონკურსანტს ბოდიშიც მოუხადა, თუმცა რაღა დროსი იყო? სალომე მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება