საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერმა ქარმა სკოლა სახურავის გარეშე დატოვა
ძლიერმა ქარმა სკოლა სახურავის გარეშე დატოვა

ძლი­ერ­მა ქარ­მა სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის ორი სო­ფე­ლი და­ა­ზა­რა­ლა. ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად სო­ფელ მუ­ღან­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა სა­ხუ­რა­ვის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი, ხოლო ლამ­ბა­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა ნა­წი­ლობ­რივ და­ა­ზი­ა­ნა.

სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ შე­წყვე­ტი­ლა, თუმ­ცა დი­რექ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ასეთ პი­რო­ბებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სო­ფელ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის ბო­ძე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­ლე­ბი, მოგ­ლე­ჯი­ლია მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბი. მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი კა­ხე­თის ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცია. ამ დრო­ის­თვის კა­ხეთ­ში ელექტრო­ე­ნერ­გია 30 ათას აბო­ნენტს არ მი­ე­წო­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კა­ხე­თის ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­მას­ხრუ­სი უფ­როს­მა, ჟანა დი­დე­ბაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"35 ათა­სი აბო­ნენ­ტი იყო გა­თი­შუ­ლი და ახლა ეს რი­ცხვი უკვე 30 ათა­სამ­დე შემ­ცირ­და. ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ დღის ბო­ლომ­დე ელექტრო­ე­ნერ­გია ყვე­ლას მი­ე­წო­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა დი­დე­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ძლიერმა ქარმა სკოლა სახურავის გარეშე დატოვა

ძლიერმა ქარმა სკოლა სახურავის გარეშე დატოვა

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს რაიონის ორი სოფელი დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა სახურავის გარეშეა დარჩენილი, ხოლო ლამბალოს საჯარო სკოლა ნაწილობრივ დააზიანა.

სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა დირექტორები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში სასწავლო პროცესის აღდგენა შეუძლებელია.

სოფელში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები და ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები. მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული კახეთის ენერგოდისტრიბუცია. ამ დროისთვის კახეთში ელექტროენერგია 30 ათას აბონენტს არ მიეწოდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის ენერგოდისტრიბუციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამასხრუსი უფროსმა, ჟანა დიდებაშვილმა განუცხადა, აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

"35 ათასი აბონენტი იყო გათიშული და ახლა ეს რიცხვი უკვე 30 ათასამდე შემცირდა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე ელექტროენერგია ყველას მიეწოდება", - აღნიშნა დიდებაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია