პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამარხვო საცივი თამრიკო ჭოხონელიძისგან
სამარხვო საცივი თამრიკო ჭოხონელიძისგან

30 წე­ლია ხორ­ცი არ უჭა­მია, 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თევ­ზიც კი ამო­ი­ღო რა­ცი­ო­ნი­დან, მაგ­რამ ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლო­ბა დი­ა­სახ­ლი­სო­ბა­ში ხელს არ უშ­ლის. ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ხორ­ცი­ან კერ­ძებ­საც ამ­ზა­დებს. რამ­დე­ნი­მე ეფექ­ტუ­რი დი­ე­ტა, გემ­რი­ე­ლი კერ­ძის რე­ცეპ­ტი და სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი მოგ­ვცა მომ­ღე­რალ­მა თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ.

- გურ­მა­ნი ვარ, ოღონდ პრე­ტენ­ზი­უ­ლი გურ­მა­ნი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უკვე 30 წე­ლია, ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი ვარ. პირ­და­პირ გე­ტყვი, არა­ნა­ი­რად არ გან­ვიც­დი ხორ­ცის ნაკ­ლე­ბო­ბას. ტი­პუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვაა, ერთ დღეს გა­ვი­აზ­რე, რას ვჭამ­დი. ამ ყვე­ლა­ფერს წერ­ტი­ლი და­ეს­ვა სპი­ტა­კის მი­წისძვრის შემ­დეგ. ერთ წამ­ში წარ­მო­ვიდ­გი­ნე ის, რაც მერე სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ებ­მა გად­მოს­ცეს. მი­წისძვრის დროს სა­ში­ნე­ლი სუნი მეცა, ვთქვი კი­დეც სახ­ლში. რო­გორც ჩანს, იმ ხორ­ცის, რო­მე­ლიც მერე ძა­ლი­ან ცუ­დად ჩან­და ტე­ლე­ვი­ზორ­ში.

- ჰო, მაგ­რამ ჩვენ ხომ ადა­მი­ა­ნის ხორცს არ ვჭამთ?!

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ნე­ბის­მი­ე­რი ხორ­ცი ჩემ­თვის არა­ცო­ცხა­ლია, ლე­შია. 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორცთან ერ­თად თევ­ზიც ავიკ­რძა­ლე. მა­შინ მა­მა­ომ დამ­ტუქ­სა, ნუ თვით­ნე­ბო­ბო. მა­შინ და­ვი­წყე თევ­ზის ჭამა, ოღონდ ნაჭ­რე­ბად დაჭ­რილ თევზს ვერ ვჭამ­დი, ხორცს მა­გო­ნებ­და, მე­გობ­რე­ბი დამ­ცი­ნოდ­ნენ, კუდი და თავი თუ არ უჩან­და, ისეთ თევზს არ ვჭამ­დი.

- ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლო­ბა კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ხელს არ გიშ­ლით?

- არა. ჩემ გარ­და ოჯახ­ში არა­ვინ არ არის ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვა­კე­თებ ხორ­ცი­ან კერ­ძებს, არ ვსინ­ჯავ და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ყო­ველ­თვის ზო­მი­ე­რად აქვს მა­რი­ლიც და სიმ­წა­რეც. თვა­ლი და ხელი მაქვს უკვე მიჩ­ვე­უ­ლი.

- ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის­გა­ნაც ამ­ზა­დებთ კერ­ძებს?

- კი, ვგიჟ­დე­ბი, ისე მიყ­ვარს მო­ლუს­კე­ბი, კი­ბორჩხა­ლა. ახლა გას­წავ­ლით, რო­გორ უნდა მო­ამ­ზა­დოთ ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი ლა­ვაშ­ში. აი­ღებთ მო­ლუს­კებს, რვა­ფე­ხებს და მო­ხარ­შავთ. გა­და­წუ­რავთ, და­ას­ხამთ ზეთს, და­აყ­რით წვრი­ლად დაჭ­რილ ხახვს, და­ჭყლე­ტილ ნი­ორს და ერ­თად მო­შუ­შავთ. მერე და­ას­ხამთ ერთ მთლი­ან პა­კეტ მა­ი­ო­ნეზს და წა­მო­ა­დუ­ღებთ. და­აყ­რით მა­რილს და შავ პილ­პილს. ცალ­კე ქა­ბა­ბის ლა­ვაშ­ზე და­ა­ფენთ 3-4 ფო­თოლ სა­ლა­თის ფურ­ცელს, შუ­ა­ში და­დებთ გრძლად და თხლად დაჭ­რილ ცო­ცხა­ლი და მჟა­ვე კიტ­რის ნაჭ­რებს - თითო-თი­თოს, და­ვუ­მა­ტებთ ჩვენ მიერ მომ­ზა­დე­ბულ ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის მა­სას, გა­და­ვახ­ვევთ და მა­ლე­ვე, ძა­ლი­ან მა­ღალ ცე­ცხლზე შევწვავთ უზე­თოდ ორი­ვე მხრი­დან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სამარხვო საცივი თამრიკო ჭოხონელიძისგან

სამარხვო საცივი თამრიკო ჭოხონელიძისგან

30 წელია ხორცი არ უჭამია, 7 წლის განმავლობაში თევზიც კი ამოიღო რაციონიდან, მაგრამ ვეგეტარიანელობა დიასახლისობაში ხელს არ უშლის. ოჯახის წევრებისთვის ხორციან კერძებსაც ამზადებს. რამდენიმე ეფექტური დიეტა, გემრიელი კერძის რეცეპტი და სასარგებლო რჩევები მოგვცა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ.

- გურმანი ვარ, ოღონდ პრეტენზიული გურმანი, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 30 წელია, ვეგეტარიანელი ვარ. პირდაპირ გეტყვი, არანაირად არ განვიცდი ხორცის ნაკლებობას. ტიპური ფსიქოლოგიური შემთხვევაა, ერთ დღეს გავიაზრე, რას ვჭამდი. ამ ყველაფერს წერტილი დაესვა სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ. ერთ წამში წარმოვიდგინე ის, რაც მერე საინფორმაციოებმა გადმოსცეს. მიწისძვრის დროს საშინელი სუნი მეცა, ვთქვი კიდეც სახლში. როგორც ჩანს, იმ ხორცის, რომელიც მერე ძალიან ცუდად ჩანდა ტელევიზორში.

- ჰო, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანის ხორცს არ ვჭამთ?!

- რა მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი ხორცი ჩემთვის არაცოცხალია, ლეშია. 7 წლის განმავლობაში ხორცთან ერთად თევზიც ავიკრძალე. მაშინ მამაომ დამტუქსა, ნუ თვითნებობო. მაშინ დავიწყე თევზის ჭამა, ოღონდ ნაჭრებად დაჭრილ თევზს ვერ ვჭამდი, ხორცს მაგონებდა, მეგობრები დამცინოდნენ, კუდი და თავი თუ არ უჩანდა, ისეთ თევზს არ ვჭამდი.

- ვეგეტარიანელობა კერძების მომზადებაში ხელს არ გიშლით?

- არა. ჩემ გარდა ოჯახში არავინ არ არის ვეგეტარიანელი. ჩვეულებრივად ვაკეთებ ხორციან კერძებს, არ ვსინჯავ და თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველთვის ზომიერად აქვს მარილიც და სიმწარეც. თვალი და ხელი მაქვს უკვე მიჩვეული.

- ზღვის პროდუქტებისგანაც ამზადებთ კერძებს?

- კი, ვგიჟდები, ისე მიყვარს მოლუსკები, კიბორჩხალა. ახლა გასწავლით, როგორ უნდა მოამზადოთ ზღვის პროდუქტები ლავაშში. აიღებთ მოლუსკებს, რვაფეხებს და მოხარშავთ. გადაწურავთ, დაასხამთ ზეთს, დააყრით წვრილად დაჭრილ ხახვს, დაჭყლეტილ ნიორს და ერთად მოშუშავთ. მერე დაასხამთ ერთ მთლიან პაკეტ მაიონეზს და წამოადუღებთ. დააყრით მარილს და შავ პილპილს. ცალკე ქაბაბის ლავაშზე დააფენთ 3-4 ფოთოლ სალათის ფურცელს, შუაში დადებთ გრძლად და თხლად დაჭრილ ცოცხალი და მჟავე კიტრის ნაჭრებს - თითო-თითოს, დავუმატებთ ჩვენ მიერ მომზადებულ ზღვის პროდუქტების მასას, გადავახვევთ და მალევე, ძალიან მაღალ ცეცხლზე შევწვავთ უზეთოდ ორივე მხრიდან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება