პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელები მთვარეს იპყრობენ
ჩინელები მთვარეს იპყრობენ

მიმ­დი­ნა­რე წლის 14 დე­კემ­ბერს, ჩი­ნე­თის მიღ­წე­ვამ მსოფ­ლიო კი­დევ ერთხელ გა­ა­ო­ცა. კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რი "ჩა­ნიე-3" მთვა­რე­ზე წარ­მა­ტე­ბით და­ეშ­ვა და დე­და­მი­წის თა­ნამ­გზავრზე მთვა­რე­მა­ვა­ლი რო­ბო­ტიც ჩა­ი­ტა­ნა. მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რებს ჩი­ნუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში აჩ­ვე­ნებ­დნენ.

140 კგ-იანი რო­ბო­ტის მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა მთვა­რის ზე­და­პი­რის და გრუნ­ტის შეს­წავ­ლა იქ­ნე­ბა. ამის­თვის ის სხვა­დას­ხვა ტი­პის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით და 4 კა­მე­რი­თაა აჭღურ­ვი­ლი. "უი­ტუს" (სწო­რედ ასე ქვია მთვა­რე­ზე გაგ­ზავ­ნილ ჩი­ნურ რო­ბოტს) "სა­სი­ცო­ცხლო" პე­რი­ო­დი 3 თვეა. მთვა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩი­ნეთს შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი აქვს. მისი ათ­ვი­სე­ბის მე­სა­მე ეტა­პის ფარ­გლებ­ში - 2020 წლის­თვის დე­და­მი­წა­ზე მთვა­რის გრუნ­ტის ჩა­მო­ტა­ნა, 2050 წლის­თვის კი - მთვა­რე­ზე ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა.

სსრკ-სა და აშშ-ს შემ­დეგ, ჩი­ნე­თი მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ქვე­ყა­ნა გახ­და, რო­მელ­მაც მთვა­რე­ზე კოს­მო­სუ­რი აპა­რა­ტის გაგ­ზავ­ნა შეს­ძლო. წმინ­და სა­მეც­ნი­ე­რო ფუნ­ქცი­ე­ბის გარ­და, "უი­ტუს" წარ­მა­ტე­ბულ დაშ­ვე­ბას გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ძა­ლის ერ­თგვა­რი დე­მონ­სტრი­რე­ბის ას­პექ­ტიც ახ­ლავს. ჩი­ნეთ­მა მთელს მსოფ­ლი­ოს კი­დევ ერთხელ თვალ­ნათ­ლივ და­ა­ნა­ხა, რომ კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბის სფე­რო­შიც კი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არ­სე­ბო­ბას მო­ი­თხოვს, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­ხელ­მწი­ფო­ებს არაფ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა.

სა­კუ­თარ კოს­მო­სურ პროგ­რა­მა­ზე ჩი­ნე­თი 1960-70-იან წლე­ბი­დან მუ­შა­ობს. თუმ­ცა პი­ლო­ტი­რე­ბად კოს­მო­ნავ­ტი­კა­ზე 1990-იანი წლე­ბი­დან გა­და­ერ­თო. 2003 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს ჩი­ნე­ლებ­მა კოს­მოს­ში პირ­ვე­ლი კოს­მო­ნავ­ტი გა­უშ­ვეს. მას შემ­დეგ, ჩი­ნე­ლებ­მა ღია კოს­მოს­ში გას­ვლაც ის­წავ­ლეს და დღეს სა­კუ­თა­რი ორ­ბი­ტუ­ლი სად­გუ­რიც აქვთ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩინელები მთვარეს იპყრობენ

ჩინელები მთვარეს იპყრობენ

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ჩინეთის მიღწევამ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. კოსმოსური სადგური "ჩანიე-3" მთვარეზე წარმატებით დაეშვა და დედამიწის თანამგზავრზე მთვარემავალი რობოტიც ჩაიტანა. მის მიერ გადაღებული კადრებს ჩინური ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ.

140 კგ-იანი რობოტის მთავარი მოვალეობა მთვარის ზედაპირის და გრუნტის შესწავლა იქნება. ამისთვის ის სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებით და 4 კამერითაა აჭღურვილი. "უიტუს" (სწორედ ასე ქვია მთვარეზე გაგზავნილ ჩინურ რობოტს) "სასიცოცხლო" პერიოდი 3 თვეა. მთვარესთან დაკავშირებით ჩინეთს შორს მიმავალი გეგმები აქვს. მისი ათვისების მესამე ეტაპის ფარგლებში - 2020 წლისთვის დედამიწაზე მთვარის გრუნტის ჩამოტანა, 2050 წლისთვის კი - მთვარეზე ბაზის მშენებლობა იგეგმება.

სსრკ-სა და აშშ-ს შემდეგ, ჩინეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატის გაგზავნა შესძლო. წმინდა სამეცნიერო ფუნქციების გარდა, "უიტუს" წარმატებულ დაშვებას გარკვეული პოლიტიკური და ძალის ერთგვარი დემონსტრირების ასპექტიც ახლავს. ჩინეთმა მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაანახა, რომ კოსმოსის ათვისების სფეროშიც კი, რომელიც ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობას მოითხოვს, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს არაფრით ჩამორჩება.

საკუთარ კოსმოსურ პროგრამაზე ჩინეთი 1960-70-იან წლებიდან მუშაობს. თუმცა პილოტირებად კოსმონავტიკაზე 1990-იანი წლებიდან გადაერთო. 2003 წლის 15 ოქტომბერს ჩინელებმა კოსმოსში პირველი კოსმონავტი გაუშვეს. მას შემდეგ, ჩინელებმა ღია კოსმოსში გასვლაც ისწავლეს და დღეს საკუთარი ორბიტული სადგურიც აქვთ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე