მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე ხელისუფლებაში
ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე ხელისუფლებაში

რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ადა­მი­ანს რა­ი­მე საქ­მე აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, იმა­ზე იწყებს ფიქ­რს, ჰყავს თუ არა ამ კონ­კ­რე­ტულ სფე­რო­ში ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი თუ ნა­თე­სა­ვი. ისიც უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნაც­ნობ-მე­გობ­რო­ბით გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მის გა­ი­­ო­ლე­ბას ალ­ბათ, ვე­რა­სო­დეს გა­და­ვეჩ­ვე­ვით. მა­გა­ლი­თად, ამ მე­თო­დით სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნას.

თუმ­ცა კერ­ძო სექ­ტორ­ში ცო­ტა სხვაგ­ვა­რი სი­ტუ­ა­ციაა. ბიზ­ნეს­მენს, რა თქმა უნ­და, ვე­რა­ვინ აუკ­რ­ძა­ლავს, რომ თა­ვი­სი­ვე კომ­პა­ნი­ა­ში ნა­თე­სა­ვი ან მე­გო­ბა­რი და­ა­საქ­მოს. თუმ­ცა ბიზ­ნეს­მე­ნი იმას მო­ითხოვს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი საქ­მეს კარ­გად უძღ­ვე­ბო­დეს -ხათ­რი­სა და ძმა­კა­ცო­ბის­თ­ვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვის გა­მო თა­ვის კომ­პა­ნი­ას არა­ვის და­აქ­ცე­ვი­ნებს. მა­შინ ის არ ყო­ფი­ლა კარ­გი ბიზ­ნეს­მე­ნი. ამი­ტომ ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ებ­ში ყო­ველ­თ­ვის უფ­რო იო­ლია სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბაც და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლაც. თუმ­ცა ზოგ­ჯერ ხდე­ბა ისეც, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს უშუ­ა­ლოდ არ ადევ­ნებს თვალ­ს­ (­მათ შო­რის სა­კად­რო სა­კითხ­საც) და ამას მე­ნე­ჯერს ან­დობს, თუ ბიზ­ნეს­მენ­მა მე­ნე­ჯე­რის შერ­ჩე­ვა­ში შეც­დო­მა და­უშ­ვა და ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა სა­კად­რო სა­კი­თხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა ნა­თე­სა­ურ-ხათ­რი­ჯა­მო­ბის პრინ­ცი­პით და­იწყო, რო­გორც წე­სი, ასე­თი კომ­პა­ნი­ის საქ­მე­ე­ბი უკან-უკან მი­დის ხოლ­მე.

სხვაგ­ვა­რი სი­ტუ­ა­ციაა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში. პირ­ველ რიგ­ში ის უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ­ (­და ამა­ზე ექ­ს­პერ­ტებ­საც არა­ერ­თხელ უსა­უბ­რი­ათ), რომ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში ქვე­და და სა­შუ­ა­ლო რგო­ლებ­ში უფ­რო მე­ტი ხელ­ფა­სია, ვიდ­რე იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე კერ­ძო სექ­ტორ­ში. ელე­მენ­ტა­რულ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ -კერ­ძოდ, სსიპ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო მაც­ნე" აცხა­დებს დამ­ლა­გებ­ლის ვა­კან­სი­ას, ანა­ზღა­უ­რე­ბა 400 ლა­რი, კერ­ძო სექ­ტორ­ში ამ ტი­პის სამ­სა­ხურ­ში სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა უფ­რო და­ბა­ლია. აღა­რა­ფერს ვიტყ­ვით იმა­ზე, რომ მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი სა­მი­ნის­ტ­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ჯერ­ჯე­რო­ბით ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ხელ­ფა­სო სარ­გო 2.350 ლა­რია; ერთ-ერ­თი უწყე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ხელ­ფა­სი კი -2.930 ლარს შე­ად­გენს. უფ­რო შთამ­ბეჭ­დავ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ -9 დე­კემ­ბერს ამო­ი­წუ­რა გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­ტა­ნის ვა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ის, ვინც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბა, ხელ­ფა­სის სა­ხით 4.000-5.000 ლარს მი­ი­ღებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა კი­დევ უფ­რო იზ­რ­დე­ბა. მარ­თა­ლია, იზ­რ­დე­ბა და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, თუმ­ცა სულ რა­ღაც 1,8%-ით, ხო­ლო შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით თით­ქ­მის 25%-ით მე­ტია, რაც, ექ­ს­პერ­ტე­ბის თქმით, შთამ­ბეჭ­და­ვი ზრდაა, მით უფ­რო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა ისე­დაც მა­ღა­ლია.

სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა ხელ­ფა­სე­ბის ზრდას კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბით ხსნი­და და ეს სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი იყო, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა და, ზოგ­ჯერ არ­ც­თუ რთუ­ლი სა­მუ­შაო, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდის ნე­პო­ტიზ­მის საფ­რ­თხეს. კერ­ძოდ, შე­საძ­ლოა, ამოქ­მედ­დეს პრინ­ცი­პი -"სჯობს, ეს ხელ­ფა­სი ჩე­მი­ან­მა აი­ღოს, ვიდ­რე სხვამ". არის სა­ბი­უ­ჯე­ტო ფუ­ლი, ნაკ­ლე­ბი კონ­ტ­რო­ლი, თა­ვის მარ­თ­ლე­ბის მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა. თუმ­ცა ასე­თი მიდ­გო­მით, ერ­თი მხრივ, საქ­მე ფუჭ­დე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც კონ­კ­რე­ტულ სა­მი­ნის­ტ­რო­ში, დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში თუ სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბა­ში მე­გობ­რე­ბი არ ჰყავთ, გზა ეკე­ტე­ბათ წინ­ს­ვ­ლის­კენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რომ სა­კად­რო სა­კითხს კლა­ნურ-პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით წყვეტ­და, ძვე­ლი ამ­ბა­ვია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ალ­ბათ, დროა, სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვარ­დეს ნე­პო­ტიზ­მის პრობ­ლე­მაც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში.

არა­და, ეს კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ამას კვლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რე­ბს. კერ­ძოდ, 2013 წლის ზა­ფხულ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თ­ვე­ლომ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2013 წლის გლო­ბა­ლუ­რი კო­რუფ­ცი­ის ბა­რო­მეტ­რი. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რეს­პონ­დენ­ტე­ბის­თ­ვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ნე­პო­ტიზ­მი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში. კი­თხვა­ზე: რამ­დე­ნად სა­ჭი­როა პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას? გა­მო­კი­თხულ­თა 38%-მა უპა­სუ­ხა, რომ ასე­თი კონ­ტაქ­ტე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ხო­ლო 15%-ს მი­აჩ­ნია, რომ ასე­თი კონ­ტაქ­ტე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი რიცხ­ვია. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ქარ­თულ­მა წარ­მო­მა­დგენ­ლო­ბამ კი­დევ ერ­თი კვლე­ვა ა.წ. ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, მთლი­ა­ნო­ბა­ში, სულ ცო­ტა, 5 638 თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და­ითხო­ვეს და 7 800 ახა­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი მი­ი­ღეს, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ 4%, ანუ 257 და­ი­ნიშ­ნა კონ­კურ­სის მი­ხედ­ვით. და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვა­ში კონ­კურ­სი არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.

ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თ­ვე­ლოს" პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი:

-თუ რო­მელ სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­ში და­ა­საქ­მეს უკონ­კურ­სოდ ადა­მი­ა­ნე­ბი -გა­მო­ყო­ფა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან თით­ქ­მის ყველ­გან ერ­თი და იგი­ვე ხდე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, კა­ნო­ნი იძ­ლე­ო­და იმის სა­შუა­ლე­ბას, რომ ამა თუ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნათ კონ­კურ­სი და მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი და­ე­ნიშ­ნათ. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, 2013 წლის ივ­ლი­სი­დან უკ­ვე უნ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო კონ­კურ­სე­ბი, მაგ­რამ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეს და ეს ვა­და გა­დას­წი­ეს სა­შუ­ა­ლო და ქვე­და დო­ნე­ზე 2014 წლის 1-ელ იან­ვ­რამ­დე და ზე­და დო­ნე­ზე, რო­გორც მახ­სოვს, ზა­ფხუ­ლამ­დე. ეს ახ­ს­ნეს იმით, რომ თით­ქოს ამ კონ­კურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბას ვერ ას­წ­რებ­დ­ნენ. ეჭ­ვი მაქვს, რომ ვა­და შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­დას­წი­ონ. ამის გარ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო იქაც, სა­დაც კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და, რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოგ­ვი­წია ამ პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ. მა­გა­ლი­თად, რიგ შემ­თხვე­ვა­ში სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ე­ბი არ იყო შე­სა­ბა­მი­სად და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი,ბევ­რი კითხ­ვა ჩნდე­ბო­და კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე. მა­გა­ლი­თად, ხა­შურ­ში, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთ კონ­კურ­ს­ზე, კო­მი­სი­ის წევ­რი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი სვამ­დ­ნენ კითხ­ვებს, რომ­ლე­ბიც საქ­მეს­თან სულ არ იყო კავ­შირ­ში. გარ­და ამი­სა, კონ­კურ­სებ­ზე, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, წე­რი­თი კომ­პო­ნენ­ტი არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად ზე­პი­რი გა­სა­უბ­რე­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და. წე­რი­თი კომ­პო­ნენ­ტი­სას უფ­რო ად­ვი­ლია შე­დე­გე­ბის ნახ­ვა და გა­სა­ჩივ­რე­ბაც. სა­ბო­ლო­ოდ ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მე­ბი არა მხო­ლოდ ნე­პო­ტიზ­მის საფ­რ­თხეს, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით შერ­ჩე­ვის და ათა­სი სხვა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

სხვა­თა შო­რის, ექ­ს­პერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ხში­რად სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბაც მხო­ლოდ შირ­მაა, რო­გორც წე­სი, ჩი­ნო­სანს წი­ნას­წარ ჰყავს შერ­ჩე­უ­ლი კონ­კ­რე­ტულ ვა­კან­სი­ა­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში მხო­ლოდ ფიქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, შე­დე­გად კი, შე­საძ­ლოა, მას­ზე ბევ­რად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი სამ­სა­ხურს მიღ­მა რჩე­ბა.

აქ­ვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყ­ვა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პირ­თა კონ­კურ­სის შე­დე­გებს. "კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მხა­რე­ე­ბი სა­უბ­რობ­დ­ნენ კან­დი­და­ტე­ბის მი­მართ ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­სა თუ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ღია მხარ­და­ჭე­რა­ზე. სა­უ­ბა­რი იყო, ასე­ვე, ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პირ­თა შერ­ჩე­ვა­ზე ნა­თე­სა­უ­რი და მე­გობ­რუ­ლი ნიშ­ნით, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის. შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ შერ­ჩე­ულ კან­დი­დატ­თა შო­რის, ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, მარ­თ­ლაც იკ­ვე­თე­ბა ნე­პო­ტიზ­მის ნიშ­ნე­ბი". -ეს არის ამო­ნა­რი­დი იმ წე­რი­ლი­დან, რომ­ლი­თაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა: "სა­მარ­თ­ლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ", "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თ­ვე­ლომ" და "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და იუ­რის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ" სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მო­უ­წო­დეს, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის კონ­კურ­სე­ბი სა­მარ­თ­ლი­ან, თა­ნას­წორ და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე გა­რე­მო­ში გა­მარ­თოს.

ამ­გ­ვა­რი პრობ­ლე­მე­ბი რე­გი­ო­ნებ­შიც იჩენს თავს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცე-სპი­კერ მურ­მან დუმ­ბა­ძეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "25-ე არ­ხის" ეთერ­ში ნე­პო­ტიზ­მის თა­ო­ბა­ზე ჰკი­თხეს, მან გა­ნა­ცხა­და, რომ მი­სი ახ­ლობ­ლე­ბი აჭა­რა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ნამ­დ­ვი­ლად ინიშ­ნე­ბი­ან. "უც­ნობს არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ მივ­ცემ რე­კო­მენ­და­ცი­ას, მე რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაძ­ლევ მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებს", -ბრძა­ნა მურ­მან დუმ­ბა­ძემ.

გა­მო­სა­ვა­ლი ალ­ბათ, მე­ტი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლო და ქვე­და რგო­ლე­ბის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ობი­ექ­ტუ­რი კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მუდ­მი­ვად ვიტ­რი­ა­ლებთ ნე­პო­ტიზ­მის მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ იმა­ზე, რომ თუ მი­ვი­ღეთ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის არ­მია, ამან ქვე­ყა­ნას შე­საძ­ლოა, იმა­ზე მე­ტი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნოს, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე მძლავ­რ­მა სტი­ქი­ამ.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე ხელისუფლებაში

ნეპოტიზმის მოჯადოებული წრე ხელისუფლებაში

რო­დე­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ადა­მი­ანს რა­ი­მე საქ­მე აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, იმა­ზე იწყებს ფიქრს, ჰყავს თუ არა ამ კონ­კ­რე­ტულ სფე­რო­ში ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი თუ ნა­თე­სა­ვი. ისიც უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნაც­ნობ-მე­გობ­რო­ბით გასაკეთებელი საქ­მის გა­ი­­ო­ლე­ბას ალ­ბათ, ვე­რა­სო­დეს გა­და­ვეჩ­ვე­ვით. მა­გა­ლი­თად, ამ მე­თო­დით სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნას.

თუმ­ცა კერ­ძო სექ­ტორ­ში ცო­ტა სხვაგ­ვა­რი სი­ტუ­ა­ციაა. ბიზ­ნეს­მენს, რა თქმა უნ­და, ვე­რა­ვინ აუკ­რ­ძა­ლავს, რომ თა­ვი­სი­ვე კომ­პა­ნი­ა­ში ნა­თე­სა­ვი ან მე­გო­ბა­რი და­ა­საქ­მოს. თუმ­ცა ბიზ­ნეს­მე­ნი იმას მო­ითხოვს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი საქ­მეს კარ­გად უძღ­ვე­ბო­დეს -ხათ­რი­სა და ძმა­კა­ცო­ბის­თ­ვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვის გა­მო თა­ვის კომ­პა­ნი­ას არა­ვის და­აქ­ცე­ვი­ნებს. მა­შინ ის არ ყო­ფი­ლა კარ­გი ბიზ­ნეს­მე­ნი. ამი­ტომ ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ებ­ში ყო­ველ­თ­ვის უფ­რო იოლია სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბაც და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლაც. თუმ­ცა ზოგ­ჯერ ხდე­ბა ისეც, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს უშუ­ა­ლოდ არ ადევ­ნებს თვალ­ს­ (­მათ შო­რის სა­კად­რო სა­კითხ­საც) და ამას მე­ნე­ჯერს ან­დობს, თუ ბიზ­ნეს­მენ­მა მე­ნე­ჯე­რის შერ­ჩე­ვა­ში შეც­დო­მა და­უშ­ვა და ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა სა­კად­რო სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა ნა­თე­სა­ურ-ხათ­რი­ჯა­მო­ბის პრინ­ცი­პით და­იწყო, რო­გორც წე­სი, ასე­თი კომ­პა­ნი­ის საქ­მე­ე­ბი უკან-უკან მი­დის ხოლ­მე.

სხვაგ­ვა­რი სი­ტუ­ა­ციაა სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში. პირ­ველ რიგ­ში ის უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ­ (­და ამა­ზე ექ­ს­პერ­ტებ­საც არა­ერ­თხელ უსა­უბ­რი­ათ), რომ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში ქვე­და და სა­შუ­ა­ლო რგო­ლებ­ში უფ­რო მე­ტი ხელ­ფა­სია, ვიდ­რე იმავე პო­ზი­ცი­ა­ზე კერ­ძო სექ­ტორ­ში. ელე­მენ­ტა­რულ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ -კერ­ძოდ, სსიპ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო მაც­ნე" აცხა­დებს დამ­ლა­გებ­ლის ვა­კან­სი­ას, ანაზღა­უ­რე­ბა 400 ლა­რი, კერ­ძო სექ­ტორ­ში ამ ტი­პის სამ­სა­ხურ­ში სა­შუ­ა­ლო ანაზღა­უ­რე­ბა უფ­რო და­ბა­ლია. აღა­რა­ფერს ვიტყ­ვით იმა­ზე, რომ მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი სა­მი­ნის­ტ­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ჯერჯე­რო­ბით ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ხელ­ფა­სო სარ­გო 2.350 ლა­რია; ერთ-ერ­თი უწყე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ხელ­ფა­სი კი -2.930 ლარს შე­ად­გენს. უფ­რო შთამ­ბეჭ­დავ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ -9 დე­კემ­ბერს ამო­ი­წუ­რა გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­ტა­ნის ვა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ის, ვინც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბა, ხელ­ფა­სის სა­ხით 4.000-5.000 ლარს მი­ი­ღებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­ბი­უ­ჯე­ტო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა შრო­მი­თი ანაზღა­უ­რე­ბა კი­დევ უფ­რო იზ­რ­დე­ბა. მართალია, იზ­რ­დე­ბა და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, თუმ­ცა სულ რა­ღაც 1,8%-ით, ხო­ლო შრო­მი­თი ანაზღა­უ­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით თით­ქ­მის 25%-ით მე­ტია, რაც, ექ­ს­პერ­ტე­ბის თქმით, შთამ­ბეჭ­და­ვი ზრდაა, მით უფ­რო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ანაზღა­უ­რე­ბა ისე­დაც მა­ღა­ლია.

სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა ხელ­ფა­სე­ბის ზრდას კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბით ხსნი­და და ეს სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი იყო, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა და, ზოგ­ჯერ არ­ც­თუ რთუ­ლი სა­მუ­შაო, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდის ნე­პო­ტიზ­მის საფ­რ­თხეს. კერ­ძოდ, შე­საძ­ლოა, ამოქ­მედ­დეს პრინ­ცი­პი -"სჯობს, ეს ხელ­ფა­სი ჩე­მი­ან­მა აიღოს, ვიდ­რე სხვამ". არის სა­ბი­უ­ჯე­ტო ფუ­ლი, ნაკ­ლე­ბი კონ­ტ­რო­ლი, თა­ვის მარ­თ­ლე­ბის მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა. თუმ­ცა ასე­თი მიდ­გო­მით, ერ­თი მხრივ, საქ­მე ფუჭ­დე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც კონ­კ­რე­ტულ სა­მი­ნის­ტ­რო­ში, დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში თუ სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბა­ში მე­გობ­რე­ბი არ ჰყავთ, გზა ეკე­ტე­ბათ წინ­ს­ვ­ლის­კენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რომ სა­კად­რო სა­კითხს კლა­ნურ-პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით წყვეტ­და, ძვე­ლი ამ­ბა­ვია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ალ­ბათ, დროა, სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვარ­დეს ნე­პო­ტიზ­მის პრობ­ლე­მაც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში.

არა­და, ეს კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ამას კვლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რე­ბს. კერ­ძოდ, 2013 წლის ზაფხულ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თ­ვე­ლომ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა 2013 წლის გლო­ბა­ლუ­რი კო­რუფ­ცი­ის ბა­რო­მეტ­რი. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რეს­პონ­დენ­ტე­ბის­თ­ვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ნე­პო­ტიზ­მი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში. კითხვაზე: რამ­დე­ნად სა­ჭი­როა პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას? გა­მო­კითხულ­თა 38%-მა უპა­სუ­ხა, რომ ასე­თი კონ­ტაქ­ტე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ხო­ლო 15%-ს მი­აჩ­ნია, რომ ასე­თი კონ­ტაქ­ტე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი რიცხ­ვია. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ქარ­თულ­მა წარ­მო­მა­დგენ­ლო­ბამ კი­დევ ერ­თი კვლე­ვა ა.წ. ზაფხუ­ლის მი­წუ­რულს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, მთლი­ა­ნო­ბა­ში, სულ ცო­ტა, 5 638 თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და­ითხო­ვეს და 7 800 ახა­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი მი­ი­ღეს, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ 4%, ანუ 257 და­ი­ნიშ­ნა კონ­კურ­სის მი­ხედ­ვით. და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვა­ში კონ­კურ­სი არ გა­მოცხა­დე­ბუ­ლა.

ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თ­ვე­ლოს" პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი:

-თუ რო­მელ სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­ში და­ა­საქ­მეს უკონ­კურ­სოდ ადა­მი­ა­ნე­ბი -გა­მო­ყო­ფა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან თით­ქ­მის ყველ­გან ერ­თი და იგი­ვე ხდე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, კა­ნო­ნი იძ­ლე­ო­და იმის სა­შუა­ლე­ბას, რომ ამა თუ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნათ კონ­კურ­სი და მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი და­ე­ნიშ­ნათ. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, 2013 წლის ივ­ლი­სი­დან უკ­ვე უნ­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი­ყო კონ­კურ­სე­ბი, მაგ­რამ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეს და ეს ვა­და გა­დას­წი­ეს სა­შუ­ა­ლო და ქვე­და დო­ნე­ზე 2014 წლის 1-ელ იან­ვ­რამ­დე და ზე­და დო­ნე­ზე, რო­გორც მახ­სოვს, ზაფხუ­ლამ­დე. ეს ახ­ს­ნეს იმით, რომ თით­ქოს ამ კონ­კურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბას ვერ ას­წ­რებ­დ­ნენ. ეჭ­ვი მაქვს, რომ ვა­და შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­დას­წი­ონ. ამის გარ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო იქაც, სა­დაც კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და, რამ­დე­ნი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოგ­ვი­წია ამ პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ. მა­გა­ლი­თად, რიგ შემ­თხვე­ვა­ში სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ე­ბი არ იყო შე­სა­ბა­მი­სად და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი,ბევ­რი კითხ­ვა ჩნდე­ბო­და კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე. მა­გა­ლი­თად, ხა­შურ­ში, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთ კონ­კურ­ს­ზე, კო­მი­სი­ის წევ­რი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი სვამ­დ­ნენ კითხ­ვებს, რომ­ლე­ბიც საქ­მეს­თან სულ არ იყო კავ­შირ­ში. გარ­და ამი­სა, კონ­კურ­სებ­ზე, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, წე­რი­თი კომ­პო­ნენ­ტი არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად ზე­პი­რი გა­სა­უბ­რე­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და. წე­რი­თი კომ­პო­ნენ­ტი­სას უფ­რო ად­ვი­ლია შე­დე­გე­ბის ნახ­ვა და გა­სა­ჩივ­რე­ბაც. სა­ბო­ლო­ოდ ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მე­ბი არა მხო­ლოდ ნე­პო­ტიზ­მის საფ­რ­თხეს, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით შერ­ჩე­ვის და ათა­სი სხვა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

სხვა­თა შო­რის, ექ­ს­პერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ხში­რად სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში კონ­კურ­სის გა­მოცხა­დე­ბაც მხო­ლოდ შირ­მაა, რო­გორც წე­სი, ჩი­ნო­სანს წი­ნას­წარ ჰყავს შერ­ჩე­უ­ლი კონ­კ­რე­ტულ ვა­კან­სი­ა­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში მხო­ლოდ ფიქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, შე­დე­გად კი, შე­საძ­ლოა, მას­ზე ბევ­რად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი სამ­სა­ხურს მიღ­მა რჩე­ბა.

აქ­ვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყ­ვა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პირ­თა კონ­კურ­სის შე­დე­გებს. "კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მხა­რე­ე­ბი სა­უბ­რობ­დ­ნენ კან­დი­და­ტე­ბის მი­მართ ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კო­სის, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­სა თუ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ღია მხარ­და­ჭე­რა­ზე. სა­უ­ბა­რი იყო, ასე­ვე, ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პირ­თა შერ­ჩე­ვა­ზე ნა­თე­სა­უ­რი და მე­გობ­რუ­ლი ნიშ­ნით, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არ არის. შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ შერ­ჩე­ულ კან­დი­დატ­თა შო­რის, ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, მარ­თ­ლაც იკ­ვე­თე­ბა ნე­პო­ტიზ­მის ნიშ­ნე­ბი". -ეს არის ამო­ნა­რი­დი იმ წე­რი­ლი­დან, რომ­ლი­თაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა: "სა­მარ­თ­ლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ", "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა -სა­ქარ­თ­ვე­ლომ" და "სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და იურის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ" სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მო­უ­წო­დეს, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის კონ­კურ­სე­ბი სა­მარ­თ­ლი­ან, თა­ნას­წორ და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე გა­რე­მო­ში გა­მარ­თოს.

ამ­გ­ვა­რი პრობ­ლე­მე­ბი რე­გი­ო­ნებ­შიც იჩენს თავს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცე-სპი­კერ მურ­მან დუმ­ბა­ძეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "25-ე არ­ხის" ეთერ­ში ნე­პო­ტიზ­მის თა­ო­ბა­ზე ჰკითხეს, მან გა­ნაცხა­და, რომ მი­სი ახ­ლობ­ლე­ბი აჭა­რა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ნამ­დ­ვი­ლად ინიშ­ნე­ბი­ან. "უც­ნობს არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ მივ­ცემ რე­კო­მენ­და­ცი­ას, მე რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაძ­ლევ მხო­ლოდ ახ­ლობ­ლებს", -ბრძა­ნა მურ­მან დუმ­ბა­ძემ.

გა­მო­სა­ვა­ლი ალ­ბათ, მე­ტი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლო და ქვე­და რგო­ლე­ბის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ობი­ექ­ტუ­რი კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მუდ­მი­ვად ვიტ­რი­ა­ლებთ ნე­პო­ტიზ­მის მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ იმა­ზე, რომ თუ მი­ვი­ღეთ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის არ­მია, ამან ქვე­ყა­ნას შე­საძ­ლოა, იმა­ზე მე­ტი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნოს, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე მძლავ­რ­მა სტი­ქი­ამ.

ანა გიორგაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა