საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორ­წი­ნე­ბა თბი­ლი­სუ­რად: "თა­ი­გუ­ლი სულ თავ­ში ურ­ტყეს"

ძველ თბი­ლის­ში, ე.წ. კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე, სა­დაც ერ­თმა­ნეთს უც­ნა­უ­რად შერ­წყმია ძვე­ლე­ბუ­რი, აივ­ნი­ა­ნი სახ­ლე­ბის ხიბ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქის შფო­თი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლი მდე­ბა­რე­ობს. ვინ იცის, რა აღარ ახ­სოვს ამ პა­ტა­რა შე­ნო­ბას, ან რა არ გა­დახ­დე­ნი­ათ მის სტუმ­რებ­სა და მას­პინ­ძლებს... ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლში დატ­რი­ა­ლე­ბულ ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ შემ­თხვე­ვებ­ზე ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხა­თუ­ნა კი­კა­ბი­ძე მოგ­ვითხ­რობს:

- უკ­ვე თოთხ­მე­ტი წე­ლია აქ ვარ და რას აღარ გა­და­ვე­ყა­რე ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნი უც­ნა­უ­რი რამ მომ­ხდა­რა ჩემს თვალ­წინ. ერ­თხელ სი­ძემ შუა რი­ტუ­ა­ლის დროს გა­მოგ­ვიცხ­ა­და - და­ქორ­წი­ნე­ბა არ მინ­და­ო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, რო­ცა პა­ტარ­ძალს ლა­მის გუ­ლი შე­უ­წუხ­და, სა­სი­დედ­რომ კი მრის­ხა­ნე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა მი­ი­ღო, ისევ და­თან­ხმდა... ყვე­ლა­ზე მე­ტად მშობ­ლე­ბი გვაკ­ვირ­ვე­ბენ: მო­დი­ან და გვე­უბ­ნე­ბი­ან - ბავ­შვებს და­ქორ­წი­ნე­ბა სურ­თო, მე­რე კი აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ეს "ბავ­შვე­ბი" 27, 30, 35 წლი­სა­ნი არი­ან. გვყო­ლია ასა­კით ძა­ლი­ან შე­უ­ფე­რე­ბე­ლი წყვი­ლე­ბი, რო­ცა ქალ­ბა­ტო­ნი 20-23 წლით უფ­რო­სი იყო საქ­მრო­ზე, ან მა­მა­კა­ცი ყო­ფი­ლა 30-40 წლით უფ­რო­სი ქალ­ზე. ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდა ისე­თი ქორ­წი­ნე­ბე­ბი, რო­ცა ქა­ლი მე­უღ­ლე­ზე 10, 15, 18 წლით უფ­რო­სი­ა, ად­რე ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და. ერ­თხელ მო­ვიდ­ნენ უცხ­ო­ე­ლე­ბი - ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მა­მა­კა­ცი 83 წლი­სა იყო, ხო­ლო ქა­ლი - 80-ის. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, გაგ­ვიკ­ვირ­და - რა­ღა დროს ამა­თი ქორ­წი­ლი­ა­ო, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს ისე­თი სიტყ­ვე­ბით მი­მარ­თეს და ისე­თი თვა­ლე­ბით უყუ­რებ­დნენ, რომ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცრემ­ლი მო­ე­რი­ა... გვი­ამ­ბეს, რომ თურ­მე ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ყვა­რე­ბი­ათ ერ­თმა­ნე­თი, მე­რე გა­შო­რე­ბუ­ლან და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბი შე­უქ­მნი­ათ, უკ­ვე დაქ­ვრი­ვე­ბუ­ლე­ბი კი აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შეხ­ვედ­რი­ან ერ­თმა­ნეთს. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ბევ­რი უცხ­ო­ე­ლი აწერს ჩვენ­თან ხელს. მოს­წონთ ეს ად­გი­ლიც, შე­ნო­ბაც, შე­მო­დი­ან და გვთხო­ვენ, სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებ­თო. ჩვენც, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, უარს არ ვე­უბ­ნე­ბით.

- ალ­ბათ, ჩხუ­ბი­სა და და­ვი­და­რა­ბის მოწ­მე­ნიც ბევ­რჯერ ყო­ფილ­ხართ.

- რა თქმა უნ­და, ასე­თი ფაქ­ტე­ბიც მომ­ხდა­რა: ერ­თხელ გან­ცხა­დე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქემ, რო­მელ­საც ცო­ლად ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მოჰ­ყავ­და, მშობ­ლებს კი არ უნ­დო­დათ სხვა ეროვ­ნე­ბის რძა­ლი. მო­ვიდ­ნენ სა­სი­ძოს დე­და და და, ერ­თი ამ­ბა­ვი ატყ­და, ჯერ ჩვენ გვე­ჩხ­უბ­ნენ, გან­ცხა­დე­ბა რა­ტომ მი­ი­ღე­თო, მე­რე კი ეს ბი­ჭი გა­მო­ლან­ძღეს და ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი, რო­მე­ლიც ხელ­ში ეჭი­რა, სულ თავ­ში ურ­ტყეს. ამა­სო­ბა­ში, რო­გორც ჩანს, იმ გო­გოს ვი­ღა­ცამ უთხ­რა, რაც ხდე­ბო­და, პა­ტარ­ძა­ლი არ მო­ვი­და და ეს ქორ­წი­ნე­ბაც ჩა­ი­შა­ლა. ჩხუბ­სა და აყალ­მა­ყალს რაც შე­ე­ხე­ბა, ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი და "ცხე­ლი" პე­რი­ო­დი ყო­ფი­ლა 1990-ი­ანი წლე­ბი, რო­ცა "მხედ­რი­ო­ნის" სა­ხე­ლი ქუხ­და: მე მა­შინ აქ არ ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს ავ­ტო­მა­ტე­ბი­თაც დად­გო­მი­ან თავ­ზე - ომ­ში მივ­დი­ვართ და ხე­ლის მო­წე­რა გვინ­და­ო. და ასე, ავ­ტო­მა­ტე­ბის "თან­ხლე­ბით" ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა. ეს იმი­ტომ ხდე­ბო­და, რომ მა­შინ წი­ნას­წარ, ერ­თი თვით ად­რე უნ­და შე­მო­გე­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა, ახ­ლა ამას არა­ვინ ითხ­ოვს, შე­უძ­ლი­ათ პირ­და­პირ მო­ვიდ­ნენ და რო­ცა უნ­დათ, მა­შინ ვა­ტა­რებთ ოფი­ცი­ა­ლურ რე­გის­ტრა­ცი­ას. ერ­თხელ დაგ­ვი­რე­კეს და გვითხ­რეს, შე­ნო­ბა და­ნაღ­მუ­ლი­ა­ო, მო­ვიდ­ნენ გამ­ნაღ­მვე­ლე­ბი, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. თურ­მე ვი­ღა­ცის ქორ­წი­ლის ჩაშ­ლა უნ­დო­დათ... კარ­თან ჯა­დოს მაგ­ვა­რი რა­ღა­ცე­ბიც გვი­ნა­ხავს, პა­ტა­რა ჩა­კე­ტი­ლი ბოქ­ლო­მე­ბი, დამ­წვა­რი შა­ქა­რი და ა.შ... ჩვენ­თვის ისიც უკითხ­ავთ - ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა­ო, მაგ­რამ არ ვი­ცი, ეს ხუმ­რო­ბით იყო ნათ­ქვა­მი თუ სე­რი­ო­ზუ­ლად.

- ბო­ლო ხა­ნებ­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის უცხ­ო­ე­ლებ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი. ეს თქვენ­თა­ნაც იგ­რძნო­ბა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, თუმ­ცა ისიც უნ­და ით­ქვას, რომ ზოგ­ჯერ უცხ­ო­ე­ლებ­თან ქორ­წი­ნე­ბა ფიქ­ტი­უ­რი­ა: ამ ქალ­ბა­ტო­ნებს სჭირ­დე­ბათ სა­ბუ­თი და სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლა. ხში­რია შავ­კა­ნი­ა­ნებ­თან და ევ­რო­პე­ლებ­თან და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველ კა­ცებს, მათ ცო­ლად რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მოჰ­ყავთ. ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ძი­რი­თა­დად მენ­დელ­სო­ნის მარ­შის ფონ­ზე ტარ­დე­ბა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ თვი­თონ მო­აქვთ ის მუ­სი­კა, რო­მე­ლიც მოს­წონთ, ერ­თმა წყვილ­მა მოგ­ვთხო­ვა - თუ­ფა­ქი ჩაგ­ვირ­თე­თო. არ გვქონ­და და დის­კი თვი­თონ მო­ვა­ტა­ნი­ნეთ. ეს ქორ­წი­ლიც საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი იყო: პა­ტარ­ძალს ჯინ­სის შარ­ვა­ლი და კე­დე­ბი ეც­ვა და თუ­ფა­ქი მარ­თლაც შე­ე­ფე­რე­ბო­და. ბო­ლო ხა­ნებ­ში მო­დუ­რი გახ­და შე­ნო­ბის გა­რეთ რე­გის­ტრა­ცი­ა: მა­გა­ლი­თად, ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს სადღ­აც, ქო­როღ­ლის ცი­ხის ძირ­ში, ტრი­ალ მინ­დორ­ზე ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნეს სა­ქორ­წი­ნო რი­ტუ­ა­ლი. მე პი­რა­დად ცე­რე­მო­ნია ჩა­ვა­ტა­რე ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის რეს­ტორ­ნის ხა­რა­ჩო­ე­ბის ფონ­ზე. იყო წყვი­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უნ­დო­და ხა­რა­ჩო­ე­ბის ფონ­ზე მო­ე­წე­რათ ხე­ლი, ავე­დით ამ ხა­რა­ჩო­ებ­ში, გახ­სნეს შამ­პა­ნუ­რი და ასე­თი უც­ნა­უ­რი "ქორ­წი­ლი" გავ­მარ­თეთ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა ხე­ლი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზეც მო­უ­წე­რი­ათ. ამას წი­ნათ შე­მოგ­ვა­პა­რეს, სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტით რომ ავი­დეთ თბი­ლი­სის ზღვა­ზე და იქ დავ­ქორ­წინ­დეთ, ხომ შე­იძ­ლე­ბა­ო? რამ­დე­ნი­მე წყვილ­მა ხე­ლი მო­ა­წე­რა ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში, ტივ­ზე და ა.შ. კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც ხში­რი­ა. ერ­თხელ ძა­ლი­ან გამ­ხდარ­მა სი­ძემ მო­ი­წა­დი­ნა ტან­სრუ­ლი პა­ტარ­ძლის ხელ­ში აყ­ვა­ნა, სიმ­ძი­მეს ვერ გა­უძ­ლო და ორი­ვე­ნი კი­ბე­ზე და­გორ­დნენ...

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ქორ­წი­ნე­ბა თბი­ლი­სუ­რად: "თა­ი­გუ­ლი სულ თავ­ში ურ­ტყეს"

ქორ­წი­ნე­ბა თბი­ლი­სუ­რად: "თა­ი­გუ­ლი სულ თავ­ში ურ­ტყეს"

ძველ თბი­ლის­ში, ე.წ. კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე, სა­დაც ერ­თმა­ნეთს უც­ნა­უ­რად შერ­წყმია ძვე­ლე­ბუ­რი, აივ­ნი­ა­ნი სახ­ლე­ბის ხიბ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქის შფო­თი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, ყვე­ლა­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლი მდე­ბა­რე­ობს. ვინ იცის, რა აღარ ახ­სოვს ამ პა­ტა­რა შე­ნო­ბას, ან რა არ გა­დახ­დე­ნი­ათ მის სტუმ­რებ­სა და მას­პინ­ძლებს... ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლში დატ­რი­ა­ლე­ბულ ყვე­ლა­ზე უც­ნა­ურ შემ­თხვე­ვებ­ზე ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხა­თუ­ნა კი­კა­ბი­ძე მოგ­ვითხ­რობს:

- უკ­ვე თოთხ­მე­ტი წე­ლია აქ ვარ და რას აღარ გა­და­ვე­ყა­რე ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნი უც­ნა­უ­რი რამ მომ­ხდა­რა ჩემს თვალ­წინ. ერ­თხელ სი­ძემ შუა რი­ტუ­ა­ლის დროს გა­მოგ­ვიცხ­ა­და - და­ქორ­წი­ნე­ბა არ მინ­და­ო, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, რო­ცა პა­ტარ­ძალს ლა­მის გუ­ლი შე­უ­წუხ­და, სა­სი­დედ­რომ კი მრის­ხა­ნე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა მი­ი­ღო, ისევ და­თან­ხმდა... ყვე­ლა­ზე მე­ტად მშობ­ლე­ბი გვაკ­ვირ­ვე­ბენ: მო­დი­ან და გვე­უბ­ნე­ბი­ან - ბავ­შვებს და­ქორ­წი­ნე­ბა სურ­თო, მე­რე კი აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ეს "ბავ­შვე­ბი" 27, 30, 35 წლი­სა­ნი არი­ან. გვყო­ლია ასა­კით ძა­ლი­ან შე­უ­ფე­რე­ბე­ლი წყვი­ლე­ბი, რო­ცა ქალ­ბა­ტო­ნი 20-23 წლით უფ­რო­სი იყო საქ­მრო­ზე, ან მა­მა­კა­ცი ყო­ფი­ლა 30-40 წლით უფ­რო­სი ქალ­ზე. ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდა ისე­თი ქორ­წი­ნე­ბე­ბი, რო­ცა ქა­ლი მე­უღ­ლე­ზე 10, 15, 18 წლით უფ­რო­სი­ა, ად­რე ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და. ერ­თხელ მო­ვიდ­ნენ უცხ­ო­ე­ლე­ბი - ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მა­მა­კა­ცი 83 წლი­სა იყო, ხო­ლო ქა­ლი - 80-ის. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, გაგ­ვიკ­ვირ­და - რა­ღა დროს ამა­თი ქორ­წი­ლი­ა­ო, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს ისე­თი სიტყ­ვე­ბით მი­მარ­თეს და ისე­თი თვა­ლე­ბით უყუ­რებ­დნენ, რომ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცრემ­ლი მო­ე­რი­ა... გვი­ამ­ბეს, რომ თურ­მე ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ყვა­რე­ბი­ათ ერ­თმა­ნე­თი, მე­რე გა­შო­რე­ბუ­ლან და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბი შე­უქ­მნი­ათ, უკ­ვე დაქ­ვრი­ვე­ბუ­ლე­ბი კი აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შეხ­ვედ­რი­ან ერ­თმა­ნეთს. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ბევ­რი უცხ­ო­ე­ლი აწერს ჩვენ­თან ხელს. მოს­წონთ ეს ად­გი­ლიც, შე­ნო­ბაც, შე­მო­დი­ან და გვთხო­ვენ, სუ­რა­თებს გა­და­ვი­ღებ­თო. ჩვენც, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, უარს არ ვე­უბ­ნე­ბით.

- ალ­ბათ, ჩხუ­ბი­სა და და­ვი­და­რა­ბის მოწ­მე­ნიც ბევ­რჯერ ყო­ფილ­ხართ.

- რა თქმა უნ­და, ასე­თი ფაქ­ტე­ბიც მომ­ხდა­რა: ერ­თხელ გან­ცხა­დე­ბა შე­მო­ი­ტა­ნა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქემ, რო­მელ­საც ცო­ლად ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მოჰ­ყავ­და, მშობ­ლებს კი არ უნ­დო­დათ სხვა ეროვ­ნე­ბის რძა­ლი. მო­ვიდ­ნენ სა­სი­ძოს დე­და და და, ერ­თი ამ­ბა­ვი ატყ­და, ჯერ ჩვენ გვეჩხ­უბ­ნენ, გან­ცხა­დე­ბა რა­ტომ მი­ი­ღე­თო, მე­რე კი ეს ბი­ჭი გა­მო­ლან­ძღეს და ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი, რო­მე­ლიც ხელ­ში ეჭი­რა, სულ თავ­ში ურ­ტყეს. ამა­სო­ბა­ში, რო­გორც ჩანს, იმ გო­გოს ვი­ღა­ცამ უთხ­რა, რაც ხდე­ბო­და, პა­ტარ­ძა­ლი არ მო­ვი­და და ეს ქორ­წი­ნე­ბაც ჩაიშალა. ჩხუბ­სა და აყალ­მა­ყალს რაც შე­ე­ხე­ბა, ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი და "ცხე­ლი" პე­რი­ო­დი ყო­ფი­ლა 1990-ი­ანი წლე­ბი, რო­ცა "მხედ­რი­ო­ნის" სა­ხე­ლი ქუხ­და: მე მა­შინ აქ არ ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს ავ­ტო­მა­ტე­ბი­თაც დად­გო­მი­ან თავ­ზე - ომ­ში მივ­დი­ვართ და ხე­ლის მო­წე­რა გვინ­და­ო. და ასე, ავ­ტო­მა­ტე­ბის "თან­ხლე­ბით" ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა. ეს იმი­ტომ ხდე­ბო­და, რომ მა­შინ წი­ნას­წარ, ერ­თი თვით ად­რე უნ­და შე­მო­გე­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა, ახ­ლა ამას არა­ვინ ითხ­ოვს, შე­უძ­ლი­ათ პირ­და­პირ მო­ვიდ­ნენ და რო­ცა უნ­დათ, მა­შინ ვა­ტა­რებთ ოფი­ცი­ა­ლურ რე­გის­ტრა­ცი­ას. ერ­თხელ დაგ­ვი­რე­კეს და გვითხ­რეს, შე­ნო­ბა და­ნაღ­მუ­ლი­ა­ო, მო­ვიდ­ნენ გამ­ნაღ­მვე­ლე­ბი, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. თურ­მე ვი­ღა­ცის ქორ­წი­ლის ჩაშ­ლა უნ­დო­დათ... კარ­თან ჯა­დოს მაგ­ვა­რი რა­ღა­ცე­ბიც გვი­ნა­ხავს, პა­ტა­რა ჩა­კე­ტი­ლი ბოქ­ლო­მე­ბი, დამ­წვა­რი შა­ქა­რი და ა.შ... ჩვენ­თვის ისიც უკითხ­ავთ - ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა­ო, მაგ­რამ არ ვი­ცი, ეს ხუმ­რო­ბით იყო ნათ­ქვა­მი თუ სე­რი­ო­ზუ­ლად.

- ბო­ლო ხა­ნებ­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბის უცხ­ო­ე­ლებ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი. ეს თქვენ­თა­ნაც იგ­რძნო­ბა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, თუმ­ცა ისიც უნ­და ით­ქვას, რომ ზოგ­ჯერ უცხ­ო­ე­ლებ­თან ქორ­წი­ნე­ბა ფიქ­ტი­უ­რი­ა: ამ ქალ­ბა­ტო­ნებს სჭირ­დე­ბათ სა­ბუ­თი და სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლა. ხში­რია შავ­კა­ნი­ა­ნებ­თან და ევ­რო­პე­ლებ­თან და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველ კა­ცებს, მათ ცო­ლად რუ­სე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მოჰ­ყავთ. ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ძი­რი­თა­დად მენ­დელ­სო­ნის მარ­შის ფონ­ზე ტარ­დე­ბა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ თვი­თონ მო­აქვთ ის მუ­სი­კა, რო­მე­ლიც მოს­წონთ, ერ­თმა წყვილ­მა მოგ­ვთხო­ვა - თუ­ფა­ქი ჩაგ­ვირ­თე­თო. არ გვქონ­და და დის­კი თვი­თონ მო­ვა­ტა­ნი­ნეთ. ეს ქორ­წი­ლიც საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი იყო: პა­ტარ­ძალს ჯინ­სის შარ­ვა­ლი და კე­დე­ბი ეც­ვა და თუ­ფა­ქი მარ­თლაც შე­ე­ფე­რე­ბო­და. ბო­ლო ხა­ნებ­ში მო­დუ­რი გახ­და შე­ნო­ბის გა­რეთ რე­გის­ტრა­ცი­ა: მა­გა­ლი­თად, ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს სადღ­აც, ქო­როღ­ლის ცი­ხის ძირ­ში, ტრი­ალ მინ­დორ­ზე ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნეს სა­ქორ­წი­ნო რი­ტუ­ა­ლი. მე პი­რა­დად ცე­რე­მო­ნია ჩა­ვა­ტა­რე ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის რეს­ტორ­ნის ხა­რა­ჩო­ე­ბის ფონ­ზე. იყო წყვი­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უნ­დო­და ხა­რა­ჩო­ე­ბის ფონ­ზე მო­ე­წე­რათ ხე­ლი, ავე­დით ამ ხა­რა­ჩო­ებ­ში, გახ­სნეს შამ­პა­ნუ­რი და ასე­თი უც­ნა­უ­რი "ქორ­წი­ლი" გავ­მარ­თეთ. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა ხე­ლი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზეც მო­უ­წე­რი­ათ. ამას წი­ნათ შე­მოგ­ვა­პა­რეს, სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტით რომ ავი­დეთ თბი­ლი­სის ზღვა­ზე და იქ დავ­ქორ­წინ­დეთ, ხომ შე­იძ­ლე­ბა­ო? რამ­დე­ნი­მე წყვილ­მა ხე­ლი მო­ა­წე­რა ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში, ტივ­ზე და ა.შ. კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც ხში­რი­ა. ერ­თხელ ძა­ლი­ან გამ­ხდარ­მა სი­ძემ მო­ი­წა­დი­ნა ტან­სრუ­ლი პა­ტარ­ძლის ხელ­ში აყ­ვა­ნა, სიმ­ძი­მეს ვერ გა­უძ­ლო და ორი­ვე­ნი კი­ბე­ზე და­გორ­დნენ...

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია