სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
200 000 ადამიანს სურს, მარსზე კოლონია დააარსოს
200 000 ადამიანს სურს, მარსზე კოლონია დააარსოს

ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის Mars One-ის ავ­ტო­რებ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნი მარსზე კო­ლო­ნი­ზა­ცი­აა, 200 000-ზე მეტი გან­ცხა­დე­ბა მი­ი­ღეს მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­გან, რო­მელ­თაც წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე და­სახ­ლე­ბა სურთ. ამის შე­სა­ხებ პრო­ექ­ტის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ბას ლენსდორფმა გა­ნა­ცხა­და.

პრო­ექ­ტის სა­იტ­ზე ნათ­ქვა­მია, რომ გა­ნა­ცხა­დი 140-ზე მეტი ქვეყ­ნი­დან 202 586 ადა­მი­ან­მა გა­ა­კე­თა. დე­და­მი­წის და­ტო­ვე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით პირ­ველ ად­გილ­ზე აშშ აღ­მოჩ­ნდა - განმცხა­დე­ბე­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ სულ მსურ­ვე­ლე­ბის 24% შე­ად­გი­ნა.

მარ­სის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის ბევ­რი მსურ­ვე­ლი მო­ი­ძებ­ნა ინ­დო­ეთ­ში (10%), ჩი­ნეთ­ში (6%), ბრა­ზი­ლი­ა­ში (5%), დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში (4%), კა­ნა­და­ში (4%), მექ­სი­კა­ში (4%), რუ­სეთ­ში (4%) ფი­ლი­პი­ნებ­ზე (2%), ეს­პა­ნეთ­ში (2%), კო­ლუმ­ბი­ა­ში (25), არ­გენ­ტი­ნა­ში (2%), ავ­სტრა­ლი­ა­ში (1%), საფ­რან­გეთ­ში (1%), თურ­ქეთ­ში (1%), ჩი­ლე­ში (1%), უკ­რა­ი­ნა­ში (1%), პე­რუ­ში (1%), გერ­მა­ნი­ა­ში (1%), იტა­ლი­ა­ში (1%) და პო­ლო­ნეთ­ში (1%).

ამ­ჟა­მად, გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ამ წლის ბო­ლოს მი­სი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან შე­არ­ჩე­ვენ მათ, ვინც მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვა. 2015 წელს მათ­გან ათ ჯგუფს შექ­მნი­ან - თი­თო­ე­ულ­ში 4 ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა. შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა მო­მა­ვა­ლი "მარ­სი­ა­ნე­ლი" სა­გან­გე­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მას გა­ივ­ლის, რის შემ­დე­გაც მხო­ლოდ 4 მო­ხა­ლი­სე აირ­ჩე­ვა, რომ­ლე­ბიც მარსზე პირ­ვე­ლად წავ­ლენ. მარ­თა­ლია ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მათ მო­უ­წევთ შე­ე­გუ­ონ აზრს, რომ დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას ისი­ნი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ - ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ამის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცე­მენ, უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს.

თა­ვი­დან ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ პირ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ე­ბი მარსზე გაფ­რე­ნას 2023 წელს შეძ­ლებ­დნენ. მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაშ­ვე­ბის თა­რი­ღი 2025 წლის­თვის გა­და­ი­ტა­ნეს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე პირ­ვე­ლი ოთხი ადა­მი­ა­ნის გაფ­რე­ნა ექ­ვსი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დაჯ­დე­ბა. რად­გან Mars One არა­კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტია, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ელო­დე­ბი­ან, რომ მი­სი­ის და­ფი­ნან­სე­ბას თა­ვის თავ­ზე სპონ­სო­რე­ბი და საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი აი­ღე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია CNN-ის მი­ხედ­ვით.

200 000 ადამიანს სურს, მარსზე კოლონია დააარსოს

200 000 ადამიანს სურს, მარსზე კოლონია დააარსოს

ამბიციური პროექტის Mars One-ის ავტორებმა, რომლის მიზანი მარსზე კოლონიზაციაა, 200 000-ზე მეტი განცხადება მიიღეს მოხალისეებისგან, რომელთაც წითელ პლანეტაზე დასახლება სურთ. ამის შესახებ პროექტის გენერალურმა დირექტორმა ბას ლენსდორფმა განაცხადა.

პროექტის საიტზე ნათქვამია, რომ განაცხადი 140-ზე მეტი ქვეყნიდან 202 586 ადამიანმა გააკეთა. დედამიწის დატოვების მსურველების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ აღმოჩნდა - განმცხადებელი ამერიკელების რაოდენობამ სულ მსურველების 24% შეადგინა.

მარსის კოლონიზაციის ბევრი მსურველი მოიძებნა ინდოეთში (10%), ჩინეთში (6%), ბრაზილიაში (5%), დიდ ბრიტანეთში (4%), კანადაში (4%), მექსიკაში (4%), რუსეთში (4%) ფილიპინებზე (2%), ესპანეთში (2%), კოლუმბიაში (25), არგენტინაში (2%), ავსტრალიაში (1%), საფრანგეთში (1%), თურქეთში (1%), ჩილეში (1%), უკრაინაში (1%), პერუში (1%), გერმანიაში (1%), იტალიაში (1%) და პოლონეთში (1%).

ამჟამად, განცხადებების მიღება დასრულებულია. ამ წლის ბოლოს მისიის ორგანიზატორები მოხალისეების საერთო რაოდენობიდან შეარჩევენ მათ, ვინც მეორე ტურში გადავა. 2015 წელს მათგან ათ ჯგუფს შექმნიან - თითოეულში 4 ადამიანი იქნება. შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა მომავალი "მარსიანელი" საგანგებო სასწავლო პროგრამას გაივლის, რის შემდეგაც მხოლოდ 4 მოხალისე აირჩევა, რომლებიც მარსზე პირველად წავლენ. მართალია ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მათ მოუწევთ შეეგუონ აზრს, რომ დედამიწაზე დაბრუნებას ისინი ვეღარ შეძლებენ - ტექნოლოგიები, რომლებიც მათ ამის გაკეთების შესაძლებლობას მისცემენ, უბრალოდ არ არსებობს.

თავიდან ვარაუდობდნენ, რომ პირველი მოსახლეები მარსზე გაფრენას 2023 წელს შეძლებდნენ. მაგრამ მოგვიანებით გაშვების თარიღი 2025 წლისთვის გადაიტანეს. მოსალოდნელია, რომ წითელ პლანეტაზე პირველი ოთხი ადამიანის გაფრენა ექვსი მილიარდი დოლარი დაჯდება. რადგან Mars One არაკომერციული პროექტია, ორგანიზატორები ელოდებიან, რომ მისიის დაფინანსებას თავის თავზე სპონსორები და საქმიანი პარტნიორები აიღებენ.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს