თბილისის მერი გიგი უგულავა პროკურატურაში მივიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, უგულავას პროკურატურასთან აქციის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
გიგი უგულავამ პროკურატურაში შესვლამდე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "გიგი, გიგი". მათ უგულავა პროკურატურაში ტაშით შეაცილეს.
გიგი უგულავას მხარდასაჭერი აქცია პროკურატურასთან გრძელდება. აქციაზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები.