პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარსზე საცხოვრებლად 1058 ადამიანს აგზავნიან
მარსზე საცხოვრებლად 1058 ადამიანს აგზავნიან

კომ­პა­ნია Mars One-ს, რომ­ლის მი­ზა­ნია მარსზე მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­სახ­ლე­ბა, უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ კომ­პა­ნი­ამ სა­კუ­თარ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე აპ­ლი­კა­ცია გა­ნა­თავ­სა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს გარ­კვე­უ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ და­რე­გის­ტრი­რე­ბა შე­ეძ­ლო. რო­გორც ჩანს, დე­და­მი­წა­ზე ცხოვ­რე­ბა 200 000-ზე მეტ ადა­მი­ანს მო­ბეზ­რდა და მზად არი­ან, მარ­სი და­ი­პყრონ. თუმ­ცა, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ 200 000 კან­დი­და­ტი­დან მხო­ლოდ 1058-მა ადა­მი­ან­მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მო­ნა­ცე­მე­ბი და მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვი­და.

მე­ო­რე ტურ­ში კან­დი­და­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს 107 ქვეყ­ნი­დან გა­ვიდ­ნენ. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამე­რი­კე­ლია - აპ­ლი­კან­ტე­ბის 43 პრო­ცენ­ტი ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტი­და­ნაა, თით­ქმის თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბი­ან კან­დი­და­ტე­ბი ევ­რო­პი­დან და აზი­ი­დან. მარსზე გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შო­რის 5 პრო­ცენ­ტი აფ­რი­კე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ასაკს, უმ­რავ­ლე­სო­ბა 26-55 წლამ­დეა, აპ­ლი­კან­ტე­ბის 34 პრო­ცენ­ტი 25 წელ­ზე ახალ­გაზ­რდაა, მათ შო­რის არი­ან სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც.

პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­ლე­ბის შექ­მნას მარსზე. 2018 წლი­დან წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე რო­ბო­ტებს გაგ­ზავ­ნი­ან, რომ­ლე­ბიც და­სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას და­ი­წყე­ბენ და სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს მო­უმ­ზა­დე­ბენ პლა­ნე­ტის მო­მა­ვალ ბი­ნად­რებს. 2024 წლი­დან კი, ყო­ველ 2 წე­ლი­წად­ში, შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი­დან 4-4 კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი გა­იგ­ზავ­ნე­ბა მარსზე სა­მუ­და­მოდ სა­ცხოვ­რებ­ლად.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია natureworldnews.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მარსზე საცხოვრებლად 1058 ადამიანს აგზავნიან

მარსზე საცხოვრებლად 1058 ადამიანს აგზავნიან

კომპანია Mars One-ს, რომლის მიზანია მარსზე მოსახლეობის გადასახლება, უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა.

რამდენიმე თვის წინ კომპანიამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აპლიკაცია განათავსა, სადაც ნებისმიერ მსურველს გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ დარეგისტრირება შეეძლო. როგორც ჩანს, დედამიწაზე ცხოვრება 200 000-ზე მეტ ადამიანს მობეზრდა და მზად არიან, მარსი დაიპყრონ. თუმცა, კომპანიის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ 200 000 კანდიდატიდან მხოლოდ 1058-მა ადამიანმა დააკმაყოფილა მონაცემები და მეორე ტურში გადავიდა.

მეორე ტურში კანდიდატები მსოფლიოს 107 ქვეყნიდან გავიდნენ. მათი უმრავლესობა ამერიკელია - აპლიკანტების 43 პროცენტი ამერიკის კონტინენტიდანაა, თითქმის თანაბრად ნაწილდებიან კანდიდატები ევროპიდან და აზიიდან. მარსზე გამგზავრების მსურველებს შორის 5 პროცენტი აფრიკელია. რაც შეეხება ასაკს, უმრავლესობა 26-55 წლამდეა, აპლიკანტების 34 პროცენტი 25 წელზე ახალგაზრდაა, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც.

პროექტი ითვალისწინებს ადამიანების დასახლების შექმნას მარსზე. 2018 წლიდან წითელ პლანეტაზე რობოტებს გაგზავნიან, რომლებიც დასახლების მშენებლობას დაიწყებენ და საცხოვრებელ პირობებს მოუმზადებენ პლანეტის მომავალ ბინადრებს. 2024 წლიდან კი, ყოველ 2 წელიწადში, შერჩეული კანდიდატებიდან 4-4 კაციანი ჯგუფი გაიგზავნება მარსზე სამუდამოდ საცხოვრებლად.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია natureworldnews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს