მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები კალაშნიკოვის ავტომატზე
საინტერესო ფაქტები კალაშნიკოვის ავტომატზე

ის მსოფ­ლი­ო­ში N1-ელ ავ­ტო­მა­ტურ ია­რა­ღად ით­ვლე­ბა. მისი ავ­ტო­რი მი­ხე­ილ კა­ლაშ­ნი­კო­ვი 23 დე­კემ­ბერს 94 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. დავა მისი სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბევ­რის აზ­რით, ახალ­გაზ­რდა ტან­კის­ტმა გერ­მა­ნე­ლი მე­ი­ა­რა­ღის ჰუდო შმა­ი­სე­რის კონ­სტრუქ­ცი­ის გერ­მა­ნუ­ლი ავ­ტო­მა­ტი StG-44 გა­მო­ი­ყე­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერთი გა­რე­მო­ე­ბა უდა­ვოა - მსგავ­სი პო­პუ­ლა­რო­ბა არც ერთ სხვა ია­რაღს არ მო­უ­პო­ვე­ბია.

1947 წელს, 7,62 მმ-იან ვაზ­ნებ­ზე გათ­ვლი­ლი ავ­ტო­მა­ტი АК-47 შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მი­ი­ღეს. მას შემ­დეგ კა­ლაშ­ნი­კო­ვი მთელს მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო. მას შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში არც ერთ ომს თუ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქტს არ ჩა­უვ­ლია ისე რომ, იქ კა­ლაშ­ნი­კო­ვის კა­კა­ნის ხმა არ ის­მო­დეს.

- ავ­ტო­მა­ტის შექ­მნის­თვის 1949 წელს ავ­ტო­რი სტა­ლი­ნის პრე­მი­ით და­ჯილ­დოვ­და, რო­მე­ლიც 150,000 მა­ნეთს შე­ად­გენ­და. იმ დროს ამ კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხით "პო­ბე­დას" მარ­კის 10 ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და;

- კა­ლაშ­ნი­კო­ვის ავ­ტო­მა­ტე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია. მაგ­რამ ექ­სპერ­ტე­ბი ერ­თხმად აღი­ა­რე­ბენ, რომ ამ ციფრ­მა 100 000 000-ს უკვე დიდი ხა­ნია გა­და­ა­ჭარ­ბა. სხვა­დას­ხვა დროს სსრკ-ს გარ­და, ავ­ტო­მა­ტის ვა­რი­ან­ტებს ალ­ბა­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, გერ­მა­ნია, ეგ­ვიპ­ტე, უნ­გრე­თი, ერა­ყი, ჩრდი­ლო კო­რეა,უკ­რა­ი­ნა, ფი­ნე­თი, ჩი­ნე­თი, პა­კის­ტა­ნი, პო­ლო­ნე­თი, რუ­მი­ნე­თი, იუ­გოს­ლა­ვია, ის­რა­ე­ლი და ინ­დო­ე­თი აწარ­მო­ებ­დნენ;

- ავ­ღა­ნეთ­ში ავ­ტო­მატს "კა­ლა­ჰანს" ეძა­ხი­ან, რაც "ამ­ხა­ნაგს" ნიშ­ნავს;

- აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში კა­ლაშ­ნი­კო­ვი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ იქ ბი­ჭებს სა­ხე­ლად კა­ლაშს არ­ქმე­ვენ. სა­ხე­ლებს რომ თავი გა­ვა­ნე­ბოთ, ეს ავ­ტო­მა­ტი მო­ზამ­ბი­კის, ზიმ­ბაბ­ვეს, ბურ­კი­ნა-ფა­სო­სა (1984-დან 1997-მდე) და და­სავ­ლეთ ტი­მო­რის (2007-დან) გერ­ბებ­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი. მო­ზამ­ბი­კის შემ­თხვე­ვა­ში კი, АК-74 სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა­საც ამ­შვე­ნებს;

- მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე "მდიდ­რუ­ლი" კა­ლაშ­ნი­კო­ვის პატ­რო­ნი, ერა­ყის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი სა­დამ ჰუ­სე­ი­ნი იყო. ყო­ფი­ლი დიქ­ტა­ტო­რის ავ­ტო­მა­ტე­ბი სუფ­თა ოქ­რო­თი იყო და­ფა­რუ­ლი;

- 1947 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლის (AK-47) პა­ტივ­სა­ცე­მად, ახალ­მა ზე­ლან­დი­ამ 2 დო­ლა­რის ნო­მი­ნა­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო მო­ნე­ტე­ბი გა­მო­უშ­ვა. მათ­ზე ავ­ტო­მა­ტის შემ­ქმნე­ლი - მი­ხე­ილ კა­ლაშ­ნი­კო­ვი და თა­ვად ავ­ტო­მა­ტია გა­მო­სა­ხუ­ლი;

- კა­ლაშ­ნი­კო­ვი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში­ცაა მოხ­ვედ­რი­ლი - მსოფ­ლი­ო­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის 15 %-ს სწო­რედ АК და მისი მო­დი­ფი­კა­ცი­ებ­ზე მო­დის;

- ფრან­გუ­ლი ჟურ­ნალ "ლი­ბე­რა­სი­ო­ნის" ვერ­სი­ით, კა­ლაშ­ნი­კო­ვის ავ­ტო­მატ­მა XX-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მო­გო­ნე­ბა­თა სი­ა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. მან უკან ატო­მუ­რი ია­რა­ღი და კოს­მო­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც კი ჩა­მო­ი­ტო­ვა.

- ავ­ტო­მატ­მა პო­ზი­ცი­ე­ბი არც ჟურ­ნალ Playboy-ის რე­ი­ტინ­გში დათ­მო. გა­მო­კი­თხვა­ში "50 გა­მო­გო­ნე­ბა, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო შეც­ვა­ლეს" კა­ლაშ­ნი­კოვ­მა მე-4 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ად­გი­ლი მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტერს, ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბებ­სა და "სო­ნის" ვი­დე­ო­მაგ­ნი­ტო­ფონს და­უთ­მო;

- შექ­მნის მო­მენ­ტი­დან, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ცე­ცხლსას­როლ ია­რაღ­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი სწო­რედ კა­ლაშ­ნი­კო­ვი­დან ნას­როლ­მა ტყვი­ებ­მა იმ­სხვერ­პლეს. სა­შუ­ა­ლოდ ყო­ველ­წლი­უ­რად АК-ს მარ­კის ავ­ტო­მა­ტი­დან 250 ათას ადა­მი­ანს კლა­ვენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ mhealth.ru-ის მი­ხედ­ვით.

საინტერესო ფაქტები კალაშნიკოვის ავტომატზე

საინტერესო ფაქტები კალაშნიკოვის ავტომატზე

ის მსოფლიოში N1-ელ ავტომატურ იარაღად ითვლება. მისი ავტორი მიხეილ კალაშნიკოვი 23 დეკემბერს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. დავა მისი საავტორო უფლებების თაობაზე დღემდე მიმდინარეობს. ბევრის აზრით, ახალგაზრდა ტანკისტმა გერმანელი მეიარაღის ჰუდო შმაისერის კონსტრუქციის გერმანული ავტომატი StG-44 გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ერთი გარემოება უდავოა - მსგავსი პოპულარობა არც ერთ სხვა იარაღს არ მოუპოვებია.

1947 წელს, 7,62 მმ-იან ვაზნებზე გათვლილი ავტომატი АК-47 შეიარაღებაში მიიღეს. მას შემდეგ კალაშნიკოვი მთელს მსოფლიოს მოედო. მას შემდეგ მსოფლიოში არც ერთ ომს თუ სამხედრო კონფლიქტს არ ჩაუვლია ისე რომ, იქ კალაშნიკოვის კაკანის ხმა არ ისმოდეს.

- ავტომატის შექმნისთვის 1949 წელს ავტორი სტალინის პრემიით დაჯილდოვდა, რომელიც 150,000 მანეთს შეადგენდა. იმ დროს ამ კოლოსალური თანხით "პობედას" მარკის 10 ავტომობილის შეძენა შეიძლებოდა;

- კალაშნიკოვის ავტომატების ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაგრამ ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ამ ციფრმა 100 000 000-ს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა. სხვადასხვა დროს სსრკ-ს გარდა, ავტომატის ვარიანტებს ალბანეთი, ბულგარეთი, გერმანია, ეგვიპტე, უნგრეთი, ერაყი, ჩრდილო კორეა,უკრაინა, ფინეთი, ჩინეთი, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, იუგოსლავია, ისრაელი და ინდოეთი აწარმოებდნენ;

- ავღანეთში ავტომატს "კალაჰანს" ეძახიან, რაც "ამხანაგს" ნიშნავს;

- აფრიკის ქვეყნებში კალაშნიკოვი იმდენად პოპულარულია, რომ იქ ბიჭებს სახელად კალაშს არქმევენ. სახელებს რომ თავი გავანებოთ, ეს ავტომატი მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბურკინა-ფასოსა (1984-დან 1997-მდე) და დასავლეთ ტიმორის (2007-დან) გერბებზეა გამოსახული. მოზამბიკის შემთხვევაში კი, АК-74 სახელმწიფო დროშასაც ამშვენებს;

- მსოფლიოში ყველაზე "მდიდრული" კალაშნიკოვის პატრონი, ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი იყო. ყოფილი დიქტატორის ავტომატები სუფთა ოქროთი იყო დაფარული;

- 1947 წელს გამოშვებული მოდელის (AK-47) პატივსაცემად, ახალმა ზელანდიამ 2 დოლარის ნომინალის საიუბილეო მონეტები გამოუშვა. მათზე ავტომატის შემქმნელი - მიხეილ კალაშნიკოვი და თავად ავტომატია გამოსახული;

- კალაშნიკოვი გინესის რეკორდების წიგნშიცაა მოხვედრილი - მსოფლიოში ცეცხლსასროლი იარაღის 15 %-ს სწორედ АК და მისი მოდიფიკაციებზე მოდის;

- ფრანგული ჟურნალ "ლიბერასიონის" ვერსიით, კალაშნიკოვის ავტომატმა XX-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებათა სიაში პირველი ადგილი დაიკავა. მან უკან ატომური იარაღი და კოსმოსური ტექნოლოგიებიც კი ჩამოიტოვა.

- ავტომატმა პოზიციები არც ჟურნალ Playboy-ის რეიტინგში დათმო. გამოკითხვაში "50 გამოგონება, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს" კალაშნიკოვმა მე-4 ადგილი დაიკავა და ადგილი მხოლოდ კომპიუტერს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებსა და "სონის" ვიდეომაგნიტოფონს დაუთმო;

- შექმნის მომენტიდან, მსოფლიოში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღთა შორის, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ კალაშნიკოვიდან ნასროლმა ტყვიებმა იმსხვერპლეს. საშუალოდ ყოველწლიურად АК-ს მარკის ავტომატიდან 250 ათას ადამიანს კლავენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ mhealth.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე