სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Freedom House ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებს
Freedom House ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებს

სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Freedom House უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩს გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს. ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მია.

"პრე­ზი­დენ­ტმა ია­ნუ­კო­ვიჩ­მა უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს შო­რის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა და ნდო­ბა და­კარ­გა. ჩვენ არ ვუ­ჭერთ მხარს ქვეყ­ნის მო­მი­ტინ­გე­ე­ბით მმარ­თვე­ლო­ბას, მაგ­რამ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე უა­რის თქმით და დე­მონ­სტრან­ტთა მო­თხოვ­ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბით, კრი­ზი­სი შექ­მნა", - გა­ნა­ცხა­და Freedom House-ის პრე­ზი­დენ­ტმა დე­ვიდ კრა­მერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­უ­კე­თე­სო, რაც შე­იძ­ლე­ბა ია­ნუ­კო­ვიჩ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტის­თვის გა­ა­კე­თოს, ეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მაა, რათა გზა და­უთ­მოს ვა­დამ­დელ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს.

9 დე­კემ­ბერს, კი­ევ­ში ძა­ლოვ­ნებ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ბა­რი­კა­დე­ბი და კარ­ვე­ბი და­არ­ბი­ეს. სპეც­რაზ­მი შე­იჭ­რა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "ბატ­კივ­ში­ნას" ოფის­ში და სამ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟე­ბი:

რო­გორ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი გზას

სპეც­რაზმმა ოპო­ზი­ცი­უ­რი "ბატ­კივ­ში­ნას" ოფი­სი შტურ­მით აიღო

ასე­ვე იხი­ლეთ: მძი­მე ღამე კი­ევ­ში: შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლოვ­ნე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

Freedom House ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებს

Freedom House ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.

"პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უკრაინელ ხალხს შორის ლეგიტიმურობა და ნდობა დაკარგა. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ქვეყნის მომიტინგეებით მმართველობას, მაგრამ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარის თქმით და დემონსტრანტთა მოთხოვნების იგნორირებით, კრიზისი შექმნა", - განაცხადა Freedom House-ის პრეზიდენტმა დევიდ კრამერმა.

მისივე თქმით, საუკეთესო, რაც შეიძლება იანუკოვიჩმა საპროტესტო აქციების შეწყვეტისთვის გააკეთოს, ეს თანამდებობიდან გადადგომაა, რათა გზა დაუთმოს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

9 დეკემბერს, კიევში ძალოვნებმა მშვიდობიანი მომიტინგეების ბარიკადები და კარვები დაარბიეს. სპეცრაზმი შეიჭრა ოპოზიციური პარტია "ბატკივშინას" ოფისში და სამ მედიასაშუალებაში.

იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

როგორ ათავისუფლებენ უკრაინელი სპეცრაზმელები გზას

სპეცრაზმმა ოპოზიციური "ბატკივშინას" ოფისი შტურმით აიღო

ასევე იხილეთ: მძიმე ღამე კიევში: შეიარაღებული ძალოვნები მოქალაქეების, მედიასაშუალებებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა