პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც გელა ჩარკვიანისგან საჩუქრებს იღებს
ვინ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც გელა ჩარკვიანისგან საჩუქრებს იღებს

გელა ჩარ­კვი­ანს ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ შინ ვეს­ტუმ­რეთ. მი­სა­ღებ ოთახ­ში უკვე იდგა ნაძ­ვის ხე, რომ­ლის ქვეშ მის შვი­ლიშ­ვილ ნა­ნას სან­ტა-კლა­უ­სის­თვის წე­რი­ლი გა­უმ­ზა­დე­ბია. ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი­სა და ქე­თა­თოს ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილ ნა­ნას ბა­ბუა გელა ჩარ­კვი­ან­თან დიდი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს. ერ­თად ბევ­რს კი­თხუ­ლო­ბენ, სა­უბ­რო­ბენ, სე­ირ­ნო­ბენ...

მას­პინ­ძლის გვერ­დით დი­ვან­ზე რუხი კატა მო­კა­ლათ­და, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წე­ლია, მათ ოჯახ­ში ცხოვ­რობს. ცხო­ვე­ლე­ბის ყოლა მისი ოჯა­ხის ერთ-ერთი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი "თვი­სე­ბაა". გელა ჩარ­კვი­ან­თან ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა თე­მა­ზე ხდე­ბა ხოლ­მე. იშ­ვი­ა­თია მსგავ­სი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია, დას­მულ შე­კი­თხვებს ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გას­ცეს და იმა­ზე მეტი გი­თხრას, ვიდ­რე ელი...

- ტრა­დი­ცია ბევ­რნა­ი­რია, მაგ­რამ რა­ხან ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, მო­დით, უპირ­ვე­ლე­სად მცი­რე გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თოთ. მი­მაჩ­ნია, რომ ოჯა­ხის ტრა­დი­ცია ისაა, რა­საც რე­გუ­ლა­რუ­ლად, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ. ტრა­დი­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს თა­ვად ოჯა­ხის და­არ­სე­ბუ­ლი, ან რო­მე­ლიც შთა­მო­მავ­ლო­ბით მი­ვი­ღეთ წინა თა­ო­ბე­ბის­გან, ან ის­ტო­რი­უ­ლად გად­მოგ­ვე­ცა - ერის სა­გან­ძუ­რი­დან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტრა­დი­ცია ჩემს ოჯახ­საც აქვს, ისე­ვე, რო­გორც ბევრ სხვას.

- რო­გორც ვიცი, ერთ-ერთი ასე­თი ტრა­დი­ცია თქვენ­თან შა­ბა­თის სა­დი­ლე­ბი იყო, სა­დაც ყვე­ლა­ნი ერ­თად იკ­რი­ბე­ბო­დით...

- დიახ, ასე იყო. მშობ­ლის­თვის არ არის მარ­ტი­ვი, შე­ე­გუო იმას, რომ ბავ­შვე­ბი შენ­თან აღარ ცხოვ­რო­ბენ. ჩვენ ხომ ულე­ვი სიყ­ვა­რუ­ლის წყა­რო არ გვაქვს და ბევ­რი არაა ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც მარ­თლა ძა­ლი­ან გვიყ­ვარს?! მო­დით, ვი­ყოთ გულ­წრფელ­ნი და ვა­ღი­ა­როთ, რომ ასე­თი გრძნო­ბა მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ გვაქვს და ესე­ნი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან. როცა იზ­რდე­ბი­ან, სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას იწყო­ბენ და ოჯა­ხებს ქმნი­ან, შენ გინ­და, ისი­ნი რო­გორ­ღაც "და­იბ­რუ­ნო". ჩვენ ამი­სათ­ვის გა­მოვ­ძებ­ნეთ ასე­თი გზა - შა­ბა­თი ოჯა­ხუ­რი სა­დი­ლის დღედ გა­მო­ვა­ცხა­დეთ.

ამ დროს შვი­ლე­ბი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ ჩვენ­თან უკვე თა­ვი­ან­თი მე­უღ­ლე­ე­ბი­თა და შვი­ლე­ბით. სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას უნდა გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ყვე­ლას გე­მოვ­ნე­ბა. ვი­ცო­დით, რა უყ­ვარ­და ირაკ­ლის, თე­ო­ნას და მათ მე­უღ­ლე­ებს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ზა­დებ­დით სა­დილს. შვი­ლე­ბი ორი­ვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი იყ­ვნენ: თე­ო­ნა ბა­ლე­რი­ნაა და ახლა ლონ­დონ­ში ბა­ლე­ტის სკო­ლა­ში ას­წავ­ლის, ხოლო ირაკ­ლი იყო პო­ე­ტი, კომ­პო­ზი­ტო­რი და პრო­ზა­ი­კო­სი, სა­ოც­რად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბიჭი. შა­ბა­თო­ბით შეხ­ვედ­რის დროს ისი­ნი "ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბულ­ნი" იყ­ვნენ ჩვენ წი­ნა­შე. გვიყ­ვე­ბოდ­ნენ მათ ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ ახალ ამ­ბებს: შე­იძ­ლე­ბო­და, ეს ყო­ფი­ლი­ყო ყო­ფი­თი ამ­ბა­ვი - რამე ნივ­თის შე­ძე­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და ა.შ. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში კი ეს იყო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ან­გა­რი­ში. ვთქვათ, ჩვენ ვი­გებ­დით, რა და­წე­რა ირაკ­ლიმ ახა­ლი და ის სიმ­ღე­რა ჩვენ­თან სრულ­დე­ბო­და. ირაკ­ლი გი­ტა­რა­ზეც უკ­რავ­და და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზეც, ბუ­ნებ­რი­ვია, ზოგ­ჯერ ერ­თა­დაც ვუკ­რავ­დით. თე­ო­ნა კარ­გად მღე­რის და ირაკ­ლის­თან ერ­თა­დაც მღე­რო­და ძმის სიმ­ღე­რებს. აქვე იყ­ვნენ თე­ო­ნას მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი, ირაკ­ლის მე­უღ­ლე ქე­თა­თოც. ასე­თი სა­დი­ლე­ბი ჩვენ­თან უმ­თავ­რე­სად 80-90 წლე­ბი­დან იმარ­თე­ბო­და.

- 90-იან წლებ­ში­ვე იყო ლამ­პის შუქი, "კე­რა­სინ­კით" გათ­ბო­ბა..

- კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სი­ნათ­ლე ხში­რად არ იყო, გვედ­გა "კე­რა­სინ­კაც", მაგ­რამ 90-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ჩვენ შე­და­რე­ბით წინ წა­სუ­ლი "ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი" შე­ვი­ძი­ნეთ. დავ­დგით "ტურ­ბო", რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და ნავ­თის სუნი, მხურ­ვა­ლე­ბა კი - საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დღე­ვან­დელ­თან შე­და­რე­ბით ის ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ეტა­პია, მაგ­რამ ეს ჩვენს ბედ­ნი­ე­რე­ბას ხელს არა­ფერ­ში უშ­ლი­და. ოთახ­ში ფორ­ტე­პი­ა­ნო იდგა და ჩვენ ვმღე­რო­დით. ვფიქ­რობ, მა­შინ მე და ნა­ნაც ახალ­გაზ­რდე­ბი ვი­ყა­ვით. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასა­კი ფარ­დო­ბი­თია - დღეს ჩემ­თვის 50 წლის ადა­მი­ა­ნი ბავ­შვია. ახლა ირაკ­ლი 52 წლის იქ­ნე­ბო­და. ვფიქ­რობ, შა­ბა­თის სა­დი­ლე­ბი ჩვე­ნი ოჯა­ხის მარ­თლაც რომ ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცია იყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ვინ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც გელა ჩარკვიანისგან საჩუქრებს იღებს

ვინ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც გელა ჩარკვიანისგან საჩუქრებს იღებს

გელა ჩარკვიანს ოჯახურ ტრადიციებზე სასაუბროდ შინ ვესტუმრეთ. მისაღებ ოთახში უკვე იდგა ნაძვის ხე, რომლის ქვეშ მის შვილიშვილ ნანას სანტა-კლაუსისთვის წერილი გაუმზადებია. ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს ერთადერთ ქალიშვილ ნანას ბაბუა გელა ჩარკვიანთან დიდი მეგობრობა აკავშირებს. ერთად ბევრს კითხულობენ, საუბრობენ, სეირნობენ...

მასპინძლის გვერდით დივანზე რუხი კატა მოკალათდა, რომელიც მრავალი წელია, მათ ოჯახში ცხოვრობს. ცხოველების ყოლა მისი ოჯახის ერთ-ერთი დამახასიათებელი ''თვისებაა''. გელა ჩარკვიანთან ოჯახურ ტრადიციებზე საუბარი ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორც ნებისმიერ სხვა თემაზე ხდება ხოლმე. იშვიათია მსგავსი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია, დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს და იმაზე მეტი გითხრას, ვიდრე ელი...

- ტრადიცია ბევრნაირია, მაგრამ რახან ოჯახურ ტრადიციებზე ვლაპარაკობთ, მოდით, უპირველესად მცირე განმარტება გავაკეთოთ. მიმაჩნია, რომ ოჯახის ტრადიცია ისაა, რასაც რეგულარულად, დიდი ხნის განმავლობაში აკეთებ. ტრადიცია შეიძლება იყოს თავად ოჯახის დაარსებული, ან რომელიც შთამომავლობით მივიღეთ წინა თაობებისგან, ან ისტორიულად გადმოგვეცა - ერის საგანძურიდან. რასაკვირველია, ტრადიცია ჩემს ოჯახსაც აქვს, ისევე, როგორც ბევრ სხვას.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი ასეთი ტრადიცია თქვენთან შაბათის სადილები იყო, სადაც ყველანი ერთად იკრიბებოდით...

- დიახ, ასე იყო. მშობლისთვის არ არის მარტივი, შეეგუო იმას, რომ ბავშვები შენთან აღარ ცხოვრობენ. ჩვენ ხომ ულევი სიყვარულის წყარო არ გვაქვს და ბევრი არაა ისეთი ადამიანი, ვინც მართლა ძალიან გვიყვარს?! მოდით, ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ, რომ ასეთი გრძნობა მხოლოდ უახლოესი ადამიანების მიმართ გვაქვს და ესენი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შვილები არიან. როცა იზრდებიან, საკუთარ ცხოვრებას იწყობენ და ოჯახებს ქმნიან, შენ გინდა, ისინი როგორღაც ''დაიბრუნო''. ჩვენ ამისათვის გამოვძებნეთ ასეთი გზა - შაბათი ოჯახური სადილის დღედ გამოვაცხადეთ.

ამ დროს შვილები ბრუნდებოდნენ ჩვენთან უკვე თავიანთი მეუღლეებითა და შვილებით. სადილის მომზადებისას უნდა გაგვეთვალისწინებინა ყველას გემოვნება. ვიცოდით, რა უყვარდა ირაკლის, თეონას და მათ მეუღლეებს და აქედან გამომდინარე ვამზადებდით სადილს. შვილები ორივენი შემოქმედები იყვნენ: თეონა ბალერინაა და ახლა ლონდონში ბალეტის სკოლაში ასწავლის, ხოლო ირაკლი იყო პოეტი, კომპოზიტორი და პროზაიკოსი, საოცრად შემოქმედებითი ბიჭი. შაბათობით შეხვედრის დროს ისინი ''ანგარიშვალდებულნი'' იყვნენ ჩვენ წინაშე. გვიყვებოდნენ მათ ცხოვრებაში მომხდარ ახალ ამბებს: შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო ყოფითი ამბავი - რამე ნივთის შეძენა, მოგზაურობის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების გაზიარება და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში კი ეს იყო შემოქმედებითი ანგარიში. ვთქვათ, ჩვენ ვიგებდით, რა დაწერა ირაკლიმ ახალი და ის სიმღერა ჩვენთან სრულდებოდა. ირაკლი გიტარაზეც უკრავდა და ფორტეპიანოზეც, ბუნებრივია, ზოგჯერ ერთადაც ვუკრავდით. თეონა კარგად მღერის და ირაკლისთან ერთადაც მღეროდა ძმის სიმღერებს. აქვე იყვნენ თეონას მეუღლე, შვილები, ირაკლის მეუღლე ქეთათოც. ასეთი სადილები ჩვენთან უმთავრესად 80-90 წლებიდან იმართებოდა.

- 90-იან წლებშივე იყო ლამპის შუქი, ''კერასინკით'' გათბობა..

- კი, რასაკვირველია, სინათლე ხშირად არ იყო, გვედგა ''კერასინკაც'', მაგრამ 90-იანი წლების მეორე ნახევარში ჩვენ შედარებით წინ წასული ''ტექნოლოგიები'' შევიძინეთ. დავდგით ''ტურბო'', რომელსაც ნაკლებად ჰქონდა ნავთის სუნი, მხურვალება კი - საკმაოდ ძლიერი. რასაკვირველია, დღევანდელთან შედარებით ის ჩამორჩენილი ეტაპია, მაგრამ ეს ჩვენს ბედნიერებას ხელს არაფერში უშლიდა. ოთახში ფორტეპიანო იდგა და ჩვენ ვმღეროდით. ვფიქრობ, მაშინ მე და ნანაც ახალგაზრდები ვიყავით. რასაკვირველია, ასაკი ფარდობითია - დღეს ჩემთვის 50 წლის ადამიანი ბავშვია. ახლა ირაკლი 52 წლის იქნებოდა. ვფიქრობ, შაბათის სადილები ჩვენი ოჯახის მართლაც რომ ძალიან კარგი ტრადიცია იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"