პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გორელები გასახდელში შემოგვიცვივდნენ და ძლივს დავაღწიეთ თავი" - კალათბურთელი გოგონა
"გორელები გასახდელში შემოგვიცვივდნენ და ძლივს დავაღწიეთ თავი" - კალათბურთელი გოგონა

მსოფ­ლიო სპორ­ტში, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებ­ზე თუ ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე უამ­რავ ლა­მაზ­მანს ვხე­დავთ, რომ­ლე­ბიც შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვებ­თან მე­გობ­რო­ბენ და პო­პუ­ლა­რო­ბის მხრივ მათ არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან, რა­საც ვერ ვიტყ­ვით კა­ლათ­ბურ­თელ ქა­ლებ­ზე. ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თი არც სა­ქარ­თვე­ლო­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ქა­ლე­ბი. ან­ჯე­ლა წიკ­ლა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი ქა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი­ა, რო­მელ­საც სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რად გა­მოჰ­ყვა.

- მა­მა­ჩე­მი, და­ვით წიკ­ლა­უ­რი, კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის მწვრთნე­ლი­ა, ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი სწო­რედ მი­სი გაზ­რდი­ლი­ა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც იყო, რომ ამ სპორ­ტმა ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მი­ტა­ცა, თა­ნაც ისე, რომ სიმ­ღე­რა­ზე სი­ა­რულს თა­ვი და­ვა­ნე­ბე და კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში და­ვიწყ­ე. მე­ექ­ვსე კლას­ში ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ ვი­თა­მა­შე. იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და ეს საქ­მე, რომ ოღონდ კა­ლათ­ბურ­თი მე­თა­მა­შა და, არც ტრავ­მე­ბი მა­ში­ნებ­და, არც ბურ­თის სიმ­ძი­მე და არც არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­თვეს გუნ­დში ვთა­მა­შობ­დი, 90-ი­ა­ნი წლე­ბი იყო და ვის ეცა­ლა მა­შინ კა­ლათ­ბურ­თის­თვის...

- რო­გორ პი­რო­ბებ­ში გი­წევ­დათ ვარ­ჯი­ში?

- ვე­რის სა­კა­ლათ­ბურ­თო დარ­ბაზ­ში ვვარ­ჯი­შობ­დით. რა პი­რო­ბე­ბი უნ­და გვქო­ნო­და, რო­ცა ქა­ლაქ­ში ომი იყო. და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტი იყო. ერ­თ-ერთ ბიზ­ნეს­მენს ჩვე­ნი გუნ­დის შეს­ყიდ­ვა სურ­და, მაგ­რამ მწვრთნელს ვერ ვუ­ღა­ლა­ტეთ, მი­სი გაზ­რდი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დავ­დი­ო­დით ტურ­ნი­რებ­ზე, თურ­ქეთ­შიც გვქონ­და თა­მა­შე­ბი. არა­ერ­თი კუ­რი­ო­ზი გა­დაგ­ვხდე­ნია თავს. ერ­თხელ, გას­ვლით თა­მაშ­ზე, გო­რე­ლებ­მა შურ­დუ­ლე­ბით დაგ­ვი­ში­ნეს სა­ფან­ტი, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო; ერ­თხე­ლაც გა­სახ­დელ­ში შე­მოგ­ვიც­ვივ­დნენ და ძლივს და­ვაღ­წი­ეთ თა­ვი. მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ახ­ლა კარ­გად გვახ­სენ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ სი­გე­ლე­ბი და მედ­ლე­ბი დაგ­ვრჩა. მე­რე, წლე­ბი რომ გა­ვი­და და ვხე­დავ­დით, ქალ­თა კა­ლათ­ბურთს არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ ჰქონ­და, ზო­გი გათხ­ოვ­და, ზოგ­მა მუ­შა­ო­ბა და­იწყ­ო, ზო­გი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და და ჩვე­ნი გუნ­დიც და­ი­შა­ლა. ხში­რად გვი­ფიქ­რი­ა, ისევ შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით და გვე­თა­მა­შა, მაგ­რამ ვე­ღარ მოვა­ხერ­ხეთ. მეც სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვე­დი, ვმუ­შა­ობ­დი მზა­რე­უ­ლად, მიმ­ტა­ნად. იქი­დან დავ­ბრუნ­დი და ახ­ლა მწვრთნე­ლად ვმუ­შა­ობ, პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ნი­კი­ურ­-პე­დი­კი­უ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ.

- მა­ინც რა­ტომ ვერ ვი­თარ­დე­ბა ჩვენ­ში ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თი?

- ადა­მი­ანს ხელ­ფა­სი ხომ უნ­და მის­ცე და ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი მა­ინც ხომ უნ­და შე­უქ­მნა? რო­ცა ეს არ არის, იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი, სპორ­ტს თა­ვი და­ა­ნე­ბო, ან საზღ­ვარ­გა­რეთ წახ­ვი­დე სა­თა­მა­შოდ. ამას ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს, ამი­ტო­მაც არის ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თი გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"გორელები გასახდელში შემოგვიცვივდნენ და ძლივს დავაღწიეთ თავი" - კალათბურთელი გოგონა

"გორელები გასახდელში შემოგვიცვივდნენ და ძლივს დავაღწიეთ თავი" - კალათბურთელი გოგონა

მსოფ­ლიო სპორ­ტში, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებ­ზე თუ ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე უამ­რავ ლა­მაზ­მანს ვხე­დავთ, რომლებიც შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვებ­თან მე­გობ­რო­ბენ და პო­პუ­ლა­რო­ბის მხრივ მათ არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან, რა­საც ვერ ვიტყ­ვით კა­ლათ­ბურ­თელ ქა­ლებ­ზე. ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თი არც სა­ქარ­თვე­ლო­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ქა­ლე­ბი. ან­ჯე­ლა წიკ­ლა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი ქა­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი­ა, რო­მელ­საც სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რად გა­მოჰ­ყვა.

- მა­მა­ჩე­მი, და­ვით წიკ­ლა­უ­რი, კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის მწვრთნე­ლი­ა, ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი სწო­რედ მი­სი გაზ­რდი­ლი­ა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც იყო, რომ ამ სპორტმა ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მი­ტა­ცა, თა­ნაც ისე, რომ სიმ­ღე­რა­ზე სი­ა­რულს თა­ვი და­ვა­ნე­ბე და კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში და­ვიწყ­ე. მე­ექ­ვსე კლას­ში ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ ვი­თა­მა­შე. იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და ეს საქ­მე, რომ ოღონდ კა­ლათ­ბურ­თი მე­თა­მა­შა და, არც ტრავ­მე­ბი მა­ში­ნებ­და, არც ბურ­თის სიმ­ძი­მე და არც არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­თვეს გუნ­დში ვთა­მა­შობ­დი, 90-ი­ა­ნი წლე­ბი იყო და ვის ეცა­ლა მა­შინ კა­ლათ­ბურ­თის­თვის...

- რო­გორ პი­რო­ბებ­ში გი­წევ­დათ ვარ­ჯი­ში?

- ვე­რის სა­კა­ლათ­ბურ­თო დარ­ბაზ­ში ვვარ­ჯი­შობ­დით. რა პი­რო­ბე­ბი უნ­და გვქო­ნო­და, რო­ცა ქა­ლაქ­ში ომი იყო. და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტი იყო. ერ­თ-ერთ ბიზ­ნეს­მენს ჩვე­ნი გუნ­დის შეს­ყიდ­ვა სურ­და, მაგ­რამ მწვრთნელს ვერ ვუ­ღა­ლა­ტეთ, მი­სი გაზ­რდი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დავ­დი­ო­დით ტურ­ნი­რებ­ზე, თურ­ქეთ­შიც გვქონ­და თა­მა­შე­ბი. არა­ერ­თი კუ­რი­ო­ზი გა­დაგ­ვხდე­ნია თავს. ერ­თხელ, გას­ვლით თა­მაშ­ზე, გო­რე­ლებ­მა შურ­დუ­ლე­ბით დაგ­ვი­ში­ნეს სა­ფან­ტი, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო; ერ­თხელაც გა­სახ­დელ­ში შე­მოგ­ვიც­ვივ­დნენ და ძლივს და­ვაღ­წი­ეთ თა­ვი. მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ახ­ლა კარ­გად გვახ­სენ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ სი­გე­ლე­ბი და მედ­ლე­ბი დაგ­ვრჩა. მე­რე, წლე­ბი რომ გა­ვი­და და ვხე­დავ­დით, ქალ­თა კა­ლათ­ბურთს არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ ჰქონ­და, ზო­გი გათხ­ოვ­და, ზოგ­მა მუ­შა­ო­ბა და­იწყ­ო, ზო­გი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და და ჩვე­ნი გუნ­დიც და­ი­შა­ლა. ხში­რად გვი­ფიქ­რი­ა, ისევ შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით და გვე­თა­მა­შა, მაგ­რამ ვე­ღარ მოვა­ხერ­ხეთ. მეც სა­ბერ­ძნეთ­ში წა­ვე­დი, ვმუ­შა­ობ­დი მზა­რე­უ­ლად, მიმ­ტა­ნად. იქი­დან დავ­ბრუნ­დი და ახ­ლა მწვრთნე­ლად ვმუ­შა­ობ, პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ნი­კი­ურ­-პე­დი­კი­უ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ.

- მა­ინც რა­ტომ ვერ ვი­თარ­დე­ბა ჩვენში ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თი?

- ადა­მი­ანს ხელ­ფა­სი ხომ უნ­და მის­ცე და ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი მა­ინც ხომ უნ­და შე­უქ­მნა? რო­ცა ეს არ არის, იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი, სპორტს თა­ვი და­ა­ნე­ბო, ან საზღ­ვარ­გა­რეთ წახ­ვი­დე სა­თა­მა­შოდ. ამას ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს, ამი­ტო­მაც არის ქალ­თა კა­ლათ­ბურ­თი გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია