შვეიცარიასთან სავიზო პროცედურები გამარტივდა

შვეიცარიასთან სავიზო პროცედურები გამარტივდა

შვეიცარიასთან სავიზო პროცედურების გამარტივება 2014 წლის 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში. საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ინფორმაციით, ხელშეკრულებით, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და შვეიცარიის ფედერალურმა კანცლერმა დიდიე ბურქჰალტერმა 13 სექტემბერს მოაწერეს ხელი, გათვალისწინებულია გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზების გაცემა. ამავე ხელშეკრულებით, სავიზო მოსაკრებელი განისაზღვრა 35 ევროთი და ვიზის გაცემის ვადა განისაზღვრა მაქსიმუმ 10 დღით.

"ეს ხელშეკრულება ეყრდნობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ემსახურება შენგენის სივრცეში სავიზო პროცედურების სტანდარტიზაციას. ამ ხელშეკრულებით მარტივდება გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზების გაცემა მთელი რიგი ადამიანებისათვის, როგორებიც არიან ბიზნესმენები, ჟურნალისტები და ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვთ შვეიცარიაში ცხოვრების უფლება. გარდა ამისა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში 90 დღემდე ყოფნის უფლებით გაცემული ვიზის მოსაკრებელი განისაზღვრება 35 ევროთი 60 ევროს ნაცვლად. მოსაკრებელი ეროვნული ვიზებისათვის 90 დღეზე მეტი დარჩება უცვლელი და იქნება 60 ევრო. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელი იქნება დოლარშიც, გაცვლითი კურსის შესაბამისად",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიზასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ვებგვერდზე: http://www.eda.admin.ch/tbilisi

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა