პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც აკა­კი წე­რე­თე­ლი ცხოვ­რე­ბის და­ის­ზე შე­ე­ყა­რა
უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც აკა­კი წე­რე­თე­ლი ცხოვ­რე­ბის და­ის­ზე შე­ე­ყა­რა

აკა­კი წე­რეთ­ლის სხარ­ტი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბი და ხა­ლა­სი იუმო­რის ნაკ­ვე­სე­ბი, იმე­რეთ­ში გად­მო­ცე­მით დღე­საც იცი­ან. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ თურ­მე, ამ ხა­ლი­სი­ან პო­ეტს არა­ერ­თხელ გა­და­უწყ­ვე­ტია თა­ვის მოკ­ვ­ლა... მი­ზე­ზი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი გახ­ლ­დათ - მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... ცხოვ­რე­ბი­სა­კენ აკა­კი წე­რე­თე­ლი არა­ერ­თ­გ­ზის შე­მო­უბ­რუ­ნე­ბი­ათ თა­ვი­სი­ვე გუ­ლი­თად მე­გობ­რებს, მათ შო­რის, ტა­სო ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვილს (შემ­დ­გომ­ში - მა­ჩა­ბელს)... დი­დი მე­გობ­რო­ბა უკ­ვე ხან­ში შე­სულ პო­ეტს "უ­კა­ნას­კ­ნელ სიყ­ვა­რუ­ლად" ჰქცე­ვია... პო­ე­ტი, მწე­რა­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მუ­რად მთვა­რე­ლი­ძე აკა­კის გა­უმ­ხე­ლე­ლი და უპა­სუ­ხო სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

- ტა­სო მა­ჩა­ბელს გა­მორ­ჩე­უ­ლად ღირ­სე­უ­ლი მშობ­ლე­ბი ჰყავ­და. ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის გვერ­დი­თი შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ეს ერთ-ერ­თი უძ­ლი­ე­რე­სი ოჯა­ხი გახ­ლ­დათ თა­ვი­სი არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით - ოჯა­ხი კულ­ტუ­რი­სად­მი სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ალექ­სან­დ­რე ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, და­რია, ერეკ­ლე მე­ფის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლ­დათ. ამ ოჯახ­ში და­ი­ბა­და ტა­სო ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლი. ოჯახს 5 შვი­ლი ჰყავ­და. ნი­ცა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის პო­ე­ტუ­რი მუ­ზის, თა­მუ­ნია წე­რეთ­ლის დე­და იყო. ბა­ბო, სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო ქალ­ბა­ტო­ნი, პე­ტერ­ბურ­გ­ში ცხოვ­რობ­და და პე­ტერ­ბურ­გის სა­ლო­ნე­ბის ერთ-ერთ მშვე­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. და­ვი­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­გობ­რობ­და აკა­კი წე­რე­თელ­თან. 1885 წლი­დან ნი­ცა ცო­ლად ბე­ჟან წე­რე­თელ­მა, აკა­კის ძა­ლი­ან ახ­ლო მე­გო­ბარ­მა შე­ირ­თო. ტა­სო მა­შინ 15-16 წლის იქ­ნე­ბო­და. ტა­სო აკა­კი­ზე 29 წლით უმ­ც­რო­სი იყო. აქე­დან იწყე­ბა აკა­კი­სა და ტა­სოს ნაც­ნო­ბო­ბა. აკა­კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­მე­გობ­რ­და ნი­ცას. 1891 წელს ტა­სო ცო­ლად ვა­ნო მა­ჩა­ბელს გაჰ­ყ­ვა. აკა­კი ვა­ნო მა­ჩაბ­ლის ახ­ლო მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე გახ­ლ­დათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აკა­კის თბი­ლის­ში ბი­ნა არ ჰქონ­და, დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მოს­ვ­ლი­სას მე­გობ­რებ­თან ან სას­ტუმ­რო­ში რჩე­ბო­და. ერთ-ერ­თი მის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი ამ დროს მა­ჩაბ­ლე­ბის ოჯა­ხი იყო.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, იმ ღა­მე­საც, რო­ცა ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და, ოჯახს აკა­კი სტუმ­რობ­და. ამ ფაქ­ტ­მა ბევ­რი ბინ­ძუ­რი ჭო­რი წარ­მოშ­ვა...

- ასე იყო. სა­ღა­მოს მე­გობ­რებ­მა ნარ­დი ითა­მა­შეს და და­სა­ძი­ნებ­ლად ცალ-ცალ­კე ოთახ­ში წა­ვიდ­ნენ. აკა­კი იხ­სე­ნებს, გუ­ლის­ცე­მამ გა­მაღ­ვი­ძა, თუმ­ცა, არაფ­რის ხმა არ გა­მი­გო­ნიაო. დი­ლით, ტა­სო­სა და აკა­კის ვა­ნოს სა­წო­ლი ცა­რი­ე­ლი დახ­ვ­დათ, მი­სი პი­რა­დი ნივ­თე­ბი მა­გი­და­ზე იყო. ტა­სოს მა­შინ­ვე სა­გან­გა­შოდ ენიშ­ნა ეს ამ­ბა­ვი. ძებ­ნა და­იწყეს...

- ძებ­ნა და­იწყეს, მაგ­რამ არა­თუ ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი იპო­ვეს, არა­მედ დღემ­დე გა­მოკ­ვე­თი­ლი ვერ­სი­აც კი არ არ­სე­ბობს მი­სი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ. ბინ­ძუ­რი ჭო­რე­ბი ვახ­სე­ნე... რით დას­ტურ­დე­ბა აკა­კის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა?

- ხალ­ხ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ეს სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­უ­გო­ნა­რი ტყუ­ი­ლი გახ­ლავთ. ეს ფაქ­ტი სა­ბო­ლო­ოდ აკა­კის 50 ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი წე­რი­ლის გახ­ს­ნის შემ­დეგ და­დას­ტურ­და. წე­რი­ლე­ბი მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მხო­ლოდ 100 წლის შემ­დეგ გა­იხ­ს­ნა. მა­თი გახ­ს­ნის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი წერ­და, სუ­ლი­ე­რად და­ვის­ვე­ნე­თო.

- ერთ-ერ­თი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი თით­ქოს, სა­კუ­თარ აკ­რ­ძა­ლულ სიყ­ვა­რულს შე­ე­წი­რა... მა­კო სა­ფა­რო­ვას ვგუ­ლის­ხ­მობ...

- ნამ­დ­ვი­ლად იყო ეს ვერ­სია. მა­კო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვა­ნოს პირ­ვე­ლი ცო­ლი იყო. თუმ­ცა, მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბის დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მა­კო­სა და ვა­ნოს რო­მა­ნი ტა­სოს ცო­ლად შერ­თ­ვის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, ვა­ნოს ტა­სომ­დე რო­მა­ნი ჰქონ­და ლი­ზა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილ­თან, რო­მელ­საც მის­გან ვა­ჟი შე­ე­ძი­ნა. ტა­სოს სამ­ხედ­რო პირ­ზე, პოლ­კოვ­ნიკ არ­ჯე­ვა­ნი­ძე­ზე ათხო­ვებ­დ­ნენ. ვა­ნო სწო­რედ იმ ვახ­შამს და­ეს­წ­რო, სა­დაც ტა­სო­სა და არ­ჯე­ვა­ნი­ძეს ერ­თ­მა­ნე­თი უნ­და გა­ეც­ნოთ, თუმ­ცა, მოხ­და ისე, რომ სა­სი­ძოს როლ­ში ვა­ნო მა­ჩა­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

- ამ წე­რი­ლებ­ში აკა­კის უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხე­ბა­ცაა რა­ი­მე ცნო­ბა?

- ამ ნა­წერ­მა ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა აკა­კის ტა­სო­სად­მი გრძნო­ბას. ამ პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, გარ­და ტა­სო­სი. რო­ცა ტა­სომ ამის შე­სა­ხებ გა­ი­გო, გან­რის­ხ­და, რო­გორც ჩანს, შე­უ­რაცხ­ყო­ფად მი­ი­ღო. ერ­თხანს, ისი­ნი ძა­ლი­ან გა­უცხოვ­დ­ნენ. თუმ­ცა, მათ შო­რის მე­გობ­რო­ბა მა­ინც არ შეწყ­ვე­ტი­ლა. ტა­სო და მი­სი ოჯა­ხი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებ­და აკა­კის და­უ­ლა­გე­ბელ და ტკი­ვი­ლით სავ­სე ცხოვ­რე­ბა­ში. მო­დი, პო­ე­ტის გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად მი­სი წე­რი­ლე­ბი­დან გა­ვი­გოთ: "20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე შენ მიყ­ვარ­დი... ასე­თის აღ­ტა­ცე­ბით და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით, რო­გო­რაც შე­საძ­ლოა მხო­ლოდ რჩე­ულ­თათ­ვის. გეტ­რ­ფო­დი სრუ­ლის ჩე­მის არ­სე­ბით, შენ იყავ ჩე­მი ზეშ­თა­მა­გო­ნე­ბე­ლი, ჩე­მი აღ­მ­გ­ზ­ნე­ბე­ლი პო­ე­ზი­ა­ცა და სი­ცოცხ­ლეც, უშე­ნოდ ქვე­ყა­ნა ვე­ღარ წარ­მო­მედ­გი­ნა. დიდ­ხანს ვი­მარ­ხავ­დი სა­ი­დუმ­ლოდ, რო­გორც წმინ­და ლოც­ვას... თურ­მე, ჩე­მი არამ­კი­თხე მის­წ­რა­ფე­ბით სა­სა­ცი­ლო ვყო­ფილ­ვარ და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გულ­გ­რი­ლო­ბაც გა­მო­მიწ­ვე­ვია თქვე­ნის მხრით... მა­პა­ტი­ვეთ, ნათ­ქ­ვა­მია, ვი­საც მე­ტად უყ­ვარს, ბევ­რიც ეპა­ტი­ე­ბაო, მა­პა­ტი­ვეთ, დღე­ი­დან თვით მკვდრა­თაც მი­გუ­ლეთ, რომ მხსე­ნე­ბელ­მაც კი ჩრდი­ლი არ მი­ა­ყე­ნოს თქვენს ნა­თელ­მო­სილ ნე­ტა­რე­ბას. მშვი­დო­ბით სა­მა­რა­დი­სოდ... გულ­თამ­ხი­ლა­ვო, შენ ხარ მო­წა­მე, რომ მე არც არა მცოდ­ნია რა და არც არა ბრა­ლი მდე­ბია და მაშ, რის­თ­ვის და რად გა­დამ­ხ­და სა­მა­გი­ე­რო სრუ­ლი­ად უცოდ­ველს?! ძლე­ვა­მო­სი­ლის მე­დი­დუ­რო­ბით მითხ­რა - ძა­ლით გრძნო­ბის გა­მოწ­ვე­ვა არ შე­იძ­ლე­ბაო. დავ­დუმ­დი. მაგ­რამ მი­სი შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი სა­ხე, მა­ინც კი­დე და­ცინ­ვა მე­უბ­ნე­ბო­და: წა­დი, მომ­შორ­დი! გა­მო­ირ­კ­ვა ყო­ლი­ფე­რი, სა­ორ­ჭო­ფო აღა­რა დარ­ჩე­ნი­ლა რა და ამი­ე­რი­დან ჩემ­თ­ვი­საც ყო­ვე­ლი­ვე გა­თავ­და".

- აკა­კიმ ტა­სოს რამ­დე­ნი­მე ლექ­სი მი­უძღ­ვ­ნა. მათ­ში თუ იგ­რ­ძ­ნო­ბა პო­ე­ტის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- აკა­კის ლექ­სე­ბი ტა­სო­სად­მი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა შე­სამ­ჩ­ნე­ვი ინ­ტი­მუ­რო­ბით. თუმ­ცა, შემ­დე­გი სტრი­ქო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, უკ­ვე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ავ­ტო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია: "მი­რის­ხ­დე­ბი, რო­გორ ბე­დავ ჩემ­თ­ვის მაგ­გ­ვარ სიტყ­ვის თქმა­სო,/ მე კი ვცდი­ლობ, მაგ­რამ რა ვქნა, რომ წას­ც­დე­ბა ენას "ტა­სო".

- გა­მო­დის, ტა­სო აკა­კის არა­სო­დეს თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობ­და...

- ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს ტა­სოს­თან აკა­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვი­უს სა­შუ­ა­ლე­ბით გაგ­ცემთ. ილია ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ტა­სოს ეკი­თხე­ბა, იყო თუ არა რა­ი­მე ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი მა­სა და აკა­კის შო­რის. ტა­სო პა­სუ­ხობს: "თქვენ არ და­ი­ჯე­რებთ და არა­სო­დეს ამა­ზე არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, მა­ში­ნაც კი, რო­ცა ჩემს ყუ­რამ­დე აღ­წევ­და მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ეს არც შე­მეძ­ლო. არ შე­მეძ­ლო იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან­ვე ჩვენს შო­რის ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დამ­ყარ­და, რომ მი­სი ინ­ტი­მურ სი­ახ­ლო­ვედ გარ­დაქ­მ­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. აკა­კი იმ დროს გა­ვი­ცა­ნი, რო­ცა ინ­ს­ტი­ტუტს ის იყო ვამ­თავ­რებ­დი. აკა­კი ჩვე­ნი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი იყო, ჩვენს შო­რის 30 წლის მან­ძი­ლი იდ­ვა. მა­ლე გავ­თხოვ­დი. აკა­კი დი­დი მე­გო­ბა­რი იყო ჩე­მი ქმრი­სა, მი­სი თა­ნა­მო­ზი­ა­რე სა­ზო­გა­დო საქ­მე­ებ­ში. თქვენ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ აქაც არა­ვი­თა­რი სა­ბა­ბი არ იყო, რა­თა ჩე­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მა და მე­გობ­რუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბა აკა­კი­სად­მი სხვა გრძნო­ბად გარ­დაქ­მ­ნი­ლი­ყო, ვი­ნა­ი­დან ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს მივ­თხოვ­დი სიყ­ვა­რუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით­ვე შე­მირ­თო მან. მით უფ­რო, რომ მა­ლე დავ­შ­ვი­ლი­ან­დი. შვი­დი წლის შემ­დეგ დავ­ქ­ვ­რივ­დი. აკა­კი კვლავ გა­ნაგ­რ­ძ­ობ­და რო­გორც ქმრის დროს, ჩე­მი ოჯა­ხის მე­გობ­რო­ბას და პი­რა­დად ჩემს მე­გობ­რო­ბას. იგი გაგ­რ­ძელ­და მის სიკ­ვ­დი­ლამ­დე. ჩე­მი ქვრი­ვო­ბის პირ­ველ წლებ­ში ისე უბე­დუ­რად ვგრძნობ­დი თავს, რომ მე­ტის­მე­ტად თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც ვერ გა­ივ­ლებ­და აზ­რად ჩემს მო­ნა­დი­რე­ბას, მით უფ­რო, აკა­კი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ხე­დავ­და ჩემს სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბას და არ იკის­რებ­და ჩემს შე­უ­რაცხ­ყო­ფას... მაგ­რამ რო­გორ დავ­წა­მო ან ჩემს თავს, ან აკა­კის ის, რაც არ ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი მახ­ლობ­ლო­ბა მე­გობ­რო­ბის კავ­შირს არ გას­ცი­ლე­ბია..." შემ­დეგ კითხ­ვა­ზე, გრძნობ­და თუ არა აკა­კის სიყ­ვა­რულს მი­სად­მი, ტა­სო პა­სუ­ხობს: "მე მგო­ნია, რომ აკა­კის ყო­ველ­თ­ვის უყ­ვარ­და ვინ­მე, ან ეგო­ნა, რომ უყ­ვარს. მე არ ვგუ­ლის­ხ­მობ, უბ­რა­ლოდ, მა­მა­კა­ცურ ჟინს, არა, ეს სიყ­ვა­რუ­ლი სულ სხვა­ნა­ი­რი იყო. თუ გინ­და, მხატ­ვ­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რაც თით­ქ­მის მის შე­მოქ­მე­დე­ბას ანა­ყო­ფი­ე­რებ­და. აკა­კის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი სატ­რ­ფო ჰყავ­და, იგი უყ­ვარ­და წა­რუ­ხო­ცე­ლი და მგზნე­ბა­რე სიყ­ვა­რუ­ლით. ღვთის წი­ნა­შე, ეს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო, ისიც წარ­სულ­ში უფ­რო, ვიდ­რე აწ­მ­ყო­ში... იცით ისიც, რომ თუ მრა­ვა­ლი არა, ბევ­რი უგუ­ლი­თა­დე­სი მე­გო­ბა­რი მყავ­და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ჩე­მი და აკა­კის მე­გობ­რო­ბა თით­ქ­მის ყბა­და­ღე­ბუ­ლი გახ­და. რა­ტომ - იკი­თხავთ თქვენ. იმი­ტომ, რომ აქ აკა­კი იყო. მაგ­რამ ნუ­თუ იმის გუ­ლის­თ­ვის, თუ რას ამ­ბობ­დ­ნენ თა­ვა­დე­ბი - პეტ­რე და ივა­ნე, ან კნე­ი­ნე­ბი - ბარ­ბა­რე და სო­ფიო, მე მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რი უნ­და გა­მეწყ­ვი­ტა იმის­თა­ნა კაც­თან, რო­გო­რიც აკა­კი იყო?!" და­მე­თან­ხ­მე­ბით, ესეც თავ­გან­წირ­ვის ერთ-ერ­თი სა­ო­ცა­რი სა­ხეა. ეს ის შემ­თხ­ვე­ვა გახ­ლავთ, რო­ცა ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე მაღ­ლა დგე­ბა, რად­გან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ მარ­თა­ლია მის წი­ნა­შე და რაც მთა­ვა­რია, პო­ე­ტის, დი­დი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე. ტა­სომ თა­ვი­სი მზრუნ­ვე­ლო­ბით არა­ერ­თ­გ­ზის გა­უთ­ბო გუ­ლი და ცხოვ­რე­ბის­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა აკა­კი. მე ვფიქ­რობ, ეს იყო დი­დი მე­გობ­რო­ბით და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლო­ოდ, დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ე­ზარ­და აკა­კის. ეს იყო აკა­კის­თ­ვის უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მას ცხოვ­რე­ბის და­ის­ზე შეხ­ვ­და. აკა­კიმ იცო­და, რომ პა­სუხს ვერ მი­ი­ღებ­და. იცით, აკა­კის წნე­ვამ და­უ­ა­რა და დამ­ბ­ლა და­ე­ცა. იმის თქმა მსურს, რომ თუნ­დაც მი­სი ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ იძ­ლე­ვა ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს, რომ ამ ორი ადა­მი­ა­ნის მე­გობ­რო­ბა­ში ბი­წი­ე­რე­ბა ვე­ძე­ბოთ. ზო­გა­დად, ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გვი­ჭირს ხოლ­მე უფ­რო ღრმა შე­ფა­სე­ბა და მხო­ლოდ იმით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით, რაც ზე­და­პირ­ზეა... გვი­ჭირს სუ­ლი­ე­რი გან­შ­ტო­ე­ბე­ბის აღ­ქ­მა. და რაც სუ­ლი­ე­რია, იქ ბი­წი­ე­რე­ბა არ არის!

- აკა­კის ყუ­რამ­დე თუ აღ­წევ­და ბინ­ძუ­რი ჭო­რე­ბი?

- რა თქმა უნ­და. აკა­კის ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პე­რი­ო­დი ხში­რად ჰქონ­და, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო რამ­დენ­ჯერ­მე თა­ვის მოკ­ვ­ლაც კი გა­დაწყ­ვი­ტა. მას მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი ჰქონ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი მხა­რე, გა­ნიც­დი­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის არას­წორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. რთუ­ლი და აწე­წი­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და აკა­კი წე­რე­თელს...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც აკა­კი წე­რე­თე­ლი ცხოვ­რე­ბის და­ის­ზე შე­ე­ყა­რა

უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­საც აკა­კი წე­რე­თე­ლი ცხოვ­რე­ბის და­ის­ზე შე­ე­ყა­რა

აკა­კი წე­რეთ­ლის სხარ­ტი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბი და ხა­ლა­სი იუმო­რის ნაკ­ვე­სე­ბი, იმე­რეთ­ში გად­მო­ცე­მით დღე­საც იცი­ან. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ თურ­მე, ამ ხა­ლი­სი­ან პო­ეტს არა­ერ­თხელ გა­და­უწყ­ვე­ტია თა­ვის მოკ­ვ­ლა... მი­ზე­ზი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი გახ­ლ­დათ - მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... ცხოვ­რე­ბი­სა­კენ აკა­კი წე­რე­თე­ლი არა­ერ­თ­გ­ზის შე­მო­უბ­რუ­ნე­ბი­ათ თა­ვი­სი­ვე გუ­ლი­თად მე­გობ­რებს, მათ შო­რის, ტა­სო ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვილს (შემ­დ­გომ­ში - მა­ჩა­ბელს)... დი­დი მე­გობ­რო­ბა უკ­ვე ხან­ში შე­სულ პო­ეტს "უ­კა­ნას­კ­ნელ სიყ­ვა­რუ­ლად" ჰქცე­ვია... პო­ე­ტი, მწე­რა­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მუ­რად მთვა­რე­ლი­ძე აკა­კის გა­უმ­ხე­ლე­ლი და უპა­სუ­ხო სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

- ტა­სო მა­ჩა­ბელს გა­მორ­ჩე­უ­ლად ღირ­სე­უ­ლი მშობ­ლე­ბი ჰყავ­და. ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის გვერ­დი­თი შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ეს ერთ-ერ­თი უძ­ლი­ე­რე­სი ოჯა­ხი გახ­ლ­დათ თა­ვი­სი არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით - ოჯა­ხი კულ­ტუ­რი­სად­მი სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ალექ­სან­დ­რე ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, და­რია, ერეკ­ლე მე­ფის შთა­მო­მა­ვა­ლი გახ­ლ­დათ. ამ ოჯახ­ში და­ი­ბა­და ტა­სო ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლი. ოჯახს 5 შვი­ლი ჰყავ­და. ნი­ცა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის პო­ე­ტუ­რი მუ­ზის, თა­მუ­ნია წე­რეთ­ლის დე­და იყო. ბა­ბო, სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო ქალ­ბა­ტო­ნი, პე­ტერ­ბურ­გ­ში ცხოვ­რობ­და და პე­ტერ­ბურ­გის სა­ლო­ნე­ბის ერთ-ერთ მშვე­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. და­ვი­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მე­გობ­რობ­და აკა­კი წე­რე­თელ­თან. 1885 წლი­დან ნი­ცა ცო­ლად ბე­ჟან წე­რე­თელ­მა, აკა­კის ძა­ლი­ან ახ­ლო მე­გო­ბარ­მა შე­ირ­თო. ტა­სო მა­შინ 15-16 წლის იქ­ნე­ბო­და. ტა­სო აკა­კი­ზე 29 წლით უმ­ც­რო­სი იყო. აქე­დან იწყე­ბა აკა­კი­სა და ტა­სოს ნაც­ნო­ბო­ბა. აკა­კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­უ­მე­გობ­რ­და ნი­ცას. 1891 წელს ტა­სო ცო­ლად ვა­ნო მა­ჩა­ბელს გაჰ­ყ­ვა. აკა­კი ვა­ნო მა­ჩაბ­ლის ახ­ლო მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე გახ­ლ­დათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აკა­კის თბი­ლის­ში ბი­ნა არ ჰქონ­და, დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მოს­ვ­ლი­სას მე­გობ­რებ­თან ან სას­ტუმ­რო­ში რჩე­ბო­და. ერთ-ერ­თი მის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი ამ დროს მა­ჩაბ­ლე­ბის ოჯა­ხი იყო.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, იმ ღა­მე­საც, რო­ცა ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და, ოჯახს აკა­კი სტუმ­რობ­და. ამ ფაქ­ტ­მა ბევ­რი ბინ­ძუ­რი ჭო­რი წარ­მოშ­ვა...

- ასე იყო. სა­ღა­მოს მე­გობ­რებ­მა ნარ­დი ითა­მა­შეს და და­სა­ძი­ნებ­ლად ცალ-ცალ­კე ოთახ­ში წა­ვიდ­ნენ. აკა­კი იხ­სე­ნებს, გუ­ლის­ცე­მამ გა­მაღ­ვი­ძა, თუმ­ცა, არაფ­რის ხმა არ გა­მი­გო­ნიაო. დი­ლით, ტა­სო­სა და აკა­კის ვა­ნოს სა­წო­ლი ცა­რი­ე­ლი დახ­ვ­დათ, მი­სი პი­რა­დი ნივ­თე­ბი მა­გი­და­ზე იყო. ტა­სოს მა­შინ­ვე სა­გან­გა­შოდ ენიშ­ნა ეს ამ­ბა­ვი. ძებ­ნა და­იწყეს...

- ძებ­ნა და­იწყეს, მაგ­რამ არა­თუ ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი იპო­ვეს, არა­მედ დღემ­დე გა­მოკ­ვე­თი­ლი ვერ­სი­აც კი არ არ­სე­ბობს მი­სი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ. ბინ­ძუ­რი ჭო­რე­ბი ვახ­სე­ნე... რით დას­ტურ­დე­ბა აკა­კის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა?

- ხალ­ხ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ეს სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­უ­გო­ნა­რი ტყუ­ი­ლი გახ­ლავთ. ეს ფაქ­ტი სა­ბო­ლო­ოდ აკა­კის 50 ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი წე­რი­ლის გახ­ს­ნის შემ­დეგ და­დას­ტურ­და. წე­რი­ლე­ბი მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მხო­ლოდ 100 წლის შემ­დეგ გა­იხ­ს­ნა. მა­თი გახ­ს­ნის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი წერ­და, სუ­ლი­ე­რად და­ვის­ვე­ნე­თო.

- ერთ-ერ­თი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლი თით­ქოს, სა­კუ­თარ აკ­რ­ძა­ლულ სიყ­ვა­რულს შე­ე­წი­რა... მა­კო სა­ფა­რო­ვას ვგუ­ლის­ხ­მობ...

- ნამ­დ­ვი­ლად იყო ეს ვერ­სია. მა­კო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვა­ნოს პირ­ვე­ლი ცო­ლი იყო. თუმ­ცა, მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბის დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მა­კო­სა და ვა­ნოს რო­მა­ნი ტა­სოს ცო­ლად შერ­თ­ვის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბო­და. სხვა­თა შო­რის, ვა­ნოს ტა­სომ­დე რო­მა­ნი ჰქონ­და ლი­ზა ქარ­თ­ვე­ლიშ­ვილ­თან, რო­მელ­საც მის­გან ვა­ჟი შე­ე­ძი­ნა. ტა­სოს სამ­ხედ­რო პირ­ზე, პოლ­კოვ­ნიკ არ­ჯე­ვა­ნი­ძე­ზე ათხო­ვებ­დ­ნენ. ვა­ნო სწო­რედ იმ ვახ­შამს და­ეს­წ­რო, სა­დაც ტა­სო­სა და არ­ჯე­ვა­ნი­ძეს ერ­თ­მა­ნე­თი უნ­და გა­ეც­ნოთ, თუმ­ცა, მოხ­და ისე, რომ სა­სი­ძოს როლ­ში ვა­ნო მა­ჩა­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

- ამ წე­რი­ლებ­ში აკა­კის უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხე­ბა­ცაა რა­ი­მე ცნო­ბა?

- ამ ნა­წერ­მა ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნა აკა­კის ტა­სო­სად­მი გრძნო­ბას. ამ პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და, გარ­და ტა­სო­სი. რო­ცა ტა­სომ ამის შე­სა­ხებ გა­ი­გო, გან­რის­ხ­და, რო­გორც ჩანს, შე­უ­რაცხ­ყო­ფად მი­ი­ღო. ერ­თხანს, ისი­ნი ძა­ლი­ან გა­უცხოვ­დ­ნენ. თუმ­ცა, მათ შო­რის მე­გობ­რო­ბა მა­ინც არ შეწყ­ვე­ტი­ლა. ტა­სო და მი­სი ოჯა­ხი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებ­და აკა­კის და­უ­ლა­გე­ბელ და ტკი­ვი­ლით სავ­სე ცხოვ­რე­ბა­ში. მო­დი, პო­ე­ტის გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად მი­სი წე­რი­ლე­ბი­დან გა­ვი­გოთ: "20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე შენ მიყ­ვარ­დი... ასე­თის აღ­ტა­ცე­ბით და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით, რო­გო­რაც შე­საძ­ლოა მხო­ლოდ რჩე­ულ­თათ­ვის. გეტ­რ­ფო­დი სრუ­ლის ჩე­მის არ­სე­ბით, შენ იყავ ჩე­მი ზეშ­თა­მა­გო­ნე­ბე­ლი, ჩე­მი აღ­მ­გ­ზ­ნე­ბე­ლი პო­ე­ზი­ა­ცა და სი­ცოცხ­ლეც, უშე­ნოდ ქვე­ყა­ნა ვე­ღარ წარ­მო­მედ­გი­ნა. დიდ­ხანს ვი­მარ­ხავ­დი სა­ი­დუმ­ლოდ, რო­გორც წმინ­და ლოც­ვას... თურ­მე, ჩე­მი არამ­კითხე მის­წ­რა­ფე­ბით სა­სა­ცი­ლო ვყო­ფილ­ვარ და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გულ­გ­რი­ლო­ბაც გა­მო­მიწ­ვე­ვია თქვე­ნის მხრით... მა­პა­ტი­ვეთ, ნათ­ქ­ვა­მია, ვი­საც მე­ტად უყ­ვარს, ბევ­რიც ეპა­ტი­ე­ბაო, მა­პა­ტი­ვეთ, დღე­ი­დან თვით მკვდრა­თაც მი­გუ­ლეთ, რომ მხსე­ნე­ბელ­მაც კი ჩრდი­ლი არ მი­ა­ყე­ნოს თქვენს ნა­თელ­მო­სილ ნე­ტა­რე­ბას. მშვი­დო­ბით სა­მა­რა­დი­სოდ... გულ­თამ­ხი­ლა­ვო, შენ ხარ მო­წა­მე, რომ მე არც არა მცოდ­ნია რა და არც არა ბრა­ლი მდე­ბია და მაშ, რის­თ­ვის და რად გა­დამ­ხ­და სა­მა­გი­ე­რო სრუ­ლი­ად უცოდ­ველს?! ძლე­ვა­მო­სი­ლის მე­დი­დუ­რო­ბით მითხ­რა - ძა­ლით გრძნო­ბის გა­მოწ­ვე­ვა არ შე­იძ­ლე­ბაო. დავ­დუმ­დი. მაგ­რამ მი­სი შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი სა­ხე, მა­ინც კი­დე და­ცინ­ვა მე­უბ­ნე­ბო­და: წა­დი, მომ­შორ­დი! გა­მო­ირ­კ­ვა ყო­ლი­ფე­რი, სა­ორ­ჭო­ფო აღა­რა დარ­ჩე­ნი­ლა რა და ამი­ე­რი­დან ჩემ­თ­ვი­საც ყო­ვე­ლი­ვე გა­თავ­და".

- აკა­კიმ ტა­სოს რამ­დე­ნი­მე ლექ­სი მი­უძღ­ვ­ნა. მათ­ში თუ იგ­რ­ძ­ნო­ბა პო­ე­ტის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- აკა­კის ლექ­სე­ბი ტა­სო­სად­მი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა შე­სამ­ჩ­ნე­ვი ინ­ტი­მუ­რო­ბით. თუმ­ცა, შემ­დე­გი სტრი­ქო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, უკ­ვე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ავ­ტო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია: "მი­რის­ხ­დე­ბი, რო­გორ ბე­დავ ჩემ­თ­ვის მაგ­გ­ვარ სიტყ­ვის თქმა­სო,/ მე კი ვცდი­ლობ, მაგ­რამ რა ვქნა, რომ წას­ც­დე­ბა ენას "ტა­სო".

- გა­მო­დის, ტა­სო აკა­კის არა­სო­დეს თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობ­და...

- ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს ტა­სოს­თან აკა­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვი­უს სა­შუ­ა­ლე­ბით გაგ­ცემთ. ილია ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ტა­სოს ეკითხე­ბა, იყო თუ არა რა­ი­მე ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რი მა­სა და აკა­კის შო­რის. ტა­სო პა­სუ­ხობს: "თქვენ არ და­ი­ჯე­რებთ და არა­სო­დეს ამა­ზე არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, მა­ში­ნაც კი, რო­ცა ჩემს ყუ­რამ­დე აღ­წევ­და მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ეს არც შე­მეძ­ლო. არ შე­მეძ­ლო იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან­ვე ჩვენს შო­რის ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დამ­ყარ­და, რომ მი­სი ინ­ტი­მურ სი­ახ­ლო­ვედ გარ­დაქ­მ­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. აკა­კი იმ დროს გა­ვი­ცა­ნი, რო­ცა ინ­ს­ტი­ტუტს ის იყო ვამ­თავ­რებ­დი. აკა­კი ჩვე­ნი ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი იყო, ჩვენს შო­რის 30 წლის მან­ძი­ლი იდ­ვა. მა­ლე გავ­თხოვ­დი. აკა­კი დი­დი მე­გო­ბა­რი იყო ჩე­მი ქმრი­სა, მი­სი თა­ნა­მო­ზი­ა­რე სა­ზო­გა­დო საქ­მე­ებ­ში. თქვენ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ აქაც არა­ვი­თა­რი სა­ბა­ბი არ იყო, რა­თა ჩე­მი თაყ­ვა­ნის­ცე­მა და მე­გობ­რუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბა აკა­კი­სად­მი სხვა გრძნო­ბად გარ­დაქ­მ­ნი­ლი­ყო, ვი­ნა­ი­დან ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს მივ­თხოვ­დი სიყ­ვა­რუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით­ვე შე­მირ­თო მან. მით უფ­რო, რომ მა­ლე დავ­შ­ვი­ლი­ან­დი. შვი­დი წლის შემ­დეგ დავ­ქ­ვ­რივ­დი. აკა­კი კვლავ გა­ნაგ­რ­ძ­ობ­და რო­გორც ქმრის დროს, ჩე­მი ოჯა­ხის მე­გობ­რო­ბას და პი­რა­დად ჩემს მე­გობ­რო­ბას. იგი გაგ­რ­ძელ­და მის სიკ­ვ­დი­ლამ­დე. ჩე­მი ქვრი­ვო­ბის პირ­ველ წლებ­ში ისე უბე­დუ­რად ვგრძნობ­დი თავს, რომ მე­ტის­მე­ტად თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც ვერ გა­ივ­ლებ­და აზ­რად ჩემს მო­ნა­დი­რე­ბას, მით უფ­რო, აკა­კი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ხე­დავ­და ჩემს სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბას და არ იკის­რებ­და ჩემს შე­უ­რაცხ­ყო­ფას... მაგ­რამ რო­გორ დავ­წა­მო ან ჩემს თავს, ან აკა­კის ის, რაც არ ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი მახ­ლობ­ლო­ბა მე­გობ­რო­ბის კავ­შირს არ გას­ცი­ლე­ბია..." შემ­დეგ კითხ­ვა­ზე, გრძნობ­და თუ არა აკა­კის სიყ­ვა­რულს მი­სად­მი, ტა­სო პა­სუ­ხობს: "მე მგო­ნია, რომ აკა­კის ყო­ველ­თ­ვის უყ­ვარ­და ვინ­მე, ან ეგო­ნა, რომ უყ­ვარს. მე არ ვგუ­ლის­ხ­მობ, უბ­რა­ლოდ, მა­მა­კა­ცურ ჟინს, არა, ეს სიყ­ვა­რუ­ლი სულ სხვა­ნა­ი­რი იყო. თუ გინ­და, მხატ­ვ­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რაც თით­ქ­მის მის შე­მოქ­მე­დე­ბას ანა­ყო­ფი­ე­რებ­და. აკა­კის მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი სატ­რ­ფო ჰყავ­და, იგი უყ­ვარ­და წა­რუ­ხო­ცე­ლი და მგზნე­ბა­რე სიყ­ვა­რუ­ლით. ღვთის წი­ნა­შე, ეს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო, ისიც წარ­სულ­ში უფ­რო, ვიდ­რე აწ­მ­ყო­ში... იცით ისიც, რომ თუ მრა­ვა­ლი არა, ბევ­რი უგუ­ლი­თა­დე­სი მე­გო­ბა­რი მყავ­და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ჩე­მი და აკა­კის მე­გობ­რო­ბა თით­ქ­მის ყბა­და­ღე­ბუ­ლი გახ­და. რა­ტომ - იკითხავთ თქვენ. იმი­ტომ, რომ აქ აკა­კი იყო. მაგ­რამ ნუ­თუ იმის გუ­ლის­თ­ვის, თუ რას ამ­ბობ­დ­ნენ თა­ვა­დე­ბი - პეტ­რე და ივა­ნე, ან კნე­ი­ნე­ბი - ბარ­ბა­რე და სო­ფიო, მე მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რი უნ­და გა­მეწყ­ვი­ტა იმის­თა­ნა კაც­თან, რო­გო­რიც აკა­კი იყო?!" და­მე­თან­ხ­მე­ბით, ესეც თავ­გან­წირ­ვის ერთ-ერ­თი სა­ო­ცა­რი სა­ხეა. ეს ის შემ­თხ­ვე­ვა გახ­ლავთ, რო­ცა ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე მაღ­ლა დგე­ბა, რად­გან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ მარ­თა­ლია მის წი­ნა­შე და რაც მთავა­რია, პო­ე­ტის, დი­დი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე. ტა­სომ თა­ვი­სი მზრუნ­ვე­ლო­ბით არა­ერ­თ­გ­ზის გა­უთ­ბო გუ­ლი და ცხოვ­რე­ბის­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა აკა­კი. მე ვფიქ­რობ, ეს იყო დი­დი მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლო­ოდ, დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ე­ზარ­და აკა­კის. ეს იყო აკა­კის­თ­ვის უკა­ნას­კ­ნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მას ცხოვ­რე­ბის და­ის­ზე შეხ­ვ­და. აკა­კიმ იცო­და, რომ პა­სუხს ვერ მი­ი­ღებ­და. იცით, აკა­კის წნე­ვამ და­უ­ა­რა და დამ­ბ­ლა და­ე­ცა. იმის თქმა მსურს, რომ თუნ­დაც მი­სი ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ იძ­ლე­ვა ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს, რომ ამ ორი ადა­მი­ა­ნის მე­გობ­რო­ბა­ში ბი­წი­ე­რე­ბა ვე­ძე­ბოთ. ზო­გა­დად, ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გვი­ჭირს ხოლ­მე უფ­რო ღრმა შე­ფა­სე­ბა და მხო­ლოდ იმით ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით, რაც ზე­და­პირ­ზეა... გვი­ჭირს სუ­ლი­ე­რი გან­შ­ტო­ე­ბე­ბის აღ­ქ­მა. და რაც სუ­ლი­ე­რია, იქ ბი­წი­ე­რე­ბა არ არის!

- აკა­კის ყუ­რამ­დე თუ აღ­წევ­და ბინ­ძუ­რი ჭო­რე­ბი?

- რა თქმა უნ­და. აკა­კის ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პე­რი­ო­დი ხში­რად ჰქონ­და, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო რამ­დენ­ჯერ­მე თა­ვის მოკ­ვ­ლაც კი გა­დაწყ­ვი­ტა. მას მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი ჰქონ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი მხა­რე, გა­ნიც­დი­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის არას­წორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. რთუ­ლი და აწე­წი­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და აკა­კი წე­რე­თელს...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)