სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ჭანტურია: "პატრიარქმა, ეკლესიები აშენეთო, ესენი კიდევ, პირიქით, ანგრევენ"
გია ჭანტურია: "პატრიარქმა, ეკლესიები აშენეთო, ესენი კიდევ, პირიქით, ანგრევენ"

გიგი უგუ­ლა­ვას­თვის მე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს, გია ჭან­ტუ­რი­ას და ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

- ნე­ბის­მი­ე­რი არ­ჩე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ.თუ კა­ნო­ნით მო­სა­მარ­თლეს ჰქონ­და უფ­ლე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა, ჩემი აზ­რით, ეს არის არას­წო­რი და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში უნდა შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა, რათა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი აღარ გან­მე­ორ­დეს.

- თუ მოხ­და ისე, რომ არ­ჩე­ულ­მა პროვ­ნე­ბამ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი...

-სხვა მე­ქა­ნიზ­მი უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ. იმ­პიჩ­მენ­ტი. პრო­კუ­რორს და მო­სა­მარ­თლეს ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე არ უნდა ჰქონ­დეს ამის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა. როცა პი­როვ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლია ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მიერ, ორ ადა­მი­ანს მის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ უნდა ჰქონ­დეს.

- უგუ­ლა­ვამ თა­ვის თა­ნა­გუნ­დე­ლებს (ტა­რი­ელ ხი­ზა­ნი­შილს, ნიკო ხა­ჩი­რაშ­ვილს) სულმდაბ­ლე­ბი უწო­და, რად­გან მათ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს პრო­კუ­რა­ტუ­რას. რამ­დე­ნად სწო­რია ეს?

-აქ საქ­მე გვაქვს ღა­ლა­ტის ინ­სტი­ტუტ­თან - როცა ადა­მი­ა­ნი 9 წელი ერთი გუნ­დის წევ­რი ხარ და უცებ სხვა­გან გა­და­ბარ­გდე­ბი, ეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი მედ­რო­ვე­ო­ბაა... გა­მო­ძი­ე­ბა ამ ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდე­გაც მი­დი­ო­და და ახლა არ­ცერთ მათ­გან­ზე აღა­რაა საქ­მე აღ­ძრუ­ლი და და­ვი­ჯე­რო, ამა­ში ვე­რა­ფერ გან­სა­კუთ­რე­ბულს ვერ ხე­დავთ?!

-რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არ ჩა­მო­დის ექს-პრე­ზი­დენ­ტი და არ უდ­გას გვერ­დით თა­ვის თა­ნა­გუნ­დელს?

- ეგრე თუა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც არ იღებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და რა­ტომ?

- ვერ მი­გიხ­ვდით, რა შუ­ა­შია ივა­ნიშ­ვი­ლი, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით ის აქაა...

- მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა და აქაა, აბა, არ ყო­ფი­ლი­ყო მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ვნა­ხავ­დი, სა­დაც იქ­ნე­ბო­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რომ იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რო­გორ გგო­ნი­ათ, ივა­ნიშ­ვი­ლი ჭორ­ვი­ლა­ში იქ­ნე­ბო­და?

- აბა სად იქ­ნე­ბო­და?

- ალ­ბათ, საფ­რან­გეთ­ში ან რუ­სეთ­ში. იცით რაა, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი არ და­უ­პა­ტიმ­რე­ბია. ზო­გა­დად, შე­იძ­ლე­ბა, უფრო ლმო­ბი­ე­რი პო­ლი­ტი­კა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი (ისი­ნიც კი, რომ­ლე­ბიც ღიად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან) არ და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ.

- ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი?

-ჯერ ერთი, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი მათი გუნ­დის წევ­რი იყო და მე­ო­რეც, ის გა­უშ­ვეს საფ­რან­გეთ­ში. ოქ­რუ­აშ­ვილს ძა­ლი­ან ბევ­რი შე­ე­შა­ლა და სა­ერ­თო­დაც, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს ად­რით ვანო მე­რა­ბიშ­ვილს?! ის მხო­ლოდ 1 თვე იჯდა ცი­ხე­ში და შემ­დეგ გა­უშ­ვეს საფ­რან­გეთ­ში.

- და საფ­რან­გეთ­მა მის­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი. ეს არა­ფერ­ზე მე­ტყვე­ლებს?

-ჰო, საფ­რან­გეთ­მა მის­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი, ისე­ვე, რო­გორც ადე­იშ­ვილს აქვს ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში, რად­გან მან მო­ას­წრო ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა.

-ბა­ტო­ნო გია, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­ცერ­თი ქვეყ­ნის­გან ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი არ აქვს.

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ცხა­დე­ბუ­ლა, მაგ­რამ რო­გორც მე ვიცი, უნ­გრეთ­ში აქვს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გია ჭანტურია: "პატრიარქმა, ეკლესიები აშენეთო, ესენი კიდევ, პირიქით, ანგრევენ"

გია ჭანტურია: "პატრიარქმა, ეკლესიები აშენეთო, ესენი კიდევ, პირიქით, ანგრევენ"

გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეწყვეტას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენ დავუკავშირდით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ ხელმძღვანელს, გია ჭანტურიას და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

- ნებისმიერი არჩეული თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგი ვარ.თუ კანონით მოსამართლეს ჰქონდა უფლება ამ გადაწყვეტილების მიღებისა, ჩემი აზრით, ეს არის არასწორი და კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

- თუ მოხდა ისე, რომ არჩეულმა პროვნებამ ჩაიდინა დანაშაული...

-სხვა მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, მაგ. იმპიჩმენტი. პროკურორს და მოსამართლეს ღამის პირველ საათზე არ უნდა ჰქონდეს ამის გაკეთების უფლება. როცა პიროვნება არჩეულია ასიათასობით ადამიანის მიერ, ორ ადამიანს მისთვის უფლებამოსილების შეჩერების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

- უგულავამ თავის თანაგუნდელებს (ტარიელ ხიზანიშილს, ნიკო ხაჩირაშვილს) სულმდაბლები უწოდა, რადგან მათ ჩვენება მისცეს პროკურატურას. რამდენად სწორია ეს?

-აქ საქმე გვაქვს ღალატის ინსტიტუტთან - როცა ადამიანი 9 წელი ერთი გუნდის წევრი ხარ და უცებ სხვაგან გადაბარგდები, ეს ელემენტარული მედროვეობაა... გამოძიება ამ ხალხის წინააღმდეგაც მიდიოდა და ახლა არცერთ მათგანზე აღარაა საქმე აღძრული და დავიჯერო, ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავთ?!

-როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩამოდის ექს-პრეზიდენტი და არ უდგას გვერდით თავის თანაგუნდელს?

- ეგრე თუა, ბიძინა ივანიშვილიც არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას და რატომ?

- ვერ მიგიხვდით, რა შუაშია ივანიშვილი, თუმცა სააკაშვილისგან განსხვავებით ის აქაა...

- მისი ხელისუფლებაა და აქაა, აბა, არ ყოფილიყო მისი ხელისუფლება კი ვნახავდი, სადაც იქნებოდა. "ნაციონალური მოძრაობა", რომ იყოს ხელისუფლებაში, როგორ გგონიათ, ივანიშვილი ჭორვილაში იქნებოდა?

- აბა სად იქნებოდა?

- ალბათ, საფრანგეთში ან რუსეთში. იცით რაა, "ნაციონალურ მოძრაობას" არცერთი პოლიტიკური ოპონენტი არ დაუპატიმრებია. ზოგადად, შეიძლება, უფრო ლმობიერი პოლიტიკა ყოფილიყო, მაგრამ არცერთი პოლიტიკური ლიდერი (ისინიც კი, რომლებიც ღიად თანამშრომლობდნენ ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან) არ დაუპატიმრებიათ.

- ირაკლი ოქრუაშვილი არ იყო პოლიტიკური ლიდერი?

-ჯერ ერთი, ირაკლი ოქრუაშვილი მათი გუნდის წევრი იყო და მეორეც, ის გაუშვეს საფრანგეთში. ოქრუაშვილს ძალიან ბევრი შეეშალა და საერთოდაც, ირაკლი ოქრუაშვილს ადრით ვანო მერაბიშვილს?! ის მხოლოდ 1 თვე იჯდა ციხეში და შემდეგ გაუშვეს საფრანგეთში.

- და საფრანგეთმა მისცა პოლიტიკური თავშესაფარი. ეს არაფერზე მეტყველებს?

-ჰო, საფრანგეთმა მისცა პოლიტიკური თავშესაფარი, ისევე, როგორც ადეიშვილს აქვს ერთ-ერთ ქვეყანაში, რადგან მან მოასწრო ქვეყნის დატოვება.

-ბატონო გია, ოფიციალურად არცერთი ქვეყნისგან ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი არ აქვს.

- ოფიციალურად არ გაცხადებულა, მაგრამ როგორც მე ვიცი, უნგრეთში აქვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია