20 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე "მაკდონალდსმა" ჩაატარა აქცია - "ბედნიერი დღეები მაკდონალდსში". "მაკდონალდსის" ყველა რესტორანში განთავსდა ცოცხალი ნაძვის ხე და სპეციალური ყუთები ნაძვის ხის სათამაშოებით.
"მაკდონალდსის" ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა შეეძინა ნაძვის ხის სათამაშო სიმბოლურ ფასად.
მყიდველები შეძენილ ნაძვის ხის ბურთს აწერდნენ თავიანთ სახელებს, სურვილებს თუ გზავნილებს და სათამაშოებს კიდებდნენ რესტორნებში განთავსებულ ნაძვის ხეებზე.
მსგავს საქველმოქმედო აქციებს "მაკდონალდსი" მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად აწყობს მათთვის, ვისაც დახმარება ძალიან სჭირდება.
საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 3 კვირიანი აქციის შედეგად შეგროვდა თანხა, რომელიც მთლიანად ირიცხება "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" ბავშვთა განყოფილებაში სასუნთქი აპარატის შესაძენად. მორთული ნაძვის ხეები კი დაირგვება "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" ეზოში.
17 დეკემბერს "მაკდონალდსი" კლინიკაში მიიტანს დასარგავად გამზადებულ ნაძვის ხეებს და გაუმასპინძლდება ბავშვებს "ჰეფი მილით".
R