მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამუნა ლეკვეიშვილს მესამე შვილი შეეძინა
თამუნა ლეკვეიშვილს მესამე შვილი შეეძინა

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობს, თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვილს ახ­ლა­ხან მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. "ბევ­რი შვი­ლი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა", - მი­თხრა თა­მუ­ნამ, რო­მელ­საც პა­ტა­რე­ბის გაზ­რდა­ში დედა და ძიძა ეხ­მა­რე­ბი­ან.

- მე­სა­მე შვი­ლის და­ბა­დე­ბას გი­ლო­ცავთ!

- დიდი მად­ლო­ბა. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ბი­ჭია თუ გოგო?

- გო­გოა... 25 ნო­ემ­ბერს სამი შვი­ლის დედა გავ­ხდი.

- პა­ტა­რას რა და­არ­ქვით?

- ელე­ნე. კარ­გი სა­ხე­ლია.

- ნამ­დვი­ლად... სა­ხე­ლი ვინ შე­ურ­ჩია?

- სა­ხე­ლი ელე­ნე ყო­ველ­თვის მომ­წონ­და. როცა გა­ვი­გე, რომ გო­გო­ნა უნდა შემ­ძე­ნო­და, მე­უღ­ლეს - გი­გას შევ­თა­ვა­ზე: იქ­ნებ ელე­ნე და­ვარ­ქვათ-მეთ­ქი?! უარი არ უთ­ქვამს, მა­საც მო­ე­წო­ნა ეს სა­ხე­ლი.

- უკვე სამი შვი­ლის დედა ხარ. რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა?

- სამი შვი­ლის გაზ­რდა და რაც მთა­ვა­რია, მათი აღ­ზრდა რთულ საქ­მედ მი­მაჩ­ნია. ბავ­შვე­ბის მი­მართ უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ. მთა­ვა­რი ხომ არა მარ­ტო მათი გაზ­რდა, არა­მედ ისაა, რო­გორ პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან... რაც შე­ე­ხე­ბა შეგ­რძნე­ბას: თავი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი მგო­ნია. მე­სა­მე შვილ­მა რა­ღაც­ნა­ი­რად შეგ­ვავ­სო.

- ნინი და ნი­კო­ლო­ზი რო­გორ შეხ­ვდნენ კი­დევ ერთი დედ­მა­მიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას?

- ნი­კო­ლო­ზი ორი წლი­საა და ამ ყვე­ლა­ფერს ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნის, მას ძა­ლი­ან უხა­რია, რომ პა­ტა­რა და­ი­კო ჰყავს. ხში­რად ეფე­რე­ბა და ეუბ­ნე­ბა: შენ ჩემი პა­ტა­რა და­ი­კო ხარო. ცდი­ლობს, მზრუნ­ვე­ლო­ბა არ მო­აკ­ლოს. მო­ფე­რე­ბით ელე­ნი­კოს ეძა­ხის (იღი­მის).

- პა­ტა­რა ელე­ნი­კო რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მი და­ი­ბა­და?

- 4 კი­ლოგ­რა­მი და 51 სან­ტი­მეტ­რია. ფუმ­ფუ­ლა გო­გოა.

- ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე გყავს?

- ჩემი დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მის გამო, არც ერთი შვი­ლი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე არ მყო­ლია და ამას ვერც ელე­ნი­კოს­თვის შევ­ძლებ.

- სამ­სა­ხურ­ში უკვე გახ­ვე­დი?

- დიახ, ორ­შა­ბა­თი­დან გა­ვე­დი. ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში ვარ.

- ახალ­შო­ბილს და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს მი­ამ­გვა­ნე­ბენ ხოლ­მე. შენი აზ­რით, პა­ტა­რა ვის ჰგავს?

- ელე­ნი­კო პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ნა­ხე, ვე­რა­ვის მი­ვამ­სგავ­სე, მაგ­რამ როცა თვა­ლი შე­ვაჩ­ვიე, მივ­ხვდი, მა­მას მე­ტად ჰგავს. თუმ­ცა, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა: გი­გას კი არა, შენ გგავ­სო.

- სამი შვი­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა რთუ­ლია. მათ გაზ­რდა­ში ალ­ბათ ძიძა გეხ­მა­რე­ბა, არა?

- რა თქმა უნდა, ძიძა გვყავს. ნინი ბაღ­ში და­დის, ძიძა კი ძი­რი­თა­დად, ნი­კო­ლოზს და ელე­ნეს უვ­ლის.

- ნი­ნი­ზე და ნი­კო­ლოზ­ზე რას გვე­ტყვი?

- ნინი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, დამ­ჯე­რი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია გო­გოა. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­ლოზს, ის ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი გახ­ლავთ. ხან­და­ხან მაბ­რა­ზებს კი­დეც... სხვა­თა შო­რის, სა­მი­ვე ბავ­შვი დი­ლის 11-ის ნა­ხე­ვარ­ზე მყავს გა­ჩე­ნი­ლი (იღი­მის).

- ეს დამ­თხვე­ვაა თუ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მარ­თა­ლია, ნი­კო­ლო­ზი და ელე­ნე სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ვა­ჩი­ნე, მაგ­რამ წი­ნას­წარ არა­ფე­რი და­მი­გეგ­მავს, ეს დამ­თხვე­ვა იყო.

- ელე­ნე ჭირ­ვე­უ­ლი ბავ­შვია?

- ახალ­შო­ბი­ლი ნინი და ნი­კო­ლო­ზი ძა­ლი­ან მშვი­დე­ბი იყ­ვნენ, მათ­თან შე­და­რე­ბით კი ელე­ნე ცოტა არ იყოს, ჭირ­ვე­უ­ლია. ოღონდ, ისე­თი არა, რომ ღამე ძი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცეს.

- სამი შვი­ლის დედა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნად არ ით­ვლე­ბა. კი­დევ ერთი შვი­ლის გა­ჩე­ნას ხომ არ გეგ­მავ?

- ჩემი მე­გობ­რე­ბი უკვე დამ­ცი­ნიან, - მე­ო­თხეც გა­ა­ჩი­ნე და სა­ხელ­მწი­ფო სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას და­გი­ნიშ­ნავ­სო (იცი­ნის). მი­მაჩ­ნია, როცა ოჯახ­ში სამი ბავ­შვი იზ­რდე­ბა, იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია. ყვე­ლა ქალ­ბა­ტონს ვურ­ჩევ ბევ­რი შვი­ლის გა­ჩე­ნას და მიხ­ვდე­ბი­ან, რა არის ნამ­დვი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ამ შეგ­რძნე­ბის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია!

- მე­უღ­ლე თუ გეხ­მა­რე­ბა შვი­ლე­ბის მოვ­ლა­ში?

- გიგი ნი­ნის გაზ­რდა­ში უფრო მე­ტად მეხ­მა­რე­ბო­და. ელე­ნი­კოს ჯერ ხელს ვერ ჰკი­დებს. ამ­ბობს, - ცოტა წა­მო­ი­ზარ­დოს და ხელ­ში მერე ავიყ­ვა­ნო. რა ქნას, ახალ­შო­ბი­ლის ეში­ნია (იცი­ნის).

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

თამუნა ლეკვეიშვილს მესამე შვილი შეეძინა

თამუნა ლეკვეიშვილს მესამე შვილი შეეძინა

"კომედი შოუს" მსახიობს, თამუნა ლეკვეიშვილს ახლახან მესამე შვილი შეეძინა. "ბევრი შვილი დიდი ბედნიერებაა", - მითხრა თამუნამ, რომელსაც პატარების გაზრდაში დედა და ძიძა ეხმარებიან.

- მესამე შვილის დაბადებას გილოცავთ!

- დიდი მადლობა. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ.

- ბიჭია თუ გოგო?

- გოგოა... 25 ნოემბერს სამი შვილის დედა გავხდი.

- პატარას რა დაარქვით?

- ელენე. კარგი სახელია.

- ნამდვილად... სახელი ვინ შეურჩია?

- სახელი ელენე ყოველთვის მომწონდა. როცა გავიგე, რომ გოგონა უნდა შემძენოდა, მეუღლეს - გიგას შევთავაზე: იქნებ ელენე დავარქვათ-მეთქი?! უარი არ უთქვამს, მასაც მოეწონა ეს სახელი.

- უკვე სამი შვილის დედა ხარ. როგორი შეგრძნებაა?

- სამი შვილის გაზრდა და რაც მთა­ვარია, მათი აღზრდა რთულ საქმედ მიმაჩნია. ბავშვების მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მთავარი ხომ არა მარტო მათი გაზრდა, არამედ ისაა, როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან... რაც შეეხება შეგრძნებას: თავი უმდიდრესი ადამიანი მგონია. მესამე შვილმა რაღაცნაირად შეგვავსო.

- ნინი და ნიკოლოზი როგორ შეხვდნენ კიდევ ერთი დედმამიშვილის დაბადებას?

- ნიკოლოზი ორი წლისაა და ამ ყველაფერს ვერ აცნობიერებს. რაც შეეხება ნინის, მას ძალიან უხარია, რომ პატარა დაიკო ჰყავს. ხშირად ეფერება და ეუბნება: შენ ჩემი პატარა დაიკო ხარო. ცდილობს, მზრუნველობა არ მოაკლოს. მოფერებით ელენიკოს ეძახის (იღიმის).

- პატარა ელენიკო რამდენი კილოგრამი დაიბადა?

- 4 კილოგრამი და 51 სანტიმეტრია. ფუმფულა გოგოა.

- ბუნებრივ კვებაზე გყავს?

- ჩემი დატვირთული დღის რეჟიმის გამო, არც ერთი შვილი ბუნებრივ კვებაზე არ მყოლია და ამას ვერც ელენიკოსთვის შევძლებ.

- სამსახურში უკვე გახვედი?

- დიახ, ორშაბათიდან გავედი. ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვარ.

- ახალშობილს დანახვისთანავე, ოჯახის რომელიმე წევრს მიამგვანებენ ხოლმე. შენი აზრით, პატარა ვის ჰგავს?

- ელენიკო პირველად რომ დავინახე, ვერავის მივამსგავსე, მაგრამ როცა თვალი შევაჩვიე, მივხვდი, მამას მეტად ჰგავს. თუმცა, ბევრი მეუბნება: გიგას კი არა, შენ გგავსო.

- სამი შვილის მოვლა-პატრონობა რთულია. მათ გაზრდაში ალბათ ძიძა გეხმარება, არა?

- რა თქმა უნდა, ძიძა გვყავს. ნინი ბაღში დადის, ძიძა კი ძირითადად, ნიკოლოზს და ელენეს უვლის.

- ნინიზე და ნიკოლოზზე რას გვეტყვი?

- ნინი ძალიან ჭკვიანი, დამჯერი და მოწესრიგებულია გოგოა. რაც შეეხება ნიკოლოზს, ის ცელქი და მოუსვენარი გახლავთ. ხანდახან მაბრაზებს კიდეც... სხვათა შორის, სამივე ბავშვი დილის 11-ის ნახევარზე მყავს გაჩენილი (იღიმის).

- ეს დამთხვევაა თუ...

- (მაწყვეტინებს) მართალია, ნიკოლოზი და ელენე საკეისრო კვეთით გავაჩინე, მაგრამ წინასწარ არაფერი დამიგეგმავს, ეს დამთხვევა იყო.

- ელენე ჭირვეული ბავშვია?

- ახალშობილი ნინი და ნიკოლოზი ძალიან მშვიდები იყვნენ, მათთან შედარებით კი ელენე ცოტა არ იყოს, ჭირვეულია. ოღონდ, ისეთი არა, რომ ღამე ძილის საშუალება არ მომცეს.

- სამი შვილის დედა მრავალშვილიანად არ ითვლება. კიდევ ერთი შვილის გაჩენას ხომ არ გეგმავ?

- ჩემი მეგობრები უკვე დამცი­ნიან, - მეოთხეც გააჩინე და სახელმწიფო სოციალურ დახმარებას დაგინიშნავსო (იცინის). მიმაჩნია, როცა ოჯახში სამი ბავშვი იზრდება, იდეალური ვარიანტია. ყველა ქალბატონს ვურჩევ ბევრი შვილის გაჩენას და მიხვდებიან, რა არის ნამდვილი ბედნიერება. ამ შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ, შეუძლებელია!

- მეუღლე თუ გეხმარება შვილების მოვლაში?

- გიგი ნინის გაზრდაში უფრო მეტად მეხმარებოდა. ელენიკოს ჯერ ხელს ვერ ჰკიდებს. ამბობს, - ცოტა წამოიზარდოს და ხელში მერე ავიყვანო. რა ქნას, ახალშობილის ეშინია (იცინის).

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება