პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სურამში ახლადნაყიდი ჩინური ნაძვის ხე გადატყდა
სურამში ახლადნაყიდი ჩინური ნაძვის ხე გადატყდა

ხა­შუ­რის გამ­გე­ო­ბამ ხე­ლოვ­ნუ­რი ნაძ­ვის ხე­ე­ბის შე­სა­ძე­ნად, დე­კემ­ბერ­ში, 22 ათა­სი ლარი გა­ხარ­ჯა. ერთი ნაძ­ვის ხე - ხა­შურ­ში, ხოლო მე­ო­რე - სუ­რამ­ში დად­გეს.

სუ­რა­მის ხე­ლოვ­ნუ­რი ნაძ­ვის ხე, რო­მე­ლიც გამ­გე­ო­ბას 1 700 ლარი და­უჯ­და, ქარ­მა გა­და­ტე­ხა. ნაძ­ვის ხე ჩი­ნუ­რი იყო და გამ­გე­ო­ბამ ის კომ­პა­ნია "თორ­ნი­კე"-სგან იყი­და. ხა­შუ­რის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, სი­მონ ხი­თა­რიშ­ვი­ლის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, შპს "თორ­ნი­კე" და­ჯა­რიმ­დე­ბა. სუ­რამ­ში კი, ხე­ლოვ­ნუ­რი ნაძ­ვის ხის ნაც­ვლად, სკვერ­ში მდე­ბა­რე ცო­ცხა­ლი ნაძ­ვი მო­ირ­თვე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­შურს, აქ აღ­მარ­თუ­ლი 7 მეტ­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე, კომ­პა­ნია "ლთ ჯგუ­ფის­გან" 21 041 ლა­რად არის შე­ძე­ნი­ლი. სა­ა­ხალ­წლოდ ხა­შუ­რის ქუ­ჩე­ბიც გა­ნათ­დე­ბა. ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბი უკვე მონ­ტაჟ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

სურამში ახლადნაყიდი ჩინური ნაძვის ხე გადატყდა

სურამში ახლადნაყიდი ჩინური ნაძვის ხე გადატყდა

ხაშურის გამგეობამ ხელოვნური ნაძვის ხეების შესაძენად, დეკემბერში, 22 ათასი ლარი გახარჯა. ერთი ნაძვის ხე - ხაშურში, ხოლო მეორე - სურამში დადგეს.

სურამის ხელოვნური ნაძვის ხე, რომელიც გამგეობას 1 700 ლარი დაუჯდა, ქარმა გადატეხა. ნაძვის ხე ჩინური იყო და გამგეობამ ის კომპანია "თორნიკე"-სგან იყიდა. ხაშურის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სიმონ ხითარიშვილის თქმით, სავარაუდოდ, შპს "თორნიკე" დაჯარიმდება. სურამში კი, ხელოვნური ნაძვის ხის ნაცვლად, სკვერში მდებარე ცოცხალი ნაძვი მოირთვება.

რაც შეეხება ხაშურს, აქ აღმართული 7 მეტრიანი ნაძვის ხე, კომპანია "ლთ ჯგუფისგან" 21 041 ლარად არის შეძენილი. საახალწლოდ ხაშურის ქუჩებიც განათდება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საახალწლო განათებები უკვე მონტაჟდება.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა