სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიკეთა თუ არა მკერდის ოპერაცია ლიკა ლაბაძემ
გაიკეთა თუ არა მკერდის ოპერაცია ლიკა ლაბაძემ

ლიკა ლა­ბა­ძე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" უძღვე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად "იმე­დის დი­ლი­დან" გვე­სალ­მე­ბა, თა­ვი­სუ­ფალ დროს კი, რო­მე­ლიც ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან რჩე­ბა, ძილს უთ­მობს. ძილი მის­თვის ფუ­ფუ­ნე­ბაა და ცდი­ლობს, ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა არ მო­იკ­ლოს, რათა მე­ო­რე დი­ლას მა­ყუ­რე­ბელ­მა დის­კომ­ფორ­ტი არ შე­ამ­ჩნი­ოს. ახალ წელს იმი­ტომ ელო­დე­ბა, რომ გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის­გან ცო­ტა­თი ამო­ი­სუნ­თქოს და რამ­დე­ნი­მე დღით მა­ინც ქა­ლაქ­გა­რეთ გა­ვი­დეს.

ორი­ო­დე გა­და­ცე­მის წინ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ისე­თი ღრმა დე­კოლ­ტე­თი წარ­მოგ­ვიდ­გა, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი თვა­ლებს არ უჯე­რებ­და. ასე­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი იმი­ჯით ლიკა ლა­ბა­ძე პირ­ვე­ლად ვნა­ხეთ. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მისი მკერ­დის ზო­მაც გა­ნი­ხი­ლეს და ზო­გი­ერ­თმა "და­ას­კვნა", რომ ტე­ლე­წამ­ყვანს მკერ­დის გაზ­რდის ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ის შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­საც შე­ა­და­რეს. ლიკა ამ შე­და­რე­ბებს ღი­მი­ლით და მშვი­დად უყუ­რებს...

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხარ, ახლა - ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ რო­გო­რია ამ გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა?

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და ამ პრო­ექტთან ახ­ლოს ყოფ­ნა, მაგ­რამ უკვე არა რო­გორც მო­ნა­წი­ლეს, რად­გან "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დიდი სტრე­სი გა­ვი­ა­რე, არა მხო­ლოდ მე, არა­მედ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ. თა­ნაც, ეს იყო პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი იყო, ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, რო­გორ მი­ი­ღებ­და ამ ყვე­ლა­ფერს მა­ყუ­რე­ბე­ლი და ა.შ. მო­მიხ­და იმ ცეკ­ვე­ბის შეს­წავ­ლა, რო­მე­ლიც ადრე არ მი­ცეკ­ვია, ამ კუ­თხით ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და დაბ­რუ­ნე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ალ­ბათ აღა­რა­ვის მო­უნ­დე­ბო­და მე­ო­რედ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თუმ­ცა პირ­ველ­მა სე­ზონ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი რამ მო­მი­ტა­ნა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი, შე­ფა­სე­ბე­ბი. მი­ხა­რია, რომ ხალ­ხმა ისე­თი და­მი­ნა­ხა, რო­გო­რიც რე­ა­ლუ­რად ვარ. ადრე რა­ტომ­ღაც იყო ტენ­დენ­ცია, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხში­რად იყო ეკ­რან­ზე, უნდა ყო­ფი­ლი­ყო "სტერ­ვა". მე კი არ მომ­წონს ეკ­რა­ნი­დან ზედ­მე­ტი ფა­მი­ლი­ა­რო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა სი­ტყვა გა­მე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა და არა­ვის­თვის მე­წყე­ნი­ნე­ბი­ნა. მა­ყუ­რე­ბელ­მა ასე­თი და­მი­ნა­ხა და დღემ­დე მომ­ყვე­ბა, ასე ვთქვათ, რბი­ლი ლი­კას იმი­ჯი. ამ პრო­ექტს ვუ­მად­ლი, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა კარ­გად გა­მიც­ნო, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, გნა­ხოს არა მხო­ლოდ უშუ­ა­ლოდ ცეკ­ვის შეს­რუ­ლე­ბი­სას, არა­მედ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი­სას, რო­გო­რი ხარ პარტნი­ორ­თან, სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და ა.შ. შენს ნე­ბის­მი­ერ კო­მენ­ტარ­ში შე­საძ­ლოა, ერ­თმა სი­ტყვა­მაც გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლოს. დიდი და­ფა­სე­ბაა, რომ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ვის გას­ჩე­ნია ჩემ მი­მართ. არ ვი­ცო­დი, კი­დევ რო­გორ უნდა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, რო­გორც "იმე­დის" თა­ნამ­შრო­მელს, შე­მეძ­ლო ამ გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ ამ საქ­მეს. დღეს ღელ­ვა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა გვერ­დზეა და ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ვამ­ხნე­ვებ, ეს ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მით უმე­ტეს იმ ოთახ­ში, სა­დაც ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გაც­ვლა-გა­მოც­ვლაა. მი­ხა­რია, რომ ჩემს მშობ­ლი­ურ პრო­ექტთან ასე ახ­ლოს ვარ.

- აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და გკი­თხო შენს ბო­ლოდ­რო­ინ­დელ იმიჯ­ზე, რო­მელ­მაც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ვინ აგ­ვა­რებს შენი ჩაც­მუ­ლო­ბის ამ­ბავს?

- მარი და ზენ­კა, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი არი­ან. ისი­ნი ზრუ­ნა­ვენ რო­გორც წამ­ყვა­ნე­ბის, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. მეც მათ­თან ერ­თად ვარ ჩარ­თუ­ლი ჩემი იმი­ჯის მო­ფიქ­რე­ბა­ში, რა მიხ­დე­ბა, რო­გო­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა იქ­ნე­ბა კარ­გი კონ­კრე­ტუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბის­თვის... კა­ბის რო­გო­რი ფორ­მა. ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად იკე­რე­ბა ახალ-ახა­ლი ტა-ნი­სა­მო­სი. ვერ­ცხლის­ფე­რი კა­ბაც ღრმა დე­კოლ­ტე­თი, რო­მე­ლიც ორი გა­და­ცე­მის წინ მეც­ვა, ამ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ნა­ხე­ლა­ვია.

- აქამ­დე არ მახ­სოვ­ხარ ასეთ თა­ვი­სუ­ფალ სა­მოს­ში.

- ასე­თი თა­მა­მი სა­მო­სი ნამ­დვი­ლად არას­დროს მცმია. თუკი ამ პრო­ექ­ტის სხვა ქვეყ­ნე­ბის ანა­ლო­გებს გა­და­ხე­დავთ, არა მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, არა­მედ წამ­ყვა­ნე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თა­ვი­ან­თი ჩაც­მუ­ლო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში სა­ცე­მია სიბ­რჭყვი­ა­ლე. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" წამ­ყვა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბა ჰო­ლი­ვუ­დის არც ერთი ვარ­სკვლა­ვის ჩაც­მუ­ლო­ბას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. იმ ტურ­ში, როცა ვერ­ცხლის­ფე­რი ბრჭყვი­ა­ლა კაბა მეც­ვა და შე­სა­ფე­რი­სი ვარ­ცხნი­ლო­ბა მქონ­და, თავი ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძე­ნი. ვგრძნობ­დი, რომ მიხ­დე­ბო­და და მეც მომ­წონ­და. ამ ჩაც­მუ­ლო­ბამ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ეწე­რა, რომ არ მო­ე­წო­ნა ჩემი ზედ­მე­ტად თა­მა­მი ჩაც­მუ­ლო­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ არ ყო­ფი­ლა ზედ­მე­ტი. ერთს ეწე­რა, ბე­ბი­ა­ჩემ­მა აკ­რი­ტი­კა თუ ლან­ძღა ლიკა ლა­ბა­ძის დე­კოლ­ტეო. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ მეს­მის. პრინ­ციპ­ში არც ვაქ­ცევ ასეთ კო­მენ­ტა­რებს ყუ­რა­დღე­ბას. მი­მაჩ­ნია, რომ ასეც უნდა იყოს - რა­ტომ არ უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე კარ­გად?!..

- ბევ­რი კო­მენ­ტა­რი ამო­ვი­კი­თხე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, იმ გა­და­ცე­მა­ში არა მო­ნა­წი­ლე­თა ცეკ­ვებს, არა­მედ ლიკა ლა­ბა­ძის მკერდს ვუ­ყუ­რებ­დი­თო.

- (იცი­ნის) სხვა­თა შო­რის, ამ დე­კოლ­ტემ გა­ა­ჩი­ნა აზრი, თით­ქოს მკერ­დი ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვის შე­დე­გად გა­ვი­ზარ­დე (იღი­მის) და არ არის ბუ­ნებ­რი­ვი. სად მო­ვას­წრებ­დი? ყვე­ლა ხე­დავს, რომ ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ეთერ­ში ვარ და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ორ სა­ათ­ში არ კეთ­დე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გაიკეთა თუ არა მკერდის ოპერაცია ლიკა ლაბაძემ

გაიკეთა თუ არა მკერდის ოპერაცია ლიკა ლაბაძემ

ლიკა ლაბაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებს" უძღვება, ყოველდღიურად "იმედის დილიდან" გვესალმება, თავისუფალ დროს კი, რომელიც ამ საქმიანობიდან რჩება, ძილს უთმობს. ძილი მისთვის ფუფუნებაა და ცდილობს, ეს სიამოვნება არ მოიკლოს, რათა მეორე დილას მაყურებელმა დისკომფორტი არ შეამჩნიოს. ახალ წელს იმიტომ ელოდება, რომ გადატვირთული გრაფიკისგან ცოტათი ამოისუნთქოს და რამდენიმე დღით მაინც ქალაქგარეთ გავიდეს.

ორიოდე გადაცემის წინ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ისეთი ღრმა დეკოლტეთი წარმოგვიდგა, რომ მაყურებელი თვალებს არ უჯერებდა. ასეთი სექსუალური იმიჯით ლიკა ლაბაძე პირველად ვნახეთ. სოციალურ ქსელებში მისი მკერდის ზომაც განიხილეს და ზოგიერთმა "დაასკვნა", რომ ტელეწამყვანს მკერდის გაზრდის ოპერაცია აქვს გაკეთებული. ის შორენა ბეგაშვილსაც შეადარეს. ლიკა ამ შედარებებს ღიმილით და მშვიდად უყურებს...

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული ხარ, ახლა - ამ პროექტის ერთ-ერთი წამყვანი. მონაწილეობის შემდეგ როგორია ამ გადაცემის წაყვანა?

- ყოველთვის მინდოდა ამ პროექტთან ახლოს ყოფნა, მაგრამ უკვე არა როგორც მონაწილეს, რადგან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით დიდი სტრესი გავიარე, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა მონაწილემ. თანაც, ეს იყო პირველი სეზონი, მაშინ ყველაფერი ახალი იყო, ვნერვიულობდით, როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს მაყურებელი და ა.შ. მომიხდა იმ ცეკვების შესწავლა, რომელიც ადრე არ მიცეკვია, ამ კუთხით ნამდვილად არ მინდოდა დაბრუნება, გამარჯვების შემდეგ ალბათ აღარავის მოუნდებოდა მეორედ მონაწილეობა. თუმცა პირველმა სეზონმა ძალიან ბევრი კარგი რამ მომიტანა. ყველაზე მთავარი - ხალხის სიყვარული და დადებითი ემოციები, შეფასებები. მიხარია, რომ ხალხმა ისეთი დამინახა, როგორიც რეალურად ვარ. ადრე რატომღაც იყო ტენდენცია, რომ ადამიანი, რომელიც ხშირად იყო ეკრანზე, უნდა ყოფილიყო "სტერვა". მე კი არ მომწონს ეკრანიდან ზედმეტი ფამილიარობა და თავისუფლება. მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველა სიტყვა გამეკონტროლებინა და არავისთვის მეწყენინებინა. მაყურებელმა ასეთი დამინახა და დღემდე მომყვება, ასე ვთქვათ, რბილი ლიკას იმიჯი. ამ პროექტს ვუმადლი, რომ მაყურებელმა კარგად გამიცნო, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მიმდინარეობისას მაყურებელს საშუალება აქვს, გნახოს არა მხოლოდ უშუალოდ ცეკვის შესრულებისას, არამედ რეპეტიციებისას, როგორი ხარ პარტნიორთან, სხვა მონაწილეებთან დამოკიდებულებაში და ა.შ. შენს ნებისმიერ კომენტარში შესაძლოა, ერთმა სიტყვამაც გადამწყვეტი როლი შეასრულოს. დიდი დაფასებაა, რომ უარყოფითი დამოკიდებულება არავის გასჩენია ჩემ მიმართ. არ ვიცოდი, კიდევ როგორ უნდა მიმეღო მონაწილეობა. საბედნიეროდ, როგორც "იმედის" თანამშრომელს, შემეძლო ამ გადაცემის წამყვანობა და სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს. დღეს ღელვა და ნერვიულობა გვერდზეა და ყველა მონაწილეს ვამხნევებ, ეს ჩემი მოვალეობაა, მით უმეტეს იმ ოთახში, სადაც ნერვიულობისა და ემოციების გაცვლა-გამოცვლაა. მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ პროექტთან ასე ახლოს ვარ.

- აუცილებლად მინდა გკითხო შენს ბოლოდროინდელ იმიჯზე, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვინ აგვარებს შენი ჩაცმულობის ამბავს?

- მარი და ზენკა, რომლებიც პროექტის დიზაინერები არიან. ისინი ზრუნავენ როგორც წამყვანების, ასევე მონაწილეების ჩაცმულობაზე. მეც მათთან ერთად ვარ ჩართული ჩემი იმიჯის მოფიქრებაში, რა მიხდება, როგორი ვარცხნილობა იქნება კარგი კონკრეტული ჩაცმულობისთვის... კაბის როგორი ფორმა. ყოველკვირეულად იკერება ახალ-ახალი ტა-ნისამოსი. ვერცხლისფერი კაბაც ღრმა დეკოლტეთი, რომელიც ორი გადაცემის წინ მეცვა, ამ დიზაინერების ნახელავია.

- აქამდე არ მახსოვხარ ასეთ თავისუფალ სამოსში.

- ასეთი თამამი სამოსი ნამდვილად არასდროს მცმია. თუკი ამ პროექტის სხვა ქვეყნების ანალოგებს გადახედავთ, არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ წამყვანებიც გამოირჩევიან თავიანთი ჩაცმულობით, განსაკუთრებით თვალში საცემია სიბრჭყვიალე. მაგალითად, ამერიკის "ცეკვავენ ვარსკვლავების" წამყვანის ჩაცმულობა ჰოლივუდის არც ერთი ვარსკვლავის ჩაცმულობას არ ჩამოუვარდება. იმ ტურში, როცა ვერცხლისფერი ბრჭყვიალა კაბა მეცვა და შესაფერისი ვარცხნილობა მქონდა, თავი ყველაზე კომფორტულად ვიგრძენი. ვგრძნობდი, რომ მიხდებოდა და მეც მომწონდა. ამ ჩაცმულობამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რამდენიმე ადამიანს ეწერა, რომ არ მოეწონა ჩემი ზედმეტად თამამი ჩაცმულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ყოფილა ზედმეტი. ერთს ეწერა, ბებიაჩემმა აკრიტიკა თუ ლანძღა ლიკა ლაბაძის დეკოლტეო. ასეთი დამოკიდებულება საერთოდ არ მესმის. პრინციპში არც ვაქცევ ასეთ კომენტარებს ყურადღებას. მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს - რატომ არ უნდა გამოიყურებოდე კარგად?!..

- ბევრი კომენტარი ამოვიკითხე სოციალურ ქსელებში, იმ გადაცემაში არა მონაწილეთა ცეკვებს, არამედ ლიკა ლაბაძის მკერდს ვუყურებდითო.

- (იცინის) სხვათა შორის, ამ დეკოლტემ გააჩინა აზრი, თითქოს მკერდი ხელოვნური ჩარევის შედეგად გავიზარდე (იღიმის) და არ არის ბუნებრივი. სად მოვასწრებდი? ყველა ხედავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ეთერში ვარ და ასეთი რაღაცები ორ საათში არ კეთდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება