პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ფა­ვო­რი­ტი ცხე­ნე­ბი

ცო­ტა არ იყოს, სა­სა­ცი­ლოა, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ანს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი­სა და "ხის ცხე­ნის" წყა­ლო­ბის იმე­დი ჰქონ­დეს, მაგ­რამ რად­გან სა­ა­ხალ­წ­ლოდ ცხე­ნე­ბის თე­მა ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია, გა­დავ­წყ­ვი­ტე, უბ­რა­ლოდ, ეს სა­ო­ცა­რი ცხო­ვე­ლე­ბი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის უკეთ გა­მეც­ნო და ამ სა­კითხ­ში კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ანს, თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს - ბა­ტონ ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს ვეს­ტუმ­რე.

- ცხე­ნე­ბი სა­ო­ცა­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან. მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა აქვთ, რაც სხვა ცხო­ვე­ლე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევთ: ცხე­ნებ­ზე ჯი­რი­თი შე­საძ­ლე­ბე­ლია. ვი­საც ცხენ­თან კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნია, მის გა­რე­შე ვე­ღარ გაძ­ლებს. ჭკვი­ა­ნი, ლა­მა­ზი და ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­კე­თით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლია.

- ზო­ო­პარ­კ­ში რამ­დე­ნი ცხე­ნი გყავთ?

- საკ­მა­ოდ ბევ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით - შოტ­ლან­დი­უ­რი პო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად მრავ­ლ­დე­ბი­ან. ისი­ნი მცი­რე ზო­მის ცხე­ნე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მა­ყეს პრჟე­ვალ­ს­კის ცხე­ნი წარ­მო­ად­გენს. ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბაა. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია მონ­ღო­ლეთ­ში.

- ამ­ჟა­მად, ცხე­ნე­ბი­დან ზო­ო­პარ­კის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და ბი­ნა­და­რი რო­მე­ლია?

- წელს რამ­დე­ნი­მე პო­ნი და უც­ნა­უ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის (ამ შე­ფე­რი­ლო­ბას პინ­ტო ჰქვი­ა) ცხე­ნი - ჰა­რი და­ი­ბა­და. ჰა­რი ჯერ მხო­ლოდ 5 თვის არის. 2 ზებ­რა კვიცს ელო­დე­ბა...

- ჰა­რი რა ჯი­შის ცხე­ნია?

- გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ჯი­შის არის. ეს ცხე­ნი მი­სი უნი­კა­ლუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის გა­მო ფა­სობს. შე­იძ­ლე­ბა, არა­ბუ­ლიც იყოს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხში­რად გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ჯი­შის ცხე­ნე­ბი არი­ან...

- მო­ლურ­ჯო შე­ფე­რი­ლო­ბის ცხე­ნე­ბი არ­სე­ბობს?

- არა. "ლურ­ჯა ცხე­ნე­ბი" - ასე­თი ტერ­მი­ნი არ­სე­ბობს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ეს ცხე­ნე­ბი და­ბა­დე­ბი­სას თეთ­რე­ბი არი­ან, ნაც­რის­ფე­რი ხა­ლე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კი - სულ თეთ­რ­დე­ბი­ან.

- ყვე­ლა­ზე მცი­რე ზო­მის ცხე­ნი რო­მე­ლია?

- ფა­ლა­ბე­ლი. ეს ჯი­ში XX სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში, არ­გენ­ტი­ნელ­მა მი­ლი­ო­ნერ­მა, გვა­რად - ფა­ლა­ბე­ლამ გა­მო­იყ­ვა­ნა და ამ ჯი­შის ცხენს ფა­ლა­ბე­ლაც ამი­ტომ და­ერ­ქ­ვა.

- ასე­თი მცი­რე ზო­მის ცხე­ნი რა­ტომ დას­ჭირ­დათ?

- რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს ჰყავ­დეთ: ფა­ლა­ბე­ლა შინ ჰყავთ ხოლ­მე. ოთახ­ში დი­დი ცხე­ნის მოვ­ლა რთუ­ლია, ფა­ლა­ბე­ლა­სი კი - შე­საძ­ლე­ბე­ლი. მთელ ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ჩვენ ფა­ლა­ბე­ლე­ბის წყვი­ლი - ფე­მო­უ­სი და ფრი­და გვყავს. ფე­მო­უ­სი სა­ინ­ტე­რე­სო შე­ფე­რი­ლო­ბის გახ­ლავთ: თეთ­რია, შა­ვი წინ­წ­კ­ლე­ბით. დალ­მა­ტი­ნელს ჰგავს. ფრი­და კი­დევ უფ­რო მცი­რე ზო­მის ფა­შა­ტია... ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან.

- თუ იცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფა­ლა­ბე­ლა ვინ­მეს ჰყავს?

- მგო­ნი, ჩვენს მეტს ფა­ლა­ბე­ლე­ბი არა­ვის ჰყავს. რა თქმა უნ­და, მსურ­ვე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვინც კი ამ ცხენს ნა­ხუ­ლობს, აღ­ტა­ცე­ბუ­ლია. ფა­ლა­ბე­ლა მო­სა­ფე­რე­ბე­ლი ცხო­ვე­ლია, სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ აქვს. მას­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის ბავ­შვს თუ დას­ვამ, მაგ­რამ ამ ზო­მის ცხე­ნი რო­გორ გა­ი­ხედ­ნე­ბა, არ ვი­ცი - რამ­დე­ნი­მე თვის მხედ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გა­მი­გო­ნია. რო­გორც წე­სი, მხედ­რე­ბი უფ­რო გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან ხოლ­მე (ი­ცი­ნის). ის და­ახ­ლო­ე­ბით 5.000 დო­ლა­რი ღირს. საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლია.

- თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ შინ ჰყავთ, ალ­ბათ, მშვი­დი ხა­სი­ა­თი­საა, ხომ?

- კი, ძა­ლი­ან წყნა­რია. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ფა­ლა­ბე­ლა ნამ­დ­ვი­ლად არ მი­ნა­ხავს. ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რე­ბი არი­ან. მო­ფე­რე­ბის უფ­ლე­ბას ყვე­ლას აძ­ლე­ვენ. ეს ცხე­ნი დი­დი ზო­მის ძაღ­ლის­ხე­ლაა. შე­სა­ბა­მი­სად, ავი რომ იყოს, ძაღ­ლი­ვით სა­ში­ში იქ­ნე­ბა.

- ცხე­ნე­ბის მოვ­ლა რთუ­ლია?

- მი­უ­ხე­და­ვად ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, საკ­მა­ოდ ნა­ზი ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან. მათ დრო­უ­ლი კვე­ბა, სე­ირ­ნო­ბა, წყლის მი­წო­დე­ბა, და­ბა­ნა, და­ვარ­ცხ­ნა, გაწ­მენ­და, პა­რა­ზი­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფე­რი ეს რთუ­ლია. არ­სე­ბობს თით­ქოს პრი­მი­ტი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, მო­უვ­ლე­ლო­ბის გა­მო ცხენს გა­ნუ­ვი­თარ­დეს და და­ი­ღუ­პოს. ამი­ტომ ცხე­ნის მო­სავ­ლე­ლად დი­დი ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო. გარ­და ამი­სა, მათ უამ­რა­ვი რამ სჭირ­დე­ბათ: ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა, ჩლი­ქე­ბის მოვ­ლა...

- ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა ცხე­ნის­თ­ვის მტკივ­ნე­უ­ლია?

- არა, მაგ­რამ ზოგ ცხენს არ უყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, დი­დი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მ­ნა, რომ ერთ-ერ­თი ცხე­ნი - ალ­მა "დაგ­ვე­ჭე­და": არ უნ­დო­და და არაფ­რით ჩერ­დე­ბო­და. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ საქ­მეს 1 კა­ცი აუ­დის. ჩლი­ქი სა­ხეც­ვ­ლი­ლი ფრჩხი­ლია. უნ­და და­მუ­შავ­დეს, მკვდა­რი უჯ­რე­დე­ბის­გან გა­სუფ­თავ­დეს, შემ­დეგ კი ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა ხდე­ბა. თუ ცხენს სა­ჯი­რი­თოდ არ ვი­ყე­ნებთ, ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ ჩლი­ქე­ბის მოვ­ლა ყო­ველ­თ­ვის სა­ჭი­როა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, დას­კ­დეს...

- ცხე­ნებ­მა კბე­ნაც იცი­ან...

- კი. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა მქონ­და: და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ მყავ­და ცხე­ნი, რო­მელ­საც თურ­მე ვი­ღა­ცე­ბი აწ­ვა­ლებ­დ­ნენ. რო­ცა მას­თან წყლის და­სად­გ­მე­ლად შე­ვე­დი, ვერ გა­ი­გო, ვინ იყო შე­სუ­ლი და სა­ხე­ზე მიკ­ბი­ნა. ცხე­ნის ნაკ­ბენ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო არა­ფე­რია... წიხ­ლის სრო­ლაც იცის. შე­უძ­ლია, ადა­მი­ანს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. არ­სე­ბობს წე­სე­ბი, თუ რო­გორ უნ­და მო­ვეპყ­როთ ცხენს. თუ­კი წე­სებს და­ვი­ცავთ, პრობ­ლე­მა არ შეგ­ვექ­მ­ნე­ბა. ზო­ო­პარ­კ­ში "პო­ნი-კლუ­ბი" გვაქვს, სა­დაც ბავ­შ­ვებს ყვე­ლა ცხენ­ზე ჯი­რი­თის სწავ­ლა, ცხენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­უძ­ლი­ათ. გარ­და იმი­სა, რომ ჯი­რი­თი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა, ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ძა­ლი­ან კარ­გად მოქ­მე­დებს - ბევრ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რ­ძ­ვის. ჩვენ­თან და­ნერ­გი­ლი არ არის, მაგ­რამ ჰი­პო­თე­რა­პია - ცხე­ნე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა არ­სე­ბობს. ცხე­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი ასე­ვე, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე.

- შე­გიძ­ლი­ათ, მარ­ტი­ვი წე­სე­ბი ჩვენს მკითხ­ვე­ლებ­საც გა­უ­ზი­ა­როთ?

- ცხენს უკან არა­სო­დეს და­უდ­გეთ, რად­გან მის­თ­ვის ძი­რი­თა­დი იარა­ღი - უკა­ნა ფე­ხე­ბია. მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი არ უნ­და გა­ა­კე­თოთ. ცხო­ველს ყო­ველ­თ­ვის ალერ­სი­ა­ნად უნ­და მო­ეპყ­როთ. გა­ხედ­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გი ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ ამ­ხედ­რ­დე­ბა ხოლ­მე, ზო­გი - ამ­ხედ­რე­ბამ­დე ცხენს დიდ­ხანს ესა­უბ­რე­ბა, ზო­გი - ჯერ სიმ­ძი­მის ტა­რე­ბას აჩ­ვევს... ჩე­მი აზ­რით, რაც უფ­რო ნაკ­ლე­ბად ვიჩ­ქა­რებთ და ცხო­ველს ფრთხი­ლად მო­ვეპყ­რო­ბით, ნაკ­ლებ სტრესს მი­ვა­ყე­ნებთ, რაც ალ­ბათ, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია.

- რო­მე­ლი­მე ცხენს თა­ვი­სი ქცე­ვით, ხა­სი­ა­თით თუ გა­უ­ო­ცე­ბი­ხართ?

- 2 ცხე­ნი მყავ­და. ჩვენ­თ­ვის, პატ­რო­ნე­ბის­თ­ვის, ორი­ვე ძა­ლი­ან მშვი­დი, წყნა­რი ცხო­ვე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­ზეც ჩვე­უ­ლებ­რივ, ვმხედ­რ­დე­ბო­დით და მთა­შიც კი დავ­დი­ო­დით. მათ­გან ერთ-ერ­თი - უცხო ადა­მი­ა­ნებს და­საკ­ბე­ნად დას­დევ­და. მე­ო­რე არ იკ­ბი­ნე­ბო­და. სა­მა­გი­ე­როდ, ტლინ­კებს ისე ყრი­და, რომ ახ­ლოს არა­ვის იკა­რებ­და.

- მა­თი ასე­თი ხა­სი­ა­თი რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- რა ვი­ცი, ასე­თი ხა­სი­ა­თი აღ­მო­აჩ­ნ­დათ... სა­ერ­თოდ, ცხე­ნის ხა­სი­ა­თი ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. გა­აჩ­ნია, ცხე­ნის­გან რა გინ­და - წყნა­რად სე­ირ­ნო­ბა თუ სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი? ფი­ცხი ცხე­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ.

- ყვე­ლა­ზე მშვი­დი და ფი­ცხი ცხე­ნე­ბი რო­მე­ლია?

- ყვე­ლა­ზე ფი­ცხად ახალ­თე­ქუ­რი ცხე­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვი­ან. დი­დი ზო­მის მტვირ­თა­ვი ცხე­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით მშვი­დი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

- ცხე­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი სა­სუს­ნა­ვი რა არის?

- შა­ქა­რი ძა­ლი­ან უყ­ვართ, რაც მათ­თ­ვის მა­ინ­ც­და­მა­ინც სა­სარ­გებ­ლო არ არის. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, ვაშ­ლი ან სტა­ფი­ლო ვა­ჭა­მოთ, რომ­ლე­ბიც ასე­ვე, ძა­ლი­ან უყ­ვართ. პუ­რის ნა­ტე­ხე­ბიც მოს­წონთ. ცხე­ნე­ბის ძი­რი­თა­დი საჭ­მე­ლი - ქე­რი, შვრია ან თი­ვაა. ჭა­მამ­დე აუცი­ლებ­ლად წყა­ლი უნ­და და­ლი­ონ, თო­რემ მე­რე პრობ­ლე­მე­ბი ეწყე­ბათ.

- სხვა­დას­ხ­ვა ჯი­შის ცხენს აქა­ურ ჰა­ვას­თან შე­გუ­ე­ბა არ უჭირს?

- რე­ლი­ეფ­თან შე­გუ­ე­ბა უფ­რო უჭირთ. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ქარ­თულ თუ­შურ ცხენს და­გი­სა­ხე­ლებთ, რო­მე­ლიც მთა­ში ცხოვ­რე­ბა­საა შეჩ­ვე­უ­ლი და იქ სა­სი­ა­რუ­ლოდ იდე­ა­ლუ­რი ტრან­ს­პორ­ტია. მას ვერც ერ­თი მან­ქა­ნა ვერ შე­ედ­რე­ბა. გამ­ძ­ლე, ჭკვი­ა­ნი ცხე­ნია. ისეთ ად­გი­ლებ­ში გავ­ლაც კი შე­უძ­ლია, სა­დაც ერ­თი შე­ხედ­ვით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ჯიხ­ვის გარ­და, რო­მე­ლი­მე არ­სე­ბამ გა­ი­ა­როს. თუ­შუ­რი ცხე­ნი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სი­ა­მა­ყეა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრობ­ლე­მა გვაქვს. ზო­მით დი­დი ცხე­ნი არ არის და ინ­გ­ლი­სუ­რი ან არა­ბუ­ლი ცხე­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სის­წ­რა­ფით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. სუფ­თა ჯი­შის თუ­შუ­რი ცხე­ნის პოვ­ნა რთუ­ლია. ინ­გ­ლი­სუ­რი და არა­ბუ­ლი ცხე­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად სპორ­ტ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

- ზო­ო­პარ­კ­ში თუ­შუ­რი ცხე­ნი გყავთ?

- არა, მაგ­რამ სად­მე თუ ვნა­ხეთ, ძა­ლი­ან გვინ­და, რომ გვყავ­დეს.

- დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დო­ღი თუ იმარ­თე­ბა?

- ხში­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით - მთა­ში: დო­ღის გა­რე­შე არც ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი დღე­სას­წა­უ­ლი არ ჩა­ივ­ლის. ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი "გლუ­ვი" დო­ღე­ბის­გან იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ მთა­ში იმარ­თე­ბა და ხში­რად "უ­ბე­ლო" (უ­უ­ნა­გი­რო) ცხე­ნებს იყე­ნე­ბენ. მთა­ში რთუ­ლი რე­ლი­ე­ფია და ცხე­ნის ჭე­ნე­ბაც ბევრ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თუ­ლი სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბია: ცხენ­ბურ­თი, ისინ­დი, ყა­ბა­ხი... ასე თუ ისე, ჯერ­ჯე­რო­ბით ცხენ­ბურ­თი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია (და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში), და­ნარ­ჩე­ნი - ნაკ­ლე­ბად. ცხენ­ბურ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბაა: მხედ­რე­ბის 2 ჯგუ­ფი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩოგ­ნე­ბით ბურთს თა­მა­შობს. ეს ცხე­ნის ფლო­ბის ფან­ტას­ტი­კუ­რი ტექ­ნი­კაა. ისინ­დის დროს, მხედ­რე­ბი შუ­ბე­ბით იბ­რ­ძ­ვი­ან, ყა­ბა­ხის არ­სი კი შემ­დე­გია: ზე­მოთ სა­მიზ­ნეა და­დე­ბუ­ლი. ცხე­ნი­დან მშვილდ-ისა­რი უნ­და ის­რო­ლო და სა­მიზ­ნე ჩა­მო­აგ­დო... სა­ცხე­ნოს­ნო სპორ­ტი ყველ­გან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ჩვე­ნი ცხენ­ბურ­თი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, ვიდ­რე ინ­გ­ლი­სუ­რი პო­ლო.

- ცხე­ნე­ბი რამ­დენ ხანს ცოცხ­ლო­ბენ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 25 წელს, მაგ­რამ ცხა­დია, ბო­ლომ­დე ისეთ ფორ­მა­ში ვერ არი­ან, რომ მათ­ზე ჯი­რი­თი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს. გარ­კ­ვე­უ­ლი ასა­კის შემ­დეგ ცხე­ნი უნ­და და­ას­ვე­ნო. რო­ცა დას­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ უფ­რო დიდ­ხანს იცო­ცხ­ლონ. მეც მი­მაჩ­ნია, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ასა­კის შემ­დეგ უფ­ლე­ბა აქვთ, მშვი­დად იცხოვ­რონ.

- ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­და­რი ცხე­ნე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი რო­მე­ლია?

- აქ ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გად უვ­ლი­ან, მაგ­რამ არი­ან ფა­ვო­რი­ტი ცხე­ნე­ბი: ლა­მა­ზი და ეფექ­ტუ­რი ახალ­გაზ­რ­და ულა­ყი - ტორ­ნა­დო, რო­მე­ლიც ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შ­რომ­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ, ასე­ვე - შოტ­ლან­დი­უ­რი პო­ნი, სა­ხე­ლად - წვი­მა. ფა­ლა­ბე­ლე­ბი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის დიდ სიმ­პა­თი­ას იმ­სა­ხუ­რე­ბენ...

- ამ­ჟა­მად სა­კუ­თა­რი ცხე­ნე­ბი თუ გყავთ?

- 2 ცხე­ნი მყავს: ან­გ­ლო­ა­რა­ბუ­ლი ჯი­შის ბემ­ბი, რო­მე­ლიც უკ­ვე 20 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია და სა­ჯი­რი­თოდ აღარ ვი­ყე­ნებ - "პენ­სი­ა" და­იმ­სა­ხუ­რა და იღებს კი­დეც, სხვა ცხე­ნებ­თან ერ­თად ბა­ლა­ხობს, სე­ირ­ნობს... მე­ო­რე - ახალ­გაზ­რ­და ცხე­ნია, რო­მელ­საც სპი­რი­ტი ჰქვია. ჩემ­თან უც­ნა­უ­რი შემ­თხ­ვე­ვის შე­დე­გად მოხ­ვ­და: ერ­თი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და და მითხ­რა, - ცხე­ნი და­მეხ­რ­ჩო, რო­მელ­საც კვი­ცი დარ­ჩა და მი­სი გაზ­რ­და მი­ჭირ­სო. ეს კვი­ცი ავიყ­ვა­ნე... ახ­ლა უკ­ვე დი­დი და ძა­ლი­ან კარ­გი ცხე­ნია.

- პატ­რონ­სა და ცხენს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ?

- გა­მო­ნაკ­ლი­სი არა­ბუ­ლი და ახალ­თე­ქუ­რი ცხე­ნე­ბია, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ეჩ­ვე­ვი­ან. სა­ერ­თოდ, ეს თვი­სე­ბა ცხენს ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს. უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს ანუ - ცხე­ნის­თ­ვის ადა­მი­ა­ნი ის არ არის, რაც - ძაღ­ლის­თ­ვის. ერთ ცხენ­თან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს თა­ნა­ბა­რი კონ­ტაქ­ტი შე­უძ­ლია. ეს მა­თი გო­ნებ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის. ალ­ბათ, მი­ზე­ზი ის არის, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ ბუ­ნე­ბა­ში და რა ქცე­ვე­ბი აქვთ შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ახალ წე­ლი­წადს ზო­ო­პარ­კ­ში რას გეგ­მავთ?

- ახა­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას: ლე­ო­პარ­დე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა მა­ი­მუ­ნის... ეს პრო­ცე­სი თე­ბერ­ვ­ლი­დან უკ­ვე და­იწყე­ბა.

- ვი­ცი, რომ ჟი­რა­ფის ჩა­მოყ­ვა­ნას ბევ­რი ელო­დე­ბა...

- ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის გახ­ლავთ, რომ ჟი­რაფს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სად­გო­მი სჭირ­დე­ბა. რო­გორც კი ავა­შე­ნებთ, ჩა­მო­ვიყ­ვანთ. თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი ჟი­რაფ­საც ძა­ლი­ან მა­ლე ნა­ხა­ვენ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ფა­ვო­რი­ტი ცხე­ნე­ბი

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ფა­ვო­რი­ტი ცხე­ნე­ბი

ცო­ტა არ იყოს, სა­სა­ცი­ლოა, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ანს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი­სა და "ხის ცხე­ნის" წყა­ლო­ბის იმე­დი ჰქონ­დეს, მაგ­რამ რად­გან სა­ა­ხალ­წ­ლოდ ცხე­ნე­ბის თე­მა ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია, გა­დავ­წყ­ვი­ტე, უბ­რა­ლოდ, ეს სა­ო­ცა­რი ცხო­ვე­ლე­ბი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის უკეთ გა­მეც­ნო და ამ სა­კითხ­ში კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ანს, თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს - ბა­ტონ ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს ვეს­ტუმ­რე.

- ცხე­ნე­ბი სა­ო­ცა­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან. მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა აქვთ, რაც სხვა ცხო­ვე­ლე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევთ: ცხე­ნებ­ზე ჯი­რი­თი შე­საძ­ლე­ბე­ლია. ვი­საც ცხენ­თან კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნია, მის გა­რე­შე ვე­ღარ გაძ­ლებს. ჭკვი­ა­ნი, ლა­მა­ზი და ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­კე­თით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლია.

- ზო­ო­პარ­კ­ში რამ­დე­ნი ცხე­ნი გყავთ?

- საკ­მა­ოდ ბევ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით - შოტ­ლან­დი­უ­რი პო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად მრავ­ლ­დე­ბი­ან. ისი­ნი მცი­რე ზო­მის ცხე­ნე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მა­ყეს პრჟე­ვალ­ს­კის ცხე­ნი წარ­მო­ად­გენს. ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბაა. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია მონ­ღო­ლეთ­ში.

- ამ­ჟა­მად, ცხე­ნე­ბი­დან ზო­ო­პარ­კის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და ბი­ნა­და­რი რო­მე­ლია?

- წელს რამ­დე­ნი­მე პო­ნი და უც­ნა­უ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის (ამ შე­ფე­რი­ლო­ბას პინ­ტო ჰქვი­ა) ცხე­ნი - ჰა­რი და­ი­ბა­და. ჰა­რი ჯერ მხო­ლოდ 5 თვის არის. 2 ზებ­რა კვიცს ელო­დე­ბა...

- ჰა­რი რა ჯი­შის ცხე­ნია?

- გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ჯი­შის არის. ეს ცხე­ნი მი­სი უნი­კა­ლუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბის გა­მო ფა­სობს. შე­იძ­ლე­ბა, არა­ბუ­ლიც იყოს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხში­რად გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ჯი­შის ცხე­ნე­ბი არი­ან...

- მო­ლურ­ჯო შე­ფე­რი­ლო­ბის ცხე­ნე­ბი არ­სე­ბობს?

- არა. "ლურ­ჯა ცხე­ნე­ბი" - ასე­თი ტერ­მი­ნი არ­სე­ბობს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ეს ცხე­ნე­ბი და­ბა­დე­ბი­სას თეთ­რე­ბი არი­ან, ნაც­რის­ფე­რი ხა­ლე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კი - სულ თეთ­რ­დე­ბი­ან.

- ყვე­ლა­ზე მცი­რე ზო­მის ცხე­ნი რო­მე­ლია?

- ფა­ლა­ბე­ლი. ეს ჯი­ში XX სა­უ­კუ­ნის 40-იან წლებ­ში, არ­გენ­ტი­ნელ­მა მი­ლი­ო­ნერ­მა, გვა­რად - ფა­ლა­ბე­ლამ გა­მო­იყ­ვა­ნა და ამ ჯი­შის ცხენს ფა­ლა­ბე­ლაც ამი­ტომ და­ერ­ქ­ვა.

- ასე­თი მცი­რე ზო­მის ცხე­ნი რა­ტომ დას­ჭირ­დათ?

- რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს ჰყავ­დეთ: ფა­ლა­ბე­ლა შინ ჰყავთ ხოლ­მე. ოთახ­ში დი­დი ცხე­ნის მოვ­ლა რთუ­ლია, ფა­ლა­ბე­ლა­სი კი - შე­საძ­ლე­ბე­ლი. მთელ ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ჩვენ ფა­ლა­ბე­ლე­ბის წყვი­ლი - ფე­მო­უ­სი და ფრი­და გვყავს. ფე­მო­უ­სი სა­ინ­ტე­რე­სო შე­ფე­რი­ლო­ბის გახ­ლავთ: თეთ­რია, შა­ვი წინ­წ­კ­ლე­ბით. დალ­მა­ტი­ნელს ჰგავს. ფრი­და კი­დევ უფ­რო მცი­რე ზო­მის ფა­შა­ტია... ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან.

- თუ იცით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფა­ლა­ბე­ლა ვინ­მეს ჰყავს?

- მგო­ნი, ჩვენს მეტს ფა­ლა­ბე­ლე­ბი არა­ვის ჰყავს. რა თქმა უნ­და, მსურ­ვე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვინც კი ამ ცხენს ნა­ხუ­ლობს, აღ­ტა­ცე­ბუ­ლია. ფა­ლა­ბე­ლა მო­სა­ფე­რე­ბე­ლი ცხო­ვე­ლია, სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ აქვს. მას­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის ბავშვს თუ დას­ვამ, მაგ­რამ ამ ზო­მის ცხე­ნი რო­გორ გა­ი­ხედ­ნე­ბა, არ ვი­ცი - რამ­დე­ნი­მე თვის მხედ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გა­მი­გო­ნია. რო­გორც წე­სი, მხედ­რე­ბი უფ­რო გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან ხოლ­მე (ი­ცი­ნის). ის და­ახ­ლო­ე­ბით 5.000 დო­ლა­რი ღირს. საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლია.

- თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ შინ ჰყავთ, ალ­ბათ, მშვი­დი ხა­სი­ა­თი­საა, ხომ?

- კი, ძა­ლი­ან წყნა­რია. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ფა­ლა­ბე­ლა ნამ­დ­ვი­ლად არ მი­ნა­ხავს. ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რე­ბი არი­ან. მო­ფე­რე­ბის უფ­ლე­ბას ყვე­ლას აძ­ლე­ვენ. ეს ცხე­ნი დი­დი ზო­მის ძაღ­ლის­ხე­ლაა. შე­სა­ბა­მი­სად, ავი რომ იყოს, ძაღ­ლი­ვით სა­ში­ში იქ­ნე­ბა.

- ცხე­ნე­ბის მოვ­ლა რთუ­ლია?

- მი­უ­ხე­და­ვად ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, საკ­მა­ოდ ნა­ზი ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან. მათ დრო­უ­ლი კვე­ბა, სე­ირ­ნო­ბა, წყლის მი­წო­დე­ბა, და­ბა­ნა, და­ვარ­ცხ­ნა, გაწ­მენ­და, პა­რა­ზი­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფე­რი ეს რთუ­ლია. არ­სე­ბობს თით­ქოს პრი­მი­ტი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, მო­უვ­ლე­ლო­ბის გა­მო ცხენს გა­ნუ­ვი­თარ­დეს და და­ი­ღუ­პოს. ამი­ტომ ცხე­ნის მო­სავ­ლე­ლად დი­დი ყუ­რადღე­ბაა სა­ჭი­რო. გარ­და ამი­სა, მათ უამ­რა­ვი რამ სჭირ­დე­ბათ: ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა, ჩლი­ქე­ბის მოვ­ლა...

- ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა ცხე­ნის­თ­ვის მტკივ­ნე­უ­ლია?

- არა, მაგ­რამ ზოგ ცხენს არ უყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, დი­დი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მ­ნა, რომ ერთ-ერ­თი ცხე­ნი - ალ­მა "დაგ­ვე­ჭე­და": არ უნ­დო­და და არაფ­რით ჩერ­დე­ბო­და. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ საქ­მეს 1 კა­ცი აუდის. ჩლი­ქი სა­ხეც­ვ­ლი­ლი ფრჩხი­ლია. უნ­და და­მუ­შავ­დეს, მკვდა­რი უჯ­რე­დე­ბის­გან გა­სუფ­თავ­დეს, შემ­დეგ კი ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა ხდე­ბა. თუ ცხენს სა­ჯი­რი­თოდ არ ვი­ყე­ნებთ, ნა­ლე­ბის და­ჭედ­ვა აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ ჩლი­ქე­ბის მოვ­ლა ყო­ველ­თ­ვის სა­ჭი­როა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, დას­კ­დეს...

- ცხე­ნებ­მა კბე­ნაც იცი­ან...

- კი. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა მქონ­და: და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ მყავ­და ცხე­ნი, რო­მელ­საც თურ­მე ვი­ღა­ცე­ბი აწ­ვა­ლებ­დ­ნენ. რო­ცა მას­თან წყლის და­სად­გ­მე­ლად შე­ვე­დი, ვერ გა­ი­გო, ვინ იყო შე­სუ­ლი და სა­ხე­ზე მიკ­ბი­ნა. ცხე­ნის ნაკ­ბენ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო არა­ფე­რია... წიხ­ლის სრო­ლაც იცის. შე­უძ­ლია, ადა­მი­ანს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. არ­სე­ბობს წე­სე­ბი, თუ რო­გორ უნ­და მო­ვეპყ­როთ ცხენს. თუ­კი წე­სებს და­ვი­ცავთ, პრობ­ლე­მა არ შეგ­ვექ­მ­ნე­ბა. ზო­ო­პარ­კ­ში "პო­ნი-კლუ­ბი" გვაქვს, სა­დაც ბავ­შ­ვებს ყვე­ლა ცხენ­ზე ჯი­რი­თის სწავ­ლა, ცხენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­უძ­ლი­ათ. გარ­და იმი­სა, რომ ჯი­რი­თი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა, ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ძა­ლი­ან კარ­გად მოქ­მე­დებს - ბევრ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რ­ძ­ვის. ჩვენ­თან და­ნერ­გი­ლი არ არის, მაგ­რამ ჰი­პო­თე­რა­პია - ცხე­ნე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა არ­სე­ბობს. ცხე­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი ასე­ვე, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე.

- შე­გიძ­ლი­ათ, მარ­ტი­ვი წე­სე­ბი ჩვენს მკითხ­ვე­ლებ­საც გა­უ­ზი­ა­როთ?

- ცხენს უკან არა­სო­დეს და­უდ­გეთ, რად­გან მის­თ­ვის ძი­რი­თა­დი იარა­ღი - უკა­ნა ფე­ხე­ბია. მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი არ უნ­და გა­ა­კე­თოთ. ცხო­ველს ყო­ველ­თ­ვის ალერ­სი­ა­ნად უნ­და მო­ეპყ­როთ. გა­ხედ­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გი ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ ამ­ხედ­რ­დე­ბა ხოლ­მე, ზო­გი - ამ­ხედ­რე­ბამ­დე ცხენს დიდ­ხანს ესა­უბ­რე­ბა, ზო­გი - ჯერ სიმ­ძი­მის ტა­რე­ბას აჩ­ვევს... ჩე­მი აზ­რით, რაც უფ­რო ნაკ­ლე­ბად ვიჩ­ქა­რებთ და ცხო­ველს ფრთხი­ლად მო­ვეპყ­რო­ბით, ნაკ­ლებ სტრესს მი­ვა­ყე­ნებთ, რაც ალ­ბათ, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია.

- რო­მე­ლი­მე ცხენს თა­ვი­სი ქცე­ვით, ხა­სი­ა­თით თუ გა­უ­ო­ცე­ბი­ხართ?

- 2 ცხე­ნი მყავ­და. ჩვენ­თ­ვის, პატ­რო­ნე­ბის­თ­ვის, ორი­ვე ძა­ლი­ან მშვი­დი, წყნა­რი ცხო­ვე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­ზეც ჩვე­უ­ლებ­რივ, ვმხედ­რ­დე­ბო­დით და მთა­შიც კი დავ­დი­ო­დით. მათ­გან ერთ-ერ­თი - უცხო ადა­მი­ა­ნებს და­საკ­ბე­ნად დას­დევ­და. მე­ო­რე არ იკ­ბი­ნე­ბო­და. სა­მა­გი­ე­როდ, ტლინ­კებს ისე ყრი­და, რომ ახ­ლოს არა­ვის იკა­რებ­და.

- მა­თი ასე­თი ხა­სი­ა­თი რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- რა ვი­ცი, ასე­თი ხა­სი­ა­თი აღ­მო­აჩ­ნ­დათ... სა­ერ­თოდ, ცხე­ნის ხა­სი­ა­თი ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. გა­აჩ­ნია, ცხე­ნის­გან რა გინ­და - წყნა­რად სე­ირ­ნო­ბა თუ სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი? ფიცხი ცხე­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ.

- ყვე­ლა­ზე მშვი­დი და ფიცხი ცხე­ნე­ბი რო­მე­ლია?

- ყვე­ლა­ზე ფიცხად ახალ­თე­ქუ­რი ცხე­ნე­ბი მი­იჩ­ნე­ვი­ან. დი­დი ზო­მის მტვირ­თა­ვი ცხე­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით მშვი­დი ხა­სი­ა­თით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

- ცხე­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი სა­სუს­ნა­ვი რა არის?

- შა­ქა­რი ძა­ლი­ან უყ­ვართ, რაც მათ­თ­ვის მა­ინ­ც­და­მა­ინც სა­სარ­გებ­ლო არ არის. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, ვაშ­ლი ან სტა­ფი­ლო ვა­ჭა­მოთ, რომ­ლე­ბიც ასე­ვე, ძა­ლი­ან უყ­ვართ. პუ­რის ნა­ტე­ხე­ბიც მოს­წონთ. ცხე­ნე­ბის ძი­რი­თა­დი საჭ­მე­ლი - ქე­რი, შვრია ან თი­ვაა. ჭა­მამ­დე აუცი­ლებ­ლად წყა­ლი უნ­და და­ლი­ონ, თო­რემ მე­რე პრობ­ლე­მე­ბი ეწყე­ბათ.

- სხვა­დას­ხ­ვა ჯი­შის ცხენს აქა­ურ ჰა­ვას­თან შე­გუ­ე­ბა არ უჭირს?

- რე­ლი­ეფ­თან შე­გუ­ე­ბა უფ­რო უჭირთ. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ქარ­თულ თუ­შურ ცხენს და­გი­სა­ხე­ლებთ, რო­მე­ლიც მთა­ში ცხოვ­რე­ბა­საა შეჩ­ვე­უ­ლი და იქ სა­სი­ა­რუ­ლოდ იდე­ა­ლუ­რი ტრან­ს­პორ­ტია. მას ვერც ერ­თი მან­ქა­ნა ვერ შე­ედ­რე­ბა. გამ­ძ­ლე, ჭკვი­ა­ნი ცხე­ნია. ისეთ ად­გი­ლებ­ში გავ­ლაც კი შე­უძ­ლია, სა­დაც ერ­თი შე­ხედ­ვით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ჯიხ­ვის გარ­და, რო­მე­ლი­მე არ­სე­ბამ გა­ი­ა­როს. თუ­შუ­რი ცხე­ნი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სი­ა­მა­ყეა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მა­თი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრობ­ლე­მა გვაქვს. ზო­მით დი­დი ცხე­ნი არ არის და ინ­გ­ლი­სუ­რი ან არა­ბუ­ლი ცხე­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სის­წ­რა­ფით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. სუფ­თა ჯი­შის თუ­შუ­რი ცხე­ნის პოვ­ნა რთუ­ლია. ინ­გ­ლი­სუ­რი და არა­ბუ­ლი ცხე­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად სპორ­ტ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

- ზო­ო­პარ­კ­ში თუ­შუ­რი ცხე­ნი გყავთ?

- არა, მაგ­რამ სად­მე თუ ვნა­ხეთ, ძა­ლი­ან გვინ­და, რომ გვყავ­დეს.

- დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დო­ღი თუ იმარ­თე­ბა?

- ხში­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით - მთა­ში: დო­ღის გა­რე­შე არც ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი დღე­სას­წა­უ­ლი არ ჩა­ივ­ლის. ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი "გლუ­ვი" დო­ღე­ბის­გან იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ მთა­ში იმარ­თე­ბა და ხში­რად "უ­ბე­ლო" (უ­უ­ნა­გი­რო) ცხე­ნებს იყე­ნე­ბენ. მთა­ში რთუ­ლი რე­ლი­ე­ფია და ცხე­ნის ჭე­ნე­ბაც ბევრ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ქარ­თუ­ლი საცხე­ნოს­ნო სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბია: ცხენ­ბურ­თი, ისინ­დი, ყა­ბა­ხი... ასე თუ ისე, ჯერ­ჯე­რო­ბით ცხენ­ბურ­თი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია (და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში), და­ნარ­ჩე­ნი - ნაკ­ლე­ბად. ცხენ­ბურ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ო­ბაა: მხედ­რე­ბის 2 ჯგუ­ფი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩოგ­ნე­ბით ბურთს თა­მა­შობს. ეს ცხე­ნის ფლო­ბის ფან­ტას­ტი­კუ­რი ტექ­ნი­კაა. ისინ­დის დროს, მხედ­რე­ბი შუ­ბე­ბით იბ­რ­ძ­ვი­ან, ყა­ბა­ხის არ­სი კი შემ­დე­გია: ზე­მოთ სა­მიზ­ნეა და­დე­ბუ­ლი. ცხე­ნი­დან მშვილდ-ისა­რი უნ­და ის­რო­ლო და სა­მიზ­ნე ჩა­მო­აგ­დო... საცხე­ნოს­ნო სპორ­ტი ყველ­გან პო­პუ­ლა­რუ­ლია. ჩვე­ნი ცხენ­ბურ­თი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია, ვიდ­რე ინ­გ­ლი­სუ­რი პო­ლო.

- ცხე­ნე­ბი რამ­დენ ხანს ცოცხ­ლო­ბენ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 25 წელს, მაგ­რამ ცხა­დია, ბო­ლომ­დე ისეთ ფორ­მა­ში ვერ არი­ან, რომ მათ­ზე ჯი­რი­თი შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს. გარ­კ­ვე­უ­ლი ასა­კის შემ­დეგ ცხე­ნი უნ­და და­ას­ვე­ნო. რო­ცა დას­ვე­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ უფ­რო დიდ­ხანს იცოცხ­ლონ. მეც მი­მაჩ­ნია, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ასა­კის შემ­დეგ უფ­ლე­ბა აქვთ, მშვი­დად იცხოვ­რონ.

- ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­და­რი ცხე­ნე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი რო­მე­ლია?

- აქ ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გად უვ­ლი­ან, მაგ­რამ არი­ან ფა­ვო­რი­ტი ცხე­ნე­ბი: ლა­მა­ზი და ეფექ­ტუ­რი ახალ­გაზ­რ­და ულა­ყი - ტორ­ნა­დო, რო­მე­ლიც ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შ­რომ­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ, ასე­ვე - შოტ­ლან­დი­უ­რი პო­ნი, სა­ხე­ლად - წვი­მა. ფა­ლა­ბე­ლე­ბი დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის დიდ სიმ­პა­თი­ას იმ­სა­ხუ­რე­ბენ...

- ამ­ჟა­მად სა­კუ­თა­რი ცხე­ნე­ბი თუ გყავთ?

- 2 ცხე­ნი მყავს: ან­გ­ლო­ა­რა­ბუ­ლი ჯი­შის ბემ­ბი, რო­მე­ლიც უკ­ვე 20 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია და სა­ჯი­რი­თოდ აღარ ვი­ყე­ნებ - "პენ­სი­ა" და­იმ­სა­ხუ­რა და იღებს კი­დეც, სხვა ცხე­ნებ­თან ერ­თად ბა­ლა­ხობს, სე­ირ­ნობს... მე­ო­რე - ახალ­გაზ­რ­და ცხე­ნია, რო­მელ­საც სპი­რი­ტი ჰქვია. ჩემ­თან უც­ნა­უ­რი შემ­თხ­ვე­ვის შე­დე­გად მოხ­ვ­და: ერ­თი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და და მითხ­რა, - ცხე­ნი და­მეხ­რ­ჩო, რო­მელ­საც კვი­ცი დარ­ჩა და მი­სი გაზ­რ­და მი­ჭირ­სო. ეს კვი­ცი ავიყ­ვა­ნე... ახ­ლა უკ­ვე დი­დი და ძა­ლი­ან კარ­გი ცხე­ნია.

- პატ­რონ­სა და ცხენს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ?

- გა­მო­ნაკ­ლი­სი არა­ბუ­ლი და ახალ­თე­ქუ­რი ცხე­ნე­ბია, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ეჩ­ვე­ვი­ან. სა­ერ­თოდ, ეს თვი­სე­ბა ცხენს ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს. უფ­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს ანუ - ცხე­ნის­თ­ვის ადა­მი­ა­ნი ის არ არის, რაც - ძაღ­ლის­თ­ვის. ერთ ცხენ­თან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს თა­ნა­ბა­რი კონ­ტაქ­ტი შე­უძ­ლია. ეს მა­თი გო­ნებ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის. ალ­ბათ, მი­ზე­ზი ის არის, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ ბუ­ნე­ბა­ში და რა ქცე­ვე­ბი აქვთ შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ახალ წე­ლი­წადს ზო­ო­პარ­კ­ში რას გეგ­მავთ?

- ახა­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას: ლე­ო­პარ­დე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა მა­ი­მუ­ნის... ეს პრო­ცე­სი თე­ბერ­ვ­ლი­დან უკ­ვე და­იწყე­ბა.

- ვი­ცი, რომ ჟი­რა­ფის ჩა­მოყ­ვა­ნას ბევ­რი ელო­დე­ბა...

- ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა ის გახ­ლავთ, რომ ჟი­რაფს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სად­გო­მი სჭირ­დე­ბა. რო­გორც კი ავა­შე­ნებთ, ჩა­მო­ვიყ­ვანთ. თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი ჟი­რაფ­საც ძა­ლი­ან მა­ლე ნა­ხა­ვენ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს