პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ თქვა უარი დათო ტურაშვილმა 15 000 ლარზე
რატომ თქვა უარი დათო ტურაშვილმა 15 000 ლარზე

მხნე, ხმა­უ­რი­ა­ნი, უბ­რა­ლო, სა­მარ­თლი­ა­ნი, იუ­მო­რით სავ­სე კაცი, რო­მელ­საც უნა­რი აქვს, აღ­ფრთო­ვან­დეს სხვი­სი ნი­ჭი­ე­რე­ბით და ეს ყვე­ლას და­უ­ნა­ნებ­ლად გა­უ­ზი­ა­როს. მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვილ­ზე მო­გახ­სე­ნებთ. მას წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ შევ­ხვდით.

- მთა­ვა­რი სა­ა­ხალ­წლო ხიბ­ლი, უჩ­ვე­უ­ლო სიმ­შვი­დეა, რო­მე­ლიც პირ­ველ იან­ვარს დგე­ბა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, რად­გან ღა­მე­ნა­თევ ხალ­ხს თით­ქმის შუ­ა­დღემ­დე სძი­ნავს. მან­ქა­ნე­ბიც ისე იშ­ვი­ა­თად მოძ­რა­ო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა და­გა­ვი­წყდეს, რომ შავი ჯი­პე­ბის ქა­ლაქ­ში ხარ...

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სა­ა­ხალ­წლო ფა­ცი­ფუ­ცის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს და ბევ­რიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ახალ წელს ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­აქვს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მშურს კი­დეც, რად­გან არ მჯე­რა, რომ არ­სე­ბობს კო­ლექ­ტი­უ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა და კო­ლექ­ტი­ურ დღე­სას­წა­უ­ლებ­საც ვე­რი­დე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან არ მიყ­ვარ­და ახა­ლი წელი და ერთი უც­ნა­უ­რი თვი­სე­ბაც მახ­სოვს - ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი მა­შინ ვხდე­ბო­დი, როცა ხალ­ხი კო­ლექ­ტი­უ­რად დღე­სას­წა­უ­ლობ­და რა­ღა­ცას. მგო­ნი, მარ­თა­ლი იყო ბე­ბი­ა­ჩე­მიც, რომ უკუღ­მართს მე­ძახ­და. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, შე­ვი­ტყვე, რომ მარ­თლა უკუღ­მა, ფე­ხე­ბით ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი და იმის მერე არა­ფე­რი მიკ­ვირს, თუ რამე უც­ნა­უ­რი მჭირს, ყვე­ლა­ფერს დე­და­ჩე­მის არას­ტან­დარ­ტულ მშო­ბი­ა­რო­ბას ვაბ­რა­ლებ.

- მაგ­რამ მა­ინც არ­სე­ბობს ახა­ლი წე­ლიც და ტრა­დი­ცი­აც. შენ რა წე­სებს "აღას­რუ­ლებ"?

- ახა­ლი წლის ღა­მეს ჩემი ცოლი, მაკა, მი­ჯი­კებს ხოლ­მე, რომ ბავ­შვებ­მა არ შე­მამ­ჩნი­ონ მო­წყე­ნი­ლო­ბა. წა­მოვ­ხტე­ბი და მათ­თან ერ­თად ვი­წყებ ცეკ­ვას ან ია­ტაკ­ზე ვგო­რა­ობ, ერ­თა­დერ­თი, რაც ახალ წელს მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ცი­ვია, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში საჭ­მე­ლი კი არა, შე­დევ­რია და სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე არ გან­ვი­ხი­ლავთ რო­გორც ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბრენ­დს - სა­ცი­ვი სა­ოც­რე­ბაა და არა საჭ­მე­ლი, ამი­ტო­მაც როცა მი­ვირ­თმევ, ცოტა მე­ტი­რე­ბა კი­დეც.

- ახა­ლი წლის ერთი ატ­რი­ბუ­ტი და­ნამ­დვი­ლე­ბით გყვა­რე­ბია. ბე­დო­ბა­ზე რა­ღას გვე­ტყვი?

- ბე­დო­ბას ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ბევ­რი ვი­კი­თხო და ბევ­რი ვწე­რო, რომ შრო­მა და­მე­ბე­დოს. შრო­მა არ მაკ­ლია, მაგ­რამ მა­ინც ვცდი­ლობ, 2 იან­ვარს სულ წიგ­ნით ხელ­ში ვიყო.

ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად წიგ­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სა და მათი წა­კი­თხვის დროა, ოღონდ წა­კი­თხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თო­რემ წიგ­ნებს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­შიც აგ­რო­ვებ­დნენ თა­რო­ე­ბის შე­სავ­სე­ბად. გა­სულ წელს ბევ­რი კარ­გი წიგ­ნი გა­მო­ი­ცა და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მე წინ მი­ი­წევს, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბი არ­სე­ბობ­დეს, რად­გან ჩვე­ნი წიგ­ნის ბა­ზა­რი იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ ძნე­ლია მხო­ლოდ წე­რით ცხოვ­რე­ბა. ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დე­ბი და პროგ­რა­მე­ბი მწერ­ლე­ბი­სა და მთარ­გმნე­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. იმე­დია, ჩვენც არ დაგ­ვჭირ­დე­ბა ბორ­ბლე­ბის თა­ვი­დან გა­მო­გო­ნე­ბა.

- თქვენ ცხე­ნის წელ­ში ხართ და­ბა­დე­ბუ­ლი, რა სა­ერ­თო გაქვთ ხა­სი­ათ­ში?

- ამა­ზე არ მი­ფიქ­რია. მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რითი გან­ვსხვავ­დე­ბი ცხე­ნის­გან - არ ვარ ცხე­ნი­ვით ლა­მა­ზი და არც ვჭიხ­ვი­ნებ (ეღი­მე­ბა).

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რატომ თქვა უარი დათო ტურაშვილმა 15 000 ლარზე

რატომ თქვა უარი დათო ტურაშვილმა 15 000 ლარზე

მხნე, ხმაურიანი, უბრალო, სამართლიანი, იუმორით სავსე კაცი, რომელსაც უნარი აქვს, აღფრთოვანდეს სხვისი ნიჭიერებით და ეს ყველას დაუნანებლად გაუზიაროს. მწერალ დათო ტურაშვილზე მოგახსენებთ. მას წინასაახალწლოდ შევხვდით.

- მთავარი საახალწლო ხიბლი, უჩვეულო სიმშვიდეა, რომელიც პირველ იანვარს დგება თბილისის ქუჩებში, რადგან ღამენათევ ხალხს თითქმის შუადღემდე სძინავს. მანქანებიც ისე იშვიათად მოძრაობენ, რომ შეიძლება დაგავიწყდეს, რომ შავი ჯიპების ქალაქში ხარ...

უამრავი ადამიანი საახალწლო ფაციფუცისგან სიამოვნებას იღებს და ბევრიც დარწმუნებულია, რომ ახალ წელს ბედნიერება მოაქვს. ასეთი ადამიანების მშურს კიდეც, რადგან არ მჯერა, რომ არსებობს კოლექტიური ბედნიერება და კოლექტიურ დღესასწაულებსაც ვერიდები. ბავშვობიდან არ მიყვარდა ახალი წელი და ერთი უცნაური თვისებაც მახსოვს - ყველაზე სევდიანი მაშინ ვხდებოდი, როცა ხალხი კოლექტიურად დღესასწაულობდა რაღაცას. მგონი, მართალი იყო ბებიაჩემიც, რომ უკუღმართს მეძახდა. როცა წამოვიზარდე, შევიტყვე, რომ მართლა უკუღმა, ფეხებით ვარ დაბადებული და იმის მერე არაფერი მიკვირს, თუ რამე უცნაური მჭირს, ყველაფერს დედაჩემის არასტანდარტულ მშობიარობას ვაბრალებ.

- მაგრამ მაინც არსებობს ახალი წელიც და ტრადიციაც. შენ რა წესებს "აღასრულებ"?

- ახალი წლის ღამეს ჩემი ცოლი, მაკა, მიჯიკებს ხოლმე, რომ ბავშვებმა არ შემამჩნიონ მოწყენილობა. წამოვხტები და მათთან ერთად ვიწყებ ცეკვას ან იატაკზე ვგორაობ, ერთადერთი, რაც ახალ წელს მაინტერესებს, საცივია, რომელიც სინამდვილეში საჭმელი კი არა, შედევრია და სამწუხაროდ, დღემდე არ განვიხილავთ როგორც ნაციონალურ ბრენდს - საცივი საოცრებაა და არა საჭმელი, ამიტომაც როცა მივირთმევ, ცოტა მეტირება კიდეც.

- ახალი წლის ერთი ატრიბუტი დანამდვილებით გყვარებია. ბედობაზე რაღას გვეტყვი?

- ბედობას ყოველთვის ვცდილობ, ბევრი ვიკითხო და ბევრი ვწერო, რომ შრომა დამებედოს. შრომა არ მაკლია, მაგრამ მაინც ვცდილობ, 2 იანვარს სულ წიგნით ხელში ვიყო.

ახლა ყველაზე მეტად წიგნების შეგროვებისა და მათი წაკითხვის დროა, ოღონდ წაკითხვა აუცილებელია, თორემ წიგნებს საბჭოთა პერიოდშიც აგროვებდნენ თაროების შესავსებად. გასულ წელს ბევრი კარგი წიგნი გამოიცა და ძალიან მიხარია, რომ საგამომცემლო საქმე წინ მიიწევს, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფო პროგრამები არსებობდეს, რადგან ჩვენი წიგნის ბაზარი იმდენად მცირეა, რომ ძნელია მხოლოდ წერით ცხოვრება. ევროპულ ქვეყნებში არსებობს სპეციალური ფონდები და პროგრამები მწერლებისა და მთარგმნელების მხარდასაჭერად. იმედია, ჩვენც არ დაგვჭირდება ბორბლების თავიდან გამოგონება.

- თქვენ ცხენის წელში ხართ დაბადებული, რა საერთო გაქვთ ხასიათში?

- ამაზე არ მიფიქრია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რითი განვსხვავდები ცხენისგან - არ ვარ ცხენივით ლამაზი და არც ვჭიხვინებ (ეღიმება).

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს