მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
295 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა
295 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

295 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ავ­ღა­ნე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის ცალ­კე­უ­ლი მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის 295 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი მი­ხე­ილ დარ­ჩი­აშ­ვი­ლი და ირაკ­ლი გე­გეჭ­კო­რი, ასე­ვე გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, გე­ნე­რალ მა­ი­ო­რი ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე ალექ­სე­ევ­კის აე­რო­პორ­ტში დახ­ვდნენ.

"მინ­და თი­თო­ე­ულ მათ­განს გა­და­ვუ­ხა­დო დიდი მად­ლო­ბა. მათი ძა­ლის­ხმე­ვა ძალ­ზედ და­ფა­სე­ბუ­ლია ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მიერ. ასე­ვე, მინ­და მი­ვუ­ლო­ცო მათ ოჯა­ხებს, მათ ახ­ლობ­ლებს ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის შინ მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბა" , - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მი­ხე­ილ დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის თქმით, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა რო­ტა­ცი­ით ჩა­ნაც­ვლე­ბის­თვის კი­დევ ორი ბა­ტა­ლი­ო­ნი ემ­ზა­დე­ბა.

ბა­თუ­მის ცალ­კე­უ­ლი მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო­ებ­მა ISAF-ის მი­სია ამე­რი­კუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში შე­ას­რუ­ლეს.

ბა­ტა­ლი­ო­ნის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ოპე­რა­ცი­ის რა­ი­ონ­ში ამ­ბო­ხე­ბულ­თა ძა­ლე­ბის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა, ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნე­ბის კონ­ტრო­ლი და აშშ-ს სა­ზღვაო ქვე­ი­თებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ბა­თუ­მის ცალ­კე­უ­ლი მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად რო­ტა­ცი­ის წე­სით სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გა­ემ­გზავრნენ. ბა­ტა­ლი­ონ­მა სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი სრუ­ლად ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გა­და­ი­ბა­რა. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ცალ­კე­უ­ლი მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო­ე­ბი სამ­შობ­ლო­ში სრუ­ლად დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

295 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

295 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან დაბრუნდა

295 ქართველი სამხედრო ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 295 სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები მიხეილ დარჩიაშვილი და ირაკლი გეგეჭკორი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ.

"მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო დიდი მადლობა. მათი ძალისხმევა ძალზედ დაფასებულია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ. ასევე, მინდა მივულოცო მათ ოჯახებს, მათ ახლობლებს ჩვენი ბიჭების შინ მშვიდობით დაბრუნება" , - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა.

გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თქმით, სამხედრო მოსამსახურეთა როტაციით ჩანაცვლებისთვის კიდევ ორი ბატალიონი ემზადება.

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასრულეს.

ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით სექტემბრის ბოლოს გაემგზავრნენ. ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად ოქტომბრის დასაწყისში გადაიბარა. რამდენიმე კვირაში ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე