საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაორმაგდა კარტოფილის ფასი საქართველოში
რატომ გაორმაგდა კარტოფილის ფასი საქართველოში

არა­ხელ­საყ­რე­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში წელს თით­ქმის ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი კარ­ტო­ფი­ლი მო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ bpn.ge -ს ფერ­მერ­მა და მე­თეს­ლე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვარ­თი ჰო­ვა­ნე­სი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

ფერ­მე­რის თქმით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, რო­მე­ლიც კარ­ტო­ფი­ლის ძი­რი­თა­დი მწარ­მო­ე­ბე­ლი რე­გი­ო­ნია, ბოსტნე­უ­ლის სა­ბი­თუ­მო ფასი სექ­ტემ­ბრი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, ორ­ჯერ გა­ი­ზარ­და და კი­ლოგ­რამ­ზე 1,20 ლარი შე­ად­გი­ნა.

"რო­გორც ვი­ცით, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც და­ბა­ლი მო­სა­ვა­ლი იყო, მათ შო­რის, თურ­ქეთ­სა და ირან­შიც. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან კარ­ტო­ფი­ლის სა­ყიდ­ლად ბევ­რი კლი­ენ­ტი ჩა­მო­დის, მაგ­რამ რე­გი­ონ­ში საკ­მა­რი­სი კარ­ტო­ფი­ლი არ არის", - აღ­ნიშ­ნავს ფერ­მე­რი.

დე­ფი­ცი­ტის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი სა­ზღვრებ­ზე გამ­კაც­რე­ბუ­ლი ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი კონ­ტრო­ლია, რის შე­დე­გა­დაც ქვე­ყა­ნა­ში ბოსტნე­უ­ლი ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დის. მა­გა­ლი­თად, სულ რა­ღაც ერთი თვის წინ სომ­ხე­თი­დან ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი 500 ტონა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი სა­ზღვრი­დან უკან გა­აბ­რუ­ნეს.

"ახლა კარ­ტო­ფი­ლი სომ­ხეთ­შიც გაძ­ვირ­და, ად­გილ­ზე ერთი კი­ლოგ­რა­მი - ლარი ღირს", - აცხა­დებს ვარ­თი ჰო­ვა­ნე­სი­ა­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კარ­ტო­ფი­ლის იმ­პორ­ტი, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით 5-ჯერ შემ­ცირ­და და იან­ვარ-ოქ­ტომ­ბერ­ში 1 მი­ლი­ონ 137 ათა­სი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

თუმ­ცა, მთავ­რო­ბის მხრი­დან სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბულ პო­ლი­ტი­კას ფერ­მე­რე­ბი მი­ე­სალ­მე­ბი­ან.

"ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხი სა­ერ­თოდ არ კონ­ტროლ­დე­ბა, სა­ზღვრე­ბი გახ­სნი­ლი იყო და ყვე­ლა­ფე­რი უპ­რობ­ლე­მოდ შე­მო­დი­ო­და. და­ა­ვა­დე­ბულ კარ­ტო­ფილს მო­სახ­ლე­ო­ბა არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად სა­თეს­ლე­დაც იყე­ნებ­და, რაც და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ო­და. უხა­რის­ხო ია­ფ­ფა­სი­ან იმ­პორტთან კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და. ჯერ მო­სა­ვა­ლი აღე­ბუ­ლი არ გვქონ­და, რომ თურ­ქუ­ლი კარ­ტო­ფი­ლით ივ­სე­ბო­და სა­წყო­ბე­ბი", - აცხა­დებს თა­ვის მხრივ ფერ­მე­რი თე­ნიზ გუ­ლი­აშ­ვი­ლი.

მისი თქმით, შარ­შან ბოსტნე­უ­ლის სა­ბი­თუ­მო ფასი მო­სავ­ლის აღე­ბი­სას კი­ლოგ­რამ­ზე 20-25 თეთ­რამ­დე, ანუ, წლე­ვან­დელ­თან შე­და­რე­ბით, ორ­ჯერ დაბ­ლა და­ე­ცა, რის გა­მოც ფერ­მე­რებ­მა იზა­რა­ლეს.

"მო­სავ­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­წყო­ბებ­ში დაგ­ვრჩა, ზოგი სა­ქო­ნელს ვა­ჭა­მეთ, ზო­გიც დალ­პა და გა­დავ­ყა­რეთ", - აღ­ნიშ­ნავს გუ­ლი­აშ­ვი­ლი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "რაც სა­მარ­ხვოა და მი­წა­ზე მო­დის, ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და" - ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რი­დან

წყა­რო:

BPN.GE

რატომ გაორმაგდა კარტოფილის ფასი საქართველოში

რატომ გაორმაგდა კარტოფილის ფასი საქართველოში

არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო საქართველოში წელს თითქმის ორჯერ ნაკლები კარტოფილი მოვიდა, - ამის შესახებ bpn.ge -ს ფერმერმა და მეთესლეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვართი ჰოვანესიანმა განუცხადა.

ფერმერის თქმით, სამცხე-ჯავახეთში, რომელიც კარტოფილის ძირითადი მწარმოებელი რეგიონია, ბოსტნეულის საბითუმო ფასი სექტემბრიდან, დაახლოებით, ორჯერ გაიზარდა და კილოგრამზე 1,20 ლარი შეადგინა.

"როგორც ვიცით, მეზობელ ქვეყნებშიც დაბალი მოსავალი იყო, მათ შორის, თურქეთსა და ირანშიც. აზერბაიჯანიდან კარტოფილის საყიდლად ბევრი კლიენტი ჩამოდის, მაგრამ რეგიონში საკმარისი კარტოფილი არ არის", - აღნიშნავს ფერმერი.

დეფიციტის კიდევ ერთი მიზეზი საზღვრებზე გამკაცრებული ფიტოსანიტარული კონტროლია, რის შედეგადაც ქვეყანაში ბოსტნეული ნაკლები რაოდენობით შემოდის. მაგალითად, სულ რაღაც ერთი თვის წინ სომხეთიდან ექსპორტირებული 500 ტონა დაავადებული კარტოფილი საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

"ახლა კარტოფილი სომხეთშიც გაძვირდა, ადგილზე ერთი კილოგრამი - ლარი ღირს", - აცხადებს ვართი ჰოვანესიანი.

აღსანიშნავია, რომ კარტოფილის იმპორტი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით 5-ჯერ შემცირდა და იანვარ-ოქტომბერში 1 მილიონ 137 ათასი დოლარი შეადგინა.

თუმცა, მთავრობის მხრიდან სურსათის უვნებლობის გამკაცრებულ პოლიტიკას ფერმერები მიესალმებიან.

"ძველი ხელისუფლების პირობებში პროდუქციის ხარისხი საერთოდ არ კონტროლდება, საზღვრები გახსნილი იყო და ყველაფერი უპრობლემოდ შემოდიოდა. დაავადებულ კარტოფილს მოსახლეობა არცთუ იშვიათად სათესლედაც იყენებდა, რაც დაავადების გავრცელების საშუალებას იძლეოდა. უხარისხო იაფფასიან იმპორტთან კონკურენციის გაწევა ძალიან გვიჭირდა. ჯერ მოსავალი აღებული არ გვქონდა, რომ თურქული კარტოფილით ივსებოდა საწყობები", - აცხადებს თავის მხრივ ფერმერი თენიზ გულიაშვილი.

მისი თქმით, შარშან ბოსტნეულის საბითუმო ფასი მოსავლის აღებისას კილოგრამზე 20-25 თეთრამდე, ანუ, წლევანდელთან შედარებით, ორჯერ დაბლა დაეცა, რის გამოც ფერმერებმა იზარალეს.

"მოსავლის უმეტესი ნაწილი საწყობებში დაგვრჩა, ზოგი საქონელს ვაჭამეთ, ზოგიც დალპა და გადავყარეთ", - აღნიშნავს გულიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: "რაც სამარხვოა და მიწაზე მოდის, ყველაფერი გაძვირდა" - ფოტორეპორტაჟი აგრარული ბაზრიდან

წყარო:

BPN.GE

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ