პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სასურველი მეკვლე პოლიტიკოსები
ყველაზე სასურველი მეკვლე პოლიტიკოსები

მეკვლე­ო­ბის ტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდით­გან­ვე არ­სე­ბობ­და და მას საკ­რა­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბა­საც კი ანი­ჭე­ბენ. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, მო­მა­ვა­ლი წლის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა პირ­ველ სტუ­მარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"მთე­ლი კვი­რა" იმის დად­გე­ნას შე­ე­ცა­და, დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან ვის მი­იჩ­ნე­ვენ ყვე­ლა­ზე ფეხ­ბედ­ნი­ე­რად თბი­ლი­სე­ლე­ბი. ამი­სათ­ვის დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით მცი­რე სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც შემ­თხვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით შერ­ჩე­ულ­მა 250-მა რეს­პონ­დენ­ტმა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­მო­კი­თხულ­თა 40%-სათ­ვის პო­ლი­ტი­კო­სის მეკვლე­ო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ კი, ვინც სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობს, ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ მეკვლედ პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა. ისი­ნი ასეთ არ­ჩე­ვანს იმით ხსნიდ­ნენ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და სან­დო­მი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სია.

პრე­მი­ე­რის შემ­დეგ გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ სა­სურ­ველ მეკვლედ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე და­ა­სა­ხე­ლა. ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მი კი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­მო­კი­თხულ­თა ნა­წი­ლი მას მეკვლედ ისურ­ვებ­და, მი­ნის­ტრის მხრი­დან საქ­მი­სად­მი სე­რი­ო­ზუ­ლი მიდ­გო­მაა.

თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდა მი­ნისტრს მისი გა­რეგ­ნო­ბის გა­მოც ასა­ხე­ლებ­დნენ.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კა­ლა­ძე მი­ნის­ტრებს შო­რის ყვე­ლა­ზე სიმ­პა­თი­უ­რია", - გვი­თხრა 27 წლის ქალ­ბა­ტონ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ნის­ტრებს შო­რის ის ასე­ვე ყვე­ლა­ზე მი­ზან­და­სა­ხუ­ლია.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერ და­ვით ბაქ­რა­ძე­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ხმე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბა ერგო. მათ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩა "ლე­ი­ბო­რის­ტთა" ლი­დე­რი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი.

ნა­თე­ლაშ­ვილს სა­სურ­ველ მეკვლედ მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იუ­მო­რი­სა და ხა­ლი­სის გამო ასა­ხე­ლებ­დნენ.

"მას­თან ერ­თად სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე ჯდო­მა სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბო­და, ვინ იცის, რამ­დენ ანეკ­დოტს მო­მიყ­ვე­ბო­და", - გვი­თხრა 40 წლის მა­მა­კაც­მა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მეკვლედ არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი არ ისურ­ვა.

"ისე­დაც ჩემს კმა­ყო­ფა­ზე არი­ან, ჩემს ფულს ჭა­მენ და კი­დევ სახ­ლში მო­მად­გეს, რომ სიმ­წრით ნა­ყი­დი საჭ­მე­ლი შე­მი­ჭა­მოს?!" - აღ­ნიშ­ნა ერთ-ერ­თმა რეს­პონ­დენ­ტმა.

მსურ­ვე­ლე­ბი "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე­საც აღ­მო­აჩ­ნდა:

"ბურ­ჯა­ნა­ძე მა­ინც ქა­ლია და მისი ყვე­ლა სი­ტყვა მჯე­რა", - გვი­თხრა 50 წლის ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ.

"ბაქ­რა­ძეს ვი­სურ­ვებ­დი, მე­ვა­სე­ბა ეგ კაცი", - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით გვი­თხრა ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ, ხოლო ერ­თმა ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა კი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით ბაქ­რა­ძე ნდო­ბის გამო გა­მო­არ­ჩია - "მწამს და მჯე­რა მისი".

85 წლის ქალ­ბა­ტონ­მა 2014 წელს მეკვლედ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ისურ­ვა, რად­გან ყვე­ლა­ზე ქა­რიზ­მა­ტულ და აღმშე­ნე­ბელ პრე­ზი­დენ­ტად მი­აჩ­ნია.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მეკვლე­ო­ბა გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 2,4%-მა ისურ­ვა.

მეკვლედ ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ პო­ლი­ტი­კოს­თა ათე­უ­ლი

1. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 16% (40 ხმა)

2. კახა კა­ლა­ძე 8,8% (22)

3. ირაკ­ლი ალა­სა­ნია 6,8% (17)

4. და­ვით ბაქ­რა­ძე 5,4 (16)

5. შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი 5,6 (14)

6. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი 2,4% (6)

7. და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი 2% (5)

8. და­ვით სერ­გე­ენ­კო 1,2% (3)

9. სო­ზარ სუ­ბა­რი 0,8% (2)

10. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე 0,8% (2)

სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მეკვლედ გა­მო­კი­თხულ­თა 6,4%-მა (16 ადა­მი­ა­ნი) ისურ­ვა, ხოლო რეს­პონ­დენ­ტთა 42,8%-მა (107) გა­ნა­ცხა­და, რომ 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს არ­ცერთ პო­ლი­ტი­კოსს არ გა­უ­ღებ­და სა­კუ­თა­რი სახ­ლის კარს.

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყველაზე სასურველი მეკვლე პოლიტიკოსები

ყველაზე სასურველი მეკვლე პოლიტიკოსები

მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებენ. ქართული ტრადიციის მიხედვით, მომავალი წლის ავკარგიანობა პირველ სტუმარზეა დამოკიდებული.

"მთელი კვირა" იმის დადგენას შეეცადა, დღევანდელი პოლიტიკოსებიდან ვის მიიჩნევენ ყველაზე ფეხბედნიერად თბილისელები. ამისათვის დედაქალაქის მასშტაბით მცირე სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულმა 250-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 40%-სათვის პოლიტიკოსის მეკვლეობა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. მათმა უმრავლესობამ კი, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ყველაზე სასურველ მეკვლედ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ისინი ასეთ არჩევანს იმით ხსნიდნენ, რომ ღარიბაშვილი სამართლიანი, გაწონასწორებული და სანდომიანი პოლიტიკოსია.

პრემიერის შემდეგ გამოკითხულთა უმრავლესობამ სასურველ მეკვლედ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაასახელა. ძირითადი კრიტერიუმი კი, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა ნაწილი მას მეკვლედ ისურვებდა, მინისტრის მხრიდან საქმისადმი სერიოზული მიდგომაა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ქალბატონები იყვნენ, რომლებიც ახალგაზრდა მინისტრს მისი გარეგნობის გამოც ასახელებდნენ.

"შეიძლება ითქვას, რომ კალაძე მინისტრებს შორის ყველაზე სიმპათიურია", - გვითხრა 27 წლის ქალბატონმა და აღნიშნა, რომ მინისტრებს შორის ის ასევე ყველაზე მიზანდასახულია.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ დავით ბაქრაძესა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ხმების დაახლოებით თანაბარი რაოდენობა ერგო. მათ ოდნავ ჩამორჩა "ლეიბორისტთა" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ნათელაშვილს სასურველ მეკვლედ მისი განსაკუთრებული იუმორისა და ხალისის გამო ასახელებდნენ.

"მასთან ერთად საახალწლო სუფრაზე ჯდომა სახალისო იქნებოდა, ვინ იცის, რამდენ ანეკდოტს მომიყვებოდა", - გვითხრა 40 წლის მამაკაცმა.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ მეკვლედ არცერთი პოლიტიკოსი არ ისურვა.

"ისედაც ჩემს კმაყოფაზე არიან, ჩემს ფულს ჭამენ და კიდევ სახლში მომადგეს, რომ სიმწრით ნაყიდი საჭმელი შემიჭამოს?!" - აღნიშნა ერთ-ერთმა რესპონდენტმა.

მსურველები "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძესაც აღმოაჩნდა:

"ბურჯანაძე მაინც ქალია და მისი ყველა სიტყვა მჯერა", - გვითხრა 50 წლის ქალბატონმა მანანამ.

"ბაქრაძეს ვისურვებდი, მევასება ეგ კაცი", - განსაკუთრებული ენთუზიაზმით გვითხრა ერთ-ერთმა გოგონამ, ხოლო ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა კი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ნდობის გამო გამოარჩია - "მწამს და მჯერა მისი".

85 წლის ქალბატონმა 2014 წელს მეკვლედ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისურვა, რადგან ყველაზე ქარიზმატულ და აღმშენებელ პრეზიდენტად მიაჩნია.

საინტერესოა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეკვლეობა გამოკითხულთა მხოლოდ 2,4%-მა ისურვა.

მეკვლედ ყველაზე სასურველ პოლიტიკოსთა ათეული

1. ირაკლი ღარიბაშვილი 16% (40 ხმა)

2. კახა კალაძე 8,8% (22)

3. ირაკლი ალასანია 6,8% (17)

4. დავით ბაქრაძე 5,4 (16)

5. შალვა ნათელაშვილი 5,6 (14)

6. გიორგი მარგველაშვილი 2,4% (6)

7. დავით უსუფაშვილი 2% (5)

8. დავით სერგეენკო 1,2% (3)

9. სოზარ სუბარი 0,8% (2)

10. ნინო ბურჯანაძე 0,8% (2)

სხვა პოლიტიკოსები მეკვლედ გამოკითხულთა 6,4%-მა (16 ადამიანი) ისურვა, ხოლო რესპონდენტთა 42,8%-მა (107) განაცხადა, რომ 31 დეკემბრის ღამეს არცერთ პოლიტიკოსს არ გაუღებდა საკუთარი სახლის კარს.

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია